25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სი­სა „არ უკი­ჟი­ნო, სატ­რ­ფოო“

spot_img

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტის რო­მან­ტი­კუ­ლი იდე­ა­ლია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მი­სი თით­ქ­მის ყვე­ლა ქმნი­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ნაგ­რ­ძ­ნობ-ნა­ფიქ­რი­თაა ნა­საზ­რ­დო­ბი. უფე­რუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბით გან­წყო­ბი­ლი პო­ე­ტი „იდე­ა­ლურ სი­მარ­თ­ლეს“ და­ე­ძებ­და და მას სა­კუ­თა­რი სუ­ლის მოძ­რა­ო­ბა­ზე მი­ყუ­რა­დე­ბით პო­უ­ლობ­და. ქარ­თ­ვე­ლი რო­მან­ტი­კო­სის ქმნი­ლე­ბებ­ში უაღ­რე­სად ინ­ტი­მუ­რი გან­ც­დე­ბი და კერ­ძო-პი­რა­დუ­ლი მო­ტი­ვე­ბი ფარ­თო გან­ზო­გა­დე­ბუ­ლო­ბის სი­მაღ­ლ­ემ­დეა აყ­ვა­ნი­ლი. სწო­რედ ამ მო­მენ­ტი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

პი­როვ­ნუ­ლი გან­ც­დე­ბის ზო­გად მას­შ­ტა­ბე­ბამ­დე გან­ვ­რ­ცო­ბის თვალ­საზ­რი­სით, უაღ­რე­სად სა­ყუ­რადღე­ბოა სიყ­ვა­რუ­ლის ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი გა­გე­ბა. ალ­ბათ შევ­ც­დე­ბო­დით, თუ ვიტყო­დით, რომ პო­ე­ტის ლი­რი­კა­ში სა­მიჯ­ნუ­რო გან­ც­დე­ბი მხო­ლოდ მი­სი ტრფი­ა­ლე­ბის ობი­ექ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლის­ტურ-სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ას­პექტს გა­მო­ხა­ტავს. თა­ვის წე­რილ­ში „ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი“ გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე აღ­ნიშ­ნავ­და: „ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­ლი ოც­ნე­ბობს ქა­ლის მშვე­ნი­ერ სულ­ზე… ამ ლექ­სებ­ში, ამ შავ ლა­ბი­რინ­ტ­ში, შორს, და­უს­რუ­ლე­ბელ სი­ლაჟ­ვარ­დე­ში მოს­ჩანს სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ლან­დი ბე­ატ­რი­ჩე­სი, მუდ­მი­ვად სა­სურ­ვე­ლი და მუ­დამ მი­უღ­წე­ვე­ლი იდე­ა­ლი, ცი­უ­რი, ღვთა­ებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე, ჰა­ე­რო­ვა­ნი, უს­ხე­უ­ლო ლან­დი შო­რე­უ­ლი ქა­ლის, შექ­მ­ნი­ლი სი­ნათ­ლი­სა, ალის და სურ­ნე­ლე­ბის­გან, ღრუ­ბე­ლი, ოც­ნე­ბა, ან­გე­ლოსთ ქვეყ­ნის ანა­რეკ­ლი. ამ ქალს ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­ს­ში არ აქვს სა­ხე­ლი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა ამ ბე­ატ­რი­ჩე­ში, ან ლა­უ­რა­ში და­ვი­ნა­ხოთ რო­მე­ლი­მე ქალ­წუ­ლი ან ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი, რო­მე­ლიც მხურ­ვა­ლე გრძნო­ბით უყ­ვარ­და მგო­სანს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში? ბა­რა­თაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფე­ბი ამის შე­სა­ხებ არა­ფერს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ ამ აზ­რის და­დე­ბი­თად მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რო­მან­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და“.

გა­ლაკ­ტი­ო­ნის ამ ნა­აზ­რევ­ში ნათ­ლა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის იდე­ა­ლის­კენ ლტოლ­ვის ხა­სი­ა­თი. ქა­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზი­ა­ში მის­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თაა აღ­ვ­სი­ლი. ინ­დი­ვიდ­ში გა­მოვ­ლე­ნილ ღვთა­ებ­რივ სხივს, სიყ­ვა­რუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, „ან­გე­ლოს­თა ქვე­ყა­ნა­ში“ გა­დაჰ­ყავს პო­ე­ტი.

ქარ­თ­ვე­ლი რო­მან­ტი­კო­სის სატ­რ­ფი­ა­ლო ლი­რი­კა­ში არაა გად­მო­ცე­მუ­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ხე ქა­ლი­სა, რო­მელ­თა­ნაც პო­ეტს სა­სიყ­ვა­რუ­ლო გან­ც­დე­ბი აკავ­ში­რებ­და. ბა­რა­თაშ­ვი­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა მკვეთ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნი­ურ რე­ა­ლო­ბას და თავ­შე­სა­ფარს სა­კუ­თა­რი პო­ე­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში პო­უ­ლობს. ასეთ გა­რე­მო­ში მკვეთ­რად იკარ­გე­ბა რე­ა­ლიზ­მი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრო­ზი­სა და, მის ნაც­ვ­ლად, შე­მო­დის ძი­ე­ბა სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნი­სა (რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ადა­მი­ა­ნის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ სწრაფ­ვას და­კარ­გუ­ლი სა­მოთხი­სა­კენ). სამ­ყა­როს ასე­თი აღ­ქ­მა სა­ერ­თოდ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რო­მან­ტი­კუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. „არ მომ­წონს, რო­ცა ლექ­სი ნამ­დ­ვილ ქვე­ყა­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სი­ნამ­დ­ვი­ლის და­მა­ბე­ჩა­ვე­ბელ პი­რო­ბებს რომ გა­ექ­ცე, თავ­შე­სა­ფა­რი ფან­ტა­ზი­ის სა­მე­ფო­ში უნ­და ეძიო,“ – წერს ერთ-ერ­თი გერ­მა­ნე­ლი რო­მან­ტი­კო­სი, ჰი­უ­გო კი აღ­ნიშ­ნავ­და: „ადა­მი­ა­ნის სულს ჩვენს დრო­ში უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბა იდე­ა­ლი, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა“. ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მოდ­გე­ნილ სამ­ყა­რო­ში ჩნდე­ბა ქა­ლის ხა­ტე­ბა, მაგ­რამ იგი არა ჰგავს პო­ე­ტის ტრფი­ა­ლე­ბის არც ერთ ობი­ექტს. ეს არის ღვთი­უ­რი შუ­ქით გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი სა­ხე არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ასუ­ლი­სა, იგი არის ფან­ტა­ზი­ის ქა­ლი, ქა­ლი-იდეა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის ნიშ­ნით აღ­ბეჭ­დი­ლი. რე­ა­ლო­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი არ­სე­ბის ძი­ე­ბა ისე­ვე ამაოა, რო­გორც წუ­თი­სო­ფელ­ში – პოვ­ნა სა­სურ­ვე­ლი­სა. მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მა­ინც არ­სე­ბობს იგი – მა­რად­ქა­ლუ­რი საწყი­სი, რო­მე­ლიც შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ ღვთი­უ­რი სხი­ვი „თვლემს“ ყვე­ლა არ­ს­ში, პო­ტენ­ცი­უ­რად არ­სე­ბობს ყვე­ლა მან­დი­ლო­სან­ში, მაგ­რამ წუ­თი­სოფ­ლის ქა­ოს­ში ვერ გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზია სწვდე­ბა ამ ღვთი­ურ სხივს და თა­ვი­სი სატ­რ­ფო­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ლექ­სებ­ში გა­მო­ავ­ლენს და გა­ნა­ზო­გა­დებს მა­რად­ქა­ლურ მშვე­ნი­ე­რე­ბას, რა­საც პო­ე­ტის და­უხ­მა­რებ­ლად სხვა ადა­მი­ა­ნი ვერ იხი­ლავ­და. სწო­რედ ეს აღ­მო­ჩე­ნა, ეს უმაღ­ლე­სი სი­მარ­თ­ლე აღაფ­რ­თო­ვა­ნებს ყო­ვე­ლი დრო­ის მკითხ­ველს.

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­ლი­ერ­მა მემ­კ­ვიდ­რემ, გა­ლაკ­ტი­ონ­მა, მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ ქარ­თ­ვე­ლი რო­მან­ტი­კო­სის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი ქა­ლის ხა­ტე­ბა სიმ­ბო­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს. სიყ­ვა­რუ­ლი პო­ე­ტის ლი­რი­კა­ში კოს­მი­უ­რი მას­შ­ტა­ბე­ბი­თაა გან­ვ­რ­ცო­ბი­ლი და ფი­ლო­სო­ფი­ურ დატ­ვირ­თ­ვას იძენს, რი­თაც ბა­რა­თაშ­ვი­ლი იდე­უ­რად ენა­თე­სა­ვე­ბა მსოფ­ლიო კლა­სი­კოს­თა, დან­ტე­სა და პეტ­რარ­კას, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას. ეს ნა­თე­სა­ო­ბა კი მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­ერ­თო სა­ფუძ­ველ­ზე მი­უ­თი­თებს.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის­თ­ვის ქა­ლი­სად­მი ტრფო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდე­ა­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. სიყ­ვა­რულს პო­ე­ტი მა­რა­დი­უ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წვდო­მას უკავ­ში­რებს. სიყ­ვა­რუ­ლის გზით ღმერ­თ­თან ზი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი სა­თა­ვეს იღებს ბიბ­ლი­ა­ში, „ქე­ბა­თა ქე­ბა­ში“, სა­დაც ორი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის სიყ­ვა­რუ­ლია გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მაგ­რამ , რო­გორც წე­სი, ეს მიჯ­ნუ­რო­ბა სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შემ­ც­ვე­ლია და პი­რო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს.

ქე­ბა­თა ქე­ბა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლი­სა­კენ სწრაფ­ვის იდეა. საღ­ვ­თო სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ას ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ხა­სი­ა­თი ეძ­ლე­ვა პლა­ტო­ნის რე­ლი­გი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ში. სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ტო­ნუ­რი მოძღ­ვ­რე­ბის თა­ნახ­მად, რა­კი ხი­ლუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო არის ცვა­ლე­ბა­დი და ხრწნა­დი, მას­ში ჭეშ­მა­რიტ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვერ ვი­პო­ვით. აბ­სო­ლუ­ტუ­რი მშვე­ნი­ე­რე­ბა უც­ვ­ლელ იდე­ა­თა მა­რა­დი­ულ სამ­ყა­რო­შია. მის­კენ სწრაფ­ვა არის სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლი. ეს იგი­ვეა, რაც ღვთი­სა­კენ სწრაფ­ვა. პლა­ტო­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სხვა სა­ხე­ო­ბებ­საც იხ­სე­ნი­ებს. ერ­თი ამ­გ­ვა­რი სა­ხე­ო­ბაა ჭეშ­მა­რი­ტი მშვე­ნი­ე­რე­ბის­კენ თან­და­თა­ნო­ბი­თი, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სვლა. პლა­ტო­ნის მოძღ­ვ­რე­ბა სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო სიყ­ვა­რუ­ლის ნე­ოპ­ლა­ტო­ნურ მოძღ­ვ­რე­ბას, ხო­ლო ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა, პლა­ტო­ნის მოძღ­ვ­რე­ბა­სთან ერ­თად, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ფსევ­დო-დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გელ­ზე, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მოძღ­ვ­რე­ბა.

რუს­თა­ვე­ლის აზ­რით, წმინ­და, ამაღ­ლე­ბუ­ლი ქალ-ვა­ჟუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი არის საღ­ვ­თო სიყ­ვა­რუ­ლის ბაძ­ვა. „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ ასა­ხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი უფ­ლი­სად­მი ტრფი­ა­ლე­ბის ალე­გო­რიაა.

აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ო­დის ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში (VII-VIIIსს) საღ­ვ­თო სიყ­ვა­რუ­ლის თე­ო­რია გა­მოვ­ლინ­და არ­ჩი­ლის, ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში. მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ქალ-ვაჟს შო­რის მიჯ­ნუ­რო­ბა მო­ი­აზ­რე­ბო­და, რო­გორც ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი.

და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის­თ­ვის ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ღვთის ტრფო­ბას ეთა­ნაბ­რე­ბა, მი­წი­ერ მიჯ­ნუ­რო­ბა­ში ის ღვთა­ებ­რივ სიყ­ვა­რულს გან­ჭ­ვ­რეტს. ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არის შუ­ა­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბის უფალ­თან ზი­ა­რე­ბი­სა. ამ თვალ­საზ­რი­სით, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა გუ­რა­მიშ­ვი­ლის ლექ­სი „ზუ­ბოვ­კა“. პო­ე­ტი წარ­მოგ­ვიდ­გენს ქა­ლი­სად­მი ტრფი­ა­ლე­ბას, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რე­ა­ლუ­რი ქა­ლი ქრის­ტედ იქ­ცე­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­დის მის­ტი­კურ-ალე­გო­რი­ულ ტრფი­ა­ლე­ბა­ში. აქ მიჯ­ნუ­რო­ბა სცილ­დე­ბა მი­წი­ერ ზღვარს და უფალს მი­ე­მარ­თე­ბა.

დან­ტეს „ღვთა­ებ­რივ კო­მე­დი­ა­ში“ ბე­ატ­რი­ჩე არის მეგ­ზუ­რი ღმერ­თის და­სა­ნა­ხად. იგი ღვთის გა­მოცხა­დე­ბაა. ნო­ვა­ლი­სის სატ­რ­ფო – სო­ფი კი­უ­ნი „ღა­მის მზეა“, მის შუქს მიჰ­ყავს პო­ე­ტი ქრის­ტეს­თან, რო­მე­ლიც სუ­ლის მხსნე­ლი და მა­რა­დი­უ­ლი კოს­მი­უ­რი ძა­ლაა.

რო­მან­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის სიყ­ვა­რუ­ლის ნე­ოპ­ლა­ტო­ნუ­რი გა­გე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლო­ბე­ლი და მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ რა მი­უ­ღე­ბელ რე­ა­ლურ სი­ნამ­დ­ვი­ლეს, იდე­ალს წარ­მოდ­გე­ნე­ბის ქვე­ყა­ნა­ში და­ე­ძებ­დ­ნენ. რო­მან­ტი­კო­სებ­მა სიყ­ვა­რულს ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­მო­სე­ლი შე­მო­ა­ძარ­ც­ვეს და სუ­ლი­ე­რე­ბას და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. სიყ­ვა­რუ­ლი მათ­თ­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდე­ა­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. რა­კი ოც­ნე­ბის სფე­რო რო­მან­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის უმაღ­ლეს სი­ნამ­დ­ვი­ლეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ქა­ლი მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში შო­რე­უ­ლი ზე­ცი­უ­რი არ­სე­ბაა, რო­მელ­შიც შე­ცო­დე­ბამ­დე­ლი ევას სუ­ლი­ე­რი სი­ნათ­ლეა ჩაღ­ვ­რი­ლი. იგი, ღვთის­მ­შობ­ლის მსგავ­სად, უხ­რ­წ­ნე­ლი სი­ქალ­წუ­ლი­თა და სიწ­მინ­დი­თაა მო­სი­ლი.

ქა­ლი­სად­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მას ევ­რო­პულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი ჰქონ­და. ქა­ლის კულ­ტის ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტი კი, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის ფეს­ვე­ბი­და­ნაა ამოზ­რ­დი­ლი. აღ­ნიშ­ნავ­და რა ვეფხის­ტყა­ო­სან­ში მან­დი­ლოს­ნი­სად­მი უსაზღ­ვ­რო თაყ­ვა­ნის­ცე­მას, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე წერ­და: „ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იმ­დ­რო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ქალ­ში ხე­დავ­დ­ნენ არა „ბო­რო­ტე­ბის საწყისს“, ევას, რო­გორც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, არა­მედ „ბო­რო­ტე­ბის დამ­თ­რ­გუნ­ველს – იესოს დე­დას“, იმ ღვთის­მ­შო­ბელს, რომ­ლის წილ­ხ­ვ­დო­მი­ლად, რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქის და­საწყის­ში, გა­მოცხა­დე­ბულ იქ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო მწერ­ლო­ბა­ში. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რომ­ლის გან­მა­ნათ­ლებ­ლად, ნი­ნოს სა­ხით, ქა­ლი იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი“. მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში ქა­ლის კულ­ტის წარ­მო­შო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, აგ­რეთ­ვე, თა­მარ მე­ფი­სად­მი უსაზღ­ვ­რო რე­ლი­გი­ურ­მა თაყ­ვა­ნის­ცე­მამ.

„ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქა­ლე­ბი ღვთა­ებ­რივ შუქს ას­ხი­ვე­ბენ და მა­რა­დი­ულ, უჭ­კ­ნობ მშვე­ნი­ე­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ. რუს­თა­ვე­ლი მათ­ში აღად­გენს პირ­ვან­დელ ღვთი­ურ ნა­თელს, უმაღ­ლეს სუ­ლი­ე­რე­ბას.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდე­ა­ლი გა­მოს­ხივ­დე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნად, ამი­ტომ „მის უტ­კ­ბი­ლეს არც თუ არის სა­სუ­ფე­ვე­ლი“. უმაღ­ლე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბაა, ზე­ცი­უ­რი სი­კე­თეა, რო­მე­ლიც მი­წი­ერ სამ­ყა­რო­საც მსჭვა­ლავს. ბა­რა­თაშ­ვი­ლი უფ­ლის­მი­ერ მშვე­ნი­ე­რე­ბას ხე­დავს სატ­რ­ფო­ში, მის თვა­ლებ­ში პო­ე­ტი ჭვრეტს სა­მოთხეს. იგი ზე­ცი­უ­რი, ჰა­ე­რო­ვა­ნი, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ასუ­ლია, კონ­კ­რე­ტულ­ში იდე­ა­ლუ­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

სიყ­ვა­რუ­ლის გზით აბ­სო­ლუ­ტამ­დე ამაღ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უაღ­რე­სად სა­ყუ­რადღე­ბოა რთუ­ლი ში­ნა­გა­ნი მოძ­რა­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ლექ­სი „არ უკი­ჟი­ნო, სატ­რ­ფოო“. ლექ­სის მი­ხედ­ვით, „მოკ­ვ­დავ­სა ენას არ ძა­ლუძს უკ­ვ­დავ­თა გრძნო­ბათ გა­მოთ­ქ­მა“. ბა­რა­თაშ­ვი­ლის აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი ღვთა­ებ­რი­ვი, უკ­ვ­და­ვი გრძნო­ბაა, რომ­ლის გა­მო­ხატ­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი ენით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ღმერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა არის ისე­თი დუ­მი­ლი, რო­მელ­საც „ზეშ­თა­სოფ­ლი­სა მა­თი­სა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ში უმეც­რე­ბი­სა გა­მო დუ­მი­ლით ჰყო­ფენ პა­ტივ­ცე­მულს“ (პეტ­რე იბე­რი­ე­ლი). ამ ღვთა­ებ­რივ სიყ­ვა­რულ­თან წილ­ნა­ყა­რი გრძნო­ბა უკ­ვ­და­ვე­ბით იმ­ს­ჭ­ვა­ლე­ბა და დუ­მილ­ში გა­ნიც­დე­ბა. ამ გან­ც­დას გა­მო­ხა­ტავს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, რო­ცა წერს: და ჩემ­თა გრძნო­ბათ შენ­და­მი ვერ დას­დ­ვან კაც­თა სა­ხე­ლი.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­ს­ში სიყ­ვა­რუ­ლი სცილ­დე­ბა ორი არ­სე­ბის ტრფო­ბას და მთელ კოს­მოს­ში გა­ნე­ფი­ნე­ბა. ეს ისე­თი მის­ტი­კუ­რი გრძნო­ბაა, რო­ცა პო­ე­ტი თავს სამ­ყა­როს ნა­წი­ლად შე­იც­ნობს, უერ­თ­დე­ბა მის მთლი­ა­ნო­ბას და, უსა­ზო­მო სი­კე­თის ენერ­გი­ით ავ­სე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი შეზღუ­დუ­ლო­ბის გარ­ღ­ვე­ვი­სა­კენ მი­ის­წ­რაფ­ვის:

„მინ­და მზე ვი­ყო, რომ სხივ­ნი ჩემთ დღე­თა გარ­სა მომ­ვავ­ლო,

სა­ღა­მოს მის­თ­ვის შთა­ვი­დე, რომ დი­ლა უფ­რო ვაცხოვ­ლო,

მინ­და, რომ ვი­ყო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, გან­თი­ა­დი­სა მორ­ბე­დი,

რომ ჩემს აღ­მოს­ვ­ლას ელო­დენ ტყე­თა ფრინ­ველ­ნი და ვარ­დი.“

ლექ­ს­ში სიყ­ვა­რუ­ლის კოს­მი­უ­რი მას­შ­ტა­ბე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი ქა­ლი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი გრძნო­ბე­ბის პრიზ­მი­და­ნაა და­ნა­ხუ­ლი. სიყ­ვა­რუ­ლი გან­ფე­ნი­ლია რო­გორც მთელ სამ­ყა­რო­ში, ასე­ვე ადა­მი­ან­ში და ყო­ველ არ­ს­ში, ამი­ტომ პო­ე­ტი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი ქალ­ვა­ჟუ­რი ტრფი­ა­ლე­ბა სა­ყო­ველ­თაო სამ­ყა­რო­სე­ულ ძა­ლას­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. კოს­მო­სის ფა­რულ აზრს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი სუ­ლის გა­მოკ­ვ­ლე­ვით ჩას­წ­ვ­დე­ბა, რა­მე­თუ მას­ში არა­ვი­თა­რი ისე­თი სას­წა­უ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ არის, ადა­მი­ან­ში რომ არ იყოს ჩა­დე­ბუ­ლი. პო­ე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რის კერ­ძო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, კერ­ძო კი აბ­სო­ლუტ­თა­ნაა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი.

პო­ე­ტი გრძნობს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც კოს­მი­უ­რი ფე­ნო­მე­ნი, სამ­ყა­როს ერ­თო­ბის დი­დი პრინ­ცი­პია, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჰარ­მო­ნი­ის, სი­კე­თი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის წყა­როა. კოს­მო­სის ში­ნა­გან კა­ნო­ნებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებს სიყ­ვა­რუ­ლი აწეს­რი­გებს. ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან იდუ­მა­ლი ძა­ფე­ბი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნო­ბის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვის:

„რომ მხო­ლოდ მზი­სა ცი­ა­გი მის დი­ლის ნამ­სა იშ­რობ­დეს

და ერ­თად შეს­ხი­ვე­ბულ­ნი, შვე­ბას მიჰ­ფენ­დ­ნენ სი­ცოცხ­ლეს,

არეს ავ­სებ­დ­ნენ სი­ა­მით, მცე­ნა­რეთ გან­მაცხო­ვებ­ლად,

იყ­ვ­ნენ მა­რა­დის უხ­ს­ნე­ლად, სოფ­ლი­სა გან­სა­თა­ვებ­ლად.“

არ­სე­ბი­თად იმა­ვე აზ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლია ლექ­სი „ჩი­ნა­რი“. აქაც ბუ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნას შო­რის კონ­ტაქ­ტის სა­ფუძ­ვე­ლია და­ნა­ხუ­ლი, რომ­ლი­თაც სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სა­გან­თა სიმ­რავ­ლეა გამ­თ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი:

„მრწამს, რომ არს ენა რამ სა­ი­დუმ­ლო,

უასაკ­თაც და უსულთ შო­რის

და უცხო­ვე­ლეს სხვა­თა ენა­თა არს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მა­თი სა­უბ­რის.“

ეს ენა სიყ­ვა­რუ­ლია. სამ­ყა­როს ნა­წილ­თა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­კენ ლტოლ­ვას „საღ­მ­რ­თო ტრფი­ა­ლე­ბა“ გა­ნა­პი­რო­ბებს. ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­ლი­ე­რი მემ­კ­ვიდ­რე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ბუ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნის დი­ა­ლექ­ტი­კურ კავ­შირს წარ­მოგ­ვიდ­გენს, რო­ცა წერს:

„ხე­ვი მთას ჰმო­ნებს, მთა – ხევ­სა,

წყალ­ნი – ტყეს, ტყე­ნი – მდი­ნა­რეთ,

ყვა­ვილ­ნი – მი­წას და მი­წა –

თა­ვის აღ­ზ­რ­დილ­თა მცი­ნა­რეთ.“

გა­ნიც­დის რა სიყ­ვა­რუ­ლის ყოვ­ლის­მომ­ც­ველ გრძნო­ბას, ბა­რა­თაშ­ვი­ლი იმუხ­ტე­ბა სი­კე­თის უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­ით, რომ­ლის და­ტე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ში. პო­ე­ტი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სი­კე­თის თეს­ვის სურ­ვი­ლი­თაა აღ­ვ­სი­ლი, ეს კი ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის უნარს აღე­მა­ტე­ბა და უხი­ლა­ვი სამ­ყა­როს წვდო­მის სურ­ვილს უთა­ნაბ­რ­დე­ბა. ლექ­ს­ში „შე­მო­ღა­მე­ბა მთაწ­მინ­და­ზედ“ პო­ე­ტის ტრა­გი­კუ­ლი გან­ც­და გა­მოვ­ლინ­და სიტყ­ვე­ბით: „აწ­ცა რა თვალ­ნი ლაჟ­ვარდს გი­ხილ­ვენ, მყის ფიქ­რ­ნი შენ­და მო­ის­წ­რაფ­ვი­ან, მაგ­რამ შე­ნამ­დინ ვერ მო­აღ­წე­ვენ და ჰა­ერ­ში­ვე გა­ნიბ­ნე­ვი­ან“. მას შემ­დეგ ეძებ­და ბა­რა­თაშ­ვი­ლი ნუ­გეშს, რა­თა „მწუხ­რი გუ­ლი­სა, სევ­და გუ­ლი­სა“ გა­ე­ქარ­წყ­ლე­ბი­ნა. პო­ეტს თით­ქოს „გა­უ­თენ­და დი­ლა მზი­ა­ნი“, ერ­თ­ბა­შად გა­და­ეხ­ს­ნა გრძნო­ბი­სა და გო­ნე­ბის ლიბ­რი და მიხ­ვ­და, რომ სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო­ბის წვდო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სიყ­ვა­რუ­ლის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი გრძნო­ბის მე­ო­ხე­ბით, სწო­რედ იგია ზე­ცი­უ­რი სხი­ვი, მი­წი­ერ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი, იმის დას­ტუ­რად, რომ ადა­მი­ა­ნი ღვთა­ებ­რი­ვი არ­სე­ბაა, უფ­ლის ხა­ტი და მსგავ­სი. ადა­მი­ა­ნი კოს­მი­უ­რი არ­სე­ბაა და, რო­ცა იგი ღვთა­ებ­რი­ვი ძა­ლით იმუხ­ტე­ბა, გა­მო­ავ­ლენს ისეთ უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მის­თ­ვის და­მა­ლუ­ლია.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­ს­ში სიყ­ვა­რუ­ლი სამ­ყა­როს მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა, იგი უდი­დე­სი სი­ნათ­ლეა. რო­ცა სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა სავ­სე, უკი­დე­გა­ნოა მი­სი ხედ­ვის თვალ­სა­წი­ე­რი. ამ ღვთი­უ­რი გრძნო­ბის კა­ნო­ნე­ბით მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი დე­და­მი­წის არ­ტა­ხე­ბით არ იბორ­კე­ბა, იგი მუ­დამ წუ­თი­სოფ­ლის მიღ­მა იყუ­რე­ბა, მი­სი მზე­რა უსას­რუ­ლო­ბას სწვდე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლის შეც­ნო­ბა ბა­რა­თაშ­ვილ­ში იწ­ვევს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნე­ტარ გან­ც­დას, მთელ კოს­მოს­ში „მოგ­ზა­უ­რო­ბის“ წყურ­ვილს, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის სამ­ყა­რო­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რი სი­კე­თის გა­მოვ­ლე­ნის სურ­ვი­ლი. სა­ა­მი­სოდ კი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ანს ეყოს თა­ვი­სი თა­ვი… და ისევ ხმი­ან­დე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის გრძნო­ბე­ბი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა­ში თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ე­ტუ­რი ფორ­მით, რად­გან ეს გან­ც­და სა­ზი­ა­როა ყო­ვე­ლი დრო­ი­სა და ეპო­ქის გე­ნი­ო­სი­სათ­ვის:

„რამ შემ­ქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნად?

რა­ტომ არ მო­ველ წვი­მა­და,

რომ ვყო­ფი­ლი­ყავ მუ­და­მა

ყვა­ვილთ გულ-მკერ­დის მძი­ვა­და.“

ბა­რა­თაშ­ვი­ლის ტრფი­ა­ლე­ბა ქა­ლი­სად­მი არ არის მარ­ტი­ვი, ხორ­ცი­ე­ლი გრძნო­ბა. პო­ე­ტის „სუ­ლის წა­დი­ლი“ არ არის „სიყ­ვა­რუ­ლი სხვა­თა­ებრ“, იგი იმ პი­როვ­ნე­ბა­თა ხვედ­რია, რო­მელ­თაც, სა­კუ­თა­რი თა­ვის მსხვერ­პ­ლად შე­წირ­ვით, სხვა­თათ­ვის გზის გა­ნა­თე­ბის სურ­ვი­ლი და­უ­სა­ხავთ მიზ­ნად. მგოს­ნი­სათ­ვის კერ­ძო მიჯ­ნუ­რო­ბით შე­ი­მეც­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის არ­სი, რო­მელ­თან ზი­ა­რე­ბაც სი­კე­თის ქმნის მოთხოვ­ნი­ლე­ბას ბუ­ნებ­რი­ვად იწ­ვევს. ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სათ­ვის სი­კე­თე მოყ­ვა­სი­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვის სურ­ვილ­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პ­ლი წარ­მო­შობს ისეთ ღვთი­ურ ნა­თელს, რო­მე­ლიც სხვებს სულს უთ­ბობს და „მოძ­მეთ“ ავ­სებს მგოს­ნის კვალ­ზე სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლით („ცუ­დად ხომ მა­ინც არა ჩა­ივ­ლის ეს გან­წი­რუ­ლი სუ­ლის კვე­თე­ბა და გზა უვა­ლი, შენ­გან თე­ლი­ლი, მე­რა­ნო ჩე­მო, მა­ინც დარ­ჩე­ბა, და ჩემს შემ­დ­გო­მად მოძ­მე­სა ჩემ­სა სიძ­ნე­ლე გზი­სა გა­უ­ად­ვილ­დეს და შე­უ­პოვ­რად მას ჰუ­ნე თვი­სი შა­ვის ბე­დის წილ გა­მო­უქ­როლ­დეს“). და ასე გრძელ­დე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად თა­ო­ბებ­ში მსხვერ­პ­ლად შე­წირ­ვის, სხვე­ბის­თ­ვის გზე­ბის გა­ნა­თე­ბის სურ­ვი­ლი. ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­ს­ში მზე და გა­თე­ნე­ბის მაც­ნე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი სწო­რედ იმ სი­კე­თის ღვთა­ებ­რივ შუქს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­მე­ლიც უფ­ლის მა­ძი­ე­ბელ ადა­მი­ან­შიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა და რომ­ლი­თაც სამ­ყა­რო წო­ნას­წო­რო­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ას ინარ­ჩუ­ნებს. სა­კუ­თა­რი თა­ვის მსხვერ­პ­ლად შე­წირ­ვით სხვა­თათ­ვის სუ­ლის გა­ნა­თე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა რჩე­ულ­თა ხვედ­რია, ეს იყო ბა­რა­თაშ­ვი­ლის მი­სია.

 

ეკა­ტე­რი­ნე მხე­ი­ძე

სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­და მეს­ხე­თის ბრო­წე­უ­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები