29 მარტი, პარასკევი, 2024

სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­ს მიღ­მა რომ არ დარ­ჩ­ნენ

spot_img

გან­ვ­ლილ­მა ცხრა თვემ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა რამ­დე­ნად რთუ­ლად თავ­სე­ბა­დი ცნე­ბე­ბია კო­ვი­დე­პი­დე­მია და გა­ნათ­ლე­ბა (მით უფ­რო ონ­ლა­ინ­გა­ნათ­ლე­ბა) მის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე. სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ­მა მე­თოდ­მა სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სკო­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ათას­გ­ვარ­მა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თა­ვი სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქად, ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კუ­თარ მე­თო­დებს უზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გვთა­ვა­ზო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი… გა­საკ­ვი­რი არაა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე სხი­ლა­ძე ვრცე­ლი სა­ჯა­რო ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ით გა­მო­ეხ­მა­უ­რა შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას და აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში.

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი და რთუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა – ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაა. მთავა­რი კით­ხ­ვა ისაა, მო­ა­ხერ­ხა თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფომ სსსმ მოს­წავ­ლე­თა კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის – გა­ნათ­ლე­ბის დაც­ვა, რომ ისი­ნი არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა. კითხ­ვას ➡️ფა­ტი ახა­ლაია პა­სუ­ხობს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო ს­ვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში: „პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ – საკ­მა­ოდ რთუ­ლია სსსმ მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ონ­ლა­ინ­ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფორ­მა­ტის მორ­გე­ბა. ჯერ კი­დევ 2020 წლის მარ­ტ­ში მი­ვი­ღეთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო­დან სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის შე­სა­ხებ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით; გა­ვე­ცა­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­წო­დე­ბულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გე­გ­მებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ვა­ტა­რეთ სსსმ მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კვლე­ვა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სწო­რად შე­სარ­ჩე­ვად, გა­ვე­ცით შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი; სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს მი­ვა­წო­დეთ „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის“ კრე­ბუ­ლი (ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია). კრე­ბულ­ში აღ­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ით­ვალ­სი­წი­ნებს სსსმ მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, სათა­ნა­დო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;  შევი­მუ­შა­ვეთ დის­ტან­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი.

სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­დან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო ს­ვა­ნე­თის 6 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (ზუგ­დი­დი, ხო­ბი, სე­ნა­კი, ფო­თი, აბა­შა, მეს­ტია) სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ვაგ­რ­ძე­ლებთ სსსმ მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ულო­ბის მო­ნი­ტო­რინგს, მშობელ­თა გა­მო­კით­ხვის გზით. ვფიქ­რობ, სა­სი­კე­თოდ შეც­ვ­ლის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი „ისი­ნი ჩვენ შო­რის არი­ან“, რომ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კამ­პა­ნი­ას თე­მა­ზე „ვის­წავ­ლოთ ერ­თად“. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი­სათ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სი­სა და პრინ­ცი­პე­ბის გაც­ნო­ბა.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, შე­იქ­მ­ნა გზამ­კ­ვ­ლე­ვი „სკო­ლე­ბი პან­დე­მი­ის დროს: პრაქ­ტი­კუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის­თ­ვის“, რო­მელ­შიც, სხვა სა­კითხებ­თან ერ­თად, მო­ცე­მუ­ლია სსსმ  მო­ს­წავლეებისთვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი, რო­გორ უნ­და და­გეგ­მოს სკო­ლამ სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. აი, ეს არის მოკ­ლედ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში. ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თ­ვა, რა თქმა უნ­და, სპე­ცი­ა­ლურ მას­წა­ვ­ლე­ბელ­ზეა, რო­მელ­საც კი­დევ უფ­რო გა­ურ­თულ­და ისე­დაც რთუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ჩვენ შორს ვართ იმ აზ­რის­გან, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნაკ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ პე­და­გო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა, სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა. შე­დეგ­ზე სა­უ­ბა­რი კი, ვფიქ­რობ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სჯობს.“

ალ­ბათ ასე­ცაა, მაგ­რამ შედე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბამ­დე არ­სე­ბობს ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა, რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი, რომ­ლის შუ­ა­გულ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, თა­ვი­სი მოს­წავ­ლი­თა და ახალ რე­ა­ლო­ბას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი მშობ­ლით. რო­გო­რია ახ­ლა მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა (რაც აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა სსსმ მოს­წა­ვლე­ს­თან მუ­შა­ო­ბი­სას) და რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ისი­ნი ერ­თად – ამის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს ➡️ ხა­თუ­ნა ხა­ჟო­მია, ფო­თის №1 სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ჩვენს სკო­ლა­ში 14 სსსმ მოს­წავ­ლეა და 14-ვე ჩარ­თუ­ლია თიმ­სის პროგ­რა­მა­ში, მაგ­რამ ქცე­ვის სირ­თუ­ლის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან ძა­ლი­ან რთუ­ლია ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვა, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მეს­თან მე­სენ­ჯე­რის მეშ­ვე­ო­ბით ვა­ტა­რებ გაკ­ვე­თილს, რად­გან ეკ­რა­ნის გა­ზი­ა­რე­ბის ფუნ­ქ­ცია აქვს და ათას­გ­ვარ თვალ­საჩ­ინო­ე­ბას ვი­ყე­ნებ, რომ მა­თი ყუ­რადღე­ბა მი­ვიქ­ციო, და­ვა­ინ­ტე­რე­სო. ამი­ტომ და­უს­რუ­ლებ­ლად მიხ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში ახალ-ახა­ლი რე­სურ­სის ძი­ე­ბა და კი­დევ კარ­გი, რომ უამ­რა­ვი მა­სა­ლააა, უბ­რა­ლოდ, ბევ­რი დრო მჭირ­დე­ბა მის მო­სა­პო­ვებ­ლად. ჩე­მი უპირ­ვე­ლე­სი დამ­ხ­მა­რე, რა თქმა უნ­და, მშობ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მასწავლებლე­ბის ფუნ­ქ­ცი­აც შე­ი­თავ­სეს და წარ­მა­ტე­ბი­თაც. მათ გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძ­ლებ­დი, სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით გვჭირ­დე­ბა მა­თი მხარ­დაჭ­ერა – ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის გავ­ცემთ, პირ­ველ რიგ­ში, მშო­ბელ­მა უნ­და შე­ას­რუ­ლოს, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას თუ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, სწო­რედ ისი­ნი არი­ან მათ გვერ­დით და ეხ­მა­რე­ბი­ან, ამი­ტომ სულ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი მად­ლო­ბა სწო­რედ მშობ­ლებს ეკუთ­ვ­ნით, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. რო­გორც მე ვი­ძი­ებ ინ­ტერ­ნეტ­ში მა­სა­ლებს, ისე მშო­ბე­ლიც, რომ სახ­ლ­ში, გაკ­ვეთ­ილის შემ­დეგ იმუ­შა­ოს შვილ­თან და ეს იგ­რ­ძ­ნო­ბა კი­დეც ყო­ველ მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილ­ზე. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, თვალ­საჩ­ინო­ე­ბას, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მშო­ბელ­მა წი­ნას­წარ იცის, რა აქ­ტი­ვო­ბებს ვგეგ­მავ მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის და ჩე­მი მი­თი­თე­ბით, ერ­თობ­ლი­ვად, ვი­ძი­ებთ სა­თა­ნა­დო რე­სურ­სებს მოს­წავ­ლის და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად. სკო­ლის რე­სურ­სო­თახ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი მა­სა­ლა გვაქვს, რო­გორც შე­ძე­ნი­ლი, ასე­ვე ხელ­ნა­კე­თი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ახ­ლა მშო­ბელს ვთხოვ, რომ ბავ­შ­ვის ჩარ­თუ­ლო­ბით, თა­ვად და­ამ­ზა­დოს, თე­მის შე­სა­ფე­რი­სი, ესა თუ ის რე­სურ­სი, კე­თე­ბის პრო­ცე­სი ბევრ უნა­რებს უვი­თა­რებს და უმუ­შა­ვებს მოს­წავ­ლეს.

შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვის იმე­დი მაქვს. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, ახ­ლა შე­ვე­გუე, რო­ცა მშობ­ლის ასეთ ინ­ტე­რესსა და თა­ნად­გო­მას ვგრძნობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თი­ლი უკე­თე­სი იყოს“.

ხა­თუ­ნა მას­წავ­ლებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლია მი­სი აუტის­ტი მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც ქცე­ვის პრობ­ლე­მა აქვს და მხო­ლოდ 5-10 წუ­თით ახერ­ხებს გაკ­ვე­თილ­ში ჩარ­თ­ვას. ამ­ბობს, რომ თუ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც, 20-წუ­თი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა პი­რის­პირ აუცი­ლე­ბე­ლია შედე­გის მი­საღ­წე­ვად.

 

მსგავს ენ­ თუ­ზი­აზმს მე­ტი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, რად­გან ორ­დღი­ა­ნი ზო­გა­დი ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­ი­ა­რა ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნამ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუთხით, საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. მათ­თ­ვის კი­დევ ცალ­კე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბია სა­ჭი­რო, რო­მელ­საც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ყვე­ლა მი­სი კო­ლე­გა სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ივ­ლის. სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა, მით უფ­რო დის­ტან­ცი­უ­რად, გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბა­თა (თუნ­დაც სხვა ქვეყ­ნე­ბის) შე­ჯე­რე­ბით უნ­და წა­რი­მარ­თოს, ვიდ­რე ერ­თი მას­წავ­ლებ­ლი­სა და მშობ­ლის,  თუნ­დაც რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ან სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მი­წო­დე­ბუ­ლი მშრა­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი და რე­კო­მე­ნდა­ცი­ე­ბია.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები