24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები – პრაქტიკული რეკომენდაციები ქიმიის გაკვეთილზე

spot_img

ეთერ სადაღაშვილი
სსიპ თბილისის №6 საჯარო სკოლა

თამარ დუნდუა
სსიპ თბილისის №160 საჯარო სკოლა

 

 

 

სწავლა-სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა არსებობს მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიჰაი ჩიკსენმიჰაი იკვლევდა თუ რატომ ხარჯავენ მკვლევრები მნიშვნელოვან ენერგიასა და დროს თავიანთ საქმიანობაზე. მან შემოიტანა ტერმინი „Flow“ (1), რომლის დროსაც კონცენტრაცია, ინტერესი და სიამოვნება ერთდროულად განიხილება. ამ კვლევის მიხედვით, მოსწავლე სიამოვნებით ასრულებს დავალებებს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. თუ მოსწავლის უნარების დონე არ არის ამოცანის სირთულის შესაბამისი, მას უცრუვდება იმედი, არ აინტერესებს დავალება და სწრაფად შორდება. ასევე, დავალების სირთულის შემცირებამ შეიძლება მოსწავლისთვის სწავლა უინტერესო გახადოს.

დოქტორ მაიკლ გ. მურის ტრანსინდუქციური თეორიის თანახმად, მასწავლებელსა და მოსწავლის კომუნიკაციის გაუმჯობესებით, იზრდება სწავლის ხარისხი. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადაცემის ფორმაც. მაგალითად, თუ მასწავლებელი ერთი-ერთზე, ტელეფონის მეშვეობით, ესაუბრება მოსწავლეს, ამ შემთხვევაში, მათ შორის ტრანსაქციული დისტანცია უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი მოსწავლეს სახელმძღვანელოს უგზავნის და შემდეგ მისგან დავალებების შესრულებას ელის. კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ელექტრონული რესურსები და ტექნოლოგიები (2, 3).

ამ თეორიების გათვალისწინებით, საკუთარ შექმნილ რესურსზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მოსწავლის საჭიროებაზე მორგება ზრდის განათლების ხარისხს. გთავაზობთ მოსწავლისთვის დამატებითი კომუნიკაციისთვის გამოყენებულ სხვადასხვა ქვეყნის ქიმიკოსთა მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს და მათი გამოყენების მიზნებს.

1. https://pbslm-contrib.s3.amazonaws.com/WGBH/conv19/phy03-int-ptable/index.html

მოცემულია ვირტუალური პერიოდული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაეცნონ ელემენტის შედგენილობას, ელექტრონების განლაგებას ატომის ენერგეტიკულ შრეებზე. სახალისო ამოცანები – ეს რესურსი შესაძლებელია, მოსწავლემ თვითშეფასებისთვის გამოიყენოს.

  1. https://teachchemistry.org/classroom-resources/ionic-covalent-bonding-simulation

რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შექმნან სხვადასხვა მოლეკულის კომბინაცია, დაადგინონ მოლეკულაში ატომების თანაფარდობა, მოლეკულის ბმის ტიპები, სიმულაცია ვიზუალურად განასხვავებს ელექტრონების გადაცემასა და გაზიარებას, იონური და კოვალენტური ნაერთის ფორმირებას.

  1. https://teachchemistry.org/classroom-resources/intermolecular-forces-2020

რესურსი განიხილავს მოლეკულათშორისი მიზიდვისა და განზიდვის ძალებს. ამ რესურსში წყალბადური ბმა განიხილება, როგორც მოლეკულათშორისი ძალა.

  1. https://teachchemistry.org/classroom-resources/preparing-solutions-simulation

ანიმაციაში მოცემულია ამოცანები მოლური ხსნარის შესახებ, მეთოდური მითითებებით. ასევე, ანიმაცია საშუალებას იძლევა დეტალურად გაეცნო მოლური ხსნარის მომზადების ლაბორატორიულ მეთოდს.

  1. https://ptable.com/#Properties

ინტერაქტიული პერიოდულობის ცხრილი საშუალებას იძლევა, შეიმეცნო ელემენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ღილაკებზე – Properties, Electrons, Izotope, conpound – დაწკაპუნებით, შეისწავლოს ატომის შედგენილობა, ელეტრული გარსის აღნაგობა, იზოტოპები და ასევე შესაძლოა მოლეკულური ნაერთების შექმნა.

  1. https://www.rsc.org/periodic-table/

ქიმიის სამეფო საზოგადოების მიერ შექმნილი ინტერაქტიული პერიოდული ცხრილი შეიცავს ალქიმიის ისტორიას, პოდკასტებს, ვიდეოებს. პერიოდული სისტემის ზედა ზოლზე დაწკაპუნებით შეისწავლით თითოეულ სექციას, ხოლო თითოეულ ელემენტზე დაწკაპუნება დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ელემენტის შესახებ.

  1. https://waqi.info/ka/#/c/40.884/46.263/6z

შექმნილი რესურსი საშუალება იძლევა, გავიგოთ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რეალურ დროში. იგი გამოდგება ჰაერის დაბინძურების მონაცემების გასაანალიზებლად და არგუმენტირებული დასკვნების გამოსატანად.

  1. https://molview.org/

მოცემული სიმულაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შეადგინონ სამგანზომილებიანი მოლეკულა. რესურსი განსაკუთრებით სასარგებლოა მოლეკულაში ჩამნაცვლებლის გავლენის შესასწავლად.

  1. https://www.simbucket.com/welcome-to-simbucket/

ამ რესურსში წარმოდგენილია საბუნებისმეტყველო საგნების სიმულაციები, ნივთიერებების ფიზიკური თვისებები, აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე, ნივთიერების შედგენილობა, რეაქციის გათანაბრება და სხვა.

  1. https://www.labxchange.org/library/pathway/lx-pathway:9bc13661-ec63-4406-b6e8-1264115336cf
  2. http://mw.concord.org/nextgen/#interactives/chemistry/chemical-reactions/temp-reaction-rate

10-11 რესურსი გამოიყენება ქიმიური რეაქციის სიჩქარისა და რეაქციის სიჩქარეზე და მასზე მომქმედი ფაქტორების შესასწავლად.

  1. https://crosswordlabs.com/-

მოცემული რესურსი კროსვორდის შედგენის საშუალებას იძლევა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს როგორც მოსწავლემ, ასევე მასწავლებელმა. საიტზე განთავსებულია მზა რესურსების ბაზაც.

  1. https://kahoot.com/schools-u/

რესურსი გამოიყენება ქვიზებისა და კითხვარის მოსამზადებლად.

  1. https://ck12.edu.ge/?fbclid=IwAR3bBUBeCDIxcaimRwNHjlt6N9lPKGNo8Dfi4RGkHL6s8n6jFAJ8R2mtOv8

საგანმანათლებლო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები.

სასწავლო ოთახში ან დისტანციური სწავლებისას, მოცემული რესურსები შესაძლებლობას იძლევა, რომ მასწავლებელმა გაზარდოს მოტივაცია მოსწავლეებში, უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახადოს ქიმიის საგაკვეთილო პროცესი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edtechbooks.org/ux/flow_theory_and_lxd
  2. Moore, M. (1997). Theory of Transactional Distance. In Keegan, D. (1997). (Ed.). Theoretical Principles of Distance Education. Routledge, pp. 22-38. Retrieved 28 July 2011.
  3. https://www.wgu.edu/blog/connectivism-learning-theory2105.html

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები