25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკო­ლა უნ­და ეცა­დოს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლა­სი გა­ხა­დოს სა­მო­ქა­ლა­ქო, აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

spot_img

მსოფ­ლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­სი დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცია და დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ციაა. სკო­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეკის­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, თე­მი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფის აქ­ტი­ურ ჩარ­თ­ვას სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, ასე­ვე, მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში მათ­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბას. მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პრო­ცე­სებ­ში ხელს უწყობს მო­ზარ­დე­ბის აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერ­თი გა­რან­ტია. მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, გარ­კ­ვე­ულ ჭრილ­ში ნა­თე­ლი გა­ხა­დოს სკო­ლებ­ში დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და დაგ­ვა­ნა­ხოს მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბი. თუმ­ცა, დღე­ი­სათ­ვის, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მით აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სკო­ლის ცხოვ­რე­ბის ისე­თი სა­კითხე­ბის მარ­თ­ვა­ში, რო­გო­რი­ცაა სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტი­სა და ში­ნა­გა­ნა­წე­სის დამ­ტ­კი­ცე­ბა, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის შე­თან­ხ­მე­ბა, დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­კითხე­ბის მარ­თ­ვა და სხვა. მათ აქვთ უფ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, იმუ­შა­ონ ნე­ბის­მი­ერ სა­კითხ­ზე, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შექ­მ­ნან კლუ­ბე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ექ­ტე­ბი, მო­აწყონ აქ­ცი­ე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­ექ­ტი­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე, რამ­დე­ნად სწო­რად მი­ე­წო­დე­ბათ მოს­წავ­ლე­ებს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ თუ რას ნიშ­ნავს „სკო­ლის მარ­თ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“. სა­ინ­ტე­რე­სოა რა უშ­ლის ხელს სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, რამ­დე­ნად იც­ნო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქ­ცი­ებსა და მო­ვა­ლე­ო­ბებს, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბა იმის შე­სა­ხებ თუ რის­თ­ვი­საა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა და სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი? ამის შე­სა­ხებ ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მოს­წავ­ლე­ე­ბი, წარ­დ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის — „ძლი­ე­რი თვით­მმარ­თ­ვე­ლო­ბა ძლი­ე­რი სკო­ლის­თ­ვის“ — ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც რე­გი­ო­ნულ ფო­რუმ­ზე წა­რად­გი­ნეს პრო­ექ­ტი, რო­გორ გა­ა­აქ­ტი­უ­რონ სას­კო­ლო თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

გუ­რამ თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი ლე­ვან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს რა­ტომ და­ინ­ტერე­ს­და სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბა სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ: „სკო­ლა ის გა­რე­მოა, სა­დაც ახალ­გაზ­რ­და ყა­ლიბ­დე­ბა და არა მ­ხო­ლოდ ცოდ­ნას, არა­მედ აქ­ტი­უ­რი, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის თვი­სე­ბებს იძენს. მხო­ლოდ სას­კო­ლო შეხ­ვედ­რე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი და თუნ­დაც ექ­ს­კურ­სი­ე­ბი საკ­მა­რი­სი არაა, სა­ჭი­როა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი ორ­გა­ნო, სა­დაც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მმარ­თ­ვე­ლი­ვე ორ­გა­ნოს წევ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ხელს შე­უწყობს არ­ჩევ­ნე­ბის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ახალ­გაზ­რ­დებ­ში (თქვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია რე­ა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რ­ჩე­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა), სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­და­სა და მოს­წავ­ლის მი­ერ ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და გა­რე­მოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას.

მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქ­ციაა, და­იც­ვას მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში უშუ­ამ­დ­გომ­ლოს მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლის დი­რექ­ცი­ას­თან, წა­რად­გი­ნოს წი­ნა­და­დე­ბე­ბი სკო­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე; თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო ხელს უწყობს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბის აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას. სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ი­მი­ჯოდ შექ­მ­ნი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია, რომ­ლის შექ­მ­ნა თავ­ში­ვე კრა­ხის­თ­ვი­საა გან­წი­რუ­ლი, რად­გან არას­წო­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და წევ­რი, არას­წო­რად ერ­თ­ვე­ბა სას­კო­ლი ცხოვ­რე­ბა­ში“.

სტუ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ჩვენ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ნორ­მაა, რაც არ გა­მოგ­ვ­დის სხვას და­ვაბ­რა­ლოთ, აქაც შეგ­ვიძ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლა და­ვა­და­ნა­შა­უ­ლოთ. „მა­თი წვლი­ლი, რა თქმა უნ­და, დი­დია, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­კითხი მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ოჯახ­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა. სკო­ლამ უნ­და შეძ­ლოს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მიმ­ღე­ბი კლა­სი არა­ მარ­ტო მსმე­ნე­ლად დარჩეს, არა­მედ ჰქონ­დეს მზა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში და, წი­ნა­აღ­მ­დეგობის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქ­ვას, მარ­ტი­ვად: სკო­ლა უნ­და ეცა­დოს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლა­სი გა­ხა­დოს სა­მო­ქა­ლა­ქო, აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც, და­მერ­წ­მუ­ნეთ, აუცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა არა მხო­ლოდ მის სკო­ლა­ში, არა­მედ თემ­ში, რა­ი­ონ­ში, რე­გი­ონ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით და მო­მა­ვალ­ში ჩვენ მი­ვი­ღებთ აქ­ტი­ურ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან, ინ­ფორ­მი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქეს. ფაქ­ტია, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ა­თე­ბით, დას­ვე­ნე­ბე­ბი­თა და ექ­ს­კურ­სი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რაც აჩენს ლო­გი­კურ ეჭვს: არის კი ამ სკო­ლებ­ში თვით­მ­მარ­თულო­ბე­ბი? კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ, დი­ახ. მა­შინ ჩნდე­ბა მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­კითხ­ვა: თუ­კი არ­სე­ბო­ბენ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი, რა არის მა­თი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი, რა­ტომ არ არი­ან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­დის ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, ვინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა, მა­თი სა­ფე­ხუ­რი­დან ვინ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ა.შ.“

ლე­ვან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტის იდეა არა მხო­ლოდ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბის თვით­მ­მარ­თვე­ლო­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც ხელს შე­უწყობს რა­ი­ონ­ში სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და მო­ი­ტანს შე­დეგს, რო­დე­საც მოს­წავ­ლე არის არა შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ინი­ცი­ა­ტო­რი.

და მა­ინც, რა­ტომ ვერ თუ არ უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლა მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რო­ლი­სა და სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის? „თე­ო­რი­უ­ლად, ის რა­საც აქ­ტი­უ­რი სკო­ლის მო­დე­ლი ჰქვია, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. არ­სე­ბობს სა­გა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, არ­სე­ბო­ბენ აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რომ გვყავ­დეს პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი სას­კო­ლო თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. ისეც არ მინ­და გა­მო­ვი­დეს, რომ სა­ერ­თოდ   ყვე­ლა სკო­ლა ასეა, პი­რი­ქით, ასე­თი სკო­ლე­ბი ცო­ტაა, მაგ­რამ ჩვე­ნი სურ­ვი­ლი სწო­რედ მა­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვაა.

და­ბო­ლოს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნა. იდეა წარ­ვად­გი­ნეთ ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა“ ფარ­გ­ლებ­ში და „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბი­ლი­კის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ რე­გი­ო­ნულ ფო­რუმ­ზე. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით. ჩარ­თუ­ლია ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხუ­თი სკო­ლა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი და მე, გუ­რამ თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც და­დე­ბით და კარგ გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ მო­ნა­წი­ლე­ებს,“ — ამ­ბობს ლე­ვან ყა­უ­ლაშ­ვი­ლი.

ბებ­ნი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე ანი სი­მო­ნიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ სკო­ლა­ში თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა მოს­წავ­ლე­თა დიდ ნა­წილს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ. და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში კი, მა­ქსი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან, მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ სკო­ლის თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს. „თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში დი­დი ხა­ნი არა, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი და სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან, დი­რექ­ცი­ას­თან, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვიბ­რ­ძ­ვი იმი­სათ­ვის, რომ ჩემს სკო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ოს მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ. რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ამის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი. ვფიქ­რობ, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სკო­ლებ­ში, რად­გან სკო­ლა ის ად­გი­ლია, სა­დაც ხდე­ბა პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა კი სას­კო­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია. სწო­რედ ამის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე მცი­რე ასა­კი­დან გრძნობს, ხე­დავს და ეს­მის დე­მოკ­რა­ტი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რაც ცხოვ­რე­ბის შემ­დ­გომ ეტა­პებ­ზე იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს, რომ გახ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ღრმად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი საკუთარი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, ასე­ვე იცო­დეს რას ნიშ­ნავს იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე და შენს მცი­რედ სურ­ვილ­საც კი ჰქონ­დეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.“

სა­ჭი­როა მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა და­ი­ხარ­ჯოს სა­ერ­თო თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­თა, მშო­ბელ­თა, მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის თე­მი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე იმის შე­სა­ხებ, თუ რას ნიშ­ნავს და რას გუ­ლის­ხ­მობს რე­ა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თ­ვის და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე. იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში, უნ­და იცო­დეს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სკო­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში მას და­ეხ­მა­რე­ბა, გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­ლი, სარ­გე­ბე­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სკო­ლის და შემ­დ­გომ­ში ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები