20 აპრილი, შაბათი, 2024

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი უიმე­დო ახალ­გაზ­რ­დის ნახ­ვაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს

spot_img

რუბრიკის სტუმარია ანა აბე­სა­ძე, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი და მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი, მმარ­თ­ვე­ლო­ბის გლო­ბა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision International-ში

 

 

– ანა, უცხო­ეთ­ში მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბით, გვი­ამ­ბეთ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ

– უცხო­ეთ­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­წევს მუ­შა­ო­ბა, რაც და­ბა­ლან­სე­ბულ და სა­ინ­ტე­რე­სო ჰარ­მო­ნი­ას ქმნის ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, რექ­ტორ­თან, ბა­ტონ მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა. მის­თ­ვის მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი სტუ­დენ­ტის კე­თილ­დღე­ო­ბაა და ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა, ჩა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სე­ბი იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ერ­თი სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც მო­ახ­დენს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბას. ჩე­მი, რო­გორც მრჩევ­ლის, მთა­ვარ საქ­მი­ა­ნო­ბას იმ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბა წარმოადგენს, რო­მე­ლიც სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს უნი­ვერ­სი­ტეტს და ჩვენს სტუ­დენ­ტებს. ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, ბიზ­ნე­სინ­გ­ლი­სუ­რის ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ, რაც სტუ­დენ­ტებს ენის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი და სა­მუ­შაო მიზ­ნე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, შეხ­ვედ­რე­ბი­სა თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის დროს.

ამას­თა­ნა­ვე, ვმუ­შა­ობ გლო­ბა­ლუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის სა­კითხებ­ზე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი და უკ­ვე ჩე­მი ფა­ვო­რი­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის — World Vision International — სა­თა­ვო ოფი­სის­თ­ვის ლონ­დონ­ში, რო­მე­ლიც ხუთ კონ­ტი­ნენტს მო­ი­ცავს და ას­ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

– უცხო­ეთ­თან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პროგ­რა­მა FLEX-ის ფარ­გ­ლებ­ში და­იწყო. ბავ­შ­ვო­ბის ოც­ნე­ბა, ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი­ყა­ვით, რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ეთ. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო გზა მშობ­ლი­უ­რი ტყი­ბუ­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან ტე­ხა­სის და­სავ­ლეთ მაგ­ნო­ლი­ის სკო­ლამ­დე?

– ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის უკან დი­დი შრო­მა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა დგას, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად არ ჩანს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბებს ვუ­ზი­ა­რებთ ხოლ­მე. მიზ­ნის მიღ­წე­ვამ­დე გა­სავ­ლე­ლი გზა ხში­რად მო­საწყე­ნი და უიმე­დოც კია, იმ თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბი­სა თუ ერ­თი და იმა­ვეს კე­თე­ბის გა­მო, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ვაწყ­დე­ბით და რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე. სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ამე­რი­კა­ში, ვდგე­ბო­დი დი­ლის 5 სა­ათ­ზე და ვიწყებ­დი ყო­ველ­დღი­ურ ბრძო­ლას რო­გორც ახალ ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ამე­რი­კულ სკო­ლა­ში თა­ვის ღირ­სე­უ­ლად და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად. თუმ­ცა, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­მა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა მას­პინ­ძელ­მა ოჯახ­მა ეს პრო­ცე­სი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­მი­ად­ვი­ლა.

სწავ­ლის გარ­და, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კლუ­ბებ­ში, გავ­ხ­დი სკო­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი, ხო­ლო აკა­დე­მი­უ­რი წარ­ჩი­ნე­ბის­თ­ვის, ავ­ტო­მა­ტუ­რად, მოვ­ხ­ვ­დი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (National Honor Society). რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას ჯილ­დოს (ჩე­მი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა), იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა და სი­კე­თის „უკან დაბ­რუ­ნე­ბის“ მცდე­ლო­ბა აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თ­ვის.

– თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე, ამე­რი­კის ოცე­ულ­ში მყოფ­მა წამ­ყ­ვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (Rice University) მი­გი­ღოთ, თუმ­ცა, სწავ­ლა ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რ­ძე­ლეთ. რამ გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩე­ვა­ნი?

– რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ვიდ­რე რა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი, შე­მატყო­ბი­ნეს, რომ მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სრუ­ლი სტი­პენ­დია მი­ვი­ღე ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და, და­მა­ტე­ბით, სტუ­დენ­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ხარჯს ფა­რავ­და. რად­გან ამე­რი­კა­ში უკ­ვე მქონ­და გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის, ამ­ჯე­რად,  ევ­რო­პა­ში ს­წავ­ლა ვარ­ჩიე. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ნა­ნია, ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, და­მა­ტე­ბით მო­მე­პო­ვე­ბი­ნა ში­და სტი­პენ­დია აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის­თ­ვის და, ასე­ვე, დამ­ნიშ­ნა ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტად. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმ ფაქ­ტი­თაც, რომ პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს­ტო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­მიწ­ვია მი­ღე­ბა­ზე, რო­გორც ერთ-ერ­თი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

– გვი­ამ­ბე ამე­რი­კულ უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­გო­რია სკო­ლი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის/ჩა­რიცხ­ვის პრო­ცე­სი და რა კუთხით შე­ა­და­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის პრო­ცესს?

– ამე­რი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო. აკა­დე­მი­ურ ას­პექ­ტ­თან ერ­თად, მო­ვი­ხიბ­ლე იმ კლას­გა­რე­შე კლუ­ბე­ბის სიმ­რავ­ლით, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს პრაქ­ტი­კულ უნა­რებ­სა და პრო­ფე­სი­ულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას უვი­თა­რებს. კა­რი­ე­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, ამე­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აც­ნო­ბენ მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებს და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტე­ბის, კა­რი­ე­რუ­ლი ქო­უ­ჩე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ. ასე­ვე, მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ამე­რი­კულ სკო­ლებ­ში სპორ­ტი­სად­მი სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. სას­კო­ლო სპორ­ტი იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღიქ­მე­ბა, რომ გუნ­დ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­თა­მა­შე მოს­წავ­ლე­ებს აქვთ შან­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ იმ პი­რო­ბით, რომ სა­კუ­თა­რი ალ­მა მა­ტე­რის გუნ­დ­ში ითა­მა­შე­ბენ. ყო­ველ­თ­ვის მქონ­და ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მი­მართ, რად­გან მაქვს გან­ც­და, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და გა­მოც­და წყვეტს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის ბედს, ამე­რი­კა­ში კი ეს უფ­რო ჰო­ლის­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია და მხო­ლოდ გა­მოც­და­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ის, ასე­ვე, ემ­ყა­რე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ას, რო­მელ­შიც, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს, ჩა­წე­რო გან­ვ­ლი­ლი 12 წლის საქ­მი­ა­ნო­ბა სკო­ლა­ში, მიღ­წე­ვე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ა.შ. ის ფაქ­ტი, რომ ამე­რი­კელ მოს­წავ­ლეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის გრან­ტის მო­პო­ვე­ბის უფ­ლე­ბა აქვს, მათ შო­რის სპორ­ტუ­ლი, ბევრ რა­მე­ზე მეტყ­ვე­ლებს. იქ ყვე­ლა სა­ხის შრო­მა ფას­დე­ბა და ყვე­ლა სა­ხის ნიჭს აქვს გა­სა­ქა­ნი. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ჰქვია მას „ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის ქვე­ყა­ნა“.

– ანა, გაგ­ვი­ზი­ა­რე ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა კონ­კ­რე­ტულ სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და რა როლს თა­მა­შობს ეს სერ­ვი­სე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბა­ში?

– გლო­ბა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლია და მე მხო­ლოდ გან­ვ­მე­ორ­დე­ბი, რომ აშშ-ს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სტუ­დენ­ტებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს პი­როვ­ნუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი ზრდის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ნელ-ნე­ლა იკი­დებს ფეხს: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტებს, მა­თი აკა­დე­მი­უ­რი, ემო­ცი­უ­რი თუ პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად. ამე­რი­კა­ში დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ სტუ­დენ­ტის მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, რად­გან კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ ფაქტს, რომ ეს აკა­დე­მი­უ­რი წინ­ს­ვ­ლის ერთ-ერ­თი დი­დი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ტრე­ნინ­გებს სთა­ვა­ზო­ბენ, მა­თი ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

რა­ტომ­ღაც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მე­გო­ნა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აკა­დე­მი­უ­რად ძლი­ერ სტუ­დენ­ტებს არ ექ­მ­ნე­ბო­დათ, თუმ­ცა, იქ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მა­ნა­ხა, რომ პი­რი­ქი­თაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ადაპ­ტა­ცია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის დიდ სტრესს წარ­მო­ად­გენს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თ­ვის, ვინც დი­დი აკა­დე­მი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის თუ სხვა სა­ხის წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სხვა მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად, პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მი, პროკ­რას­ტი­ნა­ცია, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და გა­მოც­დის შფოთ­ვა წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს, რაც იქ მუ­შა­ო­ბის დროს ვი­ხი­ლე.

ასე­ვე, არა­ნაკ­ლებ მომ­ხიბ­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ქსე­ლის ეფექ­ტურ­მა მუ­შა­ო­ბამ, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო კავ­ში­რის პლატ­ფორ­მაა და­მამ­თავ­რე­ბელ სტუ­დენ­ტებს, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, ფა­კულ­ტეტ­სა და დამ­საქ­მებ­ლებს შო­რის. ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს სრუ­ლად აქვთ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ქსე­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის, ასე­ვე სტუ­დენ­ტის­თ­ვის. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, დრო­ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ახ­ლონ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნონ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მათ­თან ეფექ­ტუ­რად და­სა­კავ­ში­რებ­ლად და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­ა­ფა­სონ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ინ­დი­ვი­დი. მა­გა­ლი­თად, Texas A&M University თავის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ ისეთ ღი­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბებს სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებს მათ სა­კუ­თარ ალ­მა მა­ტერ­თან. უფა­სო კა­რი­ე­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი, სა­კონ­ტაქ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი წრის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, კავ­ში­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან/წამ­ყ­ვან დამ­საქ­მებ­ლებ­თან და სხვა რე­სურ­სებ­თან წვდო­მა მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბის ბე­ნე­ფი­ტე­ბის.

– ანა, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით, ტყი­ბუ­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ორ მოს­წავ­ლეს და­ე­ნიშ­ნა სტი­პენ­დია…

– აშშ-ში ყოფ­ნის დროს, შევ­ხ­ვ­დი უამ­რავ კე­თილ­შო­ბილ ადა­მი­ანს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შევ­ქ­მე­ნით ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ხა­რებს ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, ტყი­ბულს უკავ­შირ­დე­ბა. ტყი­ბუ­ლის №1 სკო­ლის ორ მოს­წავ­ლეს ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნეთ, 1 აკა­დე­მი­უ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რი­თაც, ვფიქ­რობ, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია შევ­ძი­ნეთ მათ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით, ასე­ვე, მინ­დო­და მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის­თ­ვის და იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ტი­ვის­თ­ვის, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში.

– გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის კუთხით, ხუთ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ, გა­წე­უ­ლი წვლი­ლი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თ­ვის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ხართ აშშ-ს დე­პარ­ტა­მენ­ტის მად­ლო­ბის წე­რი­ლით და მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის ნო­მი­ნა­ცი­ით — „მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის გმი­რი“. კონ­კ­რე­ტუ­ლად, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში და რა სა­ხის პრო­ექ­ტებ­ზე გი­წევ­დათ მუ­შა­ო­ბა?

– ჩე­მი უცხო ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, არა­ფორ­მა­ლურ და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­და, ვი­მუ­შა­ვე თურ­ქეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

თურ­ქეთ­სა და ბულ­გა­რეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლ პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ხო­ლო ეს­ტო­ნეთ­ში — სა­ელ­ჩო­სა და ტა­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­საც ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ვარ­ჩევ­დი აშშ-ს, სა­დაც პრო­ფე­სი­უ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად და სწრა­ფად გა­ვი­ზარ­დე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის რო­ლი ძა­ლი­ან ბევ­რის მომ­ცე­მი იყო, ამე­რი­კელ სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­თა და იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ სრუ­ლი­ად ახა­ლი, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის და­არ­სე­ბა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი იყო გლო­უს ელ­ჩე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად მუ­შა­ო­ბა, რად­გან შე­ხე­ბა მქონ­და რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­და ლი­დერ გო­გო­ნებ­თან, რო­მელ­თაც ვეხ­მა­რე­ბო­დით, სა­კუ­თა­რი თე­მე­ბის­თ­ვის „პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის აგენ­ტე­ბი“ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი წვლი­ლის­თ­ვის, მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, „მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის გმი­რის“ ნო­მი­ნა­ცია მო­მა­ნი­ჭეს.

– შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცათ, ყო­ფი­ლი­ყა­ვით მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის — NSPA და NAFSA — ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი, მოგ­ვი­ყე­ვით ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე.

– 3 წლის წინ რომ გე­კითხათ, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ კუთხით ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­მე­ცე­მო­და. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს, წი­ლად მერ­გო პა­ტი­ვი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სას­ტი­პენ­დიო კონ­ფე­რენ­ცი­ის მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი, რო­მე­ლიც 700-მდე პრო­ფე­სი­ო­ნალს მას­პინ­ძ­ლობს, სას­ტი­პენ­დიო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გ­ში. პირ­ველ წელს ვეს­წ­რე­ბო­დი, თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად, რო­გორც რი­გი­თი მო­ნა­წი­ლე, ხო­ლო მე­ო­რე წელს თა­ვად მი­მიწ­ვი­ეს მომ­ხ­სე­ნებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა NAFSA-ს, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი და ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი ასო­ცი­ა­ციაა, რო­მე­ლიც 10 000-ზე მეტ წევ­რ­სა და 3500-ზე მეტ ინ­ს­ტი­ტუტს 150-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში  ემ­სა­ხუ­რე­ბა. ძა­ლი­ან მწყდე­ბო­და გუ­ლი, რომ ჩე­მი ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რის პე­რი­ოდ­ში, NAFSA-ს ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მო­მე­ცა. ვინც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­შია, ძა­ლი­ან კარ­გად იცის ამ ასო­ცი­ა­ცი­ის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა. ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ერ­თი წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩა­ვერ­თ­ვე­ბო­დი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მიწ­ვე­ულ სპი­კე­რად გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, რა­თა გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა და მცი­რე წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ამ დიდ საქ­მე­ში.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, მომ­ხ­სე­ნებ­ლად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩარ­თ­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო აშშ-ის სა­ელ­ჩოს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა, მიდ­ლ­ბე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტის პროგ­რა­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, პრო­ფე­სორ­მა, დე­ვიდ ვი­კიმ, რო­მელ­მაც 2022 წლის 20-21 იან­ვარს, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ორ­დღი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მო­ის­მი­ნა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნია, პან­დე­მი­ის ფონ­ზე მიღ­წე­უ­ლი ამ შე­დე­გე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ზი­ა­რე­ბა.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ვი­ზით (H1B), მიწ­ვე­ვით, მუ­შა­ობ­დით ამე­რი­კის ერთ-ერთ წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩი­ეთ და ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის აგენ­ტი გახ­დით. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­დით: „…ცხოვ­რე­ბას ნამ­დ­ვი­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვა­პი­რებ. რო­გორც ვი­ცი, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი სა­მუ­შაო ბა­ზა­რი აფა­სებს. ალ­ბათ მეც გა­მი­მარ­თ­ლებს “.

– რა რე­ა­ლო­ბა დაგ­ხ­ვ­დათ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რამ­დე­ნად ახერ­ხებთ თქვე­ნი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ქარ­თულ სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე?

– დი­ახ, ცხოვ­რე­ბამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი მომ­ცა, მე­მუ­შა­ვა H1B ვი­ზით, ერთ-ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (Texas A&M University) ფონ­დის­თ­ვის, აშშ-ში. სამ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ (რომ­ლის კი­დევ სა­მი წლით გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა შე­მეძ­ლო), ორ ვა­კან­სი­ა­ზე გა­ვაგ­ზავ­ნე გა­ნაცხა­დი, თუმ­ცა, ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვის მზა­დე­ბი­სას, ვიგ­რ­ძე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის სრუ­ლი სი­ცა­რი­ე­ლე ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სამ­სა­ხურს ან იქ დარ­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და. მივ­ხ­ვ­დი, რომ უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის დრო იყო. მინ­დო­და, იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის მო­მერ­გო, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის უფ­რო მას­შ­ტა­ბურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე წვდო­მის მი­სა­ცე­მად, რა­საც ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით ვა­ხერ­ხებ, რექ­ტო­რის მრჩევ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში.

ჩე­მი დაბ­რუ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნის სურ­ვი­ლით, რო­მელ­თა ნახ­ვა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. თუმ­ცა, მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლია, რო­მე­ლიც აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა ჩა­დო ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ში იმ იმე­დით, რომ არა­თუ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს წა­ად­გე­ბო­და. ამე­რი­კა­ში ხში­რად მიგ­რ­ძ­ვ­ნია და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­მო, თუმ­ცა, იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე იმ ად­გი­ლას მოვ­ხ­ვ­დი, სა­დაც ამ ეტაპ­ზე თა­ვი წარ­მო­მედ­გი­ნა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბა და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ მძი­მეა. ჩა­მოს­ვ­ლამ­დე, ბევ­რი მარ­წ­მუ­ნებ­და, რომ აქ ჩა­მოს­ვ­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი უიმე­დო ახალ­გაზ­რ­დის ნახ­ვაა, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში. „ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბის“ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ჩვე­ნი პა­ტა­რა რო­ლი უნ­და ვი­თა­მა­შოთ. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და გუ­ლით მო­ვუ­წო­დო დამ­საქ­მებ­ლებს, უფ­რო ღი­ად შეხ­ვ­დ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ი­ღეს და, იქ უზ­რუნ­ვე­ლი მო­მავ­ლის შექ­მ­ნის ნაც­ვ­ლად, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის რის­კი აიღეს თავ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და, არა მგო­ნია, რო­მე­ლი­მე სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­მა, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის ფონ­ზე ცხოვ­რე­ბას, ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა არ­ჩი­ოს.

– ხომ არ ნა­ნობთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

– ჩე­მი აზ­რით, არ­ჩე­ვა­ნის სი­ნა­ნუ­ლი – ეს უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი აღ­ქ­მის სა­კითხია. ჩვენ ყვე­ლა გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბით, მის­წ­რა­ფე­ბე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ის, რაც ჩემ­თ­ვის სწო­რია, შე­საძ­ლოა სხვის­თ­ვის შეც­დო­მა იყოს. აქ დაბ­რუ­ნე­ბით, ჩე­მი გუ­ლის ხმა და გო­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­ა­შია და ეს მარ­წ­მუ­ნებს, რომ ამ ეტაპ­ზე ნამ­დ­ვი­ლად სწორ ად­გი­ლას ვარ. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც აქ, ახ­ლა მაქვს და არ დავ­კარ­გო დრო იმა­ზე ფიქ­რით, თუ რა იქ­ნე­ბო­და, იქ რომ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები