25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფი­ნუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი

spot_img
ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია მსოფ­ლი­ო­ში. რო­გორ მოხ­და, რომ ქვე­ყა­ნამ ლა­მის ნუ­ლი­დან და­იწყო და ორ-სამ ათ­წ­ლე­ულ­ში სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის მძლავ­რი სის­ტე­მა შექ­მ­ნა?

?? „სწავ­ლე­ბა და სწავ­ლა“ ყვე­ლა­ზე უკეთ აღ­წერს იმ ელე­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მე­ლიც სწო­რი მუ­შა­ო­ბი­სას სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა. ეს ელე­მენ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ­დღე ხვდე­ბი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ შე­სა­ბა­მის მა­სა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე.

წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია

ფი­ნე­თი სკო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მა­გა­ლი­თად იქ­ცა, რად­გან სწრა­ფად მი­აღ­წია სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბის მწვერ­ვალს მას მე­რე, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩრდილს და­აღ­წია თა­ვი. ერთ დროს გა­უ­მარ­თა­ვი, ხის­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, დღეს კი მას პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია OECD-ში (ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) შე­მა­ვალ ქვეყ­ნებ­ში და PISA-ს (მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა) რე­ი­ტინ­გებ­ში.

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზი­სას ფი­ნე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი პა­სი სალ­ბერ­გი აღ­წერს, რო­გორ შეც­ვა­ლა ფი­ნეთ­მა გა­ნათ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სის­ტე­მა „თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ სის­ტე­მა­ზე“.

ფი­ნე­თის მო­სახ­ლე­ბოს 50% მო­ნა­წი­ლე­ობს მოზ­რ­დილ­თა სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ში. გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის 98%-ს სა­ხელ­მ­წი­ფო ფა­რავს.

1970-იან წლებ­ში მოს­წავ­ლე­თა მოს­წ­რე­ბა მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით. 2006 წელს ამ­გ­ვა­რი სხვა­ო­ბა მხო­ლოდ 5% იყო – იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გა­ი­ზარ­და იმიგ­რა­ცია ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო და­ბა­ლი დო­ნეა. ერთ-ერთ ან­გა­რიშ­ში ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტის­თ­ვის ფი­ნუ­რი მშობ­ლი­უ­რი ენა არ არის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნეთ­ში წარ­მა­ტე­ბით ას­წავ­ლი­ან და ბავ­შ­ვებს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ.

რე­ფორ­მე­ბის სტრა­ტე­გია

ხსე­ნე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­მო, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, დი­დი ინ­ტე­რე­სია ფი­ნეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის მი­მართ. ანა­ლი­ტი­კო­სი სალ­ბერ­გი აღ­ნიშ­ნავს: „ფი­ნეთ­ში ჩა­სუ­ლებს დახ­ვ­დე­ბათ ელე­გან­ტუ­რი სას­კო­ლო შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დი ბავ­შ­ვე­ბი­თა და უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­თაა სავ­სე. სკო­ლე­ბი ფარ­თო ავ­ტო­ნო­მი­ით სარ­გებ­ლო­ბენ, გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მი­ნი­მა­ლუ­რად ერე­ვა სკო­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მე­თო­დებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში“.

ფი­ნე­თის ლი­დე­რე­ბის აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა დიდ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა პე­და­გო­გე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და „მო­აზ­როვ­ნე სას­წავ­ლო პროგ­რა­მის“ მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და სტუ­დენ­ტის­თ­ვის. ფი­ნუ­რი სის­ტე­მის ძი­რი­თად პრინ­ცი­პე­ბად ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი შემ­დეგ ფაქ­ტო­რებს მი­იჩ­ნე­ვენ:

?? რე­სურ­სე­ბი მათ­თ­ვის, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა;

??  მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი;

?? კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი;

?? გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია და ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია.

ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ამე­რი­კუ­ლის­გან. გა­რე ტეს­ტი­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­ღალ­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მი­დან ფი­ნე­თი გა­და­ვი­და ლო­კა­ლი­ზე­ბულ სის­ტე­მა­ზე, სა­დაც მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს სის­ტე­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ფი­ნან­სი­რე­ბი­სა და ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის ძა­ლი­ან გულ­მოდ­გი­მე მომ­ზა­დე­ბის წყა­ლო­ბით. დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ამან, გო­ნივ­რუ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბულ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, შეძ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ერ­თო და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი შედ­გე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

სალ­ბერ­გის თქმით:???

„ფი­ნე­ლე­ბი, 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­ტე­მა­ტუ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ, რა­თა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შექ­მ­ნან ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. უარი თქვეს ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი­რე­ბა, ხში­რად, ბო­ლო წუთ­ში ტარ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სკო­ლე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.“

სალ­ბერ­გი გა­მო­ყოფს ან­გ­ლო-საქ­სუ­რი ქვეყ­ნე­ბის სკო­ლებ­ში გა­ტა­რე­ბულ გლო­ბა­ლურ რე­ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც ფი­ნეთ­მა არ მი­ი­ღო.

?? ეს რე­ფორ­მე­ბი იყო: სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სტან­დარ­ტი­ზა­ცია; ხში­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­რე ტეს­ტე­ბი; სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შე­კუმ­შ­ვა წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბამ­დე; სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა; ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო იდე­ე­ბის გა­რე წყა­რო­ე­ბი­დან სეს­ხე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი, ში­და პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვ­ლად; მა­ღა­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და სან­ქ­ცი­ებს მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის­თ­ვის. ყო­ვე­ლი­ვე ამას ფი­ნურ რე­ფორ­მებს ადა­რებს და ამ­ბობს: „გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ფი­ნე­თის პო­ლი­ტი­კა ოთხი ათე­უ­ლი წლის სის­ტე­მა­ტუ­რი, მკა­ფი­ოდ გა­მიზ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია, რო­მელ­მაც შექ­მ­ნა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ნდო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის კულ­ტუ­რა ზო­გა­დად ფი­ნურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ის ფაქ­ტო­რე­ბი, რა­საც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა, არის სა­ყო­ველ­თაო თა­ნას­წო­რო­ბა, რე­სურ­სე­ბის თა­ნა­ბა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა, კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე უარის თქმა, ად­რე­უ­ლი, ინ­ტენ­სი­უ­რი ჩა­რე­ვა პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის და ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ტინ­გენ­ტ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის.“

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სწავ­ლის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ფი­ნუ­რი სკო­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, პა­ტა­რაა (300 მოს­წავ­ლე­ზე ნაკ­ლე­ბი), შე­და­რე­ბით პა­ტა­რა კლა­სე­ბით (20 მოს­წავ­ლე) და ერ­თ­ნა­ი­რად გა­მარ­თუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა სკო­ლებ­ში მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია. ყვე­ლა მოს­წავ­ლე, ყო­ველ­დღე, იღებს უფა­სო კვე­ბას, გარ­და ამი­სა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ტრან­ს­პორტს, სას­წავ­ლო მა­სა­ლას და კონ­სულ­ტა­ცი­ებს. ფი­ნუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ას­პექ­ტია ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სკო­ლა­ში.

სწავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

1970-იანი წლე­ბი­დან ფი­ნეთ­მა და­იწყო რე­ფორ­მე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლობ­ლო­ბე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის­თ­ვის. ჯერ გა­ა­უქ­მა მოს­წავ­ლე­თა და­ყო­ფა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ჯგუ­ფე­ბად, მა­თი ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შემ­დეგ კი უარი თქვა გა­მოც­დებ­ზე. მთე­ლი სის­ტე­მის­თ­ვის შე­მუ­შავ­და პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე. ეს ცვლი­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფ­და შე­დე­გე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბას. ამა­ვე დროს, შე­მო­ი­ღეს სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ბავ­შ­ვე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა და ტრან­ს­პორ­ტი სკო­ლებ­ში.

1970-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ე­მა­ტა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და გა­ფარ­თოვ­და.

გა­დაწყ­და, რომ თუ­კი ფულს ჩა­დებ­დ­ნენ ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­ურ მას­წავ­ლებ­ლებ­ში, შეძ­ლებ­დ­ნენ, ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლე­ბის­თ­ვის ფარ­თო ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბას იმის გა­და­საწყ­ვე­ტად, თუ რა და რო­გორ ას­წავ­ლონ – ეს იყო რე­აქ­ცია რეპ­რე­სი­ულ, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ სის­ტე­მა­ზე, რომ­ლის შეც­ვ­ლაც უნ­დო­დათ.

ამ ნა­ბი­ჯებ­მა გა­ა­მარ­თ­ლა. 1990-იან წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში გა­უქ­მ­და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მარ­თ­ვის მკაც­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა (რაც ასა­ხუ­ლი იყო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ძველ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 700 გვერ­დ­ზე). მიმ­დი­ნა­რე ეროვ­ნუ­ლი სა­ბა­ზი­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა გა­ცი­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტია, მა­გა­ლი­თად, 10 გვერ­დ­ზე ნაკ­ლე­ბია მა­თე­მა­ტი­კის პროგ­რა­მის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თობ­ლი­ვად შე­ი­მუ­შა­ონ ად­გი­ლობ­რი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი. ძი­რი­თა­დად, ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო მეც­ნი­ე­რე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ებს, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბა­სა და სწავ­ლის მარ­თ­ვას.

?? ფი­ნეთ­ში არ არის გა­რე სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა ქვეყ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­თა ან სკო­ლე­ბის რან­ჟი­რე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას და და­ხა­სი­ა­თე­ბას უფ­რო თხრო­ბი­თი ფორ­მა აქვს, სა­დაც დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ბავ­შ­ვე­ბის წინ­ს­ვ­ლი­სა და სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის აღ­წე­რას. სტუ­დენ­ტე­ბი ფას­დე­ბი­ან ღია გა­მოც­დებ­ზე, მე­ო­რე და მეცხ­რე კლა­სე­ბის ბო­ლოს და ამ შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნია სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბა და სას­კო­ლო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­საზღ­ვ­რა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას იყე­ნე­ბენ სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ფი­ნეთ­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც კლა­სის წი­ნა­შე დგას და 50 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ლექ­ცი­ას უკითხავს ბავ­შ­ვებს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ მიზ­ნებს, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად და არ­ჩე­ვენ, რა ამო­ცა­ნებ­ზე იმუ­შა­ონ და რამ­დე­ნი დრო და­უთ­მონ ამა თუ იმ სა­კითხს. მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ არ­ჩე­ვენ, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მელ სე­მი­ნარს და­ეს­წ­რონ, აგ­რო­ვე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კითხ­ვებს უს­ვა­მენ მას­წავ­ლებ­ლებს და სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბენ პა­ტარ-პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად. შე­უძ­ლი­ათ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ან ჯგუ­ფურ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ან სტა­ტი­ე­ბის წე­რა სა­კუ­თა­რი ჟურ­ნა­ლის­თ­ვის. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს გუ­ვი­თა­რებს უნა­რებს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით გან­საზღ­ვ­რა­ვენ პრობ­ლე­მებს და მა­თი გა­დაჭ­რის გზებს; აფა­სე­ბენ და აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ სა­კუ­თარ მუ­შა­ო­ბას; ნა­ყო­ფი­ე­რად წარ­მარ­თა­ვენ თა­ვი­ანთ სას­წავ­ლო პრო­ცესს.

პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რ­და 1970-იან წლებ­ში და­იწყო. სწავ­ლე­ბის ვა­და 3 წლი­დან 4-5 წლამ­დე გა­ი­ზარ­და. ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და უმაღ­ლე­სი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე –  პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა. სწავ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გახ­და.

პო­ტენ­ცი­ურ მას­წავ­ლებ­ლებს კო­ლე­ჯის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­დან არ­ჩე­ვენ კონ­კურ­სით – იღე­ბენ მხო­ლოდ შემ­ს­ვ­ლელ­თა 15%-ს – ისი­ნი 3-წლი­ან პროგ­რა­მას გა­დი­ან სრუ­ლი­ად უფა­სოდ და საცხოვ­რე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მით. ფი­ნეთ­მა დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დო კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ პე­და­გოგ­თა კად­რებ­ში, იქი­რა­ვა სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტე­ბი და გა­და­უ­ხა­და მათ, სკო­ლა­ში რომ წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან არ­სე­ბულ სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოკ­ვ­ლე­ვებს. ეს სკო­ლე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი პრაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მო­დე­ლი­რე­ბის­თ­ვის. მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის და­გეგ­მ­ვა­ზე, შე­ფა­სე­ბა­ზე და ემ­ზა­დე­ბი­ან, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვად და­გეგ­მონ სწავ­ლე­ბა და ჩა­ა­ტა­რონ გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ რთუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შედ­გე­ნას, მოს­წ­რე­ბის შე­ფა­სე­ბას. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა „მრა­ვალ­კულ­ტუ­რუ­ლო­ბა“ „გა­უცხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის პრე­ვენ­ცია“. მას­წავ­ლე­ბელს არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ უნ­და რჩე­ბო­დეს უყუ­რადღე­ბოდ.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი აქვს რო­გორც თა­ვის სა­გან­ში, ისე პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში და კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ირ, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან სა­მუ­შა­ოდ. მეც­ნი­ე­რე­ბა და პრაქ­ტი­კა აქ კარ­გა­დაა შერ­წყ­მუ­ლი.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლებ­ში, კვი­რა­ში ერ­თხელ, იკ­რი­ბე­ბი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბი ცვლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას, ასე­ვე, გა­მო­ყო­ფი­ლია დრო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად.

მას­წავ­ლებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბამ კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პრო­ფე­სი­ო­ნალ მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ სივ­რ­ცე ინო­ვა­ცი­ე­ბის­თ­ვის, რად­გან მათ უნ­და მო­ძებ­ნონ ახა­ლი მე­თო­დე­ბი სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ისი­ნი მკაც­რად გა­წე­რილ პროგ­რა­მებს კი არ მიჰ­ყ­ვე­ბი­ან, არა­მედ თა­ვად წყვე­ტენ, რო­გორ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ეს პროგ­რა­მე­ბი.

თა­ვი­სუ­ფა­ლი და გან­ს­წავ­ლუ­ლი პე­და­გო­გი ფი­ნუ­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა.

?? მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა Stanford Education-ის მა­სა­ლის მი­ხედ­ვით

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები