29 მარტი, პარასკევი, 2024

ქა­ლი სა­უ­კე­თე­სო შემ­ტა­ნია სი­ნათ­ლი­სა უკუ­ნეთ­ში

spot_img
„ყოვე­ლი წა­მი ჩე­მი სი­ცოცხ­ლი­სა, გე­კუთ­ვ­ნის შენ და შე­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვილს. და თუ ჩე­მი ნა­ბი­ჯი მკრთა­ლი და უფე­რუ­ლია, ნუ დამ­ს­ჯი, ის ხომ რაც არის, შე­ნია და შენ გე­კუთ­ვ­ნის!“ – ეკატერინე გაბაშვილი

ეკა­ტე­რი­ნე რე­ვა­ზის ასუ­ლი თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი-გა­ბაშ­ვი­ლი­სა და­ი­ბა­და 1851 წლის 16/28 ივ­ნისს ქა­ლაქ გორ­ში. 5 წლი­სა იყო, რო­ცა დე­და გარ­და­ეც­ვა­ლა და მი­სი აღ­ზ­რ­და დი­დე­დამ იკის­რა. დი­დე­და (დე­დის მხრი­დან) ბა­ბა­ლე მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის, მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბის დამ­ც­ვე­ლი ყო­ფი­ლა. იგი შვი­ლიშ­ვილს ფუ­ფუ­ნე­ბა­ში რო­დი ზრდი­და, პი­რი­ქით, პა­ტა­რა კა­ტომ რვა წე­ლი­წა­დი გლე­ხის ბავ­შ­ვებ­თან გა­ა­ტა­რა, რა­მაც წა­რუშ­ლე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მას­ზე და იგი სოფ­ლის გულ­წ­რ­ფელ მე­გობ­რად, მშრო­მე­ლი გლე­ხო­ბის მოყ­ვა­რულ და მო­სარ­ჩ­ლე ხალ­ხო­სან მწერ­ლად, სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის უან­გა­რო მოღ­ვა­წედ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

კა­ტო თბი­ლი­სის „მა­დამ ფავ­რის პან­სი­ონ­ში“ შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც 1868 წელს და­ას­რუ­ლა და მა­შინ­ვე და­იწყო მას­წავ­ლებ­ლო­ბა გორ­ში. მი­სი იდე­ა­ლი ხალ­ხ­ში გას­ვ­ლა, ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რი იყო,  ეს მის­წ­რა­ფე­ბა მკა­ფი­ოდ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა მოთხ­რო­ბა­ში „სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი“. მოთხ­რო­ბის გმი­რე­ბის — ალექ­სან­დ­რე­სა და ნი­ნოს დი­ა­ლოგ­ში აშ­კა­რად ის­მის ახალ­გაზ­რ­და ხალ­ხოს­ნის ხმა. მა­თი აზ­რით, ცხოვ­რე­ბა­ში სა­მოღ­ვა­წე­ოდ გა­მოს­ვ­ლი­სათ­ვის მთა­ვა­რი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია ხალ­ხ­ში გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა. ამ მხრივ, ქა­ლებ­საც ბევ­რი შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ: „ქა­ლი სა­უ­კე­თე­სო შემ­ტა­ნია სი­ნათ­ლი­სა უკუ­ნეთ­ში. ას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის კი მხო­ლოდ სურ­ვი­ლი და შეგ­ნე­ბაა სა­ჭი­რო…“

პან­სი­ონ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე, გორ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლო­ბას შე­უდ­გა. მა­შინ გორ­ში მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბობ­და. ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტი იყო, ისი­ნი ოჯა­ხებ­სა და ში­ნა­ურ მას­წავ­ლებ­ლებ­თან სწავ­ლობ­დ­ნენ წე­რა-კითხ­ვას. ეკა­ტე­რი­ნე ყო­ველ­გ­ვა­რი სას­ყიდ­ლის გა­რე­შე ას­წავ­ლი­და მათ და შე­გირ­დე­ბიც საკ­მა­ოდ შე­უგ­როვ­და, რაც მე­ტად ახა­რებ­და ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს. მას სწამ­და მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი და ისიც მშრო­მე­ლი, ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის მზრუნ­ვე­ლი. მი­სი ამ­გ­ვა­რი ზრუნ­ვის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რი­თაც ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. უკ­ვე შო­რე­უ­ლი სოფ­ლე­ბი­და­ნაც კი მოჰ­ყავ­დათ მას­თან ბავ­შ­ვე­ბი.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ამ­გ­ვარ­მა მოქ­მე­დე­ბამ და­არ­წ­მუ­ნა გო­რის მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ იქ აუცი­ლე­ბე­ლი იყო ქალ­თა სამ­რევ­ლო სკო­ლის გახ­ს­ნა. მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, სკო­ლაც და­არ­ს­და და სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბე­ლიც გახ­და. აქ მი­ი­ღეს პირ­ველ­დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ცნო­ბილ­მა მოღ­ვა­წე ქა­ლებ­მა: ნა­ტო გა­ბუ­ნი­ამ და მა­რი­ამ დე­მუ­რი­ამ. ამ სკო­ლა­ში ეკა­ტე­რი­ნე ყვე­ლა სა­განს ქარ­თუ­ლად ას­წავ­ლი­და.

არც ალექ­სან­დ­რე გა­ბაშ­ვილ­ზე გათხო­ვე­ბი­სა და სა­მუ­და­მო საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ ანე­ბებს თავს პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, ხდე­ბა ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი „ქარ­თ­ველ ქალ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ და ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ამა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ და­არ­სე­ბულ ქალ­თა ჭრა-კერ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი  სკო­ლი­სა. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ეროვ­ნულ-გა­ნმა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბის აღ­ზ­რ­დით, რო­მელ­თაც დღეს თუ ხვალ ოჯა­ხი უნ­და შე­ექ­მ­ნათ და ღირ­სე­უ­ლი დე­დე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის წე­რი­ლი ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ

მ თი­ბათ­ვის პირ­ველს კვი­რა­ზე და­ვეს­წა­რი „საქარ­თ­ვე­ლო­ში წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ კრე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ად­გენ­დ­ნენ ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ჩვე­ნი ყმაწ­ვილ­კა­ცე­ბი, რო­მელ­ნიც, თუ საქ­მით არა, სიტყ­ვით მა­ინც მხურ­ვა­ლედ ეკი­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებს. არც ერ­თი ჩვე­ნი ჩი­ნე­ბით და სხვა­დას­ხ­ვა ამ ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბით შემ­კულ­ნი არა სჩან­დ­ნენ ზა­ლა­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბის წლის ან­გა­რი­შის წა­კითხ­ვის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა გაცხა­რე­ბუ­ლი ბა­ა­სი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ზედ. ბა­ა­სობ­დ­ნენ იმა­ზედ, თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბა იხ­მა­როს მმარ­თ­ვე­ლო­ბამ, რომ უკეთ მო­იხ­მა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­წი­რუ­ლი ფუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რი და გან­ზ­რახ­ვა უკეთ შე­ას­რუ­ლოს.

მარ­თ­ლაც გა­საკ­ვი­რია, რო­გორ ერთს ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრს, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლებს ფიქ­რა­დაც არ მო­უ­ვი­დათ ქა­ლე­ბის ბე­დის გახ­სე­ნე­ბა! ორი­ო­დე სიტყ­ვა ით­ქ­ვა ხონ­ში ქა­ლე­ბის შკო­ლის გა­მარ­თ­ვა­ზედ, მაგ­რამ ეს სიტყ­ვე­ბი ისე საჩ­ქა­როთ იყ­ვ­ნენ ჩა­ფარ­ცხუ­ლი, თით­ქოს ეს მო­მე­ტე­ბუ­ლი სა­გა­ნი ყო­ფი­ლი­ყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბი­თის აზ­რე­ბის­თ­ვის. რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ ჩვე­ნი წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მმარ­თ­ველ­ნი სა­ჭი­როდ არა რაცხ­დ­ნენ ქა­ლე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვას?

თუ აგ­რე არის, რის­გან მოხ­და, რომ არც ერ­თი სიტყ­ვა, არც ერ­თი მა­ნე­თი არ იყო შე­წი­რუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი­სათ­ვის და არც მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის იქ­ნე­ბა? გა­ნა ცუ­დი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ბა­თუ­მი­სა და თბი­ლი­სის შკო­ლებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ესეც გა­და­ეწყ­ვიტ­ნათ, რომ ყვე­ლა შკო­ლა სა­ქალ-ვა­ჟო იყოს?

მარ­თა­ლია, ჩვენს სა­სოფ­ლო შკო­ლებ­ში ქა­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ, მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ად მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ სურ­ვი­ლი აქვთ, ქა­ლებ­საც ას­წავ­ლი­ან, თუ არა და არა. რათ არის ასე? რა­ტომ ყვე­ლა შკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლი არაა ერ­თ­ნა­ი­რათ მი­ი­ღოს მსურ­ველ­ნი ვა­ჟე­ბი­ცა და ქა­ლე­ბი­ცა? რა­ტომ პე­და­გო­გი­ურ კურ­სებ­ზე ქა­ლე­ბიც არ უნ­და იყ­ვ­ნენ მი­ღე­ბუ­ლი?

გა­ნა ჩვენ­ში ცო­ტა ქა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით იკის­რე­ბენ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო შკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლო­ბას, ამ საქ­მი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა რომ ჰქონ­დეთ? გა­ნა არ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ევ­რო­პა­ში და მო­მე­ტე­ბუ­ლად ამე­რი­კა­ში სა­უ­კე­თე­სო და მო­მე­ტე­ბუ­ლი რიცხ­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა ქა­ლე­ბი არი­ან? რა­ტომ ჩვენ არ უნ­და გა­მოვ­ცა­დოთ? თქვენ თვი­თონ­ვე არ ამ­ბობთ – ჩვენს კა­ცებ­ში იშ­ვი­ა­თად იპოვ­ნით რი­გი­ანს მას­წავ­ლე­ბელ­სო? ნუ­თუ ჩვე­ნი წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა უად­გი­ლო­თა სა­ხავს ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბას სა­ერ­თო სი­კე­თი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

მე კი ჩე­მის აზ­რით, ქა­ლე­ბის­თ­ვის უფ­რო სა­ჭი­როდ ვხე­დავ ქარ­თუ­ლის ენის ცოდ­ნას, იმი­ტომ, რომ ქა­ლი არის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შვი­ლე­ბი­სა: ყმაწ­ვილს თუ ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე სიყ­ვა­რუ­ლი არა აქვს სწავ­ლი­სა და თა­ვის დე­და ენი­სა, ის შემ­დეგ­ში­აც ძნე­ლად შე­ით­ვი­სებს იმას, და თუ ჩვენ­მა წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბის აღ­ზ­რ­და ინ­ს­ტი­ტუტ­სა და ზა­ვე­დე­ნი­ებს მი­ან­დო, სა­დაც ქა­ლებს სრუ­ლი­ად არა აქვთ ღო­ნის-ძი­ე­ბა, პრაქ­ტი­კის უქონ­ლო­ბის გა­მო, ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლი­სა, იმა­საც ჩქა­რა მო­ვეს­წ­რე­ბით, რომ ჩვენ ბავ­შ­ვებს, დი­დე­ბის მოწყა­ლე­ბით, სა­სირ­ცხ­ვი­ლოდ მი­აჩ­ნ­დე­ბათ თა­ვის დე­და ენა­ზედ ლა­პა­რა­კი. ამის მა­გა­ლი­თე­ბი ახ­ლაც ბევ­რია ჩვენ­ში. ამა­ზედ ბევ­რი და­მე­მოწ­მე­ბა.

წარ­სუ­ლის კვი­რის კრე­ბა­ში ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ქა­ლი და ვერც ერ­თ­მა ჩვენ­თა­გან­მა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ხმის ამო­ღე­ბა ქა­ლე­ბის გა­მო­სა­სარ­ჩ­ლებ­ლად. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ შევ­კ­რ­თით, ვერ გავ­ბე­დეთ ხმა­მაღ­ლა გა­მოგ­ვეთ­ქ­ვა ჩვე­ნი აზ­რი, არა ვართ ქა­ლე­ბი შეჩ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას.

იმე­დი გვაქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წე­რა-კითხ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ამ აზრს და შემ­დე­გის­თ­ვის მის­ცემს ღო­ნის-ძი­ე­ბას ქარ­თ­ველ ქა­ლებს თა­ვის დე­და-ენის შეს­წავ­ლი­სას; ვგო­ნებთ, საქ­მი­თაც მა­ლე გა­მოჩ­ნ­დეს, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზრუნ­ვა უსარ­გებ­ლოთ არ ჩა­ივ­ლის.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი

1880 წე­ლი

◊ ◊ ◊

ეკატერინე გაბაშვილმა, ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში, გა­ი­ლაშ­ქ­რა გა­ზეთ „ობ­ზო­რის“ ფურ­ც­ლებ­ზე სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა კრე­ბის იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ვაჟ­თა სკო­ლე­ბის გახ­ს­ნა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. მო­ითხოვ­და, რომ ვა­ჟებ­თან ერ­თად ქა­ლებ­საც მის­ცე­მო­დათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­ი­მუ­შა­ვა კი­დეც პრო­ექ­ტი ახალ­გახ­ს­ნილ სკო­ლებ­ში ქალ-ვაჟ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თბი­ლის­ში გა­დას­ვ­ლით, სა­მოქ­მე­დო სარ­ბი­ე­ლი გა­უ­ფარ­თოვ­და. ახ­ლა მარ­ტო მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­დია, უკ­ვე ცნო­ბი­ლი ბე­ლეტ­რის­ტი ქა­ლი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლას კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ამას­თა­ნა­ვე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გზით, იღ­რ­მა­ვებს ცოდ­ნას და რო­გორც მწე­რა­ლი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და სხვა­თა ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს. 1880 წელს ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს ახალ­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ პირ­ვე­ლი შევ­სე­ბუ­ლი გამ­გე­ო­ბის წევ­რად, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ იმ ხა­ნე­ბის მოღ­ვა­წე ქალ­თა შო­რის მას ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვედ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. რო­ცა ეკა­ტე­რი­ნემ აღ­ნიშ­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა თა­ვი­სი პრო­ექ­ტი ქალ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლე­ბის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, იგი მო­ი­წო­ნა და გამ­გე­ო­ბას მი­სი გახ­ს­ნა ურ­ჩია.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მო­ი­წო­ნა „ივე­რი­ა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნეს სტა­ტია და გა­ზე­თის ერთ-ერთ მე­თა­ურ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნა:

„ჩვენ ამ წე­რი­ლი­სა ის მოგ­ვ­წონს და ის გვი­ხა­რია, რომ ჩვენს ქა­ლებს თა­ვის თა­ვის შვე­ლა მო­უ­წა­დი­ნე­ბი­ათ და სა­თა­ვედ და­უდ­ვი­ათ სა­კუ­თა­რი მხნე­ო­ბა, სა­კუ­თა­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა… უკე­თეს სახ­სარს, უკე­თეს ღო­ნეს სხვას ვე­რას იპო­ვი­ან… რაც გინ­და ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა აღ­მო­უჩ­ნ­დეს პირ­ველ ხა­ნებ­ში ამ ქა­ლე­ბი­სა­გან გან­ზ­რა­ხულ საქ­მეს, ბო­ლო მა­ინც გა­მარ­ჯ­ვე­ბაა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა, რად­გა­ნაც იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვია, რომ და­უ­ღა­ლავს მხნე­ო­ბა­სა და საქ­მის ბო­ლომ­დე მედ­გ­რად მი­ყო­ლას თა­ვი არ გა­ე­ტა­ნოს…“

ილი­ას ამ­გ­ვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბით გამ­ხ­ნე­ვე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი უფ­რო მე­ტი მონ­დო­მე­ბი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ე­ბა ქარ­თ­ველ ქალ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. გა­სა­ო­ცა­რია, ამ მხრივ, მი­სი და­უშ­რე­ტე­ლი ენერ­გია და და­უცხ­რო­მე­ლი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. იგი ბო­ლომ­დე დარ­ჩა ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბის ენ­თუ­ზი­ას­ტად. მი­სი ღრმა რწმე­ნით, მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბით, შე­იძ­ლე­ბო­და ქა­ლის, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რის, ზნე­ობ­რი­ვი ამაღ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სარ­ბი­ელ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

მის­თ­ვის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი და სკო­ლა ერ­თი მთლი­ა­ნი და გა­ნუ­ყო­ფე­ლი ორ­გა­ნიზ­მი იყო, თა­ნაბ­რად მზრუნ­ვე­ლი და მო­ა­მა­გე იყო თა­ვი­სი შვი­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც უკა­ნას­კ­ნელ ხა­ნებ­ში სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ამე­ცა­დი­ნებ­და. რო­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ასე­ვე სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, 1897 წელს, გახ­ს­ნა ქალ­თა ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სკო­ლა ჭრა-კერ­ვი­სა და ქარ­გ­ვა-ქსო­ვის (გა­ბაშ­ვი­ლის შე­სახ­ვე­ვი, 3). ცხა­დია, ამ სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლიც თა­ვად იყო. სკო­ლა­ში მხო­ლოდ ღა­რიბ­თა შვი­ლე­ბი ან ობ­ლე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ. ისი­ნი, ოთხი-ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­კ­ვე­ულ სპე­ცი­ა­ლო­ბას­თან ერ­თად, სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბა­საც იძენ­დ­ნენ. სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ ეს სკო­ლა, ერ­თხა­ნად, საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რ­ძობ­და არ­სე­ბო­ბას.

გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბი­სად­მი ამ­გ­ვარ ზრუნ­ვას უკავ­შირ­დე­ბა ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ნა­ყო­ფი­ე­რი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თა­ვის ბრწყინ­ვა­ლე ბე­ლეტ­რის­ტი­კა­ში გარ­კ­ვე­ულ ად­გილს უთ­მობ­და სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც იბ­რ­ძო­და სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და მო­ზარ­დ­თა პრე­სის შექ­მ­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­თან, გი­ორ­გი წე­რე­თელ­თან და სხვა გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­ე­ებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 1884 წელს, პირ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლის „ნო­ბა­თი“ (რე­დაქ­ტო­რი – ა. ღუ­ლა­ძე) და­არ­სე­ბა­ში.

„ნო­ბა­თის“ და­ხურ­ვის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო მწვა­ვედ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ამ­გ­ვარ გა­მო­ცე­მა­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბა. სა­ჭი­რო იყო ახა­ლი, კი­დევ უფ­რო პროგ­რე­სუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლის არ­სე­ბო­ბა. ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და ცნო­ბილ ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე ქალს, ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვილ-წე­რეთ­ლი­სას, რომ­ლის თა­ნად­გო­მი­თა და რე­დაქ­ტო­რო­ბით, 1889 წელს, და­არ­ს­და ჟურ­ნა­ლი „ჯეჯი­ლი“ (სა­ხე­ლი აკა­კი წე­რეთ­ლის წი­ნა­და­დე­ბით და­ერ­ქ­ვა). ეკა­ტე­რი­ნე ამ ჟურ­ნა­ლის მუდ­მი­ვი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი და ერ­თი ბურ­ჯ­თა­გა­ნი იყო, თით­ქ­მის, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

არა­ნაკ­ლე­ბი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის მას მე­სა­მე სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლის „ნა­კა­დუ­ლი“ და­არ­სე­ბა­შიც. რო­გორც თვი­თონ­ვე იხსენებს, ეს სა­ხელ­წო­დე­ბა თა­ვად გა­მო­უ­ძებ­ნა ჟურ­ნალს.

სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი 1870 წელს გა­მო­ვი­და. ამ წელს და­ი­ბეჭ­და გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“ მი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი – „გლე­ხი კა­ცის აზ­რი სა­სოფ­ლო სკო­ლა­ზე“, რომ­ლი­თაც მან, რო­გორც მწე­რალ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, მკა­ფი­ოდ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­მა­მუ­ლურ-თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი წრე­ე­ბი­სად­მი, გა­მო­ე­სარ­ჩ­ლა ჩაგ­რულ-გა­ღა­ტა­კე­ბულ ფე­ნებს და თა­ვი­სი მახ­ვი­ლი კა­ლა­მი გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი წო­დე­ბის აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკუღ­მარ­თო­ბი­სა და სი­დუხ­ჭი­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თა. მის­მა მშვე­ნი­ერ­მა მოთხ­რო­ბამ „კონა“, რო­მე­ლიც 1881 წლის ჟურ­ნალ „ივე­რი­ა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ახალ­გაზ­რ­და ბე­ლეტ­რისტ ქალს საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უხ­ვე­ჭა. ამ ხა­ნე­ბი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა ისე­თი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­შიც ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოს.

„მაგ­და­ნას ლურ­ჯას“ და „ღვი­ნია გა­და­ი­ჩე­ხას“ ავ­ტო­რი მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მი­სი მრა­ვა­ლი მოთხ­რო­ბა, რომ­ლე­ბი­თაც დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, შემ­დეგ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­სა და ქრეს­ტო­მა­თი­ებ­ში შე­დი­ო­და, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მი­სი­ას აკის­რებ­და ნი­ჭი­ერ ავ­ტორს.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: „კო­ნა“, „რო­მა­ნი დიდ­ხევ­ში“, „სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი“, „მე­ურ­მის ფიქ­რე­ბი“, „სხვა­დას­ხ­ვა ქორ­წი­ლი“, „მაგ­და­ნას ლურ­ჯა“, „ორე­ნა და ქუ­ჩე“, „სოფ­ლის მე­ვახ­შე­ნი“, „ღვი­ნია გა­და­ი­ჩე­ხა“, „თა­მა­რის ნუ­გე­ში“, „გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ნი­კო“, „სოფ­ლის მე­გო­ბა­რი და სხვ. ამ სა­თა­უ­რე­ბი­და­ნაც აშ­კა­რაა მწერ­ლის თე­მა­ტი­კა და მი­სი პრო­ზის უმ­თავ­რე­სი სა­გა­ნი – სო­ფე­ლი, მი­სი ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გლე­ხო­ბის დუხ­ჭი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლს, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ლა­მი ხე­ლი­დან სიკ­ვ­დი­ლამ­დე არ გა­უგ­დია. ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ით, ხა­ლი­სი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნაგ­რ­ძობ­და მოთხ­რო­ბე­ბი­სა და მე­მუ­ა­რე­ბის წე­რა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დულ პრე­სა­ში („მნა­თო­ბი“, „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და სხვ.), გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლებ­ში – „ოქ­ტომ­ბ­რე­ლი“, „პი­ო­ნე­რი“ და „ქარ­თ­ველ ქალ­თა ალ­მა­ნახ­ში“, რომ­ლის და­არ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თვი­თონ­ვე იყო.

მწე­რალ­თა წრე­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი ალერ­სით გა­რე­მო­სი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი, 9 შვი­ლის დე­და, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, 1938 წლის 7 აგ­ვის­ტოს, მშობ­ლი­ურ სო­ფელ ახალ­ქა­ლაქ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მად­ლი­ერ­მა ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა თა­ვი­სი გუ­ლის მე­სა­ი­დუმ­ლე მხატ­ვ­რი­სა და მო­ა­მა­გის ცხე­და­რი დე­და­ქა­ლაქ­ში გად­მო­ას­ვე­ნა და ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში დაკ­რ­ძა­ლა.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის – „გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოში: იდე­ე­ბი და მოღ­ვა­წე­ე­ბი“  – მი­ხედ­ვით

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები