29 მარტი, პარასკევი, 2024

შეკითხვებს პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი

spot_img

შეკითხვებს პასუხობს 
ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი
როლანდ ხოჯანაშვილი

 

 

⇒ რა არის ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა?

ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა – ბავ­შ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით.

⇒ რით შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წი­ოთ მოს­წავ­ლის ასეთ კომ­პ­ლექ­სურ, ანუ ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბას?

ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა არ წყდე­ბა ადა­მი­ა­ნის რო­მე­ლი­მე ასაკ­ში. სას­კო­ლო დო­ნე­ზე თუ გან­ვი­ხი­ლავთ, ჰო­ლის­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა, იგუ­ლის­ხ­მე­ბა ე.წ. გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი (ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი, სა­ფე­ხუ­რის შე­დე­გი, სას­წავ­ლო ცნე­ბა/ცნე­ბე­ბი/მაკ­როც­ნე­ბე­ბი).

⇒ კი­დევ რომ და­ვა­კონ­კ­რე­ტოთ კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია… ხში­რია შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ამ ტერ­მი­ნის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი, ყვე­ლა­ზე უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ენა­ში ნე­ო­ლო­გიზ­მე­ბის სი­უხ­ვე­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ სიტყ­ვა კუ­რი­კუ­ლუ­მი ბარ­ბა­რიზ­მია.

კუ­რი­კუ­ლუ­მი ისე­თი ტერ­მი­ნია, რო­მელ­საც მსოფ­ლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა აღი­ა­რებს. მარ­თა­ლია, ეს სიტყ­ვა ნე­ო­ლო­გიზ­მია ჩვენ­თ­ვის, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ბარ­ბა­რიზ­მი. კუ­რი­კუ­ლუ­მი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­ნი­მუ­შო ხა­რის­ხის მი­საღ­წე­ვად, სას­კო­ლო თე­მის გუნ­დურ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის, სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­სა და სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად.

⇒ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნის მი­ხედ­ვით, თე­მის ფარ­გ­ლებ­შიც უნ­და და­მუ­შავ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ყვე­ლა შე­დე­გი და სა­მიზ­ნე ცნე­ბა. არ გა­მო­იწ­ვევს ეს დაბ­ნე­უ­ლო­ბა­სა და სირ­თუ­ლეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის?

თე­მა არის კონ­ტექ­ს­ტი, რომ­ლის გა­რე­შე ვერ ვი­მუ­შა­ვებთ შუ­ა­ლე­დურ მიზ­ნებ­ზე. თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­სა­ბა­მის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს დავ­გეგ­მავთ, შე­დე­გე­ბიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დის მე­რე სა­მი­ვე ცნე­ბას (ტექ­ს­ტი-ჟან­რი; სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა, ტექ­ს­ტი; გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა) და­ვა­მუ­შა­ვებთ, პი­რო­ბი­თად, თე­მის „სკო­ლა-სწავ­ლა, აღ­ზ­რ­და“ ფარ­გ­ლებ­ში, შე­დე­გის ექ­ვ­სი­ვე ინ­დექსს დავ­ფა­რავთ ისე, რომ ამა­ზე მას­წავ­ლებ­ლებს ფიქ­რიც არ უწევთ. მა­ინც და­ვა­კონ­კ­რე­ტებ, რომ „ტექ­ს­ტი-ჟან­რი“ თუ გვექ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რად, დავ­ფა­რავთ შემ­დეგ შე­დე­გებს: (I).1, 2, 3, 4, 5; „სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა, ტექ­ს­ტი“ ფა­რავს შე­დე­გებს: (I).4, 5, 6, ხო­ლო გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა – (I).5, 6. რო­მა­უ­ლი I, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნავს დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პირ­ველ ქვე­სა­ფე­ხურს.

⇒ რას მო­ი­ცავს შე­დე­გი?

შე­დე­გი მო­ი­ცავს რო­გორც უნა­რებს, ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლას, ისე მი­ზან-და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, რის­თ­ვი­საც მოს­წავ­ლეს შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები