24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ქებათა ქება“  ანალიტიკური კომენტარი

spot_img

აკაკი წერეთელი კრიტიკული რეალიზმის  ერთ-ერთი წარმომადგენელია. რეალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანი გარემოს პროდუქტია, მას თავად შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. ადამიანზე დაკვირვება და ამ დაკვირვების შედეგის, ობიექტური გამოსახვა კრიტიკული რეალიზმის მთავარი ფუნქციაა.

აკაკი წერეთლის ლექსი  „ქებათა ქება“, მკაფიოდ უარყოფს რეალისტური ნაშრომის სტრუქტურას და, ამასთანავე, პირდაპირ კავშირშია, რომანტიზმთან. ლექსში თითქმის არსად გვხვდება რეალიზმის ნიშნები. ავტორი აშკარად ცდილობს, ლექსით გადმოგვცეს, უშუალო კავშირი, ადამიანის გრძნობებსა და ბუნებას შორის. სწორედ ამ კუთხით, შეგვიძლია დავაკავშიროთ „ქებათა ქება“,  XVIII საუკუნის, რომანტიკოსი მწერლების, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებებს.

ლექსის დასაწყისშივე გვხვდება რომანტიზმის ნიშნები.

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით.

მოცემული სტროფი მოგვაგონებს გრიგოლ ორბელიანის ლექსს „იარალი“. რაც შეეხება გარემოს, ბუნების აღწერას, შეგვიძლია მოვიხმოთ კვლავ გრიგოლ ორბელიანის „საღამო გამოსალმებისა“, ან თუნდაც, ნიკოლოზ ბარათაშვილის  „შემოღამება მთაწმინდაზედ“.

დახეთ ამ მთვარეს,
სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..
მოკაშკაშენი,
მოთამაშენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ლექსში მოცემული ეს სტროფი, რომანტიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა. ზოგადად ქართულ მწერლობაში, დაწყებული  XII საუკუნიდან, ციურ სხეულებს, განსაკუთრებით მთვარეს, დიდი დატვირთვა აქვს. რომანტიკოსი მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში ხშირად, ბუნების აღსაწერად, მას იყენებენ. მთვარე განსაკუთრებული მნიშვნელობით გვხვდება, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ზემოხსენებულ ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“.

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

აშკარაა  შინაარსობრივი და აზრობრივი მსგავსება, ამ ორი სხვადასხვა ლექსის მოცემულ სტროფებს შორის.

რომანტიზმის კიდევ ერთი ნიშანია ისიც, რომ პოეტს ლექსშიი გამოყენებული აქვს არაერთი კომპოზიტი. „ქებათა ქებაში“ გამოყენებული კომპოზიტები არცერთი მწერლის შემოქმედებაში არ გვხვდება. ისინი მხოლოდ აკაკის კალამს ეკუთვნიან. ეს კომპოზიტები და განსაკუთრებული ლექსიკური ერთეულები ქმნიან აკაკი წერეთლის განსაკუთრებულ სამწერლობო სტილს.

ლექსში გვხვდება შემდეგი კომპოზიტები და ლექსემები:

  • მიმრავალკეცებს – მიმრავლებს

და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენიერებით.

  • სხივმომფინარე – სხივმომფენი

დახეთ ამ მთვარეს,
სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..

  • ჩავიხმატკბილო – ვიმღერო

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო

  • უსხივცისკარა – უბოძა

„მ მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა!…

  • ეგვირგვინება – მისი გვირგვინია

სიყვარული რომ ტახტად უდგია,
ეგვირგვინება პატიოსნება!..

  • შენათხზ-შეერთებულად – გაერთიანებულად

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმაში შენათხზშეერთებულად

პოეტს ნეტარებას უმრავლებს მშობლიური მიდამოს მშვენიერება, ასევე მთვარე, რომელიც ამ მიდამოს დანათის და თითქოს ტკბილი სევდით ივსებს გულს. პოეტი აღმაფრენას მოუცავს და მას სურს, გედივით უცნაურ ჰანგზე იმღეროს და ამ სიმღერით უგალობოს სამშობლოს, რომელსაც განგებამ მშვენიერება უბოძა, მშვენიერებით გააცისკროვნა. სამშობლოს გვირგვინი პატიოსნებაა და როდესაც ჭაბუკი პოეტი თაყვანს სცემდა მამულს, მასში ნინოს, თამარის და ქეთევანის სახეს ხედავდა გაერთიანებულად.

ამ პოეტური მიგნებების საშუალებით, ,,ქებათა-ქება“ იძენს გამორჩეულ მხატვრულ ღირებულებას და ორიგინალობას. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება აკაკი წერეთლის სხვა ლექსებისგან. თავიდან ბოლომდე აკაკი წერეთლის „ქებათა ქება“, ქართული რომანტიზმის  XIX საუკუნის კრეატივია.  მასში თავმოყრილია რომანტიზმის თითქმის ყველა მახასიათებელი, მეტიც ერთი შეხედვით იგი რომანტიკოსი მწერლის ნაშრომს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალისტისას.

მარიამ ჩაჩანიძე –  სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის  XI  კლასის, მოსწავლე,

სესილი ერაგია –  ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები