25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლის ზა­რის ნა­ამ­ბო­ბი

spot_img

სკო­ლის ზარ­მა კი­დევ ერ­თხელ ჩა­მოჰ­კ­რა… რამ­დენ ამ­ბავს იტევს ეს ზა­რის ხმა იმ მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის, ვი­საც თით­ქ­მის 60 წე­ლი გა­უ­ტა­რე­ბია მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის სკო­ლის კედ­ლებ­ში და თვი­თო­ნაც მშობ­ლად მოვ­ლე­ნია უამ­რავ ბავშვს, და­უფ­რ­თი­ა­ნე­ბია და ცხოვ­რე­ბის დიდ გზებ­ზე სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­უ­ცი­ლე­ბია.

თა­ვა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად ომის მძი­მე წლე­ბი­სა – ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი და წარ­მო­სახ­ვის ლა­მაზ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სი­ხა­რუ­ლი, მუ­სი­კი­თა და სიმ­ღე­რით გა­ტა­ცე­ბა, მე­გობ­რუ­ლი ტოლ-ამ­ხა­ნა­გე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, მზრუნ­ვე­ლი დედ-მა­მა ქმნი­და ამ სამ­ყა­როს. მი­ზა­ნიც და­ი­სა­ხა – ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო, რო­მე­ლიც კარ­გი ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დას უკავ­შირ­დე­ბო­და. მით უფ­რო, რომ მა­მა – რუ­ბენ კუ­ხი­ა­ნი­ძე მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო იმა­ვე სკო­ლა­ში, სა­დაც სას­წავ­ლებ­ლად შე­ვი­და. ეს კი­დევ უფ­რო დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, ბე­ჯი­თად სწავ­ლობ­და და შრო­მობ­და, რომ მა­მას ეამა­ყა მი­სით.

ჯერ მეს­ხე­თის დაწყე­ბით, შემ­დეგ კი მუ­ხი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა შე­ამ­ზა­და სა­მო­მავ­ლო მიზ­ნის მსა­ხუ­რე­ბის­თ­ვის. მე­რე კი მა­შინ­დელ წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში (ამ­ჟა­მინ­დე­ლი აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი) ჩა­ა­ბა­რა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი ძნელ­ბე­დო­ბი­სა და შე­ჭირ­ვე­ბი­სა, მის­თ­ვის სწავ­ლის წლე­ბი ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­და. ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ბევრ სა­ი­დუმ­ლოს აზი­ა­რა ინ­ს­ტი­ტუტ­მა. მე­გობ­რებ­თან ერ­თად სას­წავ­ლო ექ­ს­კურ­სი­ებ­ში, ცნო­ბილ პო­ე­ტებ­თან და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში იმოგ­ზა­უ­რა, რაც დღე­საც სა­სი­ა­მოვ­ნოდ ახ­სენ­დე­ბა.

ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უკ­ვე რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა, შე­ა­ბი­ჯა მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის კედ­ლებ­ში და პრო­ფე­სია მის­თ­ვის მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რუ­ლად იქ­ცა. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, თა­ვი­სი ხე­ლით უამ­რავ შე­მოქ­მე­დე­ბით რე­სურსს ქმნი­და და სას­წავ­ლო პრო­ცესს სა­ხა­ლი­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცევ­და.

და­ო­ჯახ­და და სამ ვაჟ­თან ერ­თად ობოლ დის­შ­ვილ­საც ზრდი­და ჩვე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით _ სწავ­ლი­სა და შრო­მის, წიგ­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლით.

რამ­დე­ნი­მე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის (აწ გარ­დაც­ვ­ლი­ლი და­ვით ბერ­ძე­ნა­ძის, და­ვით თორ­თ­ლა­ძის, იაშა ბეშ­კე­ნა­ძის, მურ­მან საჩ­კო­ვის) და ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, ნა­ზი სა­დი­ლი­ა­ნი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კო­ლე­გე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ატ­მოს­ფე­რო­ში გან­ვ­ლო სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის რთულ­მა, მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე წლებ­მა. ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­ცა და კო­ლე­გე­ბიც ხე­დავ­დ­ნენ და აღი­ა­რებ­დ­ნენ მის უსაზღ­ვ­რო შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, სრულ­ყო­ფი­სა­კენ ლტოლ­ვა­სა და ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის დაპყ­რო­ბის სურ­ვილს. ბევ­რ­ჯერ ში­ნი­დან წა­უ­ღია სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, ოღონდ საკ­ლა­სო ოთა­ხი გა­ემ­შ­ვე­ნი­ე­რე­ბი­ნა, ოღონდ თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბის ფე­რად სა­ვა­ნედ ექ­ცია სა­მუ­შაო სივ­რ­ცე. მთე­ლი ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და საკ­ლა­სო დე­კო­რა­ცი­ებს, ამ­ზა­დებ­და მწვა­ნე კუთხე­ებს, რა­თა სექ­ტემ­ბერ­ში სას­წავ­ლებ­ლად მი­სულ, სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლი­სად­მი მე­ტი ინ­ტე­რე­სი და შე­მეც­ნე­ბის ხა­რის­ხი გა­მო­ევ­ლი­ნათ. ამავ­დ­რო­უ­ლად, სოფ­ლის კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მა­გუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სკო­ლა ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ზე თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი, მშობ­ლი­უ­რი ბუ­დე იყო. მას აქ სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე ისე მო­უ­ხა­რო­და რო­გორც ოჯახ­ში, რად­გან ამ შე­ნო­ბა­ში მი­სი თვალ­ციმ­ცი­მა პა­ტა­რე­ბი მო­ე­ლოდ­ნენ. რა დი­დი შრო­მა, თავ­და­დე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და სწავ­ლი­სა და შრო­მის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი ახ­სოვთ მის მოს­წავ­ლე­ებს მა­გუ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­ს­გან. რა სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა იკითხე­ბო­და გა­რეგ­ნუ­ლად პრინ­ცი­პუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო მოთხოვ­ნე­ბის მიღ­მა…

ყო­ველ ახალ სას­წავ­ლო წელს ისევ თა­ვი­დან იწყებ­და ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლის გუ­ლის კა­რის გა­სა­ღე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლას. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა ხომ ამ სკო­ლა­ში ერ­თა­დერთ უმაღ­ლეს მი­ზანს – მოს­წავ­ლე­თა სრულ­ყო­ფილ, ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან მა­გუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და და იცის, რომ ქვე­ყა­ნას დე­და ენით – 33 მზის იაკო­ბი­სა­გან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, გო­ნე­ბა­გახ­ს­ნი­ლი და გულ­გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და და ესა­ჭი­რო­ე­ბა… ყო­ვე­ლი ახა­ლი კლა­სი გო­გე­ბაშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ ვა­რი­ან­ში მიჰ­ყავ­და დი­დი მოძღ­ვ­რის სუ­ლი­ერ ემ­ბაზ­ში საწ­რ­თო­ბად. შემ­თხ­ვე­ვი­თაც არ მომ­ხ­და­რა, რომ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს, რეს­პუბ­ლი­კის მას­შ­ტა­ბით, სა­მახ­სოვ­რო დიპ­ლო­მი და ჯილ­დო გა­დას­ცეს.

„იმი­სათ­ვის, რომ ზე­ცი­დან მი­წად ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მე ვუ­მად­ლი, ჩემს მა­მას – ფი­ლი­პეს, ხო­ლო მი­წი­დან რომ ზე­ცად ავ­სუ­ლი­ყა­ვი, ვუ­მად­ლი ჩემს მას­წავ­ლე­ბელს – არის­ტო­ტე­ლეს“ – ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლის ამ სიტყ­ვებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მი­სია ხომ მარ­თ­ლაც ესაა – ზე­ცად ატყორ­ც­ნოს, აამაღ­ლოს მოს­წავ­ლის სუ­ლი, მი­სი გო­ნე­ბა… შეც­ვა­ლოს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ერის ცხოვ­რე­ბა და მო­მა­ვა­ლი.

ასე იღ­ვ­წო­და ჩუ­მად და ღირ­სე­უ­ლად დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი – მა­გუ­ლი კუ­ხი­ა­ნი­ძე წყალ­ტუ­ბოს ზო­ნის სო­ფელ მეს­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წლი­დან წლამ­დე ისე, რომ ტი­ტუ­ლე­ბით თავ­მო­წო­ნე­ბას არა­სო­დეს ცდი­ლობ­და. გო­ნი­ე­რი, პრინ­ცი­პუ­ლი, სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი, ბავ­შ­ვე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლე – ეს სტა­ტუ­სე­ბი იყო მის­თ­ვის მთა­ვა­რი ტი­ტუ­ლი მთე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამი­ტო­მაც შე­იყ­ვა­რეს მის­მა აღ­ზ­რ­დი­ლებ­მა და დღე­საც აფა­სე­ბენ მა­გუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს თავ­და­დე­ბუ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის, უან­გა­რო შრო­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის, მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის, ახა­ლი მო­მავ­ლის გზე­ბის ძი­ე­ბის­თ­ვის, ცოდ­ნი­თა და შე­მეც­ნე­ბით მიღ­წე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი­სა და გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი­სთ­ვის. მი­სი აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი – ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დღეს სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით ხვდე­ბი­ან 80 წლის იუბი­ლარ ჭა­ღა­რა­მო­რე­ულ მა­გუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რ­დო­ბა მოს­ტა­ცეს და ერ­თ­მა­ნეთ­ში და­ი­ნა­წი­ლეს.

მან ხომ კე­ლაპ­ტა­რი­ვით უნა­თა ცხოვ­რე­ბის გზე­ბი ნორ­ჩებს და ცოდ­ნის მზე აუნ­თო სუ­ლებ­ში… ისი­ნი კი ამ სი­ნათ­ლეს სამ­ყა­როს გა­დას­ცე­მენ და გა­უ­ნა­თე­ბენ…

გე­ხა­როთ, გე­ბედ­ნი­ე­როთ, გე­ა­მა­ყოთ თქვე­ნი აღ­ზ­რ­დი­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკე­თე­სი მო­მავ­ლით, მა­გუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლო… გწამ­დეთ, თქვე­ნი დი­დი ამა­გი და ღვაწ­ლი და­უ­ვიწყა­რი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობთ, თქვენ­გ­ვარ პე­და­გო­გებს გუ­ლის­ხ­მობ­და პო­ე­ტი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი, რო­ცა წერ­და:

„დღე­საც შე­მო­დის ჩვენს გუ­ლებ­ში დი­ად მზის და­რად,

მას­წავ­ლე­ბე­ლი, _ მიგ­ვაჩ­ნია ვი­ნაც წმინ­და­ნად.

ის ძვირ­ფა­სია, კი­დევ უფ­რო უნ­და და­ფას­დეს,

ვი­ნაც წერს სიბ­რ­ძ­ნეს სუფ­თა ხე­ლით, სუფ­თა და­ფა­ზე.

ჩე­მო გუ­ლუხ­ვო, ჩემ­თ­ვის მუ­დამ კარ­გის მრგე­ბე­ლო!

მას­წავ­ლე­ბე­ლო! ჩვე­ნო დი­დო დამ­რი­გე­ბე­ლო!

სად ვი­ვარ­გებ­დი, სახ­ვა­ლი­ოდ ნიჭს მი­სინ­ჯავ­დი,

ლექ­სის სა­ზო­მით, ინ­ტეგ­რა­ლით, მი­ნის სინ­ჯა­რით.

რად­გან ოს­ტა­ტო, მრუ­დე ხის­გან ძე­ლი გამ­თა­ლე,

თვალს თუ და­გაკ­ლ­დეს, მე ვიქ­ნე­ბი შე­ნი სათ­ვა­ლე,

მუხლს თუ და­გაკ­ლ­დეს, შენს ყა­ვარ­ჯ­ნებს მეც მი­მათ­ვა­ლე.“

მარინა ბენიძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები