29 მარტი, პარასკევი, 2024

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა

spot_img

რო­გო­რი იქ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე წე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს მათ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი – ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის“ პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი თე­ო­ნა ხო­სი­ტაშ­ვი­ლი.

ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ვე­ცა­დეთ, მიგ­ვე­ღო პა­სუ­ხი სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კითხ­ვა­ზე – რო­გორ მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის და რა მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობს მათ ცენ­ტ­რი. მკითხ­ვე­ლი, ასე­ვე, შე­იტყობს სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს და­ნერ­გ­ვის დე­ტა­ლებს, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ უნ­და გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი გზა.

➡️ გა­სულ წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და. მოკ­ლედ რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რო­გო­რი შე­დე­გე­ბი იყო და რამ­დე­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს დღეს სის­ტე­მას?

🔘 სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს 2021 წელს პირ­ვე­ლად მი­ე­ცათ შან­სი, გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­და­ზე, მათ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რეს იმის­თ­ვის, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ. ვფიქ­რობ, სა­კმაოდ მა­ღა­ლი იყო მა­თი მზა­ო­ბა, რომ გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ გა­მოც­და­ზე, რაც შე­დე­გებ­ში აისა­ხა კი­დეც, გა­სულ წელს 850-მდე მოქ­მედ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და და გახ­და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბულ­ნი არი­ან ისე­თი პი­რე­ბი ვი­საც აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მათ, სკო­ლის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პი­რდა­პირ მი­ე­ნი­ჭათ უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლი­დან – 990 უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, გა­სულ წელს, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა ეყ­რ­დ­ნო­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარტს. პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­უ­ლი. წელს, ასე­ვე სტან­დარ­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა, რაც შე­ა­მოწ­მებს მას­წავ­ლებ­ლის არა მხო­ლოდ პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნას, არა­მედ პრო­ცე­დუ­რულ ცოდ­ნა­საც, რაც კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმით, თუ რო­გორ იყე­ნებს სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ებს სსსმ მოს­წავ­ლის ქცე­ვი­სა თუ სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

➡️ რად­გან გა­მოც­დებს შე­ვე­ხეთ, აქ­ვე გან­ვ­მარ­ტოთ ჩა­ტარ­დე­ბა თუ არა წელს, ზაფხულ­ში, არა სპეც­მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­მოც­და; მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­ში გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბამ, რომ­ლი­თაც გა­ნი­საზღ­ვ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ვა­დე­ბი

🔘 №241 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რია წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის გა­და­წე­ვის შე­სა­ხებ. დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ: „გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­ა­ტა­რებას უზუნ­ველ­ყოფს არაუგ­ვი­ა­ნეს 2023 წლის 1 იან­ვ­რი­სა, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დას ჩა­ა­ტა­რებს არაუგვიანეს 2024 1 იან­ვ­რი­სა“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დამ გა­და­ი­წია ერ­თი წლით, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ჩა­ტარ­დე­ბა წელს, ჩვე­უ­ლებ­რივ.

➡️ ქალ­ბა­ტო­ნო თე­ო­ნა, სა­სურ­ვე­ლია კი­დევ ერ­თხელ გან­მარ­ტოთ, ასე­ვე, ვის შე­უძ­ლია გახ­დეს უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

🔘 კი­დევ ერ­თხელ რომ გან­ვ­მარ­ტოთ – უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტატუსის მო­სა­პო­ვებ­ლად, პი­რი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ მოთხოვ­ნებს:

ამო­ნა­რი­დი კა­ნო­ნი­დან: 

„უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი (ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ფე­ხუ­რის საგ­ნის/საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბით) და გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის მო­დუ­ლი ან მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის მო­დუ­ლი;

უნ­და ჰქონ­დეს სულ მცი­რე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი და გავ­ლი­ლი უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა“.

➡️ რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს აპ­ლი­კან­ტი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას გა­დაწყ­ვეტს?

🔘 უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით და უნ­და ჩა­ა­ბა­როს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­და.

➡️ არის თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოქ­მე­დი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის, ვიდ­რე გა­მოც­და­ზე გავ­ლენ, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 120-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა?

დ გა­მოც­დე­ბამ­დე „სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ვა­ლი კურ­სის“ გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა, თუმ­ცა, უმ­ნიშ­ვენ­ლო­ვა­ნე­სია ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სი, ვი­საც არ აქვს გა­ნათ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში. კურ­სი აგე­ბუ­ლია სტან­დარ­ტზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და მო­ი­ცავს ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა: ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია და ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მე­ბი, სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი თე­ო­რი­ე­ბი, ბი­ჰე­ვი­ო­რიზ­მი, სწავ­ლის სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი თე­ო­რია, გარ­დ­ნე­რის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტის თე­ო­რია, გან­ვი­თა­რე­ბის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და გან­ვით­არე­ბის სფე­რო­ე­ბი, რთუ­ლი ქცე­ვა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა უნი­ვერ­სა­ლუ­რი სას­წავ­ლო დი­ზა­ი­ნით, ახა­ლი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­დ­ნო­ბით ისგ-ის შე­მუ­შა­ვე­ბა და ა.შ.

➡️ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა მხო­ლოდ გა­მოც­დით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა თუ სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც აქვს?

🔘 სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, უნ­და ჩა­ა­ბა­როს სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი გა­მოც­და, სკო­ლის ბა­ზა­ზე ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლსაც წლის ბო­ლოს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის უკუ­კავ­ში­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ახ­ლი­დან შე­ი­მუ­შა­ვებს.

წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, იქ­ნე­ბა 2024 წლის 1 იან­ვ­რამ­დე, ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტ­ის გა­და­ხედ­ვა, თუ რა უნ­და მო­ეთხო­ვე­ბო­დეს. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონმ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით კი, წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

  1. სენ­სო­რუ­ლი ტი­პის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — (სმე­ნა და მხედ­ვე­ლო­ბა);
  2. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და დას­წავ­ლის დარ­ღ­ვე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბით;
  3. მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

➡️ და მი­ვე­დით სწო­რედ იმ კითხ­ვამ­დე, რო­მე­ლიც დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია სპეც­მას­წავ­ლებ­ლებ­ში – რო­გორ მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის? რა მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობს მათ მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი?

🔘 მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის“ პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, გარ­და ე.წ, 120-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სი­სა, ვთა­ვა­ზობთ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბულ ტრე­ნინ­გებს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვ­თა­რე­ბა­ში. გა­სულ წელს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს ჩაუტარდათ 16-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი — „პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ტრე­ნინ­გი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში“, ასე­ვე წელ­საც პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ შე­და­რე­ბით გაზ­რ­დი­ლი მო­ცუ­ლო­ბის ტრე­ნინგ-პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ასე­ვე ორიენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა, სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­ფა­სე­ბა­ და სხვ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნინ­გი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტის ბო­ლო­დან და­იწყე­ბა და დას­რულ­დე­ბა ივ­ნის­ში.

➡️ გარ­და ტრე­ნინ­გე­ბი­სა, რას სთა­ვა­ზობთ მათ? რა სა­ხის რე­სურ­სი ან ლი­ტე­რა­ტუ­რაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი?

🔘 ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა ბო­ლო წლებ­ში, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია, inclusion.ge-ზე, რო­გო­რი­ცაა გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი: სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლიო და სხვ. ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის facebook გვერ­დ­ზე, გა­სულ წელს, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მუ­შავ­და სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო ვი­დე­ო­ე­ბი, live ფორ­მატ­ში გა­ვი­და ვე­ბი­ნა­რე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე, რაც უფ­რო კონ­კ­რე­ტულ თემებზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელ­საც, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სთ­ვის.

➡️ და­ვუბ­რუნ­დეთ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პორტ­ფო­ლი­ოს — ეს სი­ახ­ლეა და სა­სურ­ვე­ლია, გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა, რო­გორ და რა­ტომ უნ­და აწარ­მო­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა პორ­ტ­ფო­ლიო?

🔘 პორ­ტ­ფო­ლიო არის ჩვე­ნი ახა­ლი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა. გა­სულ წელს შევ­ქ­მე­ნით სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს კომ­პო­ნენ­ტე­ბი და პორ­ტ­ფო­ლი­ოს გზამ­კ­ვ­ლე­ვი. ახ­ლა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პორ­ტ­ფო­ლი­ოს სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ამოქ­მე­დე­ბა, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თული. პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა სის­ტე­მა­ში ყვე­ლა სპეცმას­წავ­ლებ­ლის მი­ერ პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა. პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­კუ­თარი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

➡️ მოკ­ლედ რომ გვითხ­რათ, რა კომ­პო­ნენ­ტებს გუ­ლის­ხ­მობს პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა, რა მო­ეთხო­ვე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს?

🔘 პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ პორ­ტ­ფო­ლიო სსსმ მოს­წავ­ლი­სა და სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. რე­ა­ლუ­რად, ეს იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სივ­რ­ცე, სა­დაც გა­მოჩ­ნ­დე­ბა ცალ­კე პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი გზა და ცალ­კე მოს­წავ­ლის შე­დე­გე­ბი. პორ­ტ­ფო­ლიო მო­ი­ცავს შემ­დეგ კომ­პო­ნენ­ტებს: თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გეგ­მა, რუბ­რი­კე­ბი, სსსმ მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია.

ცხა­დია, რო­ცა ასე­თი ტი­პის სი­ახ­ლეს ვნერ­გავთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სას­კო­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ და ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვუ­თავ­სებთ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი პორ­ტ­ფო­ლი­ოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც, ეს არის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, წარ­მო­ად­გენს მას­წავ­ლებ­ლის პრა­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დო­კუ­მენტს, მე­ო­რე მხრივ, ეხ­მა­რე­ბა პე­და­გოგს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის ანა­ლიზ­სა და შე­ფა­სე­ბა­ში. რე­ა­ლუ­რად, დი­ნა­მი­კა­ში უნ­და და­ვი­ნა­ხოთ მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რომ შემ­დეგ სწო­რად დავ­გეგ­მოთ მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. თუ მი­სი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, ვერ შევ­ძ­ლებთ სწო­რად რე­ა­გი­რე­ბას.

სა­მო­მავ­ლოდ გვსურს, რომ პორ­ტ­ფო­ლიო გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი გზა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლებ­ლის პორ­ტ­ფო­ლი­ოს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და იყე­ნე­ბენ სკო­ლა­ში მი­ღე­ბის, წა­ხა­ლი­სე­ბის ან სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მიზ­ნით.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები