19 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეკომენდაციები აბიტურიენტებისათვის

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს დაეხმარება. კერძოდ, აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ:

აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

✔ აკრედიტაციის ვადები;

✔ გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

✔ მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

✔ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

✔ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ასევე სურს შეახსენოს აბიტურიენტებს, რომ მათთვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში უნდა ჩაწეროს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შესაძლებელია 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას კი აბიტურიენტები შეძლებენ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ბოლომდე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები