20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლის პერსონალის Covid-19-ზე ტესტირება გრძელდება

spot_img

სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ კლინიკებში, აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში, პორტალზე დარეგისტრირებაში მათ დახმარება გაუწიოს.

ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით. სწორედ სკოლებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ 2021 სასწავლო წელი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში დაასრულონ.

„ამ კვირაში კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელი სკოლებში მცირედით არის გაზრდილი. მოგეხსენებათ, დღეიდან დაიწყო უქმე დღეები, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი და რეგულაცია, რომელიც არის დადგენილი იმისთვის, რომ 13 მაისს ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი.“ – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები