17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ის უკვე გამარჯვებულია – ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა

spot_img

 

დასრულდა წლევანდელი „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც განსაკუთრებული მღელვარებით ვადევნებდით თვალყურს და ველოდით ბოლო აკორდს – გამარჯვებულის გამოცხადებას.

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მფლობელი კენიელი  პიტერ ტაბიჩია და  „ვარკეის ფონდის“ მიერ დაწებული პრიზი – ერთი მილონი დოლარიც მისი კუთვნილებაა. თუმცა, ჩვენ გვყავს ჩვენი გამარჯვებული, რადგან ქართველმა ფინალისტმა მასწავლებელმა შეძლო 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან  საუკეთესო ათეულში მოხვედრა. ლადომ მსოფლიო რუკაზე ღირსეულად მონიშნა ჩვენი ქვეყანა და როგორც  გამგზავრებამდე დაგვპირდა გლობალურ განათლების ფორუმს გააცნო ქართველი მასწავლებლის სათქმელი. მართლია, თვითონ ძალიან მოკძალებულად გეგმავდა ამას, მაგრამ როგორც ვნახეთ საკმაოდ „ხმაურიანად“ გამოუვიდა –   ფინალისტს შორის მოხვედრილი ქართველი მასწავლებლის დუბაიში გამართულმა სახალისო პრეზენტაციამ მთელი დარბაზი აიყოლია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ლადოს სიტყვებში – „ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიას, სხვა დანარჩენ პროფესიებთან ერთად, აქვს  უნიკალური შესაძლებლობა – მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო და ეს შეუძლია, თუნდაც, რიგით მასწავლებელს“ – ასეთ მასწავლებელს მართლა შეუძლია შეცვალოს სამყარო, თუნდაც, ის იყოს რიგითი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა,რომელიც საგულშემატკივროდ დუბაიში იმყოფებოდა, დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ: „ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა.”

ლადო აფხაზავა გულშმატკივრებს მადლობას უხდის და სამომავლო გეგმებს აცნობს საზოგადოებას, რომელიც  ისევ და ისევ განათლებას და მასწავლებლის პროფესიას უკავშირდება:

„უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.

ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.

ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის,როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.

მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები