28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რო­დე­საც სკო­ლის ეზო­ში შე­სულს მოს­წავ­ლე­ე­ბის გუნ­დი შე­მო­მეხ­ვე­ვა და მე­სალ­მე­ბი­ან: „დი­ლა მშვი­დო­ბის მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლო-ჯან“

spot_img

მა­რი­ნა თა­თოშ­ვი­ლი

ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­ლოვ­კის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე მეს­ხეთ­ში, ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უდე­ში. უდის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე თბი­ლი­სის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვე­რის­ტე­ტის მეს­ხე­თის ფი­ლი­ალ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. სპე­ცი­ა­ლო­ბით ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, 2002 წელს, სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მით და­ვიწყე ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც 2007 წლამ­დე ვი­მუ­შა­ვე. 2007-2009 წლებ­ში ადი­გე­ნის მუ­ლი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უდის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად.

2009 წელს, კონ­კურ­სის შე­დე­გად, მოვ­ხ­ვ­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“ და ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რე­ნი­ის სკო­ლა­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ამ პროგ­რა­მას ამ­ჟა­მად „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა“ ჰქვია და რო­გორც სომ­ხურ, ისე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლებ­ში დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს.

2018 წლი­დან სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვე­დი ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­ლოვ­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სომ­ხუ­რე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე, სა­დაც დღემ­დე ვმუ­შა­ობ, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მაქვს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, ასე­ვე, ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა გა­მოც­და და მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი. მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში მუ­შა­ო­ბა ჩემ­თ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რად­გან მო­მი­წია სახ­ლი­დან, ოჯა­ხი­დან წას­ვ­ლა.

ჯა­ვა­ხეთ­ში, ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში, საცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დი. ვას­წავ­ლი­დი სკო­ლა­ში, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ცო­დი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენა, იყო უნ­დობ­ლო­ბაც, უცხო­ო­ბაც… შემ­დეგ­ში კი, ვის­წავ­ლე სომ­ხუ­რი ენა, ჩე­მი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბით, ნდო­ბაც მო­ვი­პო­ვე და სიყ­ვა­რუ­ლიც. დღეს ეჭ­ვი აღარა­ვის ეპა­რე­ბა, რომ ამ სკო­ლებ­ში ჩე­მი და ჩე­მი ათო­ბით კო­ლე­გის მუ­შა­ო­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბაა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის და პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის.

რა თქმა უნ­და, ენერ­გი­ას არ ვზო­გავ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა: იმ სკო­ლი­დან, რო­მელ­შიც მე ვმუ­შა­ობ, აბი­ტუ­რი­ე­ნტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწავ­ლას ქარ­თულ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აგ­რ­ძე­ლებს 1+4 პროგ­რა­მა­ზე და თით­ქ­მის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი აქვს.

ნი­ნოწ­მინ­და­ში სა­მუ­შა­ოდ სო­ფელ ორ­ლოვ­კის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მოთხოვ­ნით ჩა­მო­ვე­დი. სკო­ლამ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სია გა­მო­აცხა­და და „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ მე­ნე­ჯერ­მა იქ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად გა­მაგ­ზავ­ნა. პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­მი­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ბა­ტო­ნი არა­ქელ სე­ი­რა­ნი­ა­ნის მხრი­დან ყო­ველ­თ­ვის დი­დი მხარ­და­ჭე­რა მაქვს. იგი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ის­წავ­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და სწავ­ლა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ, ასე­ვე, თვი­თო­ნაც სწავ­ლობს ქარ­თულ ენას და ამ კურსს მე ვუძღ­ვე­ბი. სწო­რედ ახ­ლა, ამ ეტაპ­ზე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ქარ­თუ­ლი ენის B1 დო­ნის მსმე­ნე­ლია, სკო­ლის სხვა პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს A2 დო­ნე და მონ­დო­მე­ბით აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას. გვყავს ისე­თი კა­ტე­გო­რი­აც, რომ­ლებ­მაც B1 დო­ნე წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს, „მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის“ დახ­მა­რე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, გა­ევ­ლოთ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი და ამ გზით აიმაღ­ლეს კვა­ლი­ფი­კა­ცია, გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ალ­ბათ, არა­ფე­რია იმა­ზე სა­ა­მა­ყო, რო­ცა შე­ნი კო­ლე­გა მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ში შენს წვლილს ხე­დავს და ამის გა­მო გულ­წ­რ­ფელ მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს.

რო­დე­საც საცხოვ­რებ­ლად ნი­ნოწ­მინ­და­ში გა­და­ვე­დი, სკო­ლის ბუ­ღალ­ტ­რის ოჯახ­ში დავ­ბი­ნავ­დი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხი გახ­და. ნი­ნოწ­მინ­და­ში ახ­ლა უკ­ვე ბევ­რი სო­მე­ხი მე­გო­ბა­რი მყავს, ასე­ვე კავ­ში­რი მაქვს და ვმე­გობ­რობ ჩემს ახალ­ქა­ლა­ქელ კო­ლე­გებ­თან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვეხ­მა­რე­ბი კი­დეც. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე.

ძა­ლი­ან რთუ­ლია ნი­ნოწ­მინ­და­ში ცხოვ­რე­ბა, აქა­უ­რი მკაც­რი კლი­მა­ტის გა­მო, აქ თით­ქ­მის სულ ზამ­თა­რია. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მე­რე შე­ვეჩ­ვიე. უკ­ვე 18 წე­ლია, რაც ჯა­ვა­ხეთ­ში ვარ. ამ ბო­ლო დროს, ხში­რად ვფიქ­რობ ჩემს აქა­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, იმა­ზე, რა­საც ვა­კე­თებ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის; ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი აქ, ვფიქ­რობ, დიდ და საქ­ვეყ­ნო საქ­მეს ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რო­დე­საც სკო­ლის ეზო­ში შე­სულს მოს­წავ­ლე­ე­ბის გუნ­დი შე­მო­მეხ­ვე­ვა და მე­სალ­მე­ბი­ან: „დი­ლა მშვი­დო­ბის მა­რი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლო-ჯან“ და ასე­ვე, სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში შე­სულს, კო­ლე­გე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით რომ მიც­ქე­რენ, ჩე­მი იმე­დი რომ აქვთ და რომ შე­მიძ­ლია მათ­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, დი­დი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი იყო, „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა­ში“ მოხ­ვედ­რა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ დღემ­დე მი­სი ერთ-ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. ამ პროგ­რა­მამ ჩემს ცხოვ­რე­ბას ისე­თი დი­დი მი­ზა­ნი შეს­ძი­ნა, რაც მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ მეც ჩე­მი ქვეყ­ნის ერ­თ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცი ვარ და უნ­და ვიდ­გე იქ, სა­დაც ვდგა­ვარ. ეს ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, მიღ­წე­ვე­ბი­თა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით გარ­დამ­ტეხ როლს ას­რუ­ლებს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლე­ბის წინ­ს­ვ­ლის საქ­მე­ში. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლი­თაც ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ვას­წავ­ლით, სწო­რედ პროგ­რა­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის ერ­თი ჯგუ­ფის მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი. ჩვე­ნი პროგ­რა­მის ძა­ლის­ხ­მე­ვით შე­იქ­მ­ნა „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის გრა­მა­ტი­კის პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბუ­ლიც“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სია და წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები