28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა

spot_img

ქე­თე­ვან ჩუ­ბი­ნი­ძე

ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სოფ   რო­დი­ნა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი სპეც­პე­და­გო­გი

 

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა, ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც, სამ­ყა­როს მა­ტე­რი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მის სუ­ლი­ერ-ზნე­ობ­რივ წინ­ს­ვ­ლა­საც გუ­ლის­ხ­მობს.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის გა­რე­შე სამ­ყა­როს წინ­ს­ვ­ლა, მით უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ტექ­ნი­კუ­რი ე.წ. ფუ­ფუ­ნე­ბის გა­რე­მო­ში მო­რა­ლუ­რად, სუ­ლი­ე­რად გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვა.

ის­მის კითხ­ვა – რა სა­ხით უნ­და შეს­თა­ვა­ზოს კა­ცობ­რი­ო­ბამ სამ­ყა­როს, სუ­ლი­ერ-მო­რა­ლურ პლან­ში, თა­ვი­სი პროგ­რე­სი? ვფიქ­რობ, ამ კუთხით ერთ-ერ­თი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა-ხელ­შეწყო­ბა.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სსსმ პირ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, არა­მედ კა­ცობ­რი­ო­ბის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი საკ­მა­ოდ მტკი­ცე და ზუს­ტი ნა­ბი­ჯია. ეს არის საქ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ლო­ზუნ­გე­ბით ცდი­ლობს ადა­მი­ან­თა შო­რის თა­ნას­წო­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის დამ­ყა­რე­ბას, არა­მედ საქ­მი­თაც.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბი­სა და მზე­რის მიპყ­რო­ბას ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ნა­წი­ლის მი­მართ, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბაც არა­თუ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოთ, არა­მედ გა­ვი­თა­ვი­სოთ, ხე­ლი გა­ვუ­წო­დოთ და წარ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ, რად­გან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს, რაც იმ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ამ­ტ­კი­ცეს, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თან­დ­გო­მით შეძ­ლეს ეპო­ვათ სა­კუ­თარ თავ­ში და­მა­ლუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

სწო­რედ ეს გახ­ლავთ პროგ­რე­სი კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ერ-მო­რა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს მხო­ლოდ თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი­თა და სხვა­თა დახ­მა­რე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლით ამ­ჟ­ღავ­ნებს.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ერთ-ერ­თი მედ­რო­შეა ამ გზა­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლო­ბა, თა­ვის თავ­ში, უამ­რავ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას გუ­ლის­ხ­მობს და სი­მა­მა­ცეს მო­ითხოვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმ სა­კითხს, რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხრივ.

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, რაც სწო­რედ ამ მხრივ ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნე­ზე ან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრულ არარ­სე­ბო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­გ­ვა­რი ყალ­ბი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის არე­ალ­ში ცხოვ­რობ­და (ვგუ­ლის­ხ­მობ საბ­ჭო­თა ეპო­ქას), სტე­რე­ო­ტი­პულ აზ­როვ­ნე­ბას მი­ეჩ­ვია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს, „ინ­ვა­ლი­დის სტა­ტუ­სის“ გარ­და, ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბო­და, რი­თაც სრუ­ლი­ად გა­მო­რიცხავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მის რა­ი­მე გზით ჩარ­თ­ვას. პი­როვ­ნე­ბის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ფი­ე­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი პოს­ტუ­ლა­ტია, მო­ითხოვს ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­ულ აღ­შე­ნე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად უნ­და გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნოს, რას გუ­ლის­ხ­მობს თა­ნას­წო­რო­ბი­სა და არა­დის­კ­რი­მი­ნი­რე­ბუ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი.

სკო­ლებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, გაჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბი (რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე მშობ­ლე­ბი), რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ილაშ­ქ­რებ­დ­ნენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ და აცხა­დებ­დ­ნენ, რომ სსსმ და შშმ პი­რე­ბის ე.წ. „ჩვე­უ­ლებ­რივ“ ბავ­შ­ვ­თა გა­რე­მო­ში თა­ნა­არ­სე­ბო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მა­თი „ჯან­მ­რ­თე­ლი“ შვი­ლე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, რად­გან არ სურ­დათ მათ შვი­ლებს გო­ნებ­რი­ვად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ენა­ხათ და ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, მა­თი არ­გუ­მენ­ტი ის იყო, რომ მათ სა­თა­ნა­დო დრო არ რჩე­ბო­დათ კლას­ში სსსმ ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის და ა.შ.

ვფიქ­რობ, ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნე­ზე მეტყ­ვე­ლებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფა – კარ­გე­ბად და ცუ­დე­ბად, სა­ჭი­რო­ე­ბად და არა­სა­ჭი­რო­ე­ბად, ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ში­შია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მო­რა­ლუ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის, რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე და­ლე­ქი­ლი მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შემ­დ­გომ აუცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. ამი­ტომ სა­ჭი­როა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გან­მარ­ტე­ბე­ბის წარ­დ­გე­ნა რო­გორც პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მშობ­ლე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბავ­შ­ვებს, პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად რო­გორც სწავ­ლა­ში, ასე­ვე თა­მაშ­ში. მათ ბუ­ნებ­რი­ვად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ემ­პა­თი­ი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის უნა­რი, რაც მო­წი­ფულ ასაკ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, გა­დაგ­ვარ­დე­ბა ხოლ­მე ან სრუ­ლი­ად ქრე­ბა.

ცნო­ბი­ე­რე­ბის ამ­ღ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, ამ კუთხით, მშო­ბელ­თა კლუ­ბებ­ში სა­დის­კუ­სიო თე­მე­ბის გაშ­ლა, სა­თა­ნა­დო ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და გან­ხილ­ვა. ამ­გ­ვა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებს უნ­და გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ მათ შვი­ლებს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ან­თან მო­უ­წევთ შეხ­ვედ­რა, რომ ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ მუდ­მი­ვად შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჩა­რე­ვას. თუ მათ პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ექ­ნე­ბათ მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, ემ­პა­თია სხვე­ბის მი­მართ, ეს სა­უ­კე­თე­სოდ აისა­ხე­ბა მათ სუ­ლი­ერ-მო­რა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც, თა­ვის მხრივ, უკე­თე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­წინ­და­რი გახ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გებს, აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ამ გა­ააქ­ტი­უ­როს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, მო­ეწყოს შეხ­ვედ­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გებ­თან და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­მარ­ტა­ვენ პე­და­გო­გებს, რომ არ არ­სე­ბობს კლა­სი, სა­დაც ერ­თ­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზო­ნის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ პე­და­გოგს ყო­ველ­თ­ვის სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ზო­ნის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან, რო­მელ­თა შო­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც არი­ან. უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­როა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი­სა და ხერ­ხე­ბის ცოდ­ნა და ფლო­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ისგ-ს სწო­რად შედ­გე­ნას, გა­მო­ყე­ნე­ბას, სწო­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მორ­გე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ნიშ­ნულ სპეც­პე­და­გოგ­თან საქ­მი­ან და ეფექ­ტურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რი­თაც ძა­ლი­ან სწრა­ფად და მარ­ტი­ვად გა­დაწყ­დე­ბა „დი­ლე­მად“ ქცე­უ­ლი სა­კითხე­ბი. ამას­თან, პე­და­გოგს უნ­და გა­ნე­მარ­ტოს, რომ მოს­წავ­ლე­თა მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლონ მას­წავ­ლებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შ­ვის მი­მართ, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თია, რი­სი ჩვე­ნე­ბაც შე­უძ­ლია პე­და­გოგს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­აც სწო­რედ ამას ამ­ბობს – ბავ­შ­ვი ყვე­ლა­ზე უკეთ მა­გა­ლი­თე­ბით, მი­ბაძ­ვით სწავ­ლობს. ამას­თან, ჩვენ ხომ მხო­ლოდ გო­ნებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბით შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ვართ, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის ყო­ველ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას უგუ­ლე­ბელ­ყოფს? ჩვენ გვსურს რო­გორც გო­ნებ­რი­ვად, ასე­ვე მო­რა­ლურ-სუ­ლი­ე­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ფი­ზი­კუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­და.

ვფიქ­რობ, ამ მხრივ, დი­რექ­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი ეკის­რე­ბა, რად­გან, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან ერ­თად, ის ფლობს მმარ­თ­ვე­ლო­ბის ბერ­კე­ტებს და შე­უძ­ლია გო­ნივ­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი­თა და ჩა­რე­ვით, კონ­სულ­ტა­ცია და ერ­თ­გ­ვა­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ოს სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტურ და­ნერ­გ­ვა-გან­ვი­თა­რე­ბას.

არ მი­მაჩ­ნია სწო­რად ამ­ჟა­მინ­დე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­ცა სკო­ლის დი­რექ­ცია, პე­და­გო­გე­ბი მო­ითხო­ვენ, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კითხ­ში მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სპეც­პე­და­გოგს და­ე­კის­როს.

სა­კითხის ამ­გ­ვა­რი და­ყე­ნე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სის არ­ცოდ­ნა­სა და თვით ცოდ­ნის სურ­ვი­ლის არ­ქო­ნა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რაც, თა­ვის მხრივ, სულ ცო­ტა, გულ­გ­რი­ლო­ბაა. სპეც­პე­და­გო­გი ერთ-ერ­თი ბერ­კე­ტია, აუცი­ლე­ბე­ლი რგო­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ცოდ­ნით ხელს უწყობს და ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, და­გეგ­მოს ყო­ველ­დღი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი სსსმ მოს­წავ­ლეს­თან, ეფექ­ტუ­რად მარ­თოს მი­სი ქცე­ვა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­თა­ნა­დო კონ­სულ­ტა­ცია მი­ი­ღოს სპეც­პე­და­გო­გი­სა­გან. თუ უნი­ვერ­სა­ლურ დი­ზა­ინ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­მე­ლიც გა­რე­მოს სსსმ მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან ადაპ­ტი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, სწო­რედ ამ დი­ზა­ი­ნის ცოცხალ რე­სურ­სად მო­ი­აზ­რე­ბა სპეც­პე­და­გო­გი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­ნა თვით სკო­ლა არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით, რო­მელ­თა გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი? სპეც­პე­და­გო­გებს სწო­რედ ამ მხრივ უწევთ სირ­თუ­ლე­ებ­თან შე­ჯა­ხე­ბა და მა­თი დაძ­ლე­ვა, რაც უდი­დეს ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. მუდ­მი­ვად ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­დი­ან, ერთ მხა­რე­საა მოს­წავ­ლე და მე­ო­რე მხა­რეს – პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი, რო­მელ­საც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. თუმ­ცა, რო­გორც დი­დი რუს­თ­ვე­ლი ბრძა­ნებს, თქმუ­ლა ტკბილ­სა მწა­რე ჰპო­ვებს, სჯობს იქ­მ­ნე­ბის რა­ცა ძნე­ლა­დო. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­კითხს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და სკო­ლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა რო­გორც ტრე­ნინ­გე­ბი, ასე­ვე მო­ეწყო­ბა დის­კუ­სი­ე­ბი, გან­ხილ­ვე­ბი უკე­თე­სი რე­ა­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია არა­ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხი, სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თაც სსსმ ბავ­შ­ვე­ბი ჰყავთ და არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი და შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­ში, ხში­რად ექ­ცე­ვი­ან წნე­ხის ქვეშ, ხან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, ხან სა­კუ­თა­რი არას­წო­რი წარ­მო­სახ­ვე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, თა­ვის მხრივ, თვი­თონ ბავშვს აზი­ა­ნებს. ასეთ მშობ­ლებს რცხვე­ნი­ათ, ირ­გ­ვ­ლივ მყოფ­თა წი­ნა­შე წა­რად­გი­ნონ შვი­ლი და მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, მო­ითხო­ვონ სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სი, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა და სხვ. ისი­ნი გა­ურ­ბი­ან „სსსმ სტა­ტუ­სით“ მი­კე­რე­ბულ და­ცინ­ვას და უარ­ყო­ფენ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­თი შვი­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას. ეს სა­კითხი სას­წ­რა­ფოდ მი­სა­ხე­დია და სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თ­ვა ამ კუთხით მშობ­ლებ­თან სა­მუ­შა­ოდ, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სის გა­ში­ნა­არ­სე­ბა, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლის დრო­უ­ლი ჩარ­თ­ვა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა რო­გორც კოგ­ნი­ტუ­რი, ისე შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბის ამაღ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მე­ტიც, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის ად­ვი­ლად და სწრა­ფად მიღ­წე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს მე­ო­რე ტი­პის მშობ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც, პი­რი­ქით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და პე­და­გო­გი­სა­გან არა­რე­ა­ლურ, მი­უღ­წე­ველ მიზ­ნებს მო­ითხო­ვენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნოთ იმ დარ­ღ­ვე­ვის არ­სი და სიმ­ძი­მე, რო­მე­ლიც მათ შვილს აქვს და ავუხ­ს­ნათ ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი დავ­სა­ხოთ. ამა­ში, შე­საძ­ლოა, ჩა­ერ­თოს რო­გორც კლა­სის პე­და­გო­გი, სპეც­პე­და­გო­გი, ასე­ვე სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გი.

მშო­ბელ­თან ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ერთ-ერთ მთა­ვარ ხაზს წარ­მო­ად­გენს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რად­გა­ნაც ეს არის ხა­ზი, რო­მე­ლიც კვეთს მას­წავ­ლებ­ლი­სა და დი­რექ­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბის ხაზს და ამ გა­დაკ­ვე­თის წერ­ტილ­ში დგას მოს­წავ­ლე.

ინ­ტე­რაქ­ცია, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლი ას­პექ­ტია მე­ტა­კოგ­ნი­ცი­ის პრო­ცეს­ში, სსსმ მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვე­რაფ­რით მი­იღ­წე­ვა მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე. მშო­ბე­ლი, ისე რო­გორც სპეც­პე­და­გო­გი, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და დი­რექ­ცია, ერთ-ერ­თია ოთხი პო­ლუ­სი­დან მოს­წავ­ლის შე­მეც­ნე­ბის ორ­ბი­ტა­ზე. მა­თი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლუ­რი, სწო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მოს­წავ­ლის შე­დეგ­ზე გას­ვ­ლის გა­რან­ტიაა.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხრივ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წარ­მო­ად­გენს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რეს პი­რო­ბას.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი არ გა­მო­რიცხავს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის სწორ შერ­ჩე­ვას და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ პირ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ამაღ­ლე­ბას ტრე­ნინ­გე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­წო­დე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბით. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია სკო­ლის დი­რექ­ცი­ის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, რად­გან მის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ბერ­კე­ტე­ბი სა­თა­ნა­დოდ და სწო­რად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის საქ­მედ ქცე­უ­ლი სიტყ­ვა, რომ­ლის არ­სი მდგო­მა­რე­ობს ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბის, ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის აღი­ა­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­გორც ერ­თო­ბის მი­ერ გა­დად­გ­მუ­ლი ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკე­თე­სო­ბი­სა­კენ.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია (1989);

♦ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცია (2014);

♦ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, 2 ტო­მად, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი (2020);

♦ ლევ ვი­გოტ­ს­კის სო­ცი­ალ-კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რია. მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი(2020);

♦ მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რია. მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი(2020);

♦ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რი (2011).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები