16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტყუ­ი­ლი რე­ა­ლურ და მხატ­ვ­რულ სამ­ყა­რო­ში

spot_img

ერ­მა­ლო ლან­ჩა­ვა

ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გია-ფი­ლო­სო­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი

ლია გო­გო­ხია

ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 საჯარო სკოლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მენ­ტო­რი

 

 

წირ­ვის შემ­დეგ მღვდელ­მა გა­მო­აცხა­და: შემ­დეგ კვი­რას სიც­რუ­ე­ზე ვი­სა­უბ­რებთ. უფ­რო ად­ვი­ლად რომ შე­ი­მეც­ნოთ ჩე­მი ქა­და­გე­ბა, შინ მარ­კო­ზის „სა­ხა­რე­ბის“ მეჩ­ვიდ­მე­ტე თა­ვი წა­ი­კითხე­თო. კვი­რის თავ­ზე მღვდელ­მა ქა­და­გე­ბის წინ გა­მო­აცხა­და: ვინც მეჩ­ვიდ­მე­ტე თა­ვი წა­ი­კითხა, ხე­ლი ას­წი­ო­სო. თით­ქ­მის ყვე­ლამ ას­წია ხე­ლი. — სწო­რედ ამი­ტომ მინ­დო­და თქვენ­თან სიც­რუ­ე­ზე მე­სა­უბ­რა, — თქვა მღვდელ­მა, — მარ­კო­ზის „სა­ხა­რე­ბა­ში“ მეჩ­ვიდ­მე­ტე თა­ვი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს.

რო­გორც ვხე­დავთ, თა­ვად მღვდელ­საც კი დას­ჭირ­და ტყუ­ი­ლის თქმა სი­მარ­თ­ლის და­სად­გე­ნად.

რა­ტომ იტყუ­ე­ბი­ან მო­ზარ­დე­ბი? რა არის მა­თი მხრი­დან ტყუ­ი­ლის თქმის მო­ტი­ვი? რა დგას კონ­კ­რე­ტუ­ლი ტყუ­ი­ლის უკან? ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იოლი მი­სახ­ვედ­რია, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ტყუ­ი­ლი მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვე­ბის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა­ტომ ამ­ბობს ბავ­შ­ვი ტყუ­ილს. დიდ როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვუ­რი ფან­ტა­ზია და წარ­მო­სახ­ვა. მათ უჭირთ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფის გა­მიჯ­ვ­ნა რე­ა­ლო­ბი­სა­გან. გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ბავ­შ­ვი თან­და­თან უნ­და ჩას­წ­ვ­დეს ტყუ­ი­ლი­სა და სი­მარ­თ­ლის ცნე­ბას. ტყუ­ი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­გორც ბავ­შ­ვებ­ში, ისე მოზ­რ­დი­ლებ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნის მი­ზანს, სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას ან არა­სა­სურ­ვე­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას (მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე მშო­ბელს ატყუ­ებს, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი უკ­ვე იმე­ცა­დი­ნა, რა­თა მი­ი­ღოს ნე­ბარ­თ­ვა კომ­პი­უ­ტერ­ზე სა­თა­მა­შოდ; მოს­წავ­ლე იტყუ­ე­ბა, რომ თა­ვი სტკი­ვა, რა­თა თა­ვი­დან აიცი­ლოს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ჯდო­მა; ბავ­შ­ვი იტყუ­ე­ბა, რომ ლარ­ნა­კი გა­ტე­ხა მის­მა პა­ტა­რა დამ, რა­თა თა­ვი­დან აიცი­ლოს დას­ჯა მშობ­ლის მხრი­დან), თუმ­ცა არ­სე­ბობს ტყუ­ი­ლის სხვა ტი­პიც, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სხვა ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ასე­თი ტყუ­ი­ლის თქმა არის იმის მცდე­ლო­ბა, რომ თა­ვი­დან აიცი­ლოს სხვა ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­ტ­კე­ნა, წყე­ნი­ნე­ბა (მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვი მა­მას ეუბ­ნე­ბა, რომ მო­ე­წო­ნა მის მი­ერ ნა­ჩუ­ქა­რი სა­თა­მა­შო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას სხვა­ნა­ი­რი უნ­დო­და). მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის ტყუ­ი­ლე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან იჩენს თავს და ადა­მი­ა­ნი ხში­რად იყე­ნებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბავ­შ­ვი არ იბა­დე­ბა მო­რა­ლუ­რი კო­დით, მან უნ­და აით­ვი­სოს სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი, რა­შიც მთა­ვარ როლს გა­რე­მო ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლებს ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან ტყუ­ი­ლე­ბის თქმის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. აუცი­ლებ­ლად უნ­და დად­გინ­დეს ტყუ­ი­ლის თქმის მო­ტი­ვი — იმის გან­საზღ­ვ­რა, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ტყუ­ი­ლი:

  1. სხვის სი­ა­მოვ­ნე­ბას, სხვი­სი წყე­ნი­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას;
  2. სხვის დაც­ვას;
  3. მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი რა­მის მი­ღე­ბას;
  4. ყუ­რადღე­ბის მო­პო­ვე­ბას;
  5. გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნას;
  6. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას;
  7. დას­ჯის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას;
  8. კა­მა­თის, ჩხუ­ბის, უთან­ხ­მო­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას;
  9. და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ას;
  10. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას;
  11. რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის ან არა­სა­სურ­ვე­ლი რა­ი­მეს თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

რო­გორ ვიგ­რ­ძ­ნოთ, რომ გვატყუ­ე­ბენ, თუ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მატყუ­ა­რაა ჩვენ წინ? ალან და ბარ­ბა­რა პი­ზე­ბი, თა­ვი­ანთ წიგ­ნ­ში „სხე­უ­ლის ენა“, ამ სა­კითხ­ზე სა­უბ­რო­ბენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­მა გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც გას­ცემს მას, თუმ­ცა, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს გა­მოს­დით, რომ­ლე­ბიც დი­დი ხნის და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­ნი არი­ან ამ საქ­მე­ში, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ად­ვო­კა­ტე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი. ისი­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ვცდი­ლობთ ჟეს­ტე­ბი არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­უბ­რი­სას, ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი მიკ­რო­სიგ­ნა­ლებს გა­მოს­ცემს, მაგ­რამ ამის შემ­ჩ­ნე­ვა ძნელ­დე­ბა, რად­გან წა­მი­ე­რად ხდე­ბა. ალ­ბათ ფიქ­რობთ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნერ­ვი­უ­ლობს და თვალს ვერ გის­წო­რებთ, ტყუ­ილს ამ­ბობს. თუმ­ცა, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლის პრო­ფე­სო­რის, ემი კა­დის აზ­რით, მატყუ­ა­რის ამო­საც­ნო­ბი ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი არა­ვერ­ბა­ლუ­რი ქცე­ვა არ არ­სე­ბობს. ფსი­ქო­ლო­გი მატყუ­ა­რის ამოც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო გზად არა ერთ რო­მე­ლი­მე ქცე­ვა­ზე, არა­მედ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს გა­მოვ­ლე­ნილ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ასა­ხე­ლებს, მათ შო­რი­საა: სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, სხე­უ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და მეტყ­ვე­ლე­ბა. „ტყუ­ი­ლის თქმა რთუ­ლი საქ­მეა, — ამ­ბობს კა­დი, — ჩვენ ვამ­ბობთ ერთ ამ­ბავს და ვმა­ლავთ მე­ო­რეს. ამას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც ემა­ტე­ბა, რად­გან თავს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად მი­ვიჩ­ნევთ. ჩვენ არ გვაქვს საკ­მა­რი­სი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი დავ­მა­ლოთ“. ფსი­ქო­ლო­გის აზ­რით, მატყუ­ა­რის ამო­საც­ნო­ბად სა­უ­კე­თე­სო გზა მის ნათ­ქ­ვამ­სა და მოქ­მე­დე­ბას შო­რის არ­სე­ბულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაა. აღელ­ვე­ბუ­ლი სა­ხით, მაგ­რამ მხი­ა­რუ­ლი ხმის ტო­ნით სა­უ­ბა­რი ემო­ცი­ე­ბის კონ­ფ­ლიქ­ტის კარ­გი მა­გა­ლი­თია. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უჭირთ ტყუ­ი­ლის ამოც­ნო­ბა. ისი­ნი, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, მატყუ­ა­რას ოდ­ნავ უკე­თე­სად აიდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბენ, ვიდ­რე ის, ვინც უბ­რა­ლოდ ხვდე­ბა, რომ ატყუ­ე­ბენ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ უფ­რო მე­ტად ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბარს ვაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას და არა მის ქმე­დე­ბებს. ემი კა­დი ჰარ­ვარ­დის ფსი­ქო­ლო­გის, ნენ­სი ეთ­ქო­ფის კვლე­ვას ცი­ტი­რებს და ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ენის აღ­ქ­მის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვა აწუ­ხებთ, უფ­რო კარ­გად შე­უძ­ლი­ათ მატყუ­ა­რის ამოც­ნო­ბა, ვიდ­რე მათ, ვი­საც დარ­ღ­ვე­ვა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ: „რო­დე­საც ჩვენ შეგ­ნე­ბუ­ლად ვე­ძებთ ტყუ­ი­ლის ან სი­მარ­თ­ლის გა­მომ­ხატ­ველ ნიშ­ნებს, მეტ ყუ­რადღე­ბას ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბარს ვაქ­ცევთ და არა არა­ვერ­ბა­ლურ ქცე­ვებს, — აცხა­დებს კა­დი, — სი­მარ­თ­ლე ქმე­დე­ბე­ბით უფ­რო ვლინ­დე­ბა, ვიდ­რე სიტყ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“.

ეს, რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ სამ­ყა­როს, რა ხდე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რას სწავ­ლო­ბენ, რა ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბი­ან ჩვე­ნი მო­ზარ­დე­ბი?

შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნაჟ­მა, ავ­თან­დილ­მა მე­ფეს და­უ­ტო­ვა ან­დერ­ძი, რო­მელ­შიც ცდი­ლობ­და და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე და წას­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა. იგი გვას­წავ­ლის, რომ მე­გო­ბა­რი გა­სა­ჭირ­ში არ უნ­და მი­ვა­ტო­ვოთ. ავ­თან­დი­ლი მე­ფის მორ­ჩი­ლია, თუმ­ცა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას სხვა გზა აღარ დარ­ჩა, იგი და­უ­კითხა­ვად უნ­და გა­ი­პა­როს, რად­გან „სიც­რუე და ორ­პი­რო­ბა, ავ­ნებს ხორ­ც­სა მერ­მე სულ­სა“. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­მა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი უნ­და აკე­თოს ხორ­ცი­ელ ცხოვ­რე­ბა­ში, მის­მა სულ­მა რომ მშვი­დად გა­ნის­ვე­ნოს სა­სუ­ფე­ველ­ში. ავ­თან­დი­ლი არ იქ­ცე­ვა უღირ­სად. იგი მე­გობ­რის­თ­ვის მი­ცე­მულ სიტყ­ვას არ არ­ღ­ვევს და მო­ღა­ლა­ტე და მატყუ­არა კაცს გმობს. აკა­კი ბაქ­რა­ძე შე­ნიშ­ნავს, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მთე­ლი სიბ­რ­ძ­ნე ავ­თან­დი­ლის პი­რით არის გაცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც მას რუს­თა­ვე­ლი უწო­დებს, „ბუ­ნე­ბა­ზე­არ­სი“ ავ­თან­დი­ლი არც ტყუ­ი­ლის თქმას ერი­დე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც — ადა­მი­ა­ნის თვალ­თ­ვალს, არც — თვალ­თ­მაქ­ცო­ბა­სა და — თვით სატ­რ­ფოს ღა­ლატ­საც კი, და თუ მკითხ­ვე­ლი მას პო­ე­მის ბო­ლომ­დე მა­ინც მო­წო­ნე­ბი­თა და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით ადევ­ნებს თვალს, ეს იმი­ტომ, რომ მის კონ­კ­რე­ტულ საქ­ცი­ელს გა­მარ­თ­ლე­ბა აქვს. იმ მი­ზანს, რო­მე­ლიც ავ­თან­დილ­მა და­ი­სა­ხა (ნეს­ტა­ნის პოვ­ნა), ერ­თი უზე­ნა­ე­სი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, ეს არის — სიყ­ვა­რუ­ლი! ხო­ლო ამ სიყ­ვა­რულ­მა, რო­მე­ლიც მა­ვა­ნის ახი­რე­ბის გა­მო უსა­მარ­თ­ლო­ბის მსხვერ­პ­ლი შე­იქ­ნა, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და მო­ი­პო­ვოს გა­მარ­ჯ­ვე­ბა, გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე კი სწო­რედ ავ­თან­დი­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი ჭკუ­ი­სა და ღვთა­ებ­რი­ვი სიბ­რ­ძ­ნის წყა­ლო­ბით უნ­და მი­აღ­წი­ოს. სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის ყვე­ლა გზა და ხერ­ხი გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. სწო­რედ ამას ქა­და­გებს „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და მკითხ­ველ­საც იმი­ტომ არ უნელ­დე­ბა გრძნო­ბა ავ­თან­დი­ლი­სად­მი ოდ­ნა­ვა­დაც კი, პი­რი­ქით, მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა გმი­რო­ბად და ვაჟ­კა­ცო­ბად ესა­ხე­ბა.

ტყუ­ი­ლია თათ­ქა­რი­ძე­ო­ბის არ­სე­ბო­ბის პრინ­ცი­პიც. ტყუ­ილ­ზე აგე­ბუ­ლი არ­სე­ბო­ბა, პირ­ფე­რო­ბა და ფა­რი­სევ­ლო­ბა, თვალ­თ­მაქ­ცო­ბა — ყვე­ლა ეს მან­კი­ე­რი თვი­სე­ბა, ილი­ას მოთხ­რო­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სა­ერ­თო ეროვ­ნულ მან­კი­ე­რე­ბად მი­აჩ­ნია აკა­კი ბაქ­რა­ძეს და არა კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი კლა­სის თვი­სე­ბად. ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ყო­ვე­ლი მან­კი­ე­რი თვი­სე­ბის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, აკა­კი ბაქ­რა­ძე იმ ეპი­ზო­დებს მო­იხ­მობს, რომ­ლე­ბიც თა­ნაბ­რად წარ­მო­ა­ჩენს რო­გორც მე­ბა­ტო­ნე­თა (ლუ­არ­სა­ბი, და­რე­ჯა­ნი, და­ვი­თი, ელი­სა­ბე­დი თუ მო­სე გრძე­ლი­ძე), ისე გლე­ხო­ბის (ლა­მა­ზი­სე­უ­ლი, მო­უ­რა­ვი და­თო, გლე­ხის ქა­ლი ბა­ბა­ლე, სუტ­კ­ნე­ი­ნა, მკითხა­ვი) სუ­ლი­ერ­სა და ფი­ზი­კურ მან­კი­ე­რე­ბას. რაც მთა­ვა­რია, აკა­კი ბაქ­რა­ძის ნარ­კ­ვე­ვი „კა­ცია-ადა­მი­ა­ნის?!“ შე­სა­ხებ — „არაფ­რო­ბის უარ­ყო­ფა“ — არ არის მხო­ლოდ გარ­და­სუ­ლი ეპო­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბის გან­ხილ­ვა და ანა­ლი­ზი. იგი მკითხ­ველს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ილი­ას მოთხ­რო­ბა ყვე­ლა დრო­ში ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით თვი­თო­ნაც აქ­ტუ­ა­ლურ ში­ნა­არსს გა­მო­ხა­ტავს. კლა­სი­კურ მოთხ­რო­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ის თა­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­საც მო­უ­წო­დებს ერის სულ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი მან­კი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვი­სა­კენ. ეს აკა­კი ბაქ­რა­ძის სტი­ლია, მი­სი, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნი­სა და კრი­ტი­კო­სის თვი­სე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბით მკვლე­ვა­რი ყვე­ლა დრო­ში ისე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი რჩე­ბა, რო­გორც ის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მლ­ის მეშ­ვე­ო­ბით ის სა­კუ­თარ აზრს, შე­ხე­დუ­ლე­ბას, პო­ზი­ცი­ას გად­მოგ­ვ­ცემს. „სი­ზარ­მა­ცე არ არის ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. იგი მრა­ვალ­სა­ხი­ა­ნია. სი­ზარ­მა­ცის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა ცრუ­საქ­მი­ა­ნო­ბა, ცრუ­აქ­ტი­უ­რო­ბაა. ამა­ში ლუ­არ­სა­ბის თა­ნა­მეცხედ­რეს, და­რე­ჯანს, ტო­ლი არა ჰყავს. ეს ქა­ლი ხში­რად ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ გა­მო­ვარ­დე­ბო­და, მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს და­ა­წი­ო­კებ­და. აქა­ო­და საქ­მეს ვა­კე­თებ, დღე და ღა­მე ჯა­რა­სა­ვით ვტრი­ა­ლებ, უქ­მად კა­ციშ­ვი­ლი ვერ მნა­ხავ­სო“. აკა­კი ბაქ­რა­ძე თათ­ქა­რი­ძე­ო­ბის კი­დევ ორ თვი­სე­ბა­ზე: ტყუ­ილ­სა და პირ­ფე­რო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. თათ­ქა­რი­ძე­ებს რა­ი­მე აუცი­ლებ­ლო­ბა ან შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა არ აიძუ­ლებს, რომ იც­რუ­ონ. ტყუ­ი­ლია მა­თი არ­სე­ბო­ბის პრინ­ცი­პი. თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟეტს, იტყუ­ე­ბა ყვე­ლა: ცრუ­ობს ლუ­არ­სა­ბი, და­რე­ჯა­ნი, ელი­სა­ბე­დი, და­ვი­თი, მო­სე გრძე­ლი­ძე, მო­უ­რა­ვი და­თო, ცრუ­ო­ბენ მკითხა­ვი და სუტ­კ­ნე­ი­ნა, ცრუ­ობს გლე­ხის ქა­ლი ბა­ბა­ლე, რომ­ლის სა­ხეც სულ ორი­ო­დე წუ­თით გა­ი­ელ­ვებს ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟეტ­ში, თუმც ამ პა­სა­ჟით ილია მკვეთ­რად გვი­ხა­ტავს კი­დევ ერ­თი ცრუ და მატყუ­ა­რა, თვალ­თ­მაქ­ცი და პირ­ფე­რი ადა­მი­ა­ნის სა­ხეს. უნებ­ლი­ეთ იბა­დე­ბა კითხ­ვა — სი­ზარ­მა­ცის, ცრუ­საქ­მი­ა­ნო­ბის, ტყუ­ი­ლის, თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბის, კვეხ­ნი­სა და პირ­ფე­რო­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში რა უნ­და აკე­თოს ადა­მი­ან­მა? ჭა­მოს. სხვა აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნია მათ და ლუ­არ­სა­ბი­ცა და და­რე­ჯა­ნიც ჭა­მენ. თათ­ქა­რი­ძე­თა ცხოვ­რე­ბის თვალ­ნა­თე­ლი სუ­რა­თის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ რა უნ­და მოჰ­ყ­ვეს ასეთ ცხოვ­რე­ბას, რო­გორ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს იგი? პა­სუ­ხი ცალ­სა­ხაა: „ილია მკა­ფიო პა­სუხს იძ­ლე­ვა — სრუ­ლი უნა­ყო­ფო­ბაა ასე­თი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი. რამ­დე­ნი არ იწ­ვა­ლეს ლუ­არ­საბ­მა და და­რე­ჯან­მა, რამ­დე­ნი არ ილო­ცეს, რო­გორ არ შე­ა­წუ­ხეს ღმერ­თი, მკითხავ­საც კი და­უ­ჯე­რეს და თე­ლე­თის ხა­ტიც მო­ი­ლო­ცეს, მაგ­რამ არ იქ­ნა და არა: არ შე­ე­ძი­ნა ლუ­არ­საბს შვი­ლი. ილი­ას მოთხ­რო­ბა­ში ლუ­არ­სა­ბი­სა და   და­რე­ჯა­ნის შვი­ლი­ე­რე­ბის ხაზს ალე­გო­რი­უ­ლი ში­ნა­არ­სი აქვს. ეს უნა­ყო­ფო­ბა ყო­ველ­გ­ვარ უნა­ყო­ფო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამი­ტო­მაც არ გა­აჩ­ნია ცოლ-ქმარს არა­ვი­თა­რი ნი­ჭი. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ შე­უძ­ლი­ათ, ჭა­მა და ძი­ლია. არც აკე­თე­ბენ სხვას არა­ფერს“.

ასე­ვე არი­ან და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბიც. არა­ფე­რი გა­აჩ­ნია და­რის­პან ქარ­სი­ძეს, მაგ­რამ პე­ლა­გია სა­ბე­ლაშ­ვილს მა­ინც ატყუ­ებს („და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი“); ეკ­ვი­რი­ნე ქა­მუ­შა­ძეც ტყუ­ი­ლით ცდი­ლობს ანუ­გე­შოს რძა­ლი. გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ოჯა­ხი დოვ­ლა­თი­თა და ბა­რა­ქით სავ­სედ წარ­მო­უდ­გი­ნოს („ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა“). ტყუ­ი­ლი სპობს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი პერ­სო­ნა­ჟია თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­და­კარ­გუ­ლი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი კა­ცი. ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა სწრა­ფად ენაც­ვ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნეთს. საკ­მა­რი­სია ტყუ­ი­ლის კოშ­კი და­ინ­გ­რეს, რომ ისი­ნი მა­შინ­ვე სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას ეძ­ლე­ვი­ან: „ნის­ლი­ვით ქრე­ბა ორი­ვე: ამ­პარ­ტავ­ნე­ბაც და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც“. რო­ცა სო­ლო­მან მორ­ბე­ლა­ძე გა­ა­ცუ­ცუ­რა­კეს და ურ­ცხ­ვად მო­ატყუ­ეს (სა­მაშ­ვ­ლო არ გა­და­უ­ხა­დეს), ტრა­ბა­ხა, გულ­ზ­ვი­ად, ამ­პარ­ტა­ვან აზ­ნა­უ­რი­დან უც­ბად გა­და­იქ­ცა სა­ცო­დავ, მში­ერ, შე­საბ­რა­ლის კა­ცად.

ასე რომ, ტყუ­ი­ლი ადა­მი­ანს გა­ჩე­ნის დღი­დან, უფ­რო სწო­რად, პირ­ვე­ლი ცოდ­ვის ჩა­დე­ნის დღი­დან და­ე­ბე­და. მაც­დურ­მა ევა მო­ატყუა, ევამ — ადა­მი. მე­რე ორი­ვემ, ერ­თად თუ ცალ-ცალ­კე, უფ­ლის მოტყუ­ე­ბაც სცა­და… ასე მოვ­დი­ვართ მას შემ­დეგ ტყუ­ილ-ტყუ­ი­ლით და ლა­მის ეს მე­ო­რე ბუ­ნე­ბად გვექ­ცეს. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­ში ერ­თხელ მა­ინც ცრუ­ობს. ათ წუთ­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­უბ­რე­ბის მე­ხუ­თე­დი ერთ-ერ­თი ან ორი­ვე მხა­რის ტყუ­ი­ლით მთავ­რ­დე­ბა. პი­რის­პირ შეხ­ვედ­რის დრო­საც, სა­მი­დან ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ზეზს ვპო­უ­ლობთ, რომ მხო­ლოდ სი­მარ­თ­ლე არ ვთქვათ.

სხვა­თა შო­რის, რა უც­ნა­უ­რიც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, ფსი­ქო­ლო­გე­ბი ტყუ­ილს ბო­ლო დრომ­დე თით­ქ­მის არ აქ­ცევ­დ­ნენ ყუ­რადღე­ბას. ფრო­იდს სიც­რუ­ის შე­სა­ხებ თით­ქ­მის არა­ფე­რი და­უ­წე­რია, მე­ოთხე­დი სა­უ­კუ­ნის წინ გა­მო­სულ 1500-გვერ­დი­ან „ფსი­ქო­ლო­გი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში“ კი ტყუ­ი­ლის­თ­ვის სულ ორი­ო­დე აბ­ზა­ცი გა­მო­ი­მე­ტეს. სა­მა­გი­ე­როდ, ბო­ლო ხანს შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას ბე­ჯი­თად ცდი­ლო­ბენ და… უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნი რჩე­ბათ ხელ­ში. რა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მშო­ბელ­მა, რო­ცა მო­ზარ­დი აწყ­დე­ბა ტყუ­ილს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში? მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტყუ­ი­ლი არაა სა­ში­ში, სა­ში­ში რე­ა­ლუ­რი ტყუ­ი­ლია, ამი­ტომ მშო­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს, მე­ტის­მე­ტად მწვა­ვე რე­აქ­ცი­ით არ შეხ­ვ­დეს ტყუ­ილს. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მკაც­რი დას­ჯით ვერ აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან ტყუ­ი­ლე­ბის თქმა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უმ­ჯო­ბე­სია, მშო­ბე­ლი და­ფიქ­რ­დეს და ბავ­შ­ვ­თან ერ­თად მშვი­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით შე­ე­ცა­დოს ტყუ­ი­ლის მო­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ბავ­შ­ვის ასა­კის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ტყუ­ი­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე, და­ა­ნა­ხოს მას ტყუ­ი­ლის გა­რე­შე პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. უპირ­ვე­ლე­სი „ფორ­მუ­ლა“ არის თა­ვად იყოთ გულ­წ­რ­ფე­ლი ბავ­შ­ვ­თან. გა­მო­ი­ჩი­ნეთ მე­გობ­რუ­ლო­ბა და ეცა­დეთ, გახ­დეთ მი­სი თა­ნა­ტო­ლი, რო­დე­საც ის ისეთ სა­კითხებ­ზე იწყებს სა­უ­ბარს, რო­მელ­ზე სა­უ­ბა­რი არც ისე მარ­ტი­ვია მის­თ­ვის. იქ­ნე­ბა ეს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა თუ სხვა. ჩა­უ­ნერ­გეთ ბავშვს, რომ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბით მკაც­რი და მას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია თქვე­ნი იმე­დი ჰქონ­დეს. პა­ტა­რა სიც­რუე აუცი­ლებ­ლად მი­გიყ­ვანთ დიდ სიც­რუ­ემ­დე. ყვე­ლა­ფე­რი — რო­გორც კარ­გი, ასე­ვე ცუ­დი — მცი­რე­დან იწყე­ბა. ტყუ­ი­ლის გა­რე­შეც გა­მო­ვალთ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. მა­გა­ლი­თად, პა­სუ­ხად გა­ე­ცით „არ ვი­ცი“ ან გა­ჩუმ­დით, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დუ­მი­ლი სიც­რუ­ედ არ ით­ვ­ლე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. აკა­კი ბაქ­რა­ძე — (2013) „სკო­ლას“ (წე­რი­ლე­ბი — „არაფ­რო­ბის უარ­ყო­ფა“, „ავ­თან­დი­ლის სა­ხე „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“;
  2. ალან პი­ზი, ბარ­ბა­რა პი­ზი — (2016) „სხე­უ­ლის ენა“, თბი­ლი­სი, 2016;
  3. პოლ ეკ­მა­ნი — (1989) „რა­ტომ იტყუ­ე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი: რო­გორ შე­უძ­ლი­ათ მშობ­ლებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა“;
  4. ემი კა­დი — ჰარ­ვარ­დის ფსი­ქო­ლო­გი: რო­გორ ამო­ვიც­ნოთ მატყუ­ა­რა?https://bm.ge/ka/article/harvardis-fsiqologi-rogor-amovicnot-matyuara-/1935

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები