19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი – ADHD

spot_img

პირ­ვე­ლად ბავ­შ­ვე­ბის ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, 1798 წელს, შოტ­ლან­დი­ელ­მა ექიმ­მა, სერ ალექ­სანდრ კრე­ი­ტონ­მა და­იწყო. მან შე­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ად­ვი­ლად ეფან­ტე­ბა ყუ­რადღე­ბა და  ვერ ახერ­ხებს აქ­ტი­ვო­ბა­ზე ბო­ლომ­დე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას. იგი მი­ვი­და დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ მათ ეს სიმ­პ­ტო­მე­ბი ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბი­დან და­ეწყოთ.

ად­რე­ულ კვლე­ვებ­ში, ასე­ვე, ვხვდე­ბით სერ ჯორჯ ფრე­დე­რიკ სთი­ლის 1902 წელს ჩა­ტა­რე­ბულ ლექ­ცი­ებს, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ისეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ბავ­შ­ვებს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვთ ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, მაგ­რამ, სხვა ბავ­შ­ვებ­თან შე­და­რე­ბით, ისი­ნი იმ­პულ­სუ­რე­ბი არი­ან, აქვთ ყუ­რადღე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და თვით­კონ­ტ­რო­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი. მან გა­მო­იკ­ვ­ლია 15 შემ­თხ­ვე­ვა ბი­ჭებ­ში და ხუ­თი — გო­გო­ნებ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ „ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი“ უფ­რო მე­ტად ბი­ჭებ­ში გვხვდე­ბა, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში.

1932 წელს გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა, ჰანს კრა­მერ­მა აღ­წე­რა და­ა­ვა­დე­ბა „ჰი­პერ­კი­ნე­ტი­კუ­რის“ სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბი­სა და მოს­ვე­ნე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბით, წე­სე­ბის დაც­ვის, სხვა ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბით და დას­წავ­ლის პრობ­ლე­მე­ბით.

„ამე­რი­კის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ“ მხო­ლოდ 1960 წელს აღი­ა­რა იგი ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბად, ხო­ლო 1980-იან წლებ­ში და­ა­ვა­დე­ბამ უკ­ვე კარ­გად ნაც­ნო­ბი სა­ხე­ლი მი­ი­ღო — „ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი“.

თა­ნა­მედ­რო­ვე გან­მარ­ტე­ბით „ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი“ ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ დარ­ღ­ვე­ვა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. იგი ხა­სი­ათ­დე­ბა სა­მი ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით: ყუ­რადღე­ბის კონ­ცენტ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლით, იმ­პულ­სუ­რო­ბით და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ქცე­ვით. მაგ­რამ არც ასე მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე, სინ­დ­რო­მი შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­მოვ­ლინ­დეს ბავ­შ­ვებ­ში.

დღეს­დღე­ო­ბით, გა­მო­ი­ყო­ფა ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მის 3 ფორ­მა:

მხო­ლოდ უყუ­რადღე­ბო ქვე­ტი­პი  – რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ბავ­შ­ვი შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად მშვი­დი და წყნა­რი იყოს, მაგ­რამ ჰქონ­დეს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენტ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, ასე­ვე, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბიც. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ისი­ნი სა­კუ­თა­რი ქცე­ვით ნაკ­ლე­ბად იქ­ცე­ვენ სხვის ყუ­რადღე­ბას, ამ ფორ­მის დრო­უ­ლად ამოც­ნო­ბა რთუ­ლია.

ჰი­პე­რაქ­ტი­ურ-იმ­პულ­სუ­რი ქვე­ტი­პი – ამ ფორ­მის დროს, ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის მარ­თ­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ას­რუ­ლე­ბენ მი­ღე­ბულ წე­სებს, უჭირთ იმ­პულ­სე­ბის გა­და­ვა­დე­ბა და ემო­ცი­ე­ბის თვით­რე­გუ­ლა­ცია, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ ახა­სი­ა­თებთ.

კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ქვე­ტი­პი – ამ ფორ­მის დროს, ბავ­შ­ვებს ახა­სი­ა­თებთ რო­გორც ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი და იმ­პულ­სუ­რი ქცე­ვა, ასე­ვე, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.

მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ, რას ვგუ­ლის­ხ­მობთ თი­თო­ე­ულ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ში.

ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის ნიშ­ნე­ბი: ბავშვს უჭირს ერთ ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბა, გა­უ­ჩე­რებ­ლად მოძ­რა­ობს, ცდი­ლობს ყვე­ლა­ფერს მო­კი­დოს ხე­ლი, სა­უბ­რობს გა­უ­ჩე­რებ­ლად, უჭირს მშვი­დად ჯდო­მა, კვე­ბის და საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბის დრო­საც კი.

იმ­პულ­სუ­რო­ბის ნიშ­ნე­ბი: მო­უთ­მე­ნე­ლია, უჭირს ჯე­რის/რი­გის დაც­ვა, თავ­შე­კა­ვე­ბის გა­რე­შე ავ­ლენს ემო­ცი­ებს, იქ­ცე­ვა/ან წა­მო­ი­ძა­ხებს სი­ტუ­ა­ცი­ის შე­უ­სა­ბა­მო პა­სუ­ხებს.

ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის ნიშ­ნე­ბი: გულ­მა­ვიწყია, უჭირს დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა მა­ლე­ვე ბეზ­რ­დე­ბა, უჭირს აქ­ტი­ვო­ბის დაწყე­ბა/დას­რუ­ლე­ბა, ხში­რად კარ­გავს ნივ­თებს, უჭირს მარ­ტი­ვი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ხში­რად გარ­შე­მომ­ყო­ფებს რჩე­ბათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბავ­შ­ვი არ უს­მენთ.

ხში­რად მშო­ბელს „ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი“ შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რჩე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში, რად­გან ასეთ ბავშვს, უმე­ტე­სად, „ცელქ ბავ­შ­ვად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. აი, რო­ცა უკ­ვე სკო­ლა­ში შე­დის ბავ­შ­ვი ან წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბის წრე­ზე იწყებს სი­ა­რულს, შე­სამ­ჩ­ნე­ვი ხდე­ბა ყვე­ლა ის სირ­თუ­ლე, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თ­ვა­ლეთ.

ვეც­დე­ბი, ჩა­მოვ­თ­ვა­ლო ყვე­ლა ის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რაც ამ სინ­დ­რო­მის შემ­ჩ­ნე­ვას წი­ნა­სას­კო­ლო ასაკ­შიც გაგ­ვი­ად­ვი­ლებს:

1) მი­თი­თე­ბე­ბის გა­რე­შე უჭირს მოქ­მე­დე­ბა – ჩაც­მა, და­ლა­გე­ბა და ა.შ;

2) ხში­რად აიგ­ნო­რებს მი­თი­თე­ბას ან ბო­ლომ­დე არ მიჰ­ყავს და­ვა­ლე­ბა;

3) უჭირს ჯგუ­ფურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა;

4) მოძ­რა­ობს და სა­უბ­რობს შე­უ­ფე­რე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში;

5) უჭირს ერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მე­ო­რე­ზე გა­დარ­თ­ვა;

6) სიფ­რ­თხი­ლის დე­ფი­ცი­ტი;

7) ხში­რად სა­ჭი­რო­ებს შეხ­სე­ნე­ბას;

8) და­უ­კითხ­ავად იღებს ნივ­თებს;

9) უჭირს და­ლო­დე­ბა;

10) დიდ დროს სა­ჭი­რო­ებს პა­ტა­რა და­ვა­ლე­ბებ­ზეც კი.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, იმი­სათ­ვის, რომ გაგ­ვიჩ­ნ­დეს ეჭ­ვი აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დ­რო­მის შე­სა­ხებ, ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ბო­ლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გრძელ­დე­ბო­დეს და იდენ­ტუ­რი იყოს 2-3 სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ში.

√ ვის მივ­მარ­თოთ ეჭ­ვის გა­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

დი­აგ­ნოზს სვამს ფსი­ქი­ატ­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ თუ, მა­გა­ლი­თად, „აუტიზ­მის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი „ადო­სი“, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და ფსი­ქი­ატ­რი სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­დან და ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახ­ლო პი­რე­ბი­დან ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, ოჯა­ხუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბას, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბას. ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა ბავ­შ­ვის ქცე­ვა­ზე და ხში­რად, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს, დი­დი წვლი­ლი შე­აქვს პრო­ცეს­ში ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გე­ბის, კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და ნე­ი­რო­პე­დი­ატ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას.

√ დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გო­რია ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ფორ­მა?

1) მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი, რომ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს ფსი­ქი­ატ­რი;

2) ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი თე­რა­პი­ე­ბი;

3) მშობ­ლის, ბა­ღის ან სკო­ლის პე­და­გო­გის ჩარ­თ­ვა.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ „ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მის“ დროს ბავ­შ­ვებს ისე­თი „აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბის მხრი­ვაც აქვთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: და­გეგ­მ­ვა, ორ­გა­ნი­ზე­ბა, დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი, და­ვა­ლე­ბის დაწყე­ბა/დას­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, თვით­კონ­ტ­რო­ლი, ადაპ­ტა­ცია/მოქ­ნი­ლო­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ყუ­რადღე­ბა/შე­უ­პოვ­რო­ბა.

გარ­და სინ­დ­რო­მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­სა, პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლოა, ბავშვს სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბიც ჰქონ­დეს, რო­გო­რი­ცაა: აკა­დე­მი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის დარ­ღ­ვე­ვა, უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ყო­ველ­დღი­უ­რი უნა­რე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა (ჩაც­მა, გახ­და, კვე­ბა, ტუ­ა­ლე­ტის უნარ-ჩვე­ვე­ბი, ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ოპო­ზი­ცი­ურ-დე­ვი­ან­ტუ­რი ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა ან ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა).

√ მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ბავ­შ­ვ­თან ინ­ტერ­ვენ­ცია კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ყე­ნებთ შემ­დეგ სტრა­ტე­გი­ას:

1) აქ­ტი­ვო­ბე­ბი სახ­ლის გა­რეთ;

2) ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა;

3) ბუ­ნე­ბა­ში ხში­რი გას­ვ­ლა;

4) ეზოს თა­მა­შე­ბი;

5) ცურ­ვა.

ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი ბავშვს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ნიტ­ვირ­თოს და და­ხარ­ჯოს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ენერ­გია.

⇒ შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შ­ვი სახ­ლ­შიც დატ­ვირ­თოთ, სახ­ლის საქ­მე­ე­ბის დროს. მო­გეხ­მა­როთ საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის დროს, ერ­თად და­ა­ლა­გეთ სახ­ლი ან გა­რეცხეთ მი­სი საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბი.

⇒ რო­ცა ატყობთ, რომ ბავშვი არა­მი­ზან­მი­მარ­თულ მოძ­რა­ო­ბებს იწყებს, ასე­თი თა­მა­ში მო­ი­ფიქ­რეთ – და­მა­ლეთ ნივ­თე­ბი სახ­ლ­ში და მე­რე ერ­თად ეცა­დეთ, იპო­ვოთ.

⇒ და­ა­ლა­გეთ სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ფურ­ც­ლე­ბი სახ­ლ­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ით და ისე მი­დით ერ­თი ად­გი­ლი­დან მე­ო­რემ­დე, რომ მხო­ლოდ ფურ­ც­ლებ­ზე იხ­ტუ­ნა­ოთ.

⇒ გა­ა­ბით ეზო­ში თო­კი და ეცა­დეთ გა­და­ახ­ტეთ მას სხვა­დას­ხ­ვა სი­მაღ­ლე­ზე, ითა­მა­შეთ ას­კინ­კი­ლა თა­მა­შე­ბი.

√ რო­ცა იმ­პულ­სუ­რო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან გვაქვს საქ­მე, გა­მო­ი­ყე­ნეთ შემ­დე­გი თა­მა­შე­ბი:

და­ა­ლა­გეთ სკა­მე­ბი წრი­უ­ლად და და­იწყეთ მათ გარ­შე­მო სი­ა­რუ­ლი, მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბით, უცებ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­მორ­თეთ მუ­სი­კა და სცა­დეთ, ერ­თ­მა­ნეთს და­ას­წ­როთ სკამ­ზე დაჯ­დო­მა. ეს ბავშვს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­სა და იმ­პულ­სე­ბის შე­კა­ვე­ბა/გა­და­ვა­დე­ბას და მარ­თ­ვას ას­წავ­ლის.

კი­დევ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც იმ­პულ­სუ­რო­ბის მარ­თ­ვა­ში და­გეხ­მა­რებათ, ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით „შუქ­ნი­შა­ნი“ – ეზო­ში სწრა­ფად და­იწყეთ სი­ა­რუ­ლი და ჩა­მოთ­ვა­ლეთ შუქ­ნიშ­ნის ფე­რე­ბი, ბავ­შ­ვი კი შე­სა­ბა­მის ფერ­ზე უნ­და გა­და­ვი­დეს, შე­ჩერ­დეს ან და­ე­ლო­დოს ფერს.

ხში­რად შე­უქ­მე­ნით ბავშვს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, სა­დავ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, ოღონდ აუცი­ლებ­ლად მცი­რე დრო­ით და­იწყეთ და ნელ-­ნე­ლა გა­ზარ­დეთ. ითა­მა­შეთ სწრა­ფი/ნე­ლი თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­მა­ნე­თის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­ე­ცით სა­თა­მა­შო­ე­ბი ან რე­სურ­სე­ბი შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, სა­დაც დას­ჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ჯე­რის/რი­გის და­ლო­დე­ბა.

√ ხო­ლო ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტის დროს, შე­გიძ­ლი­ათ შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ:

  1. აჩ­ვე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი და იპო­ვოს ორი ერ­თ­ნა­ი­რი ან პი­რი­ქით, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ საგ­ნებ­ში იპო­ვოს რო­მე­ლია ზედ­მე­ტი.
  2. აჩ­ვე­ნეთ ბავშვს რა­ი­მე საგ­ნის ფო­ტო და ეცა­დოს ამ საგ­ნის პოვ­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­სურ­სებ­ში.
  3. თა­მა­ში „ლა­ბი­რინ­თი“ – ეს თა­მა­ში ორ­გ­ვა­რად შე­გიძ­ლი­ათ და­გეგ­მოთ:

3.1. იატაკ­ზე, ფე­რა­დი ხა­ზე­ბით ან ქა­ღალ­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ის გზა ან ლა­ბი­რინ­თი შექ­მე­ნით, რო­მელ­ზეც ბავ­შ­ვი საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შოს ატა­რებს და მიჰ­ყ­ვე­ბა ლა­ბი­რინთს;

3.2. თვი­თონ ბავშვს გა­უ­კე­თეთ სა­თა­მა­შო ლა­ბი­რინ­თი, სა­დაც მო­უ­წევს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია და გარ­კ­ვე­უ­ლი გზით თა­მა­შის ბო­ლომ­დე მის­ვ­ლა, წი­ნა­ღო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა.

  1. ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, ასე­ვე, კარ­გია სხვა­დას­ხ­ვა ფაზ­ლე­ბის, ასაწყო­ბი სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­დაც ბავ­შ­ვი თი­თო­ე­ულ დე­ტალს მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას.
და­ბო­ლოს, პა­ტა­რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლებს:

♦ იყა­ვით მომ­თ­მე­ნი;

♦ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ბავ­შ­ვის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე;

♦ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ბავ­შ­ვის ძა­ლის­ხ­მე­ვა­ზე და არა შე­დე­გებ­ზე;

♦ არ შე­ა­და­როთ სხვას.

 

 

სო­ფო მე­ლა­ძე

ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის

სპე­ცი­ა­ლის­ტი,

გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები