17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცა თბი­ლი­სის თავ­ზე

spot_img
თი­ნა: რო­გორ ფიქ­რობ, შეძ­ლებ­და ადა­მი­ა­ნი ამ ზღვის გა­და­ცურ­ვას?
გე­გა: თუ­კი მო­ინ­დო­მებს, შეძ­ლებს ყვე­ლა­ფერს.
თი­ნა: არა, მარ­თ­ლა გე­კითხე­ბი, მინ­და ვი­ცო­დე, აქვს თუ არა ადა­მი­ანს იმის უნა­რი, შა­ვი ზღვა რომ გა­და­ცუ­როს…
გე­გა: მე თუ გა­ვი­ქე­ცი, გა­მომ­ყ­ვე­ბი?
თი­ნა: ცურ­ვა რომ არ ვი­ცი, გე­გა?!
გე­გა: არც მე, საკ­მა­რი­სად კარ­გად, მაგ­რამ ჩვენ გავ­ფ­რინ­დე­ბით. ჩვენ გა­ვი­ტა­ცებთ თვით­მ­ფ­რი­ნავს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში მიფ­რი­ნავს და ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე თურ­ქეთ­ში დავ­ს­ვამთ. ჩვენ ავი­ტანთ იარაღს ბორ­დ­ზე და და­ვა­ში­ნებთ პი­ლოტს.
თი­ნა: ეს არის ის, რაც შენ გსურს?
გე­გა: მე გავ­ფ­რინ­დე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ შენ­თან ერ­თად!..“
1983 წლის 18 ნო­ემ­ბერს, 34 წლის წინ მომ­ხ­და­რი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“ შე­სა­ხებ ახალ თა­ო­ბა­შიც არ კარ­გავს ინ­ტერ­ს­სა და აქ­ტუ­ა­ლო­ბას. გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა, დამ­წყებ­მა რე­ჟი­სორ­მა თა­მო გვე­ნე­ტა­ძემ, და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის რო­მა­ნის — „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“ მი­ხედ­ვით დად­გა სპექ­ტაკ­ლი — „ცა თბი­ლი­სის თავ­ზე“. პრე­მი­ე­რა მი­უნ­ხენ­ში, აინ­შ­ტა­ი­ნის კულ­ტუ­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა. სპექ­ტაკ­ლ­ში გერ­მა­ნე­ლი, პო­ლო­ნე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის რო­მა­ნი „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“, ქარ­თულ ენა­ზე და­ბეჭ­დ­ვის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს 14 ენა­ზე ითარ­გ­მ­ნა. პირ­ვე­ლად „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“ თბი­ლის­ში, 1999 წელს, თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რ­ში, და­თო დო­ი­აშ­ვი­ლის რე­ჟი­სო­რო­ბით და­იდ­გა და სპექ­ტაკ­ლი დღემ­დე თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია.
აინ­შ­ტა­ი­ნის კულ­ტუ­რის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს — „ცა თბი­ლი­სის თავ­ზე“ ეს­წ­რე­ბოდ­ნენ რო­გორც გერ­მა­ნე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ისე მი­უნხენ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრე­მი­ე­რა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო რო­მა­ნის ავ­ტო­რი.
და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი: „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა თქვენს გა­ზეთს, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ამ თე­მა­ტი­კით. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და მად­ლო­ბა ვუთხ­რა თა­მო გვე­ნე­ტა­ძეს, ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ რე­ჟი­სორს, რო­მელ­მაც ჩე­მი წიგ­ნის მი­ხედ­ვით დად­გა სპექ­ტაკ­ლი მი­უნ­ხე­ნის აინ­შ­ტა­ი­ნის კულ­ტუ­რის თე­ატ­რ­ში. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორს არ შე­ე­შინ­და სირ­თუ­ლე­ე­ბის და ეს იდეა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც. შარ­შან, რო­ცა პირ­ვე­ლად და­მი­კავ­შირ­და და მითხ­რა, რომ ასე­თი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, იმის უფ­ლე­ბაც მი­ვე­ცი, ჩე­მი წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა თვი­თონ გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ამ პრო­ცეს­ში სა­ერ­თოდ არ ჩავ­რე­ულ­ვარ, რად­გან ინ­ტუ­ი­ცი­ით მივ­ხ­ვ­დი, უჩე­მო­დაც ყვე­ლა­ფერს კარ­გად მო­აგ­ვა­რებ­და.
სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წა­რი პრე­მი­ე­რას მი­უნ­ხენ­ში და ვფიქ­რობ, ქარ­თულ თე­ატრს, თა­მო გვე­ნე­ტა­ძის სა­ხით, კი­დევ ერ­თი ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი შე­ე­მა­ტა. ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­დაა (მით უმე­ტეს რე­ჟი­სო­რის პრო­ფე­სი­ის­თ­ვის) და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს. მინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ვუ­სურ­ვო და მჯე­რა, ასეც იქ­ნე­ბა.
სპექ­ტაკ­ლ­ში ქარ­თ­ვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და სპექ­ტაკ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც დი­დია. ამა­ზე ის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც მეტყ­ვე­ლებს, რო­მე­ლიც ერ­თად გვქონ­და პრე­მი­ე­რის შემ­დეგ და აუდი­ტო­რი­ის უამ­რავ შე­კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხეთ (სხვა­თა შო­რის, ჩე­მი გერ­მა­ნუ­ლი წიგ­ნის ტი­რა­ჟი დამ­თავ­რ­და სწო­რედ პრე­მი­ე­რის დღე­ებ­ში და კი­დევ ერ­თხელ, თა­ვი­დან გა­მოს­ცე­მენ „westflugs“ და ამის­თ­ვი­საც მად­ლო­ბა თა­მო გვე­ნე­ტა­ძეს).
სა­ერ­თოდ კი, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ, ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სია გერ­მა­ნი­ა­ში წელს და გა­ი­სად კი­დევ უფ­რო მე­ტი იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც მე­ტი იქ­ნე­ბა, რომ გერ­მა­ნე­ლებს და ევ­რო­პე­ლებს უკეთ გა­ვაც­ნოთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ჩვე­ნი ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა…“
ვინ არის თა­მო გვე­ნე­ტა­ძე, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ამ ის­ტო­რი­ით და რა სა­ერ­თო აქვს იმ ახალ­გაზ­რ­დებ­თან, რო­ლე­ბიც მის და­ბა­დე­ბამ­დე 10 წლით ად­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დ­ნენ — ამის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რი თა­ვად გვი­ამ­ბობს.
სკო­ლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე
და­ვი­ბა­დე 1993 წელს, და­ვამ­თავ­რე ქუ­თა­ი­სის მე-12 სა­ჯა­რო სკო­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლ­ში ბევრს არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, ყო­ველ­თ­ვის კარ­გი ნიშ­ნე­ბი მყავ­და. ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად ხსნიდ­ნენ მა­სა­ლას და მეც მოს­მე­ნით ვი­მახ­სოვ­რებ­დი. სკო­ლის გარ­და ბევრ კლას­გა­რე­შე წრე­ზე დავ­დი­ო­დი — ცეკ­ვა­ზე, ხატ­ვა­ზე, გი­ტა­რა­ზე, ჩოგ­ბურ­თ­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი „ბა­რა­ბან­ზეც“ კი ვუკ­რავ­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა გა­საკ­ვი­რია, სახ­ლ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დრო და თა­ვი სუ­ლაც აღარ მქო­ნო­და.
სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გე­ბი. კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი თი­ნა­თინ ქუ­თა­თე­ლა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რამ­ხე­ლა სა­გან­ძუ­რია თი­კოს­თან ერ­თად რუს­თა­ველ­ზე ან ვა­ჟა­ზე სა­უ­ბა­რი.
სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სულ მინ­დო­და რე­ჟი­სო­რი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, თუმ­ცა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ვსა­უბ­რობ­დი. ერთ დღეს, რო­დე­საც ჩე­მი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იაგო კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­მო­მიტყ­და, რომ რე­ჟი­სო­რო­ბა უნ­დო­და, პირ­ვე­ლად მა­შინ წა­მომ­ც­და, რომ მეც რე­ჟი­სო­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი.
სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, მაგ­რამ ხომ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რო­გორც არის. დე­და რომ გთხოვს, შვი­ლო, ჯერ ჩა­ი­რიცხე და მე­რე რაც გინ­და ის გიქ­ნიაო, ვე­ღა­რა­ფერს ამ­ბობ და გა­დი­ხარ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. მხო­ლოდ 70%-იანი გრან­ტით მოვ­ხ­ვ­დი გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. არც მი­ფიქ­რია, რომ აზრს შე­ვიც­ვ­ლი­დი და დავ­რ­ჩე­ბო­დი. ამი­ტომ და­ვიწყე სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რაც წა­მო­სას­ვ­ლე­ლად დამ­ჭირ­დე­ბო­და. დე­დას არ სჯე­რო­და, რომ მე ამას მარ­თ­ლა შევ­ძ­ლებ­დი. კარ­გად მახ­სოვს 2012 წლის 11 იან­ვა­რი, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში გა­საფ­რე­ნად ვემ­ზა­დე­ბო­დი, დე­დამ მითხ­რა: არ მჯე­რა, რომ შენ უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად მი­დი­ხა­რო. ჩე­მი მი­ზა­ნი, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ან სად­მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლა იყო. მარ­თა­ლია დი­დი ხა­ნი დამ­ჭირ­და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად და ნა­ნატ­რი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად, მაგ­რამ დღეს, გერ­მა­ნი­ა­ში, ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. არ მიყ­ვარს იმ გზა­ზე ფიქ­რი, რაც აქამ­დე მო­სას­ვ­ლე­ლად გა­მო­ვი­ა­რე, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით გეტყ­ვით — გზა ჩემს მიზ­ნამ­დე იყო ცრემ­ლე­ბამ­დე რთუ­ლი.
ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის დიდ ნა­წილს შე­ი­ცავს, რად­გან აქამ­დე ცალ­კე დის­ციპ­ლი­ნა კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბა არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა. ვეს­წ­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ კი­ნოს კურ­ს­სა და სე­მი­ნარს. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლის სტილს, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტ­ზე.
ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, ვურ­ჩევ არა­ვის მო­უს­მი­ნონ! პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­ამ­ყა­რონ კავ­ში­რი და იქი­დან მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია. არ უნ­და იფიქ­რონ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქარ­თულ მულ­ტ­ფილმს „სოფ­ლის მა­შე­ნე­ბელ­ნი“ ვუ­ყუ­რე: „სოფ­ლის შე­ნე­ბას რა უნ­და, რა უნ­და…“ და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, თურ­მე რა კარ­გად გა­მო­ხა­ტა­ვენ მა­მა­ლი და მი­სი გუნ­დის წევ­რე­ბი ქარ­თულ ხა­სი­ათს. აი, ეგ ხა­სი­ა­თი მო­ი­შო­რონ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. შე­ნე­ბას და სი­მაღ­ლე­ზე ას­ვ­ლას ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა, რის გა­რე­შეც მარ­თ­ლა არა­ფე­რი გა­მო­ვა.
 ცა თბი­ლი­სის თავ­ზე
9 ივ­ნისს, ეს იყო პირ­ვე­ლი გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი პრე­მი­ე­რა, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მოვ­ლე­ნა. მე წელს, 19 ივ­ნი­სის ნაც­ვ­ლად, 9-ში მქონ­და და­ბა­დე­ბის დღე. ეს ისე­თი ამ­ბა­ვია, რო­მელ­საც, რომც გინ­დო­დეს, ვერ და­ი­ვიწყებ. და­თოს წიგ­ნ­ში „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“ ამ­ბა­ვი „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭებ­ზე“ იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ წა­კითხ­ვი­დან­ვე ვფიქ­რობ­დი ამ თე­მა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბას. მაგ­რამ იმე­დი ჯერ მა­შინ გა­მიც­რუვ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე უფ­ლე­ბე­ბი ამე­რი­კე­ლებ­მა რომ იყი­დეს და მე­რე გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა და­მას­წ­რო. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე სპექ­ტაკ­ლი და­მედ­გა, და­თოს „ბრძა­ნე­ბით” თვი­თონ დავ­წე­რე პი­ე­სა, რა თქმა უნ­და, წიგ­ნის მი­ხედ­ვით. ჩე­მი მე­გობ­რის, იესი­კა ვა­ის­მა­ნის იდე­ით სპექ­ტაკლს და­ვარ­ქ­ვით „ცა თბი­ლი­სის თავ­ზე“ (ცი­ტა­ტა ჩე­მი ტექ­ს­ტი­დან). რო­დე­საც ამ­დე­ნი ლტოლ­ვი­ლი ჰყავს გერ­მა­ნი­ას, გიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა, რა­ტომ გარ­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლო­დან? მე­რე იმა­ზე ფიქ­რობ, რომ შენც ისე­თი­ვე გა­მოქ­ცე­უ­ლი ხარ, რო­გორც სხვე­ბი. მარ­თა­ლია, არც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­მი­ტა­ცია აქ ჩა­მო­სას­ვ­ლე­ლად და არც ზღვა გად­მო­მი­ცუ­რავს, მაგ­რამ მეც გა­ვი­ქე­ცი… ოღონდ ამ გაქ­ცე­ვი­სას მე არ მოვ­მ­კ­ვ­დარ­ვარ — მე მა­შინ გა­დავ­რ­ჩი!
იცით, რა არის სა­ო­ცა­რი? ხალ­ხი და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი პა­სუ­ხე­ბით. ინ­ს­ცე­ნი­ე­რე­ბა­მაც თუ პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვ­ცა, მა­შინ რა­ღას აქვს აზ­რი? პუბ­ლი­კას უფ­რო კითხ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა და ამი­ტომ მე ამ სპექ­ტაკ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვუს­ვი უამ­რა­ვი შე­კითხ­ვა, რომ­ლებ­ზეც თა­ვად უნ­და იპო­ვონ პა­სუ­ხე­ბი. მაქვს პა­ტი­ვი, იან­ვარ­ში კი­დევ ერ­თხელ დავ­დ­გა ეს სპექ­ტაკ­ლი იმა­ვე თე­ატ­რ­ში.
***
სპექ­ტაკ­ლ­ში „ცა თბი­ლი­სის თავ­ზე” თა­მოს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი — ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნეს უნი­ვე­რის­ტე­ტის და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: თი­ნას იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ნი­ნო იმ­ნა­ძე ასრულებდა , გე­გას — თეატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი, გერ­მა­ნე­ლი იოში გოლ­დ­ბერ­გი (Yoshi Rabe), სო­სოს — ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და­ვით კვა­რაცხე­ლია, და­თოს და კგბ-ს აგენტს — გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, პო­ლო­ნე­ლი ვიქ­ტორ გრდუს­ჩა­კი, მა­მა თე­ო­დო­რეს კი — ოთო ლე­ჟა­ვა, კვე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.
სპექ­ტაკ­ლის დად­გ­მა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვით ჰა­ი­ნერ სტოკ­ლეს, Studiobühne -ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­სა და მხატ­ვ­რულ ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს იური დი­ეცს და მთე­ლი Studiobühne -ს უფ­როსს კატ­რინ კა­ცუბ­კოს.
სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Süddeutsche Zeitung სტა­ტია და­წე­რა, სა­დაც თა­მო აღ­ნიშ­ნავს: „გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, თუმ­ცა, მსგავს ამ­ბოხ­ში არა­სო­დეს მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას… ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია ის, რაც იმ ბი­ჭებს სურ­დათ — თა­ვი­სუფ­ლე­ბა! სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ამ დიდ ტრა­გე­დი­ა­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებ კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქას, რად­გან მან ადა­მი­ა­ნებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის შან­სი სრუ­ლი­ად გა­მო­ა­ცა­ლა ხე­ლი­დან. ხალხს რომ ახ­ლის კე­თე­ბა აში­ნებთ და უკან და­ხე­ვას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს დღემ­დე იგ­რ­ძ­ნო­ბა. ძა­ლი­ან დი­დია პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი, თუნ­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თის ფარ­გ­ლებ­ში — და­ქორ­წი­ნე­ბა და ქა­ლის სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნა, დი­ა­სახ­ლი­სის სტა­ტუ­სით, შეზღუ­დუ­ლია და თით­ქ­მის გა­უქ­მე­ბუ­ლი მი­სი ყვე­ლა უფ­ლე­ბა. მე ასე­თი ქვეყ­ნი­დან აუცი­ლებ­ლად უნ­და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ადა­მი­ან­მა უნ­და ის­წავ­ლოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა სი­ნათ­ლე­სა და სიბ­ნე­ლეს შო­რის, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მო­ნო­ბას შო­რის.“
ნი­ნო იმ­ნა­ძე, ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი: „ჩემ­თ­ვის „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“ ის­ტო­რია ტრა­გე­დიაა, რო­მელ­შიც ორი­ვე მხა­რეს თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე აქვს. ალ­ბად სწო­რედ ესაა ამ ის­ტო­რი­ის დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლო­ბის მი­ზე­ზი. თე­მის მი­მართ არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“ ის­ტო­რი­ი­სად­მი მუდ­მივ ინ­ტე­რესს. მთა­ვა­რი იყო, პუბ­ლი­კის­თ­ვის დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა „ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ამ“ და მას­ში არ­სე­ბულ­მა უსა­მარ­თ­ლო­ბამ ლა­ღი და სი­ცოცხ­ლით სავ­სე ახალ­გაზ­რ­დე­ბი მი­იყ­ვა­ნოს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის იდე­ამ­დე. ვიცხოვ­რე, რო­გორც თი­ნამ და არა რო­გორც ნი­ნომ. ერ­თხელ, და­თოს რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, ვიქ­ტორ გრდუს­ჩა­კიმ გვითხ­რა, მგო­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად თი­ნა და­სა­ჯეს, ცოცხა­ლი რომ და­ტო­ვე­სო. ჩვენს სპეკ­ტაკ­ლ­ში თი­ნაც კვდე­ბა ბი­ჭებ­თან ერ­თად. ბო­ლო სცე­ნა­ში აფექ­ტ­ში მყო­ფი თი­ნა, გერ­მა­ნულ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლა­დაც დას­ტი­რის თა­ვის შვილს, რაც ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის გარ­და, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, წლე­ბის შემ­დეგ, მოკ­ლე დრო­ით, ისევ დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი სცე­ნას და გერ­მა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის გაგ­ვეც­ნო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა, „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“ ის­ტო­რი­ით, „ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის“ სი­სას­ტი­კის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.
პი­ე­სის გან­ხილ­ვა და პირ­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მშვიდ ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყო გერ­მა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ახ­ს­ნა, რაც მათ თა­ვი­ან­თი გმი­რე­ბის უკე­თე­სად და­ნახ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­დათ. ამ მცდე­ლო­ბა­ში ჩვენც ვცხოვ­რობ­დით ამ გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბით. თუმ­ცა პრე­მი­ე­რის მო­ახ­ლო­ე­ბა ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად დაგ­ვეტყო. ვღე­ლავ­დით თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე: სპექ­ტაკ­ლ­ში შეც­ვ­ლილ ყვე­ლა ნი­უ­ან­ს­ზე, რო­გორ მი­ი­ღებ­და გერ­მა­ნუ­ლი პუბ­ლი­კა და გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლი აუდი­ტო­რია ჩვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხულ ის­ტო­რი­ას. ანონ­სი­სა და თრე­ი­ლე­რის და­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­ყი­და არა მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის, არა­მედ და­ნარ­ჩე­ნი ორი დღის ყვე­ლა ბი­ლე­თი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­ხ­ვ­დით, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვით სპექ­ტაკ­ლის სა­მი­ვე დღეს. პრე­მი­ე­რის შემ­დ­გო­მი შე­ფა­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი ნა­თე­ლი გახ­და, რომ ჩვენს შრო­მას უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია და მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­და მე­სი­ჯი.”
ვიქ­ტორ გრდუს­ჩა­კი, გერ­მა­ნის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის პო­ლო­ნე­ლი სტუ­დენ­ტი — და­თოს და კგბ-ს აგენ­ტის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი: „ამ ბი­ჭე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი და ზო­გა­დად, პრო­ექ­ტამ­დე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზეც არ მქონ­და. მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი წა­ვი­კითხე თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე, ვუ­ყუ­რე მათ შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს. არა მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი­სა და თი­ნას ის­ტო­რი­ე­ბის გაც­ნო­ბა იყო ჩე­მი მი­ზა­ნი, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხე­ბაც მინ­დო­და მქო­ნო­და სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია. დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი ერ­თხელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რო­დე­საც პი­ე­სა წა­ვი­კითხე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ის ის­ტო­რია იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა მა­ყუ­რებ­ლის გულ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ვი­დო­და. სპექ­ტაკ­ლის „ცა თბი­ლი­სის თავ­ზე“ ნახ­ვის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ იტყ­ვის „აჰ, ეს ხომ დად­გ­მუ­ლი სპეკ­ტაკ­ლია“, რად­გან დად­გ­მუ­ლი არ არის, ეს მარ­თ­ლა მოხ­და და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თ­ლაც არ­სე­ბოდ­ნენ. მე არ მსურ­და სცე­ნი­დან ვინ­მეს და­მოძღ­ვ­რა ან დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ის, რაც ამ ახალ­გაზ­რ­დებ­მა გა­ა­კე­თეს, სწო­რი იყო ან არას­წო­რი. მი­მაჩ­ნია, რომ რე­ჟი­სო­რის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ის­ტო­რი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნა იყო, რომ მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და. ამ ის­ტო­რი­ამ ბევ­რი და­ამ­წუხ­რა, და­ა­სევ­დი­ა­ნა, ბევ­რი გა­აბ­რა­ზა და ბევ­რიც გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­ში და­ტო­ვა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ, თე­ატ­რი გულ­გ­რილს არა­ვის და­უ­ტო­ვე­ბია. გე­გა და მი­სი მე­გობ­რე­ბი არც ტე­რო­რის­ტე­ბი იყ­ვ­ნენ და არც გმი­რე­ბი. მათ მა­შინ­დელ სის­ტე­მა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა უნ­დო­დათ, რაც ჩე­მი აზ­რით, ძალ­ზე გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, სურ­დათ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ფაქ­ტია, რომ გე­გა და მი­სი მე­გობ­რე­ბი ეგო­ის­ტუ­რად და უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ მო­იქ­ც­ნენ, რად­გან მათ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მსხვერ­პ­ლი მოჰ­ყ­ვა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი არ იყ­ვ­ნენ ცუ­დი ადა­მი­ა­ნე­ბი და არა­ვის მოკ­ვ­ლა არ სურ­დათ. მე მათ არც ბან­დი­ტე­ბად ვთვლი და არც ტე­რო­რის­ტე­ბად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი ძა­ლი­ან ნა­ნობ­დ­ნენ და გა­ნიც­დიდ­ნენ, რომ მათ ამ საქ­ცი­ელს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ე­წირ­ნენ.”
ჰა­ი­ნერ სტოკ­ლე, Studiobühne -ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: „ჩე­მი აზ­რით, „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის” ამ­ბავს აქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ერთ კარგ ის­ტო­რი­ას სჭირ­დე­ბა: ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი თა­ვის გა­ი­გი­ვე­ბა შე­უძ­ლია, დი­დი ძა­ლა, რო­მე­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თი პა­ტა­რა ჯგუ­ფი ცდი­ლობს გამ­კ­ლა­ვე­ბას და ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლი, რო­მე­ლიც მათ ლე­გენ­დად აქ­ცევს.
მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი ამ სპექტაკლის წარ­მა­ტე­ბი­სა, არის ის, რომ ყვე­ბა „დიდ“ ტრა­გე­დი­ა­ზე (სა­ხელ­მ­წი­ფოს დო­ნე­ზე) უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის ის­ტო­რია ერ­თა­დერ­თი არ არის, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მოხ­და. რას ნიშ­ნავს იყო გმი­რი? ან რას ნიშ­ნავს იყო ტე­რო­რის­ტი? რას ეწო­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლი? რა არის გა­ნა­ჩე­ნი? რა მიგ­ვაჩ­ნია სწო­რად ან არას­წო­რად? ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბის­თ­ვის დახ­ვ­რი­ტეს, არი­ან გმი­რე­ბი? შე­საძ­ლოა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცეს არი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი? შე­საძ­ლოა. ან იქ­ნებ „თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის“, იმ ახალ­გაზ­რ­დე­ბს რა­მე ისე­თის გა­კე­თე­ბა სურ­დათ, რომ­ლის გა­მოც ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბო­და. ამ ყვე­ლაფ­რის ჩა­ტე­ვა ორ ძა­ლი­ან ემო­ცი­ურ სიტყ­ვა­ში — გმი­რი თუ ტე­რო­რის­ტი — სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა თა­მო გვე­ნე­ტა­ძეს, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლია. ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რებს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო, ახა­სი­ა­თებთ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით“ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. თა­მომ თუ­კი რა­მე არ იცის, ეკითხე­ბა მას, ვინც ეს იცის. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ამ ნა­ბიჯს ბევ­რი ვერ დგამს. გარ­და ამი­სა, თა­მოს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მა, რო­მე­ლიც მე ჯერ არც ერთ სხვა ადა­მი­ან­ში არ მი­ნა­ხავს. არის მშვი­დი, მაგ­რამ მას­ში რა­ღაც ყვი­რის, ამავ­დ­რო­უ­ლად, მე­ოც­ნე­ბე­ცაა. პირ­ვე­ლი გრძე­ლი დი­ა­ლო­გის შემ­დეგ თა­მოს­თან, ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, მი­სი ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. იმა­ვეს იტყოდ­ნენ Studiobühne -ს სხვა თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ვა­მა­ყობ, რომ შე­მიძ­ლია მას მე­გო­ბა­რი ვუ­წო­დო.”
მოამზადა მა­კა ყი­ფი­ა­ნმა
ფოტოები – ფრანც კიმელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები