19 აპრილი, პარასკევი, 2024

ტრენინგები ციფრული ტექნოლოგიებში უკრაინელი მასწავლებლებისთვის

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში მყოფი უკრაინელი მასწავლებლებისთვის, ჩატარდა ტრენინგები ციფრული ტექნოლოგიებში, კერძოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოების მიმართულებით.

ტრენინგ მოდული შემუშავდა მასწავლებლების საჭიროებების გათვალისწინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა გადაამზადეს უკრაინულ სექტორში დასაქმებული 58 მასწავლებელი თბილისსა და ბათუმში.

ტრენინგის მონაწილეებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა. მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მზად არის მომავალშიც შეიმუშაოს და მშობლიურ, უკრაინულ ენაზე, სრულიად უსასყიდლოდ, ჩაუტაროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები საქართველოში მოღვაწე უკრაინელ პედაგოგებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები