29 მარტი, პარასკევი, 2024

ტესტირების შედეგები – ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია  

spot_img

დაიწყო 2022 წლის მაწავლებლის საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება. დღეს ცნობილი გახდა ტესტირების შედეგები ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით  მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება დარჩენილი საგნების შედეგების გამოცხადება. დეტალურ ინფორმაციას ცენტრის ვებგვერდზე იხილავთ.

გთავაზობთ ტესტირების შედეგებს ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

 

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე.

 

ტესტები და შეფასების სქემები 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები