24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 50%-ს არც ერ­თი წიგ­ნი არ წა­უ­კითხავს ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში

spot_img
ანა ფირცხალაიშვილი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა „ეისი­თის“ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბაზ­რის კვლე­ვის ანა­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია 2016-2019 წლე­ბის სრუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა წიგ­ნის ბაზ­რის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის (გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რე­ბი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი, ელ­მა­ღა­ზი­ე­ბი, წიგ­ნის სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, მკითხ­ვე­ლე­ბი) და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ან­გა­რიშ­ში მი­ცე­მუ­ლია 2020 წლის მო­ნა­ცე­მე­ბიც, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია წიგ­ნის სექ­ტორ­ზე პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი.

კვლე­ვა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია და ამი­ტომ დაწ­ვ­რი­ლე­ბით ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის. პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში­სა­ცე­მია, არის ის, რომ პან­დე­მი­ამ, ისე რო­გორც სხვა სფე­რო­ებ­ზე, ამ სექ­ტორ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა – 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რ­ძ­ნო­ბია შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ით, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო ნაკ­ლე­ბია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ახა­ლი და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ცე­მის ნა­წილ­ში. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­მომ­ცემ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს სრუ­ლი მას­შ­ტა­ბით მუ­შა­ო­ბა და თუ წი­ნა წლებ­ში 1000-1200 წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მო­და, მხო­ლოდ 800 და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ცე­მით შე­მო­ი­ფარ­გ­ლ­ნენ. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, უც­ვ­ლე­ლია მკითხ­ვე­ლის ინ­ტე­რე­სი ქარ­თუ­ლი და თარ­გ­მ­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ, შე­ფარ­დე­ბა ამ ნა­წილ­ში, თა­ნა­ბა­რია – ისე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ცე­მა და იყი­დე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორც მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი არა­თუ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა, უფ­რო და უფ­რო იზ­რ­დე­ბა. კლა­სი­კა და თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კა ერთ კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­შია მოქ­ცე­უ­ლი – მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა­საც მოს­დევს პო­ე­ზია, დე­ტექ­ტი­ვი, ფენ­ტე­ზი და ა.შ., რო­მელ­თა მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი კვლავ მზარ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა არამ­ხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, აქ ლი­დე­რობს ის­ტო­რია, თუმ­ცა არის ინ­ტე­რე­სი კულ­ტუ­რი­სა და პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თაც. ამ ტი­პის წიგ­ნებს სპე­ცი­ფი­კუ­რი მკითხ­ვე­ლი ჰყავს და მი­სი ნიშ­ნუ­ლი, მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან შე­და­რე­ბით, და­ბა­ლია, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი, ჯა­მუ­რად, მრა­ვალ­ნა­ი­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

♦ გა­სულ წელს მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­ტე­გო­რი­ე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმე­ტე­სად შე­უ­ძე­ნია: თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი;

♦ ემ­თხ­ვე­ვა მკითხ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად წა­კითხუ­ლი და შე­ძე­ნი­ლი ჟან­რიც – მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზა, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი – რო­მა­ნი;

♦ გა­სულ წელს დიდ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ­მა მკითხ­ვე­ლებ­მა, სა­შუ­ა­ლოდ, 13 წიგ­ნი შე­ი­ძი­ნეს (უმე­ტე­სად ქარ­თუ­ლი და თარ­გ­მ­ნი­ლი);

♦ მკითხ­ველ­თა 44%, მი­ნი­მუმ, 2-3 თვე­ში ერ­თხელ სტუმ­რობ­და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებს პან­დე­მი­ამ­დე, ბიბ­ლი­ო­თე­კას კი – 14%. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სი­ა­რუ­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბია: დრო­ის სიმ­ცი­რე და სა­ჭი­რო­ე­ბის არ­ქო­ნა.

კვლე­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რო­მელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ნიც­დის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, თუმ­ცა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მკითხ­ველ­თა სიმ­ცი­რე კვლე­ვის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში მოხ­ვ­და და ვფიქ­რობ, მი­ზე­ზე­ბი, რო­მელ­თა გა­მო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ სარ­გებ­ლო­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით, ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია და მა­თი მოგ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს თუ შე­უძ­ლია. ძი­რი­თად მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა: არ არის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, არ არის შევ­სე­ბუ­ლი ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცე­მე­ბით… კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­სა­ბა­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ტა­რონ რე­ფორ­მე­ბი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სის­ტე­მა­ში, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დეს მკითხ­ვე­ლის­თ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნეს, კვლე­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას, ჩანს, რომ თუ­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სექ­ტო­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად ვი­თარ­დე­ბო­და (იგუ­ლის­ხ­მე­ბა გა­მო­ცე­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მი­წო­დე­ბის არ­ხე­ბი და სხვ.), ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მკითხ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ფარ­დე­ბა არამ­კითხ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან იმა­ვე ნიშ­ნულ­ზე დარ­ჩა — ქარ­თ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 50%-ს არც ერ­თი წიგ­ნი არ წა­უ­კითხავს ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მკითხ­ველ­თა შო­რის კი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ქა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლო­დაა დარ­ღ­ვე­უ­ლი, კა­ცე­ბის მხო­ლოდ 38%-ია მკითხ­ვე­ლი.

კვლე­ვის სა­გა­ნი იყო ისიც, თუ რა სიხ­ში­რით კითხუ­ლობს და ყი­დუ­ლობს ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი წიგნს. აქაც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ძე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­ძე­ნის სიხ­ში­რე სტა­ბი­ლუ­რი იყო. ახ­ლა მკითხ­ველ­თა 48% ადას­ტუ­რებს, რომ არას­ტა­ბი­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, 2020 წელს შე­ძე­ნა შე­ამ­ცი­რა, რა­საც პან­დე­მი­ის ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას უკავ­ში­რებს. 32% კითხუ­ლობ­და უფ­რო ხში­რად, ვიდ­რე მა­ნამ­დე; 52% — იმა­ვე სიხ­ში­რით; 15% — უფ­რო იშ­ვი­ა­თად. ინ­ტენ­სი­ვო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად 16-24 წლის მკითხ­ვე­ლებ­მა გა­ზარ­დეს.

ამა­ვე ფონ­ზე, სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტორ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლი, 5%-ზე ცო­ტა მე­ტით. ინ­ფ­ლა­ცი­ამ უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა წიგ­ნის ფა­სებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით თარ­გ­მ­ნილ და სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­ი­ზარ­და ფა­სი. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია და, რა თქმა უნ­და, აისა­ხა კი­დეც შე­ძე­ნის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

გა­სულ წელს მკითხ­ველ­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას (86%), წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად, 200-ლარ­ზე მე­ტი არ ჰქო­ნია გა­მო­ყო­ფი­ლი.

ჯა­მუ­რად, მკითხ­ვე­ლი წე­ლი­წად­ში წიგ­ნებ­ზე, დახ­ლო­ე­ბით, ხარ­ჯავს:

სა­ინ­ტე­რე­სოა მკითხ­ველ­თა გან­წყო­ბა უახ­ლო­ე­სი 1 წლის მან­ძილ­ზე წიგ­ნის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა (65%) გა­ნი­ხი­ლავს წიგ­ნის შე­ძე­ნას, სა­ი­და­ნაც თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი (31%) დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია ამა­ში. ამას­თან, თბი­ლის­ში უფ­რო მა­ღა­ლია წიგ­ნის შე­ძე­ნის მზა­ო­ბა. რე­გი­ო­ნე­ბის მკითხ­ველ­თა მე­ხუ­თე­დი (21%), სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ, გა­მო­რიცხავს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წიგ­ნის შე­ძე­ნას, თბი­ლის­ში კი ასე­თი მხო­ლოდ 12%-ია.

რე­გი­ო­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დი მზა­ო­ბა წიგ­ნის შე­ძე­ნის კუთხით ზუგ­დიდ­სა (62%) და გორ­ში (58%) აღი­ნიშ­ნე­ბა; მკითხ­ველ­თა თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რია მზად ბა­თუმ­სა (49%) და თე­ლავ­შიც (52%); ქუ­თა­ის­ში უახ­ლო­ე­სი 1 წლის მან­ძილ­ზე წიგ­ნის შე­ძე­ნას 40% გა­ნი­ხი­ლავს.

კვლე­ვის ინ­ტე­რე­სი იყო აგ­რეთ­ვე: ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ე­ბი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის წყა­რო­ე­ბი, უცხო­ე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, პან­დე­მი­ას გარ­კ­ვე­უ­ლი და­დე­ბი­თი ეფექ­ტიც ჰქონ­და წიგ­ნის ბა­ზარ­ზე იმ მხრივ, რომ კომ­პა­ნი­ებ­ში ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა, რის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში (ონ­ლა­ინ მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერ­გ­ვა, ვებ­გ­ვერ­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა და ა.შ.).

ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის ბა­ზა­რიც საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რია და არა­ერთ კომ­პო­ნენტს აერ­თი­ა­ნებს (გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი, დის­ტ­რი­ბუ­ტო­რე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, მკითხ­ვე­ლე­ბი და ა.შ.), რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად და სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ერ­თი მხრივ, მსგავ­სი ტი­პის პე­რი­ო­დუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბის სურ­ვილს, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­ში და ისა­უბ­რონ არ­სე­ბულ მიღ­წე­ვებ­სა თუ პრობ­ლე­მებ­ზე. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბაზ­რის კვლე­ვა 2013 წლი­დან ტარ­დე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნან სა­ბაზ­რო ტენ­დენ­ცი­ებ­ზე, აღ­მოჩ­ნ­და, რომ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ისევ არ­სე­ბობს უნ­დობ­ლო­ბა მის მი­მართ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ზო­გი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან კვლე­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ცალ­კე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ის მი­უ­ხე­და­ვად. პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს კომ­პა­ნი­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა ან მი­სი წარ­მო­ე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სიც. შე­დე­გად, მო­ცე­მუ­ლი ან­გა­რი­ში ეყ­რ­დ­ნო­ბა ბაზ­რის მთა­ვარ მო­თა­მა­შე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის, თუმ­ცა არა ყვე­ლას, მო­ნა­ცე­მებს. ამის გა­მო, შე­დე­გე­ბი ზუს­ტად ვერ ასა­ხავს ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბას, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მას­თან. იმის­თ­ვის, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად იქ­ნეს შეს­წავ­ლი­ლი წიგ­ნის ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დარ­გის მო­ნა­წი­ლე­თა მი­ერ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის წარ­მო­ე­ბა და მა­თი გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის მზა­ო­ბა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­იქ­მ­ნან არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და გა­დად­გან შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი მათ აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად.“ — აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვის დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები