28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა (პარაფრაზი)

spot_img

ფრიდონი როდესაც მომჯობინდა, ცხენზე შეჯდომა და აბჯრის ტარება შეძლო. მე და ფრიდონმა აღვჭურვეთ საბრძოლო ხომალდი და მრავალრიცხოვანი ჯარი. კაცი იყო საჭირო, ვინც ღმერთს შესთხოვდა, რომ ფრიდონის მშვენიერებით აღტაცებული მნახველებისთვის ძალა მიეცა. ახლა მოგიყვები მოწინააღმდეგეთა დამსჯელი რაინდის შესახებ.

გავიგე, რომ ფრიდონის ბიძაშვილები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, მათ თავზე მუზარადები დაეხურათ. ჩვენკენ დაახლოებით რვა ხომალდი დაიძრა, სწრაფად შევეჯახე, მათ კი ცურვა შეანელეს. ფრიდონის ბიძაშვილების ხომალდს ქუსლი ვკარი და გადავუბრუნე, ისინი ქალებივით ტიროდნენ. შემდეგ სხვა ხომალდთან მივედი და ხელი ჩავავლე წინა მხარე, ზღვაში ჩავძირე, მეომრები დავუხოცე, ბრძოლას როგორღა შეძლებდნენ. სხვები გამექცნენ, თავიაანთ სამყოფელს შეაფარეს თავი. ვინც მიყურებდა, ყველას უკვირდა ჩემი ვაჟკაცობა და ხოტბას მასხამდნენ.

ზღვა გადავიარეთ და ხმელეთზე გადავედით, მათ კი ცხენებით შემოგვიტიეს, კვლავ გავერთიანდით და ფიცხელი ომი გაჩაღდა. იქ მომეწონა ფრიდონის სიმამაცე, სახით მზისა და ტანად ალვის ხის მსგავსი, ლომივით იბრძოდა. ორივე ბიძაშვილი ცხენებიდან ჩამოყარა, ისე დააუძლურა, რომ ხელში ძალა აღარ ჰქონდათ. ორივე მკლავშეკრული მოიყვანა, იქ არ დატოვა, მათი ქვეშევრდომები დაამწუხრა, თავისი კი გაამხიარულა. მათი ლაშქარი გაგვქეცა, დავედევნეთ და მიმოვფანტეთ. სწრაფად ავიღეთ ქალაქი, დრო არ დაგვიკარგავს. მოწინააღმდეგეებს ქვებით დავულეწეთ წვივები. მომკალით თუ იმათი ქონება, ან ცხენებზე აკიდებით გამოლიო, ან ტომრებში ჩალაგებით. მათ აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდათ.

ფრიდონმა განძთსაცავები დაათვალიერა და დალუქა. ორივე ბიძაშვილი ტყვედ წამოიყვანა. თავისი სისხლის ნაცვლად მათი სისხლით მორწყა ველები. ჩემზე აბობდნენ: „ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა“.

მულღაზანზარში როცა მივედით ხალხი ხარობდა და ზეიმობდა. მე და ნურადინს ყველა ხოტბას გვასხამდა. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენს მკლავებს სისხლი ჯერ კიდევ არ შეშრობია.

მეომრები ფრიდონს მეფედ მოიხსენიებდნენ, ხოლო მე – მეფედ-მეფედ, საკუთარ თავს – მონებად, მე კი – ყველას მბრძანებლად. მოწყენილი ვიყავი, ვერასდროს მნახავდნენ მხიარულს, ჩემს ამბავს ვერავინ იგებდა. ჩემი მოწყენის  მიზეზი არავინ იცოდა.

ანი ჩიტაური – სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები