19 მარტი, სამშაბათი, 2024

წარმატებები ჩვენს სკოლას!

spot_img

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არა­ერ­თი ლა­მა­ზი დღე ახ­სოვთ მოს­წავ­ლე­ებს. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ შე­ა­ფერ­ხა, ბევ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ გაკ­ვე­თი­ლი ისე ვერ ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­გორც ვგეგ­მავ­დით, თუმ­ცა covid 19-ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დით სკო­ლა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე მდგა­რი­ყო.

ჩვენს სკო­ლას ბევ­რი კარ­გი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს. მოს­წავ­ლე­ე­ბიც ზრდი­ლო­ბით, მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სი­თა და მო­რა­ლუ­რი შეგ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

 

2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი ჩვე­ნი სკო­ლის­თ­ვის ფრი­ად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმ მხრივ, რომ ორი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და წამ­ყ­ვა­ნი, რაც ბევ­რი შრო­მი­სა და არა­ერ­თი უძი­ლო ღა­მის შე­დე­გად მო­ი­პო­ვეს. აქე­დან ერ­თ­მა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლი გა­ი­ა­რა პირ­და­პირ, ხო­ლო მე­ო­რემ — ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, დის­ტან­ცი­უ­რად. ჩვენს სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ინ­გა ზა­რან­დი­ამ, რო­მე­ლიც შემ­თავ­სე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, ძვე­ლი სე­ნა­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ორი­ვე სკო­ლა­ში ჩა­ა­ტა­რა წამ­ყ­ვა­ნის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი — ქარ­თუ­ლი ენი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­აწყო ში­და სას­წავ­ლო-სას­კო­ლო ექ­ს­კურ­სია არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ძვე­ლი სე­ნა­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი კარ­გი გზამ­კ­ვ­ლე­ვია ამ დი­დი ენათ­მეც­ნი­ე­რის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ბა­ტონ არნ. ჩი­ქო­ბა­ვას ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის.

მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩ­ნენ ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბი­თა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ და ფიქ­რო­ბენ, მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ნი იქ­ნე­ბი­ან. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რე­ბენ მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად.

გმად­ლობთ, რომ ასე უხა­ლი­სებთ მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, წარ­მა­ტე­ბე­ბი ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტივ­სა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბას.

მად­ლო­ბა მას­წავ­ლე­ბელს, ქალ­ბა­ტონ ინ­გა ზა­რან­დი­ას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გა­წე­უ­ლი შრო­მი­სათ­ვის, წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­მა­ვალ­შიც.

გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა, სსიპ სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ძა­ძა­მეს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები