24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სწავ­ლა თა­მა­შით – სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი

spot_img

ნინო შალამბერიძე
სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ზე­და მეს­ხე­თის ბრო­წე­უ­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დაწყე­ბით კლა­სებ­ში, მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბი­სას, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ზე­პი­რი ან­გა­რი­შის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მე­თო­დე­ბი უნ­და და­ი­გეგ­მოს, რომ­ლე­ბიც ასე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ზე­პი­რი ან­გა­რი­შის სწავ­ლე­ბი­სას, მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნია შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტუ­რი თა­მა­შე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. თა­მა­ში ბავ­შ­ვის­თ­ვის სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი ფორ­მაა, მას სკო­ლას­თან ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გავ­ლა­სა და მოს­წავ­ლის რო­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამ დროს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მოს­წავ­ლე­ებს მათ­თ­ვის სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში გა­და­აქვთ, წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, რაც, თა­ვის მხრივ, სა­ხა­ლი­სოს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბავ­შ­ვებს, გა­ნა­ვი­თა­რონ მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ კლას­ში, თა­მა­შით სწავ­ლე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნია მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

თა­მა­შით სწავ­ლე­ბას ღრმა ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ერ­თო­ბი­ან და ის­ვე­ნე­ბენ. თა­მა­შით ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ნის გა­და­ცე­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მე­თო­დით სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლად აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. თა­მა­ში ბავ­შ­ვებს ეხ­მა­რე­ბა, კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რონ შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლა. გაკ­ვე­თილ­ზე თა­მა­ში ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ენ­თუ­ზი­აზმს.

თა­მა­შის, რო­გორც სწავ­ლე­ბის მე­თო­დის, გა­მო­ყე­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში:

  1. თა­მა­შით სწავ­ლე­ბა სწავ­ლის პრო­ცესს სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის. ეს, თა­ვის­თა­ვა­დაც, ხელს უწყობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სად­მი ბავ­შ­ვე­ბის მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სის ფორ­მი­რე­ბას;
  2. თა­მა­შით სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი პრო­ცესს სა­ხა­ლი­სო­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის და უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბას. იმას, რაც და­ი­ზუთხა, ივიწყებს რამ­დე­ნი­მე დღე­ში; ის, რაც თა­მაშ­ში აით­ვი­სა, ბავშვს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახ­სოვს;
  3. რო­ცა ბავ­შ­ვი თა­მა­შით სწავ­ლობს, შე­დეგს სწრა­ფად­ვე ხე­დავს: „მო­ი­გო“ ან „წა­ა­გო“. „მო­გე­ბის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა ხდე­ბა; „წა­გე­ბის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დას­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია ძლი­ერ­დე­ბა.

ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­გი­ზი­ა­რებთ „კა­მათ­ლე­ბით თა­მა­შის“ მე­თოდს ზე­პი­რი ან­გა­რი­შის სწავ­ლე­ბი­სას. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სხვა­დას­ხ­ვა ზო­მი­სა და ფორ­მის კა­მათ­ლე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც შეგ­ვიძ­ლია და­ვამ­ზა­დოთ. მოს­წავ­ლე­ებს ვაწ­ვ­დით ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას: გა­ა­გო­რონ კა­მა­თე­ლი და მი­ღე­ბუ­ლი რიცხ­ვე­ბი შეკ­რი­ბონ ზე­პი­რად. თა­მა­ში სრულ­დე­ბა რო­გორც მთლი­ან კლას­თან, ასე­ვე წყვი­ლებ­ში.

ვა­რი­ან­ტი 1. თა­მა­ში მთელ კლას­თან

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს აჩ­ვე­ნებს კა­მათ­ლებს და აძ­ლევს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას, გა­ა­გო­რონ კა­მა­თე­ლი და შე­ას­რუ­ლონ რიცხ­ვებ­ზე მოქ­მე­დე­ბე­ბი (შეკ­რე­ბა ან გა­მოკ­ლე­ბა) ზე­პი­რად.

აქ­ტი­ვო­ბის მსვლე­ლო­ბა: მოს­წავ­ლე­ე­ბი აკე­თე­ბენ წრეს. შუ­ა­გულ­ში გა­მო­დი­ან სა­თი­თა­ოდ და აგო­რე­ბენ კა­მა­თელს. ას­რუ­ლე­ბენ რიცხ­ვებ­ზე მოქ­მე­დე­ბებს ზე­პი­რად. თა­მა­ში გრძელ­დე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ყვე­ლა მოს­წავ­ლე არ გა­ა­გო­რებს კა­მა­თელს. იმარ­ჯ­ვე­ბენ ის მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რად ას­რუ­ლე­ბენ რიცხ­ვებ­ზე მოქ­მე­დე­ბებს ზე­პი­რად.

ვა­რი­ან­ტი 2.

აქ­ტი­ვო­ბის აღ­წე­რა: თა­მა­ში სრულ­დე­ბა წყვი­ლებ­ში. მეწყ­ვი­ლე­ე­ბი აგო­რე­ბენ კა­მათ­ლებს (სა­მა­გი­დო კა­მა­თე­ლი), ას­რუ­ლე­ბენ რიცხ­ვებ­ზე მოქ­მე­დე­ბებს ზე­პი­რად. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჯერ­ზე სწო­რად და­ა­სა­ხე­ლებს გა­მოთ­ვ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ზე­პი­რი ან­გა­რი­შის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

დრო გა­დის, მაგ­რამ თა­მა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მა­ინც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან დი­დაქ­ტი­კურ თა­მა­შებ­ში და უად­ვილ­დე­ბათ სას­წავ­ლო მა­სა­ლის აღ­ქ­მა. უმ­ც­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის იც­ვ­ლე­ბა სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბის ში­ნა­არ­სი და მი­მარ­თუ­ლე­ბა. ჩნდე­ბა ახა­ლი თა­მა­შე­ბი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წე­სე­ბი­თა და პი­რო­ბე­ბით, ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, მიმ­ზიდ­ვე­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები