25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება

spot_img

როგორც ცნობილია, სახელმწიფოს დაფინანსებით, ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა სისტემური ტესტირება. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა   0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. (საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს).

მცირედ არის გაზრდილი რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები