20 აპრილი, შაბათი, 2024

ტურნირი „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის“ ხსოვ­ნას მი­ეძღ­ვ­ნა

spot_img

თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტს, ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის, მი­ნი-ფეხ­ბურ­თის ტურ­ნი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სიმ­რავ­ლით, უდა­ვოდ ლი­დე­რის პო­ზი­ცია უჭი­რავს.

თსსუ-ის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ვა­დაჭ­კო­რი­ა­სა და კან­ც­ლე­რის, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძის მხარ­და­ჭე­რით, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა (პრე­ზი­დენ­ტი – ლა­დო გა­ბე­ჩა­ვა, ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი – მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – თა­თა ღვი­ნა­ძე) არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია.

სპორ­ტის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის (დი­რექ­ტო­რი – ზა­ურ ფხა­ლა­ძე, მო­ად­გი­ლე – გი­გი შუ­ბი­თი­ძე, ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი მსა­ჯი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე ვახ­ტანგ ბა­ქა­ნი­ძე) ინი­ცი­ა­ტი­ვით, ახ­ლა­ხან, ჩა­ტარ­და ტურ­ნი­რი მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში, რო­მე­ლიც 1992-93 წლებ­ში, აფხა­ზეთ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ თსსუ-ის სტუ­დენ­ტ­თა ნა­თელ ხსოვ­ნას მი­ეძღ­ვ­ნა – ვა­სილ კი­ლა­ძე, ილია მე­ლა­ძე, გი­ორ­გი მი­რო­ტა­ძე, რე­ვაზ მუმ­ლა­ძე და ნი­კო­ლოზ ღიბ­რა­ძე.

ტურ­ნირ­ზე მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ გი­ორ­გი მი­რო­ტა­ძის მა­მა, ლე­ვან მი­რო­ტა­ძე და ნი­კო­ლოზ ღიბ­რა­ძის მა­მა, ავ­თო ღიბ­რა­ძე.

აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 20-მდე გუნ­დ­მა გა­მოთ­ქ­ვა. ისი­ნი ოთხ ქვეჯ­გუ­ფად გა­და­ნა­წილ­დ­ნენ, 5-5 გუნ­დი – თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში, თა­მა­შე­ბი წრი­უ­ლი სის­ტე­მით გა­ი­მარ­თა. ჯგუ­ფე­ბი­დან პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებ­ზე გა­სულ­მა რვა გუნ­დ­მა მე­ოთხედ ფი­ნალ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა ას­პა­რე­ზო­ბა, შემ­დ­გომ კი გუნ­დე­ბი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში შეხ­ვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს: წა­გე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი, თსსუ-ის „იუნა­ი­ტე­დი“ და უცხო­ე­ნო­ვა­ნი გუნ­დი „ფერ­მე­რე­ბი“, მე-3 საპ­რი­ზო ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად – თა­მა­ში ქარ­თ­ველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა მო­ი­გეს 6:2; ფი­ნალ­ში ერ­თ­მა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ გუნ­დე­ბი – „ზეს­ტა­ფო­ნი“ და „მე­ნე­და“ (მე – მე­დი­კა­მენ­ტი, ნე – ნექ­ტა­რი, და – დას­ტა­ქა­რი). ფი­ნალ­ში მო­თა­მა­შე გუნ­დე­ბი მო­ე­დან­ზე გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბით, სის­წ­რა­ფით, მოძ­რა­ო­ბით. თა­მა­შის დროს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ხში­რად იყე­ნებ­დ­ნენ სა­თა­მა­შო პა­უ­ზებს, იმი­ტა­ცი­ებს. გუნ­დებ­მა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად სა­სი­ა­მოვ­ნო თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს. მათი სურ­ვი­ლი იყო ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა, რად­გან აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის“ ხსოვ­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ტურ­ნი­რი პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და.

თა­ნა­ბა­რი ძა­ლის გუნ­დე­ბი შე­ტე­ვე­ბით, კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით და კარ­ში დარ­ტყ­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, თა­მა­ში „ზეს­ტა­ფო­ნის“ გუნ­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და 3:1. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი­დან, სა­მი­ვე გო­ლი რა­ტი ლე­ჟა­ვამ გა­ი­ტა­ნა, ხო­ლო წა­გე­ბუ­ლი გუნ­დი­დან – კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­კი) ჯინ­ჭა­რა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, თსსუ-ის ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბი გუნ­დის კა­პი­ტან­მა, და­ვით უბი­ლა­ვამ, შე­სა­ნიშ­ნავ­მა სტუ­დენ­ტ­მა, ტურ­ნი­რის დაწყე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მა ვერ მო­ი­შუ­შა და ტრავ­მი­რე­ბუ­ლმა და­ამ­თავ­რა ას­პა­რე­ზო­ბა, ვერ შეძ­ლო თა­ვის გა­მო­ჩე­ნა. იგი „ფუტ­სა­ლის“ კარ­გი მო­თა­მა­შე ფეხ­ბურ­თე­ლია.

და­სა­ხელ­დ­ნენ ტურ­ნირ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი:

  1. სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი, 12 გა­ტა­ნი­ლი გო­ლით – გო­გა ლობ­ჯა­ნი­ძე;
  2. ტექ­ნი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი – რა­ტი ლე­ჟა­ვა;
  3. სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე – ორი­ვე გუნ­დის მე­კა­რე­ე­ბი: გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დის – თორ­ნი­კე ფუტ­კა­რა­ძე და „მე­ნე­დას“ – ან­დ­რია გაბ­რი­ჩი­ძე;
  4. სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი – „მე­ნე­დას“ კა­პი­ტა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­კი) ჯინ­ჭა­რა­ძე;
  5. სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლი – მი­რი­ან ჯა­ფი­აშ­ვი­ლი.

ფი­ნა­ლურ თა­მაშ­ზე თსსუ-ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა დას­წ­რე­ბამ მე­ტი სით­ბო შე­მა­ტა ფი­ნალს.

საპ­რი­ზო ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­სე­ბით, მედ­ლე­ბი­თა და პრი­ზე­ბით სა­პა­ტიო სტუმ­რებ­მა, ლე­ვან მი­რო­ტა­ძემ და ავ­თო ღიბ­რა­ძემ, და­ა­ჯილ­დო­ვეს. მათ დი­დი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს თსსუ-ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის­ათ­ვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბის­თ­ვის, მა­თი ნა­თე­ლი ხსოვ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის­თ­ვის.

და­სა­ხელ­დ­ნენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი:

I ად­გი­ლი – „ზეს­ტა­ფო­ნის“ ნაკ­რე­ბი გუნ­დი: გი­ორ­გი ხი­და­შე­ლი – გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, თორ­ნი­კე ფუტ­კა­რა­ძე, სა­ბა სამ­ხა­რა­ძე, მი­რი­ან ჯა­ფი­აშ­ვი­ლი, და­ვით სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, ვა­ჟა ჯუ­ღე­ლი, ზა­ზა გა­ბა­ძე, რა­ტი ლე­ჟა­ვა, თენ­გო შა­რი­ქა­ძე, რე­ზი შურ­ღაია; გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი — ვა­ჩე ენუ­ქი­ძე;

 

 

II ად­გი­ლი – „მე­ნე­დას“ ნაკ­რე­ბი გუნ­დი: კონ­ს­ტან­ტი­ნე (კო­კი) ჯინ­ჭა­რა­ძე – გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, ან­დ­რია გაბ­რი­ჩი­ძე, ალექ­სან­დ­რე მეს­ხია, სა­ბა გურ­გე­ნი­ძე, უტა ფი­ფია, ნი­კა კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი, და­ჩი ზვი­ა­და­უ­რი, გი­ორ­გი ხა­რა­ზიშ­ვი­ლი.

„მე­ნე­დას“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თსსუ-ს „ფუტ­სა­ლის“ ნაკ­რებ გუნ­დ­ში არი­ან გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები