29 მარტი, პარასკევი, 2024

ყვე­ლა დრო­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

spot_img

„დროა ისე­თი, მო­გე­რი­დე­ბა და ვე­ღა­რა­ვის შე­ა­წუ­ხებ თა­ნა­გან­ც­დის­თ­ვის, მაგ­რამ 42-ე სკო­ლის დუ­მი­ლი გუ­რამ დევ­და­რი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას ნამ­დ­ვი­ლად ვერ იქ­ნე­ბა ოქ­რო. 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და იგი აკა­დე­მი­კოს ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №42 სა­ჯა­რო სკო­ლას და მთე­ლი ეპო­ქა შექ­მ­ნა. უტყუ­ა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ალ­ღო — და­ერ­ქ­ვა კი­დეც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად დევ­და­რი­ა­ნის სკო­ლა. აქ დის­ციპ­ლი­ნა, ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მომ­თხოვ­ნე­ლო­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი იყო უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა მო­ა­ხერ­ხა და იმ პო­ლი­ტი­კუ­რად და­ძა­ბულ, ეკო­ნო­მი­კუ­რად შე­ვიწ­რო­ე­ბულ წლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ დარ­ღ­ვე­უ­ლა… და იყო ასე – სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ე­ბი ყვე­ლას თა­ვის­თ­ვის უნ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. არ ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვინ რო­გო­რი „ში­ნი­დან“ მო­დი­ო­და, კლას­ში ყვე­ლა ღი­მი­ლით უნ­და შე­სუ­ლი­ყო.

42-ე სკო­ლას მან სა­ძირ­კ­ვე­ლი გა­უმ­ყა­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა მო­ა­პო­ვე­ბი­ნა.

ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა საქ­მით და­ა­დას­ტუ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, თუ მო­ინ­დო­მებ, აუწყო­ბელ სის­ტე­მა­შიც გა­არ­ღ­ვევ ჯე­ბირს, გა­მო­ტო­ვებ რო­მე­ლი­ღაც მი­უ­ღე­ბელ ქვე­პუნქტს და მა­ინც მი­აღ­წევ მი­ზანს, რო­მე­ლიც, მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის მსა­ხუ­რე­ბა იყო.

მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბით ბა­ტონ გუ­რამს!

42-ე სკო­ლის ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გა­მარ­ჯ­ვე­ბა მი­სი ხსოვ­ნის უკ­ვ­დავ­ყო­ფაც იქ­ნე­ბა.“

ამ სიტყ­ვე­ბით გა­მო­ემ­შ­ვი­დო­ბა 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტი­ვი ბა­ტონ გუ­რამ დევ­და­რი­ანს, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ რთულ და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას უდ­გას, ვერც რე­დაქ­ცია აუვ­ლის გვერდს ბა­ტო­ნი გუ­რა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. ამი­ტომ, გვინ­და მკითხ­ველს მო­ვუყ­ვეთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც №42 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მარ­თ­ლაც მთე­ლი ეპო­ქა შექ­მ­ნა და რო­გორც სკო­ლის კო­ლექ­ტი­ვი ამ­ბობს, „საქ­მით და­ა­დას­ტუ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, რომ თუ მო­ინ­დო­მებ, აუწყო­ბელ სის­ტე­მა­შიც გა­არ­ღ­ვევ ჯე­ბირს, გა­მო­ტო­ვებ რო­მე­ლი­ღაც მი­უ­ღე­ბელ ქვე­პუნქტს და მა­ინც მი­აღ­წევ მი­ზანს, რო­მე­ლიც, მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის მსა­ხუ­რე­ბა იყო.“

რა თვი­სე­ბე­ბით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი გუ­რამ დევ­და­რი­ა­ნი, რო­გო­რი იყო თან­მ­შ­რომ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან, ამის შე­სა­ხებ მი­სი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი რუ­სუ­დან პა­ტა­შუ­რი გვიყ­ვე­ბა, იხ­სე­ნებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის 6-წლი­ან, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ერ და მის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თ­ლაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პე­რი­ოდს.

„მი­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­ყოფ იმას, რომ ბა­ტო­ნი გუ­რა­მი ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. 42-ე სკო­ლამ, მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დე­ბი­დან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს ბა­ტო­ნი გუ­რა­მი თვი­თონ არ მიყ­ვე­ბო­და მათ უცხო­ეთ­ში. იმი­ტომ კი არა, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­ურ­ბო­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის ყო­ველ­თ­ვის საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს უთ­მობ­და ამ უპი­რა­ტე­სო­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ იოლი არ იყო საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბა, მაგ­რამ ამ პრი­ვი­ლე­გი­ით არა­სო­დეს უსარ­გებ­ლია. ალ­ბათ, მის ნაც­ვ­ლად, ბევ­რი თა­ვად ჩა­უდ­გე­ბო­და ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­თა­ვე­ში და მო­ივ­ლი­და მსოფ­ლი­ოს. ამის გარ­და, ამ პი­როვ­ნე­ბის სა­ხელ­თან ყო­ველ­თ­ვის ასო­ცირ­დე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, სა­ო­ცა­რი პირ­და­პი­რო­ბა. ვინც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რა წარ­მო­მავ­ლო­ბით ან გავ­ლე­ნით მო­სარ­გებ­ლე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­სო­დეს იხევ­და უკან მის­თ­ვის   სი­მარ­თ­ლე ეთ­ქ­ვა და ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბი მი­ე­ღო მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ასე­თი მო­მენ­ტი მახ­სენ­დე­ბა – ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და ერთ-ერ­თი მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის შვი­ლი, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მა ჰქონ­და. ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­ბა­რა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე სკო­ლა­ში, მი­სი შვი­ლის პი­რა­დი საქ­მე იღ­ლი­ა­ში „ამო­ჩა­რა“ და სკო­ლი­დან გა­ის­ტუმ­რა. ჩვენ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დით, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ანს მის­თ­ვის რა­მე „და­ე­შა­ვე­ბი­ნა“ – ცუ­დი რამ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა, ეს მო­საზ­რე­ბა არა­თუ აში­ნებ­და, სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნი­და. ვინც კი იც­ნობ­და გუ­რამ დევ­და­რი­ანს, ალ­ბათ, ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩ­ნე­ვი სა­მი თვი­სე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო: ობი­ექ­ტუ­რო­ბა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და პირ­და­პი­რო­ბა.“

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ დი­რექ­ტორს არას­დ­როს უყ­ვარ­და თა­ვის გა­მო­ჩე­ნა და თურ­მე, არც ინ­ტერ­ვი­უ­ზე თან­ხ­მ­დე­ბო­და ვინ­მეს. სკო­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კი თავ­და­უ­ზო­გა­ვად აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, ხან­და­ხან შე­უძ­ლე­ბელ­საც კი. ამის მა­გა­ლი­თად ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი ასეთ შემ­თხ­ვე­ვას იხ­სე­ნებს: „ალ­ბათ იცით, რომ 42-ე სკო­ლა სო­ლო­ლაკ­ში, მთავ­რო­ბის სახ­ლის ზე­მოთ, ჩა­ი­კოვ­ს­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ძვე­ლის­ძ­ვე­ლი შე­ნო­ბაა. შე­ვარ­დ­ნა­ძის დროს (მა­შინ შე­ნო­ბა სე­რი­ო­ზულ ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო), მა­ვან­მა მი­სი წარ­თ­მე­ვა მო­ინ­დო­მა და მი­ზე­ზად სწო­რედ ავა­რი­უ­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და. და­ზუს­ტე­ბით არ ვი­ცი, მაგ­რამ ჭო­რი გავ­რ­ცელ­და, რომ აპი­რებ­დ­ნენ შე­ნო­ბის დან­გ­რე­ვას და მის ად­გილ­ზე სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბას. რომ იტყ­ვი­ან, ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვა და ინ­ს­ტან­ცი­ი­დან ინ­ს­ტან­ცი­ა­ში და­იწყო სი­ა­რუ­ლი შე­ნო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. დღე და ღა­მე გას­წო­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. რა ხერ­ხე­ბით და გზე­ბით, არ ვი­ცი, მაგ­რამ არ დათ­მო სკო­ლის შე­ნო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლას რკი­ნის და ხის ბი­ჯე­ბი შე­უ­ყე­ნა, გა­ა­მაგ­რა. შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, სკო­ლას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტა­რა. ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა შეძ­ლო სკო­ლის შე­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მე­ტიც, დღეს თუ სკო­ლა თა­ვის ფუ­ძე­ზე დგას და საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რ­ძე­ლებს, ეს მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.“

მას­თან ექ­ვ­ს­წ­ლი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას არც ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნის­თ­ვის ჩა­უვ­ლია უკ­ვა­ლოდ. ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ბევ­რი ისე­თი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის კრე­დოდ და­ი­დო, ის გახ­და მა­გა­ლი­თი, რო­გო­რი უნ­და იყოს ადა­მი­ა­ნი, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რი. „ამ ადა­მი­ან­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი: მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბია მომ­ყ­ვე­ბა. სწო­რედ მან მი­მაჩ­ვია, რომ თუ ობი­ექ­ტუ­რი ხარ, რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აუცი­ლებ­ლად მო­ვა წარ­მა­ტე­ბა, რად­გან მი­კერ­ძო­ე­ბა იწ­ვევს კო­ლექ­ტი­ვის დაშ­ლას და ე.წ. დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­ჩე­ნას. რაც მთა­ვა­რია, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ა­ფა­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი!“

ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა, დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, მძი­მე ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ირ­ყა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ ორი წე­ლი იმუ­შა­ვა სკო­ლა­ში, შემ­დეგ წა­ვი­და; სკო­ლა და­ტო­ვა ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მაც, მაგ­რამ თან წა­ი­ღო ბა­ტონ გუ­რამ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით სავ­სე პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­ტო­ვებს მის მეხ­სი­ე­რე­ბას, რად­გან ასე­თი დი­რექ­ტო­რი, ხელ­მ­ძღავ­ნე­ლი, მით უფ­რო იმ პე­რი­ოდ­ში, იშ­ვი­ა­თი იყო, ალ­ბათ, სულ რამ­დე­ნი­მე – „გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 42-ე სკო­ლა სწო­რედ გუ­რამ დევ­და­რი­ა­ნის დი­რექ­ტო­რო­ბის შე­დე­გად იქ­ცა იმ წარ­მა­ტე­ბულ და სა­ხე­ლო­ვან სკო­ლად, რო­მე­ლიც დღე­საც მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­შია. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­შა­ბა­თო სკო­ლას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 42-ე სკო­ლა­ში სწავ­ლა მეშ­ვი­დე კლა­სი­დან იწყე­ბა და მოს­წავ­ლე­თა მი­ღე­ბა გა­მოც­დით ხდე­ბა. ამი­ტომ, მან გახ­ს­ნა სა­შა­ბა­თო სკო­ლა, რო­მე­ლიც, რე­ა­ლუ­რად, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­და და დღემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ეს მო­დე­ლი შემ­დეგ სხვა სკო­ლებ­მაც გა­და­ი­ღეს. რაც მთა­ვა­რია,   მი­ღე­ბის დროს ობი­ექ­ტუ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი იყო და­ცუ­ლი. არა­ვინ იცო­და ვი­სი ნაშ­რო­მი სწორ­დე­ბო­და, ერ­თ­გ­ვა­რი და­შიფ­ვ­რა ხდე­ბო­და და რო­ცა ნაშ­რო­მი გას­წორ­დე­ბო­და და შე­ფას­დე­ბო­და, მე­რე შე­მო­ეკ­ვ­რე­ბო­და ნა­წერს თავ­ფურ­ცე­ლი და გამ­ს­წო­რე­ბე­ლიც მა­შინ იგებ­და, ვი­სი ნაშ­რო­მი შე­ა­ფა­სა. ამი­ტო­მაც, მოს­წავ­ლე­თა მი­ღე­ბის დროს, გა­მო­რიცხუ­ლი იყო ე.წ. ჩაწყო­ბა. ამა­ში ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბიც. სწო­რედ ამის შე­დე­გი იყო სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა და კონ­კურ­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბიც.“

რო­გო­რი იყო ბა­ტო­ნი გუ­რა­მი მოს­წავ­ლე­ებ­თან? ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს თუ შე­ნიშ­ნავ­და მოს­წავ­ლე­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი იყო და ბევ­რი საქ­მე ჰქონ­და, ამ მოს­წავ­ლის­თ­ვის და­მა­ტე­ბით სა­მე­ცა­დი­ნო დროს მა­ინც პო­უ­ლობ­და. ასე­თი ზრუნ­ვის მი­უ­ხე­და­ვად კი, დის­ტან­ცია ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და დი­რექ­ტორ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, უფ­რო კი, რი­დი და ხათ­რი ჰქონ­დათ მი­სი მოს­წავ­ლე­ებს.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, გუ­რამ დევ­და­რი­ა­ნი ნამ­დ­ვი­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რად უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, ის ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იც­ნობ­და სას­წავ­ლო პრო­ცესს. მას დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გეს, სა­მი­ნის­ტ­რო­სა და რა­ი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტორს და რო­გორც დი­რექ­ტორს. ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შერ­წყ­მამ კი, უდა­ვოდ, სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ფრა­ზებ­საც იხ­სე­ნებს: „რო­დე­საც რა­მე მო­ე­წო­ნე­ბო­და და კმა­ყო­ფი­ლი იყო რა­ი­მე ქმე­დე­ბით, აუცი­ლებ­ლად გეტყო­და ამ ფრა­ზებს: „აგა­შე­ნა ღმერ­თ­მა“, „აშენ­და შე­ნი ოჯა­ხი“. ამ­ბობს, რომ ვი­საც კი ოდეს­მე გუ­რამ დევ­და­რი­ან­თან შე­ხე­ბა ჰქო­ნია, მი­სი და­ვიწყე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რუ­სუ­დან პა­ტა­შუ­რის აზ­რით, დღეს, ბა­ტო­ნი გუ­რა­მის­თ­ვის ბევ­რი რამ მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ალ­ბათ, უფ­რო კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დავ­და რე­ა­ლო­ბას და არც მო­ე­რი­დე­ბო­და სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, რად­გან ბუ­ნე­ბით, ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები