19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფონოლოგიის უნარ-ჩვევების განვითარება

spot_img

ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჩამოყალიბებული აქვთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ადვილად ეუფლებიან ასო-ბგერებს. ამიტომ ფონოლოგიურ უნარებზე მუშაობას დეკოდირების უნარის განვითარებისა და ორთოგრაფიის ათვისებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფონოლოგიური უნარ-ჩვევები კითხვის ერთ-ერთი საფუძველია. ამ უნარების მქონე ბავშვს შეუძლია ბგერებითა და ზეპირი სიტყვებით მანიპულირება, ბგერებითა და სიტყვებით ,,თამაში’’. ძირითადად იგულისხმება ბგერების ამოცნობა, ზეპირი სიტყვების მარცვლებად და ბგერებად დაშლა, ასევე ბგერებისა და მარცვლების გადაბმა-გამთლიანება.

ადრეულ ასაკში ბავშვები ვერ ახერხებენ ზეპირად წარმოთქმული სიტყვების ერთმანეთისგან გამოყოფას, რადგან მათთვის საუბარი ბგერათა უწყვეტ ნაკადად აღიქმება; საჭიროა, რომ მათ ჩამოუყალიბდეთ უნარი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ წინადადებაში სიტყვების, სიტყვებში მარცვლებისა და ბგერების, მარცვლებში ბგერების გამოცალკევებას, აგრეთვე ცალკეული ბგერებისა და მარცვლებისაგან სიტყვების შედგენას.

ბგერების სწავლა და ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავება შესაძლებელია თანმიმდევრულად ჩატარებული აქტივობების მეშვეობით. ფონოლოგიურ სავარჯიშოებს მიმართავენ სკოლამდელ და წინასაანბანო პერიოდში, რათა მოსწავლე სათანადოდ მოემზადოს ანბანური პრინციპის ასათვისებლად. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საბაზისო მეთოდური რეკომენდაცია ფონოლოგიური უნარ-ჩვევების სწავლებისათვის.

 

 

 

 

🔎კითხვასა და მათემატიკაში სასწავლო რესურსები შეგიძლიათ მოიძიოთ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლის მართვის პორტალზე https://chemiskola.emis.ge/

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პროგრამის მიერ შემუშავებული პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილია როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები