29 მარტი, პარასკევი, 2024

უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის  სტრა­ტე­გი­ე­ბი  და აქ­ტი­ვო­ბე­ბი

spot_img

ზამირა კობიაშვილი
სსიპ წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ოზ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ ვმუ­შა­ობ უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებ­თან.

უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, უნ­და გავ­მიჯ­ნოთ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვამ­დე, წა­კითხ­ვი­სა და წა­კითხ­ვის შემ­დეგ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე/წა­კითხ­ვამ­დე ან მოს­მე­ნამ­დე, მოს­წავ­ლე უნ­და ფლობ­დეს გარ­კ­ვე­ულ ცოდ­ნა­სა და ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვებს, კერ­ძოდ, უნ­და იცო­დეს:

  1. სა­თა­უ­რის ტი­პე­ბი (ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და იდე­უ­რი), უნ­და შე­ეძ­ლოს სა­თა­უ­რის გა­აზ­რე­ბა;
  2. ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სის/თე­მის გა­აზ­რე­ბა;
  3. გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს ცნე­ბა „თე­მის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, იცო­დეს, რომ თე­მა არის ის, რა­ზე­დაც სა­უ­ბა­რია ტექ­ს­ტ­ში /აბ­ზაც­ში;
  4. უნ­და იცო­დეს ეპი­ზო­დის, რო­გორც ცნე­ბის/ტერ­მი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა;

5.უნ­და იცო­დეს ეპი­ზო­დის და­სა­თა­უ­რე­ბის ხერ­ხი.

ჩე­მი აზ­რით, ეს ის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნაა, რა­საც მოს­წავ­ლე უნ­და ფლობ­დეს უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­ში, მოსწავლე წინ­ს­წ­რე­ბით ვა­მუ­შა­ოთ იმ უც­ნო­ბი ლექ­სი­კის გან­საზღ­ვ­რულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც შე­სას­წავლ ტექ­ს­ტ­ში შეხ­ვ­დე­ბა. ეს სა­ჭი­როა ტექ­ს­ტის გან­სატ­ვირ­თად, ამას­თან, ამ მე­თოდს გა­მე­ო­რე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნის ფუნ­ქ­ცი­აც აქვს (მოს­წავ­ლე­ებს უხა­რი­ათ, რო­ცა იმ სიტყ­ვებს წა­აწყ­დე­ბი­ან, რო­მელ­ზეც წი­ნა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე იმუ­შა­ვეს).

გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი:

  1. წა­კითხ­ვამ­დე/მოს­მე­ნამ­დე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

♦ წინ­მ­ს­წ­რე­ბი მუ­შა­ო­ბა ლექ­სი­კა­ზე

ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა ტექ­ს­ტის შე­ნა­არ­სის გა­გე­ბი­დან იწყე­ბა. თუ ტექ­ს­ტ­ში ბევ­რი უც­ნო­ბი სიტ­ვაა, მას­ზე მუ­შა­ო­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დიდ დროს წა­ი­ღებს და მოს­წავ­ლე­ებ­საც გა­დაღ­ლის, ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ტექ­ს­ტის გან­ტ­ვირ­თ­ვა, რომ წა­კითხ­ვამ­დე და­მუ­შავ­დეს უც­ნო­ბი ლექ­სი­კის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

უც­ნო­ბი სიტყ­ვის ამოც­ნო­ბა კონ­ტექ­ს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხია, მაგ­რამ კონ­ტექ­ს­ტი ყო­ველ­თ­ვის არ იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, თან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბი და მზა­ო­ბა ამ ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ფუ­ჭი რომ არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს მცდე­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ და­ვა­ლე­ბა.

ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა იცის, ენის ფლო­ბის რა დო­ნე­ზე არი­ან მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი და რა უნა­რე­ბი აქვთ უც­ნო­ბი ლექ­სი­კის ამო­საც­ნო­ბად. ამი­ტომ, ვიდ­რე უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე და­ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას, ტექ­ს­ტი­დან ამოვ­კ­რი­ბოთ ის სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან და ვერც ფუ­ძით, ვერც კონ­ტექ­ს­ტით ვერ გა­შიფ­რა­ვენ. ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ვად­გი­ნოთ წი­ნა­და­დე­ბე­ბი წა­სა­კითხი ტექ­ს­ტი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­ში იმ­გ­ვა­რად, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიხ­ვ­დ­ნენ. მას შემ­დეგ კი, რაც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­შიფ­რა­ვენ სიტყ­ვას, ვამ­ს­ჯე­ლოთ, რა ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მაგ., მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­მო­იც­ნონ „გაღ­მა“ და  „გა­მოღ­მა“, რო­მე­ლიც გვხვდე­ბა გ. ჩო­ხე­ლის მოთხ­რო­ბა­ში „მგე­ლი“. ჩვე­ნი სოფ­ლის მი­და­მო­ე­ბი კარ­გად იცი­ან მოს­წავ­ლე­ებ­მა. ვით­ვა­ლის­წი­ნებ რა მათ ცოდ­ნას, წი­ნა­და­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, იქ­ნე­ბა ამ­გ­ვა­რი: „ჩვე­ნი სკო­ლის წინ დი­დი მინ­დო­რია. მინ­დ­ვ­რის შუ­ა­ში მო­ე­დი­ნე­ბა პა­ტა­რა მდი­ნა­რე. მდი­ნა­რის გაღ­მა სო­ფე­ლი ბერ­თაა, მდი­ნა­რის გა­მოღ­მა კი – ჩვე­ნი სო­ფე­ლი“. ამო­საც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნა­და­დე­ბის კონ­ტექ­ს­ტი­დან ად­ვი­ლად გა­არ­კე­ვენ. ამას­თან, თან­და­თან და­ე­უფ­ლე­ბი­ან კონ­ტექ­ს­ტი­დან სიტყ­ვის ამოც­ნო­ბის სტრა­ტე­გი­ას, ლო­გი­კურ აზ­როვ­ნე­ბას, დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნას. ამ­გ­ვა­რად, ჩვენ შევ­ძ­ლებთ წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის გან­ტ­ვირ­თ­ვას იმ უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი­სა­გან, რო­მელ­თა ამოც­ნო­ბაც ვი­ცით, რომ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბი­სას.

♦ სა­თა­უ­რის გა­აზ­რე­ბა

წი­ნა­რე ცოდ­ნა და მზა­ო­ბა სა­ძირ­კ­ვე­ლია ძველ­ზე ახა­ლი ცოდ­ნის და­სა­შე­ნებ­ლად, ამი­ტომ, გაკ­ვე­თი­ლის ეს ფა­ზა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, კი­დეც გან­საზღ­ვ­რავს იმას, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა გაკ­ვე­თი­ლის შემ­დ­გო­მი ეტა­პე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რომ სა­თა­უ­რი შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვა­ნიშ­ნებ­დეს ტექ­ს­ტის თე­მა­ზე (რა­ზეა, ვის­ზეა ტექ­ს­ტი) ან ტექ­ს­ტის იდე­ა­ზე (რა უნ­და გვითხ­რას მწე­რალ­მა) და ასა­ხე­ლე­ბენ ორი­ვე ტი­პის სა­თა­ურს მათ­თ­ვის ნაც­ნო­ბი მოთხ­რო­ბი­დან, ზღაპ­რი­დან, მულ­ტ­ფილ­მი­დან, მაგ., „ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯა“ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­თა­უ­რია, „უტ­კ­ბე­სი და უმ­წა­რე­სი“ – იდე­უ­რი და მსჯე­ლო­ბენ სა­კითხის გარ­შე­მო.

♦ „5 სიტყ­ვის აქ­ტი­ვო­ბა“

ამ აქ­ტი­ვო­ბას ვი­ყე­ნებთ უც­ნო­ბი ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რის გა­მო­საც­ნო­ბად და ვიწყებთ მოს­წავ­ლე­თა გა­მოწ­ვე­ვას, მა­თი ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. და­ფა­ზე ვწერთ ან ბა­რა­თე­ბით ვუ­რი­გებთ ხუთ სიტყ­ვას, რის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და გა­მო­იც­ნონ წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რი, თე­მა – რა­ზეა, რას უნ­და მოგ­ვითხ­რობ­დეს წა­სა­კითხი ტექ­სტი, მაგ., 1. თაგ­ვე­ბი, 2. კა­კა­ლი, 3. სხვე­ნი, 4. ბა­ბუა სო­ლო­მო­ნი და ბე­ბია სა­ლო­მე, 5. ზე­ი­მი (სიტყ­ვე­ბი რ. ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის­თ­ვის „ზე­ი­მი სხვენ­ში“).

ეს არის იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­თო­დი. მოს­წავ­ლე­ე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ მათ­თ­ვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რის სა­კუ­თარ ვერ­სი­ებს. სა­თა­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლას­ში შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა აზ­რი წარ­მო­იშ­ვას, რა­საც მა­თი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. მოს­წავ­ლე­თა იდე­ებს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­ზე წერს, შემ­დეგ კი ხმა­მაღ­ლა კითხუ­ლობს წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის სა­თა­ურს. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ცხა­დი ხდე­ბა, ვი­სი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თ­ლ­და.

ეს აქ­ტი­ვო­ბა იმი­თაც არის კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მოს­წავ­ლე­ებს ფან­ტა­ზი­ას უღ­ვი­ვებს, ისი­ნი ასა­ხე­ლე­ბენ მათ­თ­ვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი ტექ­ს­ტის თე­მას, მთელ ამ­ბავს ყვე­ბი­ან და პერ­სო­ნა­ჟებ­საც კი „ხე­და­ვენ“.

შემ­დე­გი ეტა­პი უც­ნო­ბი ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რის გა­აზ­რე­ბაა – რო­გო­რი ტი­პის სა­თა­უ­რია – ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თუ იდე­უ­რი. მსჯე­ლო­ბენ, რა­ტომ ფიქ­რო­ბენ ასე. პა­სუხს გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს გა­ი­გე­ბენ.

  1. ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვი­სას შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­იც­ნო­ბენ სა­თა­ურს, მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხუ­ლობს ტექსტს და სვამს ძი­რი­თად კითხ­ვებს, რი­თაც ამოწ­მებს, ადეკ­ვა­ტუ­რად გა­ი­გეს თუ არა მოს­წავ­ლე­ებ­მა ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სი. შემ­დ­გო­მი ეტა­პი უც­ნობ სიტყ­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. ტექ­ს­ტი, წინ­ს­წ­რე­ბის მუ­შა­ო­ბით, გან­ტ­ვირ­თუ­ლია ისე­თი უც­ნო­ბი ლექ­სი­კის­გან, რო­მლის ამოც­ნო­ბა, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მოს­წავ­ლე­ებს გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. მას­წავ­ლე­ბე­ლი ტო­ვებს იმ სიტყ­ვებს, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­სარ­კ­ვე­ვად მოს­წავ­ლე­ებს აქვთ შე­სა­ბა­მი­სი მზა­ო­ბა. მე­თო­დი — კონ­ტექ­ს­ტი, სიტყ­ვის ფუ­ძე, ლექ­სი­კო­ნი (შე­იძ­ლე­ბა მო­ბი­ლუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ლექ­სი­კო­ნად).

♦ მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა

ტექ­ს­ტის გა­სა­აზ­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ე­უფ­ლონ მოქ­მე­დე­ბის, მოვ­ლე­ნა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბის გა­აზ­რე­ბას. ამას ძა­ლი­ან ად­ვი­ლად მი­ვაღ­წევთ მარ­ტი­ვი კითხ­ვე­ბით: რო­გორ იწყე­ბა მოთხ­რო­ბა? მე­რე რა მოხ­და? მე­რე რა?… რო­გორ დამ­თავ­რ­და მოთხ­რო­ბა?ეს, ერ­თი შე­ხედ­ვით, მარ­ტი­ვი კითხ­ვე­ბი მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა, ლო­გი­კუ­რად გა­ი­აზ­რონ და ერ­თ­მა­ნეთს და­უ­კავ­ში­რონ ტექ­ს­ტ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ეს აქ­ტი­ვო­ბა იმი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლეს უვი­თა­რებს თხრო­ბის, დეკ­ლა­მი­რე­ბის უნა­რებს. გარ­და ამი­სა, მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის და­უფ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს ლო­გი­კურ აზ­როვ­ნე­ბას, მოქ­მე­დე­ბებს შო­რის ლო­გი­კუ­რი ბმის უნარს და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი სხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, სხვა საგ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვას.

♦ ეპი­ზო­დე­ბის გა­მო­ყო­ფა და და­სა­თა­უ­რე­ბა

მას შემ­დეგ, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­არ­კ­ვე­ვენ ტექ­ს­ტ­ში მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბას, ცალ­კე­უ­ლი ამ­ბის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ყო­ფენ ეპი­ზო­დებს და ასა­თა­უ­რე­ბენ. სა­თა­უ­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი წერს და­ფა­ზე (სრულ­დე­ბა წყვი­ლებ­ში ან ჯგუ­ფებ­ში). რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თე­მის, რო­გორც ცნე­ბის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ფლო­ბენ და­სა­თა­უ­რე­ბის უნარს, ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ისი­ნი მსჯე­ლო­ბენ, კა­მა­თო­ბენ, არ­გუ­მენ­ტე­ბით იცა­ვენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს.

  1. წა­კითხ­ვის შემ­დეგ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა

♦ ტექ­ს­ტის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შემ­დეგ, ეპი­ზო­დე­ბის სა­თა­უ­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­თ­ლი­ა­ნე­ბენ ტექსტს. ტექ­ს­ტის ში­ნა­არსს გად­მოს­ცე­მენ სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბით.

ბო­ლოს ვბრუნ­დე­ბით უკან, ვუბ­რუნ­დე­ბით ტექ­ს­ტის სა­თა­ურს და ვა­მოწ­მებთ ჩვენს მო­საზ­რე­ბებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი მსჯე­ლო­ბენ – მოთხ­რო­ბის სა­თა­უ­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვია თუ იდე­უ­რი.

♦ ტრან­ს­ფე­რი: მოს­წავ­ლე­ებს, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად, ეძ­ლე­ვათ ეპი­ზო­დე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბა და შემ­დეგ მა­თი პრე­ზენ­ტა­ცია (სრულ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რად ან წყვი­ლებ­ში). შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ში­ნა­არსს გად­მოს­ცე­მენ სა­კუ­თა­რი და არა და­ზე­პი­რე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბით, თან ფიქ­რო­ბენ, აზ­როვ­ნე­ბენ.

გან­ვი­ხი­ლოთ ეს სტრა­ტე­გი­ე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბის „ზეიმი სხვენ­ში“ მა­გა­ლით­ზე:

რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლი

ზე­ი­მი სხვენ­ში
(ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი)

– მო­აქვთ, ბი­ჭე­ბო, მო­აქვთ!

კაკ­ლით სავ­სე ტო­მა­რა მოჰ­ქონ­დათ პა­პა სო­ლო­მონს და ბე­ბია სა­ლო­მეს სხვენ­ში ასა­ტა­ნად, „მო­აქვთ, მო­აქ­ვ­თო“, ამას კი­დევ თაგ­ვე­ბი იძახ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც იმ სხვენ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ და ახ­ლა ერთ ჭუჭ­რუ­ტა­ნას­თან თავ­მოყ­რი­ლე­ბი გა­ფა­ცი­ცე­ბით უყუ­რებ­დ­ნენ ეზო­ში მო­მა­ვალ პა­პას და ბე­ბი­ას.

პა­პა სო­ლო­მონ­მა კი­ბე კე­დელს მი­ა­ყუ­და, ზედ აბობღ­და და რის ვაი-ვაგ­ლა­ხით აიტა­ნა ტო­მა­რა, მაგ­რამ ტო­მა­რა წა­იქ­ცა და კაკ­ლებ­მა ჩხრი­ა­ლი გა­ი­ღეს. ამ ხმა­ზე თაგ­ვებს კბი­ლე­ბი აუკაწ­კაწ­დათ, ტუ­ჩე­ბი ააც­მა­ცუ­ნეს და ნერ­წყ­ვი გა­დაყ­ლა­პეს.

– ოხ-ოხ! რა კა­კა­ლია! რა ზა­რი­ვით ხმა აქვს! რა გუ­ლი ექ­ნე­ბა! – სი­ხა­რუ­ლით იძახ­დ­ნენ სო­რო­ში და­მა­ლუ­ლი თაგ­ვე­ბი და თან პა­პა სო­ლო­მო­ნის წას­ვ­ლას უც­დიდ­ნენ. პა­პა სო­ლო­მო­ნი კი­ბის­კენ რომ მიბ­რუნ­და, ცაცხა­ნა თაგ­ვ­მა ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, დას­ტა­ცა ერთ კა­კალს პი­რი და გა­მო­იქ­ცა. თაგ­ვე­ბი ცაცხა­ნას და­ე­დევ­ნენ:

– ერ­თი ჩვენც გვაჩ­ვე­ნე, რო­გო­რი კა­კა­ლიაო.

– მე რას მომ­დევთ, თქვე ოხ­რე­ბო, წა­დით და თქვენც ეცა­დე­თო, – ბრა­ზობ­და ცაცხა­ნა.

რო­გორც იქ­ნა, პა­პა სო­ლო­მო­ნი ძირს ჩა­ვი­და თუ არა, თაგ­ვე­ბი გა­მო­ვარ­დ­ნენ სა­მა­ლა­ვი­დან. ჯერ თი­თო-თი­თო კა­კა­ლი მო­ი­ტა­ცეს და გა­იქ­ც­ნენ. მე­რე იფიქ­რეს, სულ ჩვე­ნი არ არის, სად მიგ­ვაქ­ვ­სო? სი­ხა­რუ­ლის­გან ზედ კაკ­ლებ­ზე და­იწყეს კოტ­რი­ა­ლი, თან გა­ი­ძა­ხოდ­ნენ:

– გა­უ­მარ­ჯოს პა­პა სო­ლო­მონს და ბე­ბია სა­ლო­მეს! ბა­რა­ქა იმათ სახლ-კარს, რო­მე­ლიც ჩვე­ნიც არის!

წა­კითხ­ვამ­დე/მოს­მე­ნამ­დე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი წინ­მ­ს­წ­რე­ბი აქ­ტი­ვო­ბა ტექ­ს­ტის გან­სატ­ვირ­თად

აქ­ტი­ვო­ბა 1. წა­კითხ­ვამ­დე/მოს­მე­ნამ­დე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი წინ­მ­ს­წ­რე­ბი აქ­ტი­ვო­ბა ტექ­ს­ტის გან­სატ­ვირ­თა­ვად:

  1. ტო­მა­რა

ბა­ბუა სო­ლო­მონ­მა კარ­ტო­ფი­ლი ტო­მა­რა­ში ჩა­ყა­რა. ბოს­ტან­ში 25 ტო­მა­რა კარ­ტო­ფი­ლი მო­უ­ვი­დათ.

  1. ჭუჭ­რუ­ტა­ნა

კარ­ლ­სო­ნი გა­სა­ღე­ბის ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან უყუ­რებ­და, რა ხდე­ბო­და ბი­ჭუ­ნას ოთახ­ში.

სხვენს ერ­თი პა­ტა­რა ჭუჭ­რუ­ტა­ნა ჰქონ­და. თაგ­ვე­ბი იქი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და კა­კალს იპა­რავ­დ­ნენ.

  1. ნერ­წყ­ვი გა­დაყ­ლა­პეს

და­ბა­დე­ბის დღე­ზე დე­დამ ბი­ჭუ­ნას ისე­თი გემ­რი­ე­ლი ტორ­ტი გა­მო­უცხო, რომ მის და­ნახ­ვა­ზე კარ­ლ­სო­ნი სულ ნერწყვს ყლა­პავ­და.

  1. აბობღ­და

დათ­ვი პან­ტის ხე­ზე აბობღ­და.

  1. და­ე­დევ­ნენ

ბი­ჭე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დ­ნენ. წინ ერ­თი ბი­ჭი გა­იქ­ცა ბურ­თით, სხვე­ბი უკან და­ე­დევ­ნენ.

აქ­ტი­ვო­ბა 2.

„5/6 სიტყ­ვის აქ­ტი­ვო­ბა“

თაგ­ვე­ბი, კა­კა­ლი, სხვე­ნი, ბა­ბუა სო­ლო­მო­ნი და ბე­ბია სა­ლო­მე,ზე­ი­მი

(უნ­და გა­მო­იც­ნონ ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სი)

ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვი­სას შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა 1.

მოწ­მ­დე­ბა ტექ­ს­ტის გა­გე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა ტექ­ს­ტ­ში რომ არ ჩა­იჭყი­ტონ, გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი აქვთ ნა­ბეჭ­დი ტექ­ს­ტი.

ზო­გა­დი კითხ­ვე­ბი: ვინ? სად? რო­დის? რა­ტომ?

აქ­ტი­ვო­ბა 2.

ტექ­ს­ტ­ში რომ არ ჩა­იჭყი­ტონ, გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი აქვთ ნა­ბეჭ­დი ტექ­ს­ტი. მოწ­მ­დე­ბა ტექ­ს­ტის გა­გე­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი ასა­ხე­ლებს ან ური­გებს ბა­რათ­ზე და­წე­რილ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვას. აქე­დან ერთ-ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე არ არის ტექ­ს­ტ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­მო­იც­ნონ ეს სიტყ­ვა/სიტყ­ვე­ბი: მაგ., სხვე­ნი, კი­ბე, სა­ხუ­რა­ვი, კე­დე­ლი, ჭე­რი, ცაცხა­ნა, ტო­მა­რა.

აქ­ტი­ვო­ბა 3.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ური­გებს ბა­რათ­ზე და­წე­რილ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­მო­იც­ნონ, რო­მე­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ შე­ე­ფე­რე­ბა ტექ­ს­ტის ში­ნა­არსს, მა­გა­ლი­თად:

  1. ცაცხა­ნამ ერ­თი კა­კა­ლი მო­ი­პა­რა და სო­როს­კენ თავ­პი­რის­მ­ტ­ვ­რე­ვით გა­ა­ქა­ნა.
  2. ბე­ბია სა­ლო­მემ და ბა­ბუა სო­ლო­მონ­მა რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით აიტა­ნეს კაკ­ლით სავ­სე ტო­მა­რა სხვენ­ში.
  3. თაგ­ვე­ბი ბა­ბუა სო­ლო­მონს სო­რო­დან ჩუ­მად უყუ­რებ­დ­ნენ.

ამ წი­ნა­და­დე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სიტყ­ვა არ ჰქონ­დეთ ნას­წავ­ლი, მაგ­რამ გუ­მა­ნით მიხ­ვ­დე­ბი­ან წი­ნა­და­დე­ბის ში­ნა­არსს.

აქ­ტი­ვო­ბა 4.

უნ­და გა­იხ­სე­ნონ მოქ­მე­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა: ჯერ რა მოხ­და, მე­რე – რა….

აქ­ტი­ვო­ბა 5.

წა­კითხ­ვი­სას – (ტექ­ს­ტ­თან დაბ­რუ­ნე­ბა) ლექ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა. კონ­ტექ­ს­ტით ხვდე­ბი­ან: ვა­ი­ვაგ­ლა­ხით – ძლივს, ჩხრი­ა­ლით – კაკ­ლე­ბის ხმა, კბი­ლე­ბი აუკაწ­კაწ­დათ, ტუ­ჩე­ბი ააც­მა­ცუ­ნეს – გვიჩ­ვე­ნე­ბენ შე­სა­ბა­მის მოძ­რა­ო­ბას, დას­ტა­ცა – სწ­რა­ფად და­ავ­ლო ხე­ლი (ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც გვიჩ­ვე­ნე­ბენ). უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბის ამოც­ნო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლიც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ტო­ნა­ცი­ით, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით მიჰ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი სწორ პა­სუ­ხამ­დე.

ეპი­ზო­დე­ბის გა­მო­ყო­ფა და და­სა­თა­უ­რე­ბა

  1. მო­დი­ან, 2. კაკ­ლით სავ­სე ტო­მა­რა, 3. ტო­მა­რა სხვენ­ში, 4. ცაცხა­ნა, 5. თაგ­ვე­ბის ზე­ი­მი

ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა 1.

ტექ­ს­ტის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი უბ­რუნ­დე­ბი­ან ტექსტს, იხ­სე­ნე­ბენ მოქ­მე­დე­ბა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბას და, ეპი­ზო­დე­ბის სა­თა­უ­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ამ­თ­ლი­ა­ნე­ბენ ტექსტს.

აქ­ტი­ვო­ბა 2.

სა­თა­უ­რის გა­აზ­რე­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი მსჯე­ლო­ბენ, რო­გო­რია ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რი – ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თუ იდე­უ­რი.

აქ­ტი­ვო­ბა 3.

ტრან­ს­ფე­რი

ეპი­ზო­დის/ეპი­ზო­დე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ით (სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად)

P.S. შე­იძ­ლე­ბა ჩავ­რ­თოთ რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის­თ­ვის ან კლას­ში შე­სას­რუ­ლებ­ლად, თუ დრო მოგ­ვ­რ­ჩე­ბა. მაგ., „ბა­რი­ე­რი“ – ცაცხა­ნამ მო­ტა­ცე­ბუ­ლი კა­კა­ლი უნ­და მი­ი­ტა­ნოს სო­რო­ში ისე, რომ გვერ­დი აუაროს სხვა თაგ­ვებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მის­თ­ვის კაკ­ლის წარ­თ­მე­ვას. სო­რო აღ­ნიშ­ნუ­ლია    სიმ­ბო­ლო­თი; ბა­რი­ე­რე­ბი, ანუ თაგ­ვე­ბი – x-ით. მოს­წავ­ლე­ებს მდი­და­რი ფან­ტა­ზია აქვთ, „ბარიერი“

სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა „და­შიფ­რუ­ლი სიტყ­ვა“

მაგ., წი­ნა­და­დე­ბი­დან  და­შიფ­რუ­ლი სიტყ­ვის/ან თუნ­დაც მთე­ლი წი­ნა­და­დე­ბის გა­შიფ­ვ­რა. მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან/ვას­წავ­ლოთ მა­ი­ას ტო­მის რიცხ­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

წი­ნა­და­დე­ბა­ში – „თაგ­ვე­ბი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან იყუ­რე­ბოდ­ნენ“, უც­ნო­ბი სიტყ­ვაა ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან

სიმ­ბო­ლო­ე­ბით და­შიფ­რუ­ლია ამო­საც­ნო­ბი სიტყ­ვა. შრიფ­ტის გა­სა­ღე­ბი მო­ცე­მუ­ლია რიცხ­ვებ­თან ერ­თად.

იგი­ვე აქ­ტი­ვო­ბა შე­იძ­ლე­ბა  არა­ბუ­ლი ციფ­რე­ბით  ან სხვა­დას­ხ­ვა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეს­რულ­დეს, რო­მელ­საც ხვა­დას­ხ­ვა ფე­რე­ბით გა­ვა­ფე­რა­დებთ. შე­იძ­ლე­ბა დავ­შიფ­როთ მთე­ლი წი­ნა­და­დე­ბაც.

ვფიქ­რობ, უც­ნობ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბით და აქ­ტი­ვო­ბე­ბით მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­ვიყ­ვანთ:

⇒ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი (სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა): მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან თე­მის, ეპი­ზო­დის, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და იდე­უ­რი სა­თა­უ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­­ბი, ფლო­ბენ უც­ნო­ბი ლექ­სი­კის ამოც­ნო­ბის, და­სა­თა­უ­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებს;

⇒ პრო­ცე­დუ­რუ­ლი: სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნას იყე­ნე­ბენ ტექ­ს­ტის, ეპი­ზო­დე­ბის და­სა­თა­უ­რებ­ლად, ეპი­ზო­დე­ბის სა­თა­უ­რებს იყე­ნე­ბენ ტექ­ს­ტის გა­სამ­თ­ლი­ა­ნებ­ლად, იაზ­რე­ბენ ტექ­ს­ტის სა­თა­ურს;

⇒ პი­რო­ბი­სე­უ­ლი: შე­უძ­ლი­ათ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი – ეპი­ზო­დე­ბის ილუს­ტ­რი­რე­ბა, პრე­ზენ­ტა­ცია; ასე­ვე, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის (ტრან­ს­ფე­რი) გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა საგ­ნებ­ში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები