25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო

spot_img

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ფორმატში დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით,  სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ელექტრონულ ფორმატში განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login/.

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია, ასევე სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე:

https://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.

კერძოდ:

⇒ მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;

⇒ სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

⇒ აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;

⇒ ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

⇒ ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;

⇒ მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;

⇒ სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;

⇒ სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;

⇒ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

⇒ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;

⇒ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლების კურსდამთავრებულები;

⇒ სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები