25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავ­ლე­ბის ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი ის­ტო­რი­ა­ში

spot_img

ეკა კო­ბი­აშ­ვი­ლი

ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, სსიპ თე­ლა­ვის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

21-ე სა­უ­კუ­ნემ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სკო­ლა — მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მოს­წავ­ლეც. რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, დრო­დად­რო, იც­ვ­ლე­ბა მიდ­გო­მე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს აკა­დე­მი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­გეგ­მოს ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, კე­თე­ბით სწავ­ლა, პრობ­ლე­მა­ზე და კვლე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლა, ისტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ხდე­ბა მოს­წავ­ლე­თათ­ვის.

რა არის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მი­ზა­ნი? რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა?

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს: მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რია, ჩარ­თუ­ლია ძი­ე­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში, წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ახ­დენს ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას; კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ, ყო­ფით გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­ში­რებს; დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სწავ­ლის სწავ­ლას; აქ­ტი­უ­რია ინ­ტე­რაქ­ცია მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს შო­რის და მოს­წავ­ლე ახ­დენს ცოდ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბას.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა

მას­წავ­ლე­ბე­ლი — ეკა კო­ბი­აშ­ვი­ლი

სა­გა­ნი — ის­ტო­რია

კლა­სი — VIII,   სა­ფე­ხუ­რი — სა­ბა­ზო

თე­მა: ად­რინ­დე­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი

სა­კითხი: ჯვა­როს­ნე­ბი; რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნე­ბი

ცნე­ბა: წყა­რო/ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია (შე­დე­გე­ბი: 1, 2, 5, 6)

საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბი: რამ­დე­ნად სან­დოა ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქ­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით? რას მოგ­ვითხ­რობს ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ჯვა­როს­ნებ­ზე?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა:

წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ხარ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მკვლე­ვა­რი, გსურს შექ­მ­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლის სა­თაური იქ­ნე­ბა „ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ჯვა­როს­ნებ­ზე“. შე­ის­წავ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი (თქვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან —ის­ტო­რია-8, ნ. ახ­მე­ტე­ლი, ბ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ნ. ფირ­ცხა­ლა­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე“ ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ძი­ე­ბუ­ლი) ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ და პროგ­რა­მა ISSUU-ში (ან სხვა პროგ­რა­მა­ში, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში) შექ­მე­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნი და წა­რუდ­გი­ნე კლასს.

ნაშ­რომ­ში ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნეთ:

⇔ რა ტი­პის წყა­რო­ე­ბი­დან გაქვს ინ­ფორ­მა­ცია ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ?

⇔ და­ა­ხა­სი­ა­თე ჯვა­როს­ნე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით.

⇔ რა­ში ეთან­ხ­მე­ბი­ან ან ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან მა­თი ავ­ტო­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს?

⇔ რა­ტომ აფა­სე­ბენ წყა­რო­ე­ბი ერ­თ­სა და იმა­ვე ფაქტს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად?

⇔ რამ­დე­ნად სან­დოა მო­ცე­მუ­ლი წყა­რო­ე­ბი ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ?

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პე­ბი

(აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი):

ეტა­პი 1

  1. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გაც­ნო­ბა

2. ვი­დე­ო­ინ­ს­ტუქ­ცია, რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნი პროგ­რა­მა ISUU-ში

ეტა­პი 2.

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვე­ბი: რო­გორ შე­ვას­რუ­ლო მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა?

თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ჯვა­როს­ნე­ბი: სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს გაც­ნო­ბა

რე­სურ­სი: სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — ნ. ახ­მე­ტე­ლი, ნ. ფირ­ცხა­ლა­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე“, გვ.108-111.

წყა­რო: ანა კომ­ნე­ნო­სი, ბი­ზან­ტი­ე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე, „ალექ­სი­ა­და“, XIIს;

წყა­რო: რა­ი­მუნდ აჟი­ლე­ლი, ფრან­გი მე­მა­ტი­ა­ნე, „ის­ტო­რია ფრან­კე­ბის, რომ­ლებ­მაც იერუ­სა­ლი­მი აიღეს“, XIს;

წყა­რო: იტა­ლი­ურ-ნორ­მა­დი­უ­ლი ქრო­ნი­კა, XIს;

წყა­რო: იბნ-ალ-ასი­რი, მუს­ლი­მი მე­მა­ტი­ა­ნე, „მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის კრე­ბუ­ლი“, XIს;

წყა­რო: იბნ ალ-კა­ლა­ნი­სი, არა­ბი ის­ტო­რი­კო­სი, „და­მას­კოს ის­ტო­რია“, XIIს;

წყა­რო: უსა­მა იბნ მუნ­ქი­ზი, არა­ბი მე­მა­ტი­ა­ნე, მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი, ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქ­რო­ბის მო­ნა­წი­ლე, „შე­გო­ნე­ბა­თა წიგ­ნი“, XIIს.

და­ვა­ლე­ბა:
  1. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე წყა­რო­ე­ბი და შე­ავ­სე ის­ტო­რი­ულ წე­რი­ლო­ბი­თი წყა­როს სა­მუ­შაო ფურ­ცე­ლი (მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი, და­ნარ­თი 1).
  2. რო­გორ ფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვენ­დოთ მი­კერ­ძო­ე­ბულ წყა­რო­ებს? წყა­როს გან­ხილ­ვის შემ­დეგ, შე­ე­ცა­დე გად­მოს­ცე იგი­ვე ამ­ბა­ვი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად.
  3. მო­ი­ძიე ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­დან, ასე­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან (ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი, გვ.110) , და­ა­ლა­გე ისი­ნი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე, ეს ილუს­ტრა­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე ელექ­ტო­ნუ­ლი წიგ­ნის­თ­ვის.
  4. წყა­როს (ანა კომ­ნე­ნო­სი, ბი­ზან­ტი­ე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე, „ალექ­სი­ა­და“, XII ს) მი­ხედ­ვით იმ­ს­ჯე­ლე და­სავ­ლურ და ბი­ზან­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე (სა­ზო­გა­დო­ე­ბა).
  5. და­ა­ხა­სი­ა­თე ჯვა­როს­ნე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით.
  6. რამ­დე­ნად სან­დოა ეს წყა­რო­ე­ბი?
  7. გა­ე­ცა­ნი რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას (გვ.111), ინ­ტერ­ნე­ტით მო­ი­ძიე მათ შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია. რა კავ­შირ­ში არი­ან ისი­ნი ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქ­რო­ბებ­თან?

ეტა­პი 3. პრე­ზენ­ტა­ცია

⇔ აღ­წე­რე რა ტი­პის წყა­რო­ე­ბი­დან გაქვს ინ­ფორ­მა­ცია ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ.

⇔ და­ა­ხა­სი­ა­თე ჯვა­როს­ნე­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით.

⇔ შე­ა­ფა­სე, რა­ში ეთან­ხ­მე­ბი­ან ან ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან მა­თი ავ­ტო­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს?

⇔ რა­ტომ აფა­სე­ბენ წყა­რო­ე­ბი ერ­თ­სა და იმა­ვე ფაქტს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად?

⇔ რამ­დე­ნად სან­დოა მო­ცე­მუ­ლი წყა­რო­ე­ბი ჯვა­როს­ნე­ბის შე­სა­ხებ?

⇔ რა სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად?

შე­დე­გი:

მოს­წავ­ლე ქმნის პრო­დუქტს — ელექ­ტ­რო­ნულ წიგნს პროგ­რა­მა ISUU-ში (ხდე­ბა ისტ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში). აანა­ლი­ზებს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წყა­რო­ებს, აფა­სებს, ეთან­ხ­მე­ბი­ან თუ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან წყა­როს ავ­ტო­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს, მსჯე­ლობს სან­დო­ო­ბა­ზე. სა­უბ­რობს, რა სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას.

რე­სურ­სე­ბი:

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო: ნ. ახ­მე­ტე­ლი, ბ. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ნ. ფირ­ცხა­ლა­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნე“, გვ.108-111.

https://akhaliganatleba.ge/http-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost5920actioneditclassic-editor/ — კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სიტყ­ვა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში, „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 20 მა­ი­სი, 2020.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები