28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„ქართული ანბანის ელჩები“ – კონკურსი დიასპორის მოსწავლეებისთვის

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს – „ქართული ანბანის ელჩები“.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ ქართულ ანბანს სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით და დააინტერესონ უცხოელი თანატოლები ქართული ენითა და ანბანით. საკონკურსოდ განიხილება აღნიშნული აქტივობების ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადთან ერთად კონკურსანტმა 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anbani2022@gmail.com

კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დეკემბრის ბოლოს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, გამოავლენს სამ გამარჯვებულს – I, II და III ადგილების მფლობელებს. გარდა ამისა, თითოეული საკონკურსო ნამუშევარი განთავსდება სოციალურ ქსელში, კონკურსის ოფიციალურ გვერდზე (facebook.com/ქართული-ანბანის-ელჩები-102383985905978), სადაც ხმათა უმრავლესობით (ე.წ. „მოწონებების“ რაოდენობის მიხედვით) ხალხის რჩეული ვიდეორგოლი გამოვლინდება.

კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ დებულება და განაცხადის ფორმა იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=13157&lang=geo

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები