29 მარტი, პარასკევი, 2024

ფონეტიკური მოვლენები

spot_img

ძირითადი ფონეტიკური მოვლენებია: მეტათეზისი, ასიმილაცია, დისიმილაცია, სუბსტიტუცია, ბგერათა დაკარგვა, ხმოვანთა რედუქცია, ბგერის ჩართვა, ბგერათა შერწყმა.

მეტათეზისი – ყოველ სიტყვაში ბგერათა გარკვეული რაოდენობაა. მათი თანამიმდევრობა ამა თუ იმ სიტყვაში, ჩვეულებრივ, მტკიცეა. ზოგჯერ სიტყვაში შემავალ ბგერათა მოსალოდნელი თანამიმდევრობა დარღვეულია: ბგერას გამოცვლილი აქვს ადგილი. ბგერის ადგილის გამოცვლას სიტყვაში  მ ე ტ ა თ ე ზ ი ს ი, ანუ ბ გ ე რ ი ს  გ ა დ ა ს მ ა  ეწოდება.

მეტათეზისის კონკრეტული შემთხვევების განხილვა: ქართულში ხშირია ასობგერა -ს გადასმა, ნ, რ, ლ თანხმოვნების წინ. მაგ: ხნა (ხნა), შენიშნა (შენიშნა), ჩაგრა (ჩაგრა), მოკლა (მოკლა) და სხვა…  ეს რომ ასეა, ჩანს იქიდან, რომ გვაქვს: ხნა-ს, შენიშნა-ს, ჩაგრა-ს, მოკლა-ს…  დასახელებულ მაგალითებში ბგერა გადანაცვლებულია სიტყვის თავისაკენ, ე.ი მეტათეზისი რ ე გ რ ე ს უ ლ ი  მიმართულებისაა. ქართულში იშვიათად შეიძლება ბგერამ სიტყვის ბოლოსაკენ გადაინაცვლოს. მაგ: თაყანისცემა (თაყანისცემა). მეტათეზისი ამ სიტყვაში პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი  მიმართულებისაა.

ასიმილაცია – ერთი ბგერის გავლენით ზოგჯერ ისე იცვლება იმავე სიტყვის მეორე ბგერა, რომ მას ემსგავსება. ამ მოვლენას ა ს ი მ ი ლ ა ც ი ა ანუ დ ა მ ს გ ა ვ ს ე ბ ა ეწოდება. მაგ.: გვქონდა ბ ჭ ი ს კ ა რ ი.    დაიკარგა და დარჩა ი ს კ ა რ ი.   -ს გავლენით (სისინა ბგერა) იქცა -დ (შიშინა ბგერად) და მივიღეთ: ჭიშკარი. მაშასადამე, ამ სიტყვაში  ა ს ი მ ი ლ ა ც ი ა   ანუ  ბგერის მიერ ბგერის დამსგავსების შემთხვევა გვაქვს.

მანძილის მიხედვით ასიმილაცია კ ო ნ ტ ა ქ ტ უ რ ი ა    ან    დ ი ს ტ ა ნ ც ი უ რ ი .

კონტაქტურია ასიმილაცია, როცა მიმმსგავსებელი და მისამსგავსებელი ბგერები უშუალო მეზობლობაშია. მაგ: მზგავსი (მსგავსი), ერდგული ( ერთგული), ქვიტკირი ( ქვითკირი)… და ა.შ

დისტანციურია ასიმილაცია, მიმმსგავსებელი და მისამსგავსებელი დაშორებული არიან ერთმანეთისაგან მანძილით, ე.ი მათ შორის ბგერა ან ბგერებია. მაგ: შიმშილი (სიმშილი), შიში ( სიში), ცეცხლი (სეცხლი) და ა.შ

მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარია: პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი   და  რ ე გ რ ე ს უ ლ ი.

პროგრესულია ასიმილაცია, როდესაც წინა ბგერა იმსგავსებს მომდევნოს.                              რეგრესულია  ასიმილაცია, როდესაც მომდევნო ბგერა იმსგავსებს წინამავალ ბგერას.

ქართულისათვის უმეტესად რეგრესული ასიმილაციაა დამახასიათებელი.

 დისიმილაცია – სიტყვაში ორ ერთნაირ ან ინდეტურ ბგერათაგან ერთი მათგანის გადასხვაფერებას ეწოდება  დ ი ს ი მ ი ლ ა ც ი ა  ანუ  გ ა ნ მ ს გ ა ვ ს ე ბ ა. იგი ასიმილაციის საპირისპირო ფონეტიკური მოვლენაა. მაგ: წინათ გვქონდა  ლ ბ ი ლ ი : ,,გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა  ლ ბ ი ლ ი ს ა ’“. ამჟამად გვაქვს ასეთი ფორმა:  რ ბ ი ლ ი. პირველი გადასხვაფერებულია რ-დ , ე.ი. დისიმილაციური მოვლენაა.

დ ი ს ი მ ი ლ ა ც ი ა  პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი ა  მაგ: ლერწამი (ლელწამი), ჩურჩული (ჩურჩური), მკრთალი  (მკრთარი)  და სხვა. ქართულს ახასიათებს პროგრესული დისიმილაცია, მაგრამ იშვიათად გვხვდება  რ ე გ რ ე ს უ ლ ი ს  შემთხვევებიც, მაგ: რბილი (ლბილი), წრეულს (წლეულს), ამეღამ (ამაღამ)… და სხვა.

დისიმილაცია  უმეტესადბგერას მოუდის. სიტყვაში ორი ვერ ძლებს და ერთ-ერთი (ჩვეულებრივ მეორე) -დ გადაიქცევა.

მწიგნობრული გზით დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებში რ-ს დისიმილაცია არ ხდება.

 სუბსტიტუცია (ბგერათა შენაცვლება) – ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერის ნაცვლად სიტყვაში სხვა ბგერა გვაქვს, რომელიც არ არის მიღებული ასიმილაციისა თუ დესიმილაციის შედეგად. ასეთ მოვლენას შ ე ნ ა ც ვ ლ ე ბ ა  ანუ ს უ ბ ს ტ ი ტ უ ც ი ა  ეწოდება. მაგ: გვაქვს სიტყვა ბ ზ ე , რომელიც პურეულის ნამჯის კევრით ნალეწს აღნიშნავს. ბზის შესანახ შენობას ს ა ბ ძ ე ლ ი  ჰქვია (მოსალოდნელი იყო ს ა ბ ზ ე ლ ი ). ამ შემთხვევაში ნაცვალია ბგერისა.

 ბგერათა დაკარგვა – ზოგჯერ მოსალოდნელი ბგერა სიტყვაში სრულებით აღარ მოიპოვება,  ამოვარდნილია. ასეთ მოვლენას   ბ გ ე რ ი ს   დ ა კ ა რ გ ვ ა  ჰქვია.   მაგ.:  უნდა  გვქონდეს     შ ვ ი ლ ი ს შ ვ ი ლ ი , მაგრამ გვაქვს შ ვ ი ლ ი შ ვ ი ლ ი . დაკარგულია  ს  ბგერა.

ბგერათა დაკარგვა გავრცელებული ფონეტიკური მოვლენაა ქართულში.  ხშირია შემდეგი შემთხვევები:

  1. ჰ-ს დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იყო: ჰამბავი, ჰომი, ჰაზრი, ჰალალი და სხვა. ამჟამად გვაქვს: ამბავი, ომი, აზრი, ალალი და სხვა.
  2. ვ-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების ( ო უ და მ ) წინ. მაგ: თა-ი  – თაობა, ხე-ი  – ხეობა, ნათესა-ი – ნათესაობა და სხვა.
  3. ს-ს დაკარგვა თ, ზ, შ, ძ თანხმოვნების წინ: სახლთან (სახლ-ს-თან), კედელთან (კედელ-ს-თან), სახლზე ( სახლ-ს-ზე) და სხვა.
  4. ორ ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთი იკარგება: ტანისამოსი (ტანის-სამოსი), წუთისოფელი (წუთის-სოფელი), ცისარტყელა ( ცის-სარტყელა) და სხვა.

ზოგჯერ სიტყვაში დაკარგულია რამდენიმე ბგერა.  იკარგება არამარტო თანხმოვნები, არამედ ხმოვნებიც.

ხმოვანთა რედუქცია გარკვეულ პირობებში ბგერამ შეიძლება დაკარგოს თავისი წარმოების სისრულე და დასუსტების გზით დავიდეს სხვა ბგერამდე, ანდა სრულიად გაქრეს. ამ მოვლენას ბგერათა  რ ე დ უ ქ ც ი ა ს  უწოდებენ.

რედუქცია, საზოგადოდ, ეხება როგორც ხმოვნებს, ისე თანხმოვნებსაც. მაგრამ ქართულში ყურადღებას განსაკუთრებით ხოვანთა რედუქცია იქცევს. მაგ: მ ი ნ დ ო რ  ორმაცვლიანი ფუძეა, რომელის ო-ც გარკვეულ ფორმებში სუსტდება, -დ იქცევა და ფუძე ერთმაცვლიანი ხდება: მინდვრ-ის, მინდვრ-ით, მინდვრ-ად. მაშასადამე, ამ სიტყვაში რედუქცია ხდება ო-ს, რომელიც კვალს ტოვებს ვ-ს სახით. მაგრამ რედუქცია ზოგჯერ ხმოვნის სრულ გაქრობამდე მიდის. მაგ: ურმ-ი – ურმ-ის,  ქათმ-ი – ქათმ-ის.   და  კვალს არ ტოვებს, ისინი უკვალოდ ქრებიან.

ხმოვანთა რედუქცია აუცილებლად იწვევს მარცვალთა რაოდენობის შემცირებას, ანუ ფუძის შეკუმშვას.

ფუძე მაშინ შეიძლება შეიკუმშოს, თუ მას ხმოვნით დაწყებული ბოლოსართი დაერთვის.

ბგერის ჩართვა  სიტყვაში ისეთი ბგერის გაჩენას, რომელიც სხვა ფორმების მიხედვით არ არის მოსალოდნელი, ბ გ ე რ ი ს   ჩ ა რ თ ვ ა   ანუ  ბ გ ე რ ი ს   გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა ჰქვია. იგი ბგერის დაკარგვის საპირისპირო მოვლენაა. მაგ: აქვა-ვებს, აბრმა-ვ-ებს, ახე-ვ-ებს და სხვა. ამ სიტყვებში – ვ, წესით, არ უნდა ყოფილიყო.

ჩართულ  ბგერას რაიმე გრამატიკული დანიშნულება არა აქვს, იგი უფუნქციოა, ოღონდ ხშირად სიტყვის ამა თუ იმ ფორმის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

ბგერათა შერწყმა – ორი ბგერის შეერთებისაგან ერთი ბგერის მიღებას ბ გ ე რ ა თ ა    შ ე რ წ ყ მ ა   ჰქვია.  მაგ: თს ბგერათა შეერთებით არის მიღებული ,  ც ა მ ე ტ შ ი ( სამეტი – ათ-სამმეტი), ხოლო თშ კომპლექსის შერწყმით – , ჩ ვ ი დ მ ე ტ შ ი ( თშვიდმეტი – ათ-შვიდ-მეტი) ბეჩავში რომ  ჩ  გვაქვს, ეგეც თშ  ბგერათა შერწყმით არის მიღებული. იყო  ბ ე დ შ ა ვ -ი.   დაყრუვდა და -დ იქცა ასიმილაციის შედეგად, ხოლო შემდეგ თშ-ს შეერთებით მივიღეთ ჩ.

თათია რობაქიძე – ქ. თერჯოლის მეორე საჯარო სკოლა მე10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები