19 აპრილი, პარასკევი, 2024

შე­დე­გე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი

spot_img

თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი

სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი

 

2020-ის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით:

✔ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ატეს­ტა­ცია. ატეს­ტა­ცი­ის შე­დე­გად, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის წევ­რებ­მა გა­ი­ა­რეს ატეს­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ას, ყო­ველ­მ­ხ­რივ და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუს­ში მყო­ფი პი­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცია, უნა­რე­ბი და ეთი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

✔ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს და­ე­მატ­ნენ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ექ­ს­პერ­ტე­ბი, რო­მელ­თა შერ­ჩე­ვაც სა­ჯა­რო და ღია კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, დარ­გის ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბას და ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოქ­მედ სა­მარ­თ­ლებ­რივ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან.

✔ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა და ტრე­ნინ­გი; მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ამ მიზ­ნით, სა­ჯა­როდ გა­მოცხად­და კონ­კურ­სი სტუ­დენ­ტი ექ­ს­პერ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით. ამას­თან, ექ­ს­პერ­ტ­თა, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, მომ­ზად­და ვი­დეორგო­ლე­ბი შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა; ექ­ს­პერ­ტ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სი და ეთი­კის კო­დექ­სი. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და ექ­ს­პერ­ტ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ექ­ს­პერ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­რო დე­ტა­ლუ­რი და სრულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მოხ­და შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა და მათ­თან ერ­თად და­ი­გეგ­მა მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თ­ვის შემ­დ­გო­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

✔ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მიზ­ნით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მომ­ზად­და სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. მომ­ზა­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მლე­ბიც უკ­ვე გა­იგ­ზავ­ნა ყვე­ლა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკუ­კავ­ში­რის მი­სა­ღე­ბად.

✔ გა­ნახ­ლ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის თვით­შე­ფა­სე­ბის ფორ­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ ცენ­ტ­რ­ში სა­ავ­ტო­რი­ზა­ცი­ოდ ან სა­აკ­რე­დი­ტა­ციოდ წარ­მო­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნუს­ხა.

✔ შე­მუ­შავ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბი­დან 3 წლის თავ­ზე წარ­მო­სად­გე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის ფორ­მე­ბი და გა­ნი­საზღ­ვ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის წარ­მოდ­გე­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი. ასე­ვე, შე­მუ­შავ­და: სა­ა­პე­ლა­ციო და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ჩივ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სა და გან­ხილ­ვის მე­თო­დო­ლო­გია, რაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე.

✔ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­და­ტა­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი­სათ­ვის მომ­ზად­და გზამ­კ­ვ­ლე­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცენ­ტ­რის ვებგვერდს და­ე­მა­ტა ახა­ლი კა­ტე­გო­რიის „მხარ­და­ჭე­რა COVID-19” პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს რჩე­ვებს და სა­სარ­გებ­ლო რე­სურ­სებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მომ­ზად­და კონ­კ­რე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ რო­გორ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სას­წავ­ლო/სა­მეც­ნი­ე­რო კომ­პო­ნენ­ტებ­ზე ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა.

✔ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, წლის და­საწყის­ში, ცენ­ტ­რ­მა გა­აგ­ზავ­ნა იმ სა­კითხე­ბის, თე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­შიც ისი­ნი ისურ­ვებ­დ­ნენ ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლებ­საც წა­რუძღ­ვ­ნენ, რო­გორც ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი.

✔ ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მას შე­ეძ­ლოს, შე­სა­ბა­მი­სი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტო­ბის მიზ­ნით, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დარ­ჩე­ნი­ლი ვა­დის მი­უ­ხე­და­ვად, სა­თა­ნა­დო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სტუ­დენ­ტებს მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე აკ­რე­დი­ტე­ბულ რე­ჟიმ­ში და­ას­რუ­ლე­ბი­ნოს და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ან ხე­ლა­ხალ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის თა­რი­ღად, არა­უგ­ვი­ა­ნეს, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი მი­უ­თი­თოს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე თვით­შ­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა

✔  ENQA-ს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მი­ერ, მომ­ზად­და  სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტებ­სა და კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წინ­ადა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის და თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ. დო­კუ­მენ­ტი გან­ვი­ხი­ლეთ დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის — თვი­ნინ­გის ფარ­გ­ლებ­ში, გერ­მა­ნელ და ეს­ტო­ნელ ექ­ს­პერ­ტებ­თან. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 3-წლი­ა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის ფორ­მა.

✔ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტარ­და მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ხო­ლო მიმ­დი­ნა­რე წელს თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა 85-მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ. მო­მა­ვალ წელს, ამ თვით­შე­ფა­სე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, და­ი­გეგ­მე­ბა სის­ტე­მუ­რი და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მომ­ზად­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა, მო­მა­ვალ­ში თვით­შე­ფა­სე­ბე­ბის ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში გან­სა­ხო­რცი­ე­ლებ­ლად.

✔ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. გაკეთდა ანა­ლი­ზი და და­ი­გეგ­მა მო­მა­ვა­ლი წლის ტრე­ნინ­გე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, რა­საც ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში თვით­შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა მოჰ­ყ­ვე­ბა.

კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი

ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შავ­და კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის კონ­ცეფ­ცია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. შე­მუ­შავ­და კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს უმაღ­ლეს საგ­ან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­პერ­ტებ­თან. 2021 წლის აპ­რი­ლი­დან იგეგ­მე­ბა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­ლო­ტი­რე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ის, ის­ტო­რია-არ­ქე­ო­ლო­გი­ის, ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი  ეს­ტო­ნე­თი­დან და გერ­მა­ნი­ი­დან. პა­რა­ლე­ლუ­რად, 2021 წლი­სთ­ვის და­ი­გეგ­მა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ანა­ლი­ზი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვიწ­რო და დე­ტა­ლუ­რი სფე­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ის­ტო­რია, არ­ქე­ო­ლო­გია, ენე­ბი, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია) უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია და­ზო­გავს ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს, დრო­სა და ხარ­ჯებს, რო­გორც ცენ­ტ­რის­თ­ვის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის, ხელს შე­უწყობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ახა­ლი ჩარ­ჩო­სა და კლა­სი­ფი­კა­ტო­რის ეფექ­ტურ და­ნერ­გ­ვას. ამას­თან, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტებს და საბ­ჭოს წევ­რებს მის­ცემს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უკეთ და­ი­ნა­ხონ კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­რო­სა და დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ახალ ჩარ­ჩოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა

და­იწყო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი, რაც მო­ი­ცავს პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ ჩარ­ჩოს გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გებ­თან და კლა­სი­ფი­კა­ტო­რით გან­საზღ­ვ­რულ სწავ­ლის სფე­რო­ებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნას.

შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო, სა­დოქ­ტო­რო, ერ­თ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი, ქარ­თუ­ლი ენის და მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩარ­ჩოს­თან და კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით ცენ­ტ­რ­ში წარ­მო­სად­გე­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის ფორ­მე­ბი. 2020 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და უმა­ღე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა არა­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სფე­რო­ე­ბი­სთ­ვი­საც.

დას­რულ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა, დამ­ტ­კიც­და 12 მი­მარ­თუ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო. ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სე­მი­ნა­რი და მიმ­დი­ნა­რე წელ­ს­ვე და­იწყო ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­ნი­ხი­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი (მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით). საბ­ჭოს სხდო­მე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა 2021 წელ­საც.

2021 წელს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვ­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი, რა­თა ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ შრო­მის ბაზ­რის შეც­ვ­ლილ მოთხოვ­ნებს, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა სპექ­ტ­რი.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის 4-შკა­ლი­ა­ნი სის­ტე­მა

2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი. ცვლი­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი შე­დე­გი შე­ფა­სე­ბის ხის­ტი სის­ტე­მი­დან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, ოთხ­დო­ნი­ან სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლა იყო, რაც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, უკ­ვე ორი წე­ლია, და­ი­ნერ­გა. მო­მა­ვალ წელს ანა­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ნა­წილ­შიც შე­მო­ვა.

კერ­ძო სექ­ტო­რი — პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი მო­კავ­ში­რე

სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კერ­ძო სექ­ტო­რის რო­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მიმ­დი­ნა­რე წელს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ვაჭ­რო სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მ­და. მე­მო­რან­დუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს მხა­რე­თა მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დარ­გობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით დახ­მა­რე­ბის, ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბელ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, ასე­ვე, კერ­ძო სექ­ტორ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დე­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუთხით, რა­მაც შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნა­დი კად­რე­ბის მი­წო­დე­ბას უნ­და შე­უწყოს ხე­ლი. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, პა­ლა­ტა ჩა­ერ­თო პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­თა კონ­სულ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე, პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცეს­ში ცალ­კე­უ­ლი სა­კითხე­ბის გან­მ­ხილ­ვე­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ატეს­ტა­ცი­ი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტო­რუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის დო­ნე­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუს­ში მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ისე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი საბ­ჭოს, სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ებ­ში მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გზით, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ კერ­ძო სექ­ტო­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ასე­ვე კო­ლე­ჯებ­თან ერ­თად პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის მზარდ ტენ­დენ­ცი­ა­ზე.

სი­ახ­ლე­ე­ბი სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით

ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა. ცენ­ტ­რ­მა მო­ი­პო­ვა კი­დევ ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა, გახ­და ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ქსე­ლის (CEENQA) წევ­რი; გა­ფორ­მ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი ცენ­ტ­რ­სა და უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს­თან (NAQA) და ეს­ტო­ნე­თის ხა­რის­ხის უზ­რუ­ნვე­ლ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს­თან (EKKA); ცენ­ტ­რი შერ­ჩე­ული იქ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის და ერაზ­მუ­სის პროგ­რა­მის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლედ; აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დით ბო­ლო­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო ჯგუ­ფის (BFUG) და ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის ჯგუ­ფის (BICG) თე­მა­ტუ­რი სა­ექ­ს­პერ­ტო ჯგუ­ფე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.

სა­დოქ­ტო­რო და კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა

სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თვი­ნინ­გის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის მეთ­ოდო­ლო­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მუ­შა­ობს ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტ­ზე. ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე და­გეგ­მი­ლია სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იქ­მ­ნა დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭო, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი სტან­დარ­ტის გა­და­ხედ­ვა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს.

 

2021-ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბია:

✔ ცენ­ტ­რის და მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან (ESG 2015) სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ცენ­ტ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რ­და­ზე; ექ­ს­პერ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის და პრო­ცე­დუ­რე­ბის დახ­ვე­წა­ზე;

✔ სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად შე­მუ­შავ­დე­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი, რაც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­და­ზე, მათ მოქ­ნი­ლო­ბა­სა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა­ზე;

✔ და­ი­ნერ­გე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­დე­ლი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტულ სწავ­ლის სფე­რო­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას. ახა­ლი მიდ­გო­მა და­ზო­გავს ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს, დრო­სა და ხარ­ჯებს რო­გორც ცენ­ტ­რის­თ­ვის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის, ხელს შე­უწყობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ახა­ლი ჩარ­ჩო­სა და კლა­სი­ფი­კა­ტო­რის ეფექ­ტურ და­ნერ­გ­ვას;

✔ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სრუ­ლად და­ი­ნერ­გე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო და კლა­სი­ფი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა (EQF LLL) და ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს (QF-EHEA) პრინ­ცი­პებ­სა და მოთხოვ­ნებ­თან.

✔ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ე­ბის­თ­ვის, დარ­გე­ბის­თ­ვის ეტა­პობ­რი­ვად შე­მუ­შავ­დე­ბა დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი (Benchmarks). პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რო­გორც შრო­მის ბაზ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­როს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ხელს შე­უწყობს პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, ასე­ვე შე­ამ­ცი­რებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბის მხრი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის რის­კებს;

✔ იგეგ­მე­ბა მე­დი­ცი­ნის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის დო­კუ­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თე­მა­ტუ­რი კვლე­ვის შე­დე­გებს, WFME-ისა და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მთა­ვა­რი ამო­ცა­ნე­ბია:

✔ 2020 წელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის  შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი სის­ტე­მურ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე;

✔ პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის/იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­თა ანა­ლი­ზი;

✔ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და ანა­ლი­ზი;

✔ საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ზო­გა­დი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­დუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­ს 8 საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

✔ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტ­თა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის ჩატარე­ბა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა:

✔ სტან­დარ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის შე­მო­ღე­ბა.

ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი ამო­ცა­ნე­ბია:

✔ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლე­ბის  წევ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­თან;

✔ ბო­ლო­ნი­ის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, მიკ­როკ­რე­დი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან გა­ზი­ა­რე­ბა.

✔ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის  პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (EQAVET) ინ­დი­კა­ტო­რებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ანა­ლი­ზი.

✔ ცენ­ტ­რის მი­ერ გა­წე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლია ერ­თი­ა­ნი, სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რის და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­საზღ­ვ­რა უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რი­სას, მი­უ­ხე­და­ვად სწავ­ლე­ბის ფორ­მი­სა (დის­ტან­ცი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები