23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სკო­ლა, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ოქ­როდ ფა­სობს

spot_img

სო­ფე­ლი ნი­გორ­ზღ­ვა სამ­ტ­რე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს, რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან 15-20 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, მთა­გო­რი­ა­ნი სო­ფე­ლია და ზამ­თა­რიც შე­და­რე­ბით მკაც­რია ხოლ­მე, ვიდ­რე ბა­რის სოფ­ლებ­ში, თუმ­ცა, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის ს­ტა­ტუ­სით არ სარ­გებ­ლობს. ზო­გა­დად, სამ­ტ­რე­დი­ის სოფ­ლებს მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სტა­ტუ­სი არ აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ნი­გორ­ზღ­ვას სკო­ლის შე­ნო­ბა კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, 1978 წელს აშენ­და, მა­ნამ­დე კი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორ ფიც­რულ ნა­გე­ბო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სკო­ლის ახ­ლან­დე­ლი დი­რექ­ტო­რი გრი­გოლ კიკ­ვა­ძე, პირ­ვე­ლი ნა­კა­დის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, იხ­სე­ნებს, რომ მა­შინ­დე­ლი „თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით“ აშე­ნე­ბუ­ლი სკო­ლის შე­ნო­ბაც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის მო­დელ­ზე იყო მორ­გე­ბუ­ლი და კლას-კომ­პ­ლექ­ტე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. თვი­თო­ნაც კლას-კომ­პ­ლექ­ტ­ში სწავ­ლობ­და. ნი­გორ­ზღ­ვას სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ახ­ლაც კლას-კომ­პ­ლექ­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, მი­სი აზ­რით, ეს არც მშობ­ლის­თ­ვის და არც მოს­წავ­ლის­თ­ვის მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ – მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფა­სი ხომ უნ­და გა­და­უ­ხა­დო, მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი სკო­ლა კი, სა­დაც ყო­ვე­ლი თეთ­რი გათ­ვ­ლი­ლია, ყვე­ლა კლა­სის­თ­ვის ცალ­კე მას­წავ­ლე­ბელს ვერ და­ი­ქი­რა­ვებს, ფი­ნან­სები ვერ გას­წ­ვ­დე­ბა, თა­ნაც მცი­რე სა­ა­თებ­ზე, ხში­რად, აღარც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩერ­დე­ბი­ან სკო­ლა­ში.

სო­ფელ­ში უგ­ზო­ო­ბა­საც უჩი­ვი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაწყე­ბუ­ლია გზე­ბის შე­კე­თე­ბა, ას­ფალ­ტის სა­ფა­რი მა­ინც მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ზეა, უმე­ტე­სად კი, გრუნ­ტი­ა­ნი ოღ­რო-ჩოღ­რო გზაა. სკო­ლამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზაც ცუ­დია, თუმ­ცა, ბავ­შ­ვებს სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის ტრან­ს­პორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ სო­ფე­ლი მეწყერ­სა­შიშ ზო­ნად ით­ვ­ლე­ბა და მოკ­ლე ბი­ლი­კე­ბით სკო­ლა­ში მის­ვ­ლა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია.

ზამ­თარ­ში შე­შის ღუ­მე­ლე­ბით თბე­ბი­ან, რად­გან მცი­რე­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი სკო­ლა ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ხარ­ჯებს ვერ წვდე­ბა და არ­ჩე­ვა­ნიც არ აქვთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირის მილ­სა­დე­ნი სკო­ლის ჭიშ­კ­რამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მეტ­რ­შია მიყ­ვა­ნი­ლი. სკო­ლას ოქ­ტომ­ბ­რი­დან ათ­ბო­ბენ, აბა, ბავ­შ­ვებს ხომ ვერ შე­ვა­ცი­ვებ­თო, ამ­ბობს დი­რექ­ტო­რი. შე­შა­საც სკო­ლის ხარ­ჯით, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ყი­დუ­ლო­ბენ. შემ­დეგ სტან­დარ­ტუ­ლად და­ხერ­ხილ შე­შას თვი­თონ ჩე­ხა­ვენ, რად­გან სო­ფელ­ში მუ­შა­ხე­ლის შოვ­ნაც კი ჭირს.

სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლამ, წელს, ერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი – გვან­ცა ნი­ქა­ცა­ძე მი­ი­ღო, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ამ­ჟა­მად, 14 მოს­წავ­ლე ჰყავთ, გო­გო­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ. მე­სა­მე, მე­ექ­ვ­სე და მერ­ვე კლა­სი არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ბავ­შ­ვე­ბი და­ნარ­ჩენ კლა­სებ­ში არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­თა ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა მეცხ­რე კლას­შია – წელს სა­მი მეცხ­რეკ­ლა­სე­ლი ჰყავთ. და­ნარ­ჩენ კლა­სებ­ში კი, პირ­ვე­ლი კლა­სის გარ­და, ძი­რი­თა­დად, ორ-ორი ბავ­შ­ვია. თუმ­ცა, ასე­თი მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის ეს არც გა­საკ­ვი­რია და არც პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა. მე­ტიც, ხში­რად, სკო­ლის და კლა­სის გა­და­სარ­ჩე­ნად, ბავ­შ­ვე­ბი სხვა სოფ­ლი­დან ან ქა­ლა­ქი­და­ნაც კი მოჰ­ყავთ. ასე მო­იქ­ცა, წლე­ბის წინ, თა­ვად დი­რექ­ტო­რიც – 7 წლის წინ, უფ­რო­სი შვი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხი სამ­ტ­რე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, პირ­ველ კლას­ში თა­ვის სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნა და დღე­საც იქ აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას.

სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლას, კად­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პრობ­ლე­მა არ აქვს. ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი ამ­ბობს, რომ პე­და­გოგ­თა უმე­ტე­სო­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თან ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ საგ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­წავ­ლის, რო­მე­ლიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს. მხო­ლოდ ერთს უწევს ორი საგ­ნის – ხე­ლოვ­ნე­ბა და მუ­სი­კა – შე­თავ­სე­ბა, რად­გან გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე, მცი­რე სა­ა­თე­ბის გა­მო, არა­ვინ მი­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი სკო­ლის კო­ლექ­ტი­ვი სულ ათი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა. სა­ჯა­ვა­ხოს საკ­რე­ბუ­ლო, ერ­თ­მა­ნეთს 6-7 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ, სამ სო­ფელს აერ­თი­ა­ნებს, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლებს მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან სი­ა­რუ­ლი არ უჭირთ, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ჭოგ­ნა­რი­და­ნაა. ათ­კა­ცი­ან კო­ლექ­ტივ­ში შე­დის დი­რექ­ტო­რიც და ერ­თი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლიც. სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა მხო­ლოდ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ორ­მა პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შეძ­ლო და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ისე რო­გორც და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­ში, მათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იან­ვ­რამ­დე გა­უგ­რ­ძელ­დათ. ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ციტს არც იან­ვ­რის შემ­დეგ ელო­დე­ბა, რო­ცა მათ ად­გილ­ზე ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან სკო­ლა­ში ჰყავს პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ვა­კან­სი­ას შე­ი­თავ­სე­ბენ. „ჩვენ­თან პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა – დავ­ტ­ვირ­თავთ სკო­ლა­ში მყოფ კვა­ლი­ფი­ცი­ურ მას­წავ­ლებ­ლებს. ისი­ნი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ში, ასე­ვე მა­ღალ კლა­სებ­შიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვთ, ჩა­ა­ტა­რონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი რო­გორც დაწყე­ბით, ისე სა­ბა­ზო ან სა­შუ­ა­ლო კლა­სებ­ში. ასე შე­ვავ­სებთ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებს და ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს აღარ მო­უ­წევთ, შე­თავ­სე­ბით, სხვა სოფ­ლის სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა,“  – ამ­ბობს ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას და სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, დი­რექ­ტორს მი­აჩ­ნია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად სა­სურ­ვე­ლია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, 1978 წელს აშე­ნე­ბულ სკო­ლის შე­ნო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც სჭირ­დე­ბა. „ცო­ტა ხნის წინ, შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი შე­იც­ვა­ლა და ამ მხრივ და­ცუ­ლე­ბი ვართ, გარ­და ამი­სა, ჩას­მუ­ლია მე­ტა­ლოპ­ლას­ტ­მა­სის კარ-ფან­ჯ­რე­ბი და ბავ­შ­ვებს არ სცი­ვათ,“ – ამ­ბობს ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი, თუმ­ცა, წუხს, რომ შე­ლა­ხუ­ლია სკო­ლის ფა­სა­დი და რამ­დე­ნი­მე ოთახ­საც სჭირ­დე­ბა მეტ­ლა­ხით მო­პირ­კე­თე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რია – არ აქვთ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სა­ცა­ვე­ბი/სა­თავ­სო­ე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს ქი­მი­ა­სა და ფი­ზი­კა­ში უნ­და ჩა­უ­ტარ­დეთ ცდე­ბი (ამის­თ­ვის სკო­ლა­ში კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოთა­ხია გა­მო­ყო­ფი­ლი), ზო­გა­დად, ოთა­ხე­ბის უკ­მა­რი­სო­ბაც აქვთ: „არ გვყოფ­ნის საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, რად­გან დაგ­ვე­მა­ტა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, ბიბ­ლი­ო­თე­კა, რე­სურ­სო­თა­ხი, ახ­ლა მან­და­ტუ­რის­თ­ვი­საც გახ­და სა­ჭი­რო ოთა­ხის გა­მო­ყო­ფა (ჩვე­ნი ერთ-ერ­თი პე­და­გო­გი გა­და­ამ­ზა­დეს და შე­უ­თავ­სეს მან­და­ტუ­რის ფუნ­ქ­ცია), იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი ოთა­ხი და­ვუთ­მო და მე სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში გა­და­ვი­დე, რად­გან ფი­ზი­კუ­რად არ გვაქვს სხვა ოთა­ხი.“

თუმ­ცა, იქ­ვე დას­ძენს, რომ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის იყოს სა­თა­ნა­დო გა­რე­მო, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. „მა­ში­ნაც კი, რო­ცა სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით იმის­თ­ვის, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა არ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ცხა­დია, იყო პრობ­ლე­მე­ბიც, თუმ­ცა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვაგ­ვა­რებ­დით. მაგ­რამ იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც თიმ­ს­ში ვერ ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი მათ მო­ბი­ლუ­რით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ (ტე­ლე­ფო­ნი ოჯახ­ში თით­ქ­მის ყვე­ლას ჰქონ­და, რომ ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლი­ყო გაკ­ვე­თილ­ზე) და სა­ტე­ლე­ფო­ნო გაკ­ვე­თი­ლებს უტა­რებ­დ­ნენ. რად­გან კლას­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, მა­გა­ლი­თად, ორ­მოს­წავ­ლი­ან ჯგუფ­ში, იოლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა ჯერ ერთს და­უ­რე­კოს და 20 წუ­თის შემ­დეგ – მე­ო­რეს. უკუ­კავ­შირ­საც ვა­ხერ­ხებ­დით, ბავ­შ­ვებს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თან მიჰ­ქონ­დათ ან, რო­გორც კი ჩა­უ­ვარ­დე­ბო­დათ მო­მენ­ტი, სუ­რათს უღებ­დ­ნენ და ისე უგ­ზავ­ნიდ­ნენ. სა­ერ­თოდ, სკო­ლა­ში ბოჭ­კო­ვა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს შე­მოყ­ვა­ნი­ლი.“

თა­ვის დრო­ზე, სკო­ლას 100 მოს­წავ­ლეც ჰო­ლია. ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი, 62 მოს­წავ­ლე და­დი­ო­და სკო­ლა­ში. კონ­ტინ­გენ­ტის ასე მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბას დი­რექ­ტო­რი მიგ­რა­ცი­ას უკავ­ში­რებს, რაც მეწყერ­სა­შიშ­მა ზო­ნამ და უგ­ზო­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. „სო­ფელ­ში, უმე­ტე­სად, ასა­კო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­ჩა, თით­ქ­მის დაც­ლი­ლია ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან, ქა­ლაქ­ში მი­დი­ან და მე­რე აღა­რა­ვინ ბრუნ­დე­ბა. შო­ბა­დო­ბაც ძა­ლი­ან შემ­ცირ­და –  თუ ვინ­მე დარ­ჩა და აქ შე­ირ­თო ცო­ლი, ორ შვილ­ზე მე­ტი არა­ვის ჰყავს.“ ფიქ­რობს, თუ­კი სკო­ლა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღი­ჭურ­ვე­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, იქ­ნებ ამით მო­ხერ­ხ­დეს ახალ­გაზ­რ­დე­ბის სოფ­ლი­დან გა­დი­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბა და ამით სოფ­ლი­სა და სკო­ლის გა­დარ­ჩე­ნაც.

აქვს თუ არა უპი­რა­ტე­სო­ბა ერთ ან ორ­მოს­წავ­ლი­ან კლა­სებ­თან მუ­შა­ო­ბას? ამ კითხ­ვა­ზე ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი პა­სუ­ხობს, რომ არის საგ­ნე­ბი, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბაც მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­ულ რა­ოდენ­ო­ბას მო­ითხოვს და ხან­და­ხან მა­თი სიმ­ცი­რე ხე­ლის შემ­შ­ლე­ლიც კია.  მა­გა­ლი­თად, სპორ­ტი. „ეს ისე­თი სა­გა­ნია, რაც მე­ტი მოს­წავ­ლე გყავს, მით უკეთ ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლი. ამის გარ­და, ერთ ან ორ ბავშვს შე­ჯიბ­რე­ბა­ზეც ვერ გა­იყ­ვან, რო­ცა დე­ბუ­ლე­ბა ითხოვს, ასა­კის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას, მა­გა­ლი­თად, ოთხი გო­გო და ოთხი ვა­ჟი. არა­და, ამ­დე­ნი მოს­წავ­ლე, შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლას სა­ერ­თოდ არ ჰყავ­დეს, არა­თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კის. სწო­რედ ამი­ტომ მო­ვითხო­ვეთ, მო­ე­ცათ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ერ­თი­ა­ნი გუნ­დით მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის ტურ­ნირ­ში. ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი არ დაგ­ვე­ჩაგ­რონ. ერთ შემ­თხ­ვე­ვას მო­გიყ­ვე­ბით – რო­ცა დი­რექ­ტო­რად და­ვი­ნიშ­ნე, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის­თ­ვის დავ­დ­გი დე­რე­ფან­ში მა­გი­და, რად­გან დარ­ბა­ზი არ გვაქვს. ბავ­შ­ვე­ბი, დი­ლის 8 სა­ათ­ზე, უკ­ვე სკო­ლა­ში იყ­ვ­ნენ ხოლ­მე, რომ ჩოგ­ბურ­თი ეთა­მა­შათ. ისე­თი გუნ­დი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ რა­ი­ო­ნულ შე­ჯიბ­რ­ში, რა­ი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, მე­ო­რე ად­გი­ლი აიღეს. თუმ­ცა, ახ­ლა მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა და, ეზო­ში ბურ­თის თა­მაშს, ტე­ლე­ფონ­ში თა­მა­ში ურ­ჩევ­ნი­ათ. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ბავ­შ­ვებს, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, ნაკ­ლე­ბი ხელ­შეწყო­ბა აქვთ. სო­ფელ­ში არც სპორ­ტუ­ლი და არც სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს და მშობ­ლებს — შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ი­ონ­ში დაჰ­ყავთ, თუმ­ცა, ესეც გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩემს ერთ მოს­წავ­ლეს ისე უნ­დო­და ფეხ­ბურ­თ­ზე სი­ა­რუ­ლი, რომ ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ო­და რა­ი­ო­ნულ ცენ­ტ­რ­ში, ფეხ­ბურ­თის სექ­ცი­ა­ზე. კი­დევ ერ­თი რამ, რაც სო­ფელ­ში მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს ქა­ლა­ქე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაა – სკო­ლი­დან წა­სულ ბავ­შ­ვებს მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა უწევთ, პი­რუტყ­ვის მოვ­ლა ან სხვა საქ­მის კე­თე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ამ ბავ­შ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი და ხე­ლის შეწყო­ბა სჭირ­დე­ბათ. ჩვენ მარ­თ­ლა არა­ფერს ვი­შუ­რებთ მათ­თ­ვის.“

ერ­თი რამ კი მათ სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს – აქ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნე­თის ახ­ლო­ბე­ლია, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუ­ნავს და ძა­ლი­ან უფ­რ­თხილ­დე­ბა. დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ამის გა­მო მა­თი ბავ­შ­ვე­ბი და­ცუ­ლი არი­ან ბუ­ლინ­გის­გან: „სკო­ლა­ში სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როა, ბავ­შ­ვებს ერ­თ­მა­ნე­თი უყ­ვართ და მე­გობ­რო­ბენ. რად­გან ბუ­ფე­ტი არ გვაქვს, მშობ­ლე­ბი ატა­ნენ ხოლ­მე საკ­ვებს და ისე­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლია იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ უნა­წი­ლე­ბენ ერ­თა­მა­ნეთს სა­კუ­თარ ულუ­ფას. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ისი­ნი თა­ნად­გო­მას, ურთი­ერ­თო­ბას სწავ­ლო­ბენ.“

 

 

ნა­თია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი – ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

სა­მი წე­ლია, რაც ამ პრო­ფე­სი­ა­ში შევ­დ­გი ფე­ხი და ამ სკო­ლა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, გა­დავ­წყ­ვი­ტე ბე­დი მე­ცა­და, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და­მე­დას­ტუ­რე­ბი­ნა და აკ. წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა გა­მევ­ლო. გა­მო­მი­ვი­და – მო­ვი­პო­ვე პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია და ამ­ჟა­მად მე­ხუ­თე, მეშ­ვი­დე და მეცხ­რე კლა­სებს ვას­წავ­ლი. სამ­ტ­რე­დი­ა­ში ვცხოვ­რობ და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა ნი­გორ­ზღ­ვის სკო­ლამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად. ჩე­მი მე­უღ­ლე სკო­ლის დი­რექ­ტო­რია და ჩე­მი შვი­ლე­ბიც ამ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. უფ­რო­სი შვი­ლი, პირ­ველ კლას­ში, აქ იმის გა­მო შე­ვიყ­ვა­ნეთ, რომ სკო­ლას სჭირ­დე­ბო­და, ახ­ლა უკ­ვე მეშ­ვი­დე კლას­შია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ვნა­ხუ­ლობ­დი. ახ­ლა უმ­ც­რო­სიც აქ გად­მო­ვიყ­ვა­ნე, მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო მე­ტად იხარ­ჯე­ბი, რო­ცა გაკ­ვე­თილ­ზე ორი მოს­წავ­ლე გი­ზის, ერ­თ­გ­ვა­რად, კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი გაქვს შე­თავ­სე­ბუ­ლი. მრა­ვალ­რიცხო­ვან კლას­ში ბავ­შ­ვის ყო­ველ­დღე გა­მო­კითხ­ვა თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ ამის „ფუ­ფუ­ნე­ბა“ ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს. ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბის და­საწყი­სი ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ მინ­დო­და, პირ­ვე­ლი­ვე წელს ისე ჩა­ევ­ლო, რომ რა­ი­მე პრო­ექ­ტი არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე –  ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მერ­ვე კლას­თან, და­ვით კლდი­აშ­ვილს გავ­დი­ო­დი, ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მწერ­ლით; და­ვუ­კავ­შირ­დი კლდი­აშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმს, ქალ­ბა­ტონ ლა­ლი ღვი­ნე­ფა­ძეს და ჩე­მი ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ვა­ცა­ნი – მუ­ზე­უმ­ში გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა. ემო­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მწერ­ლის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში და მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რის (ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია) მი­ერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბიც.

ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი არი­ან. ჩე­მი აზ­რით, რო­გორც არ არ­სე­ბობს ზღვა­რი კვა­ლი­ფი­ცი­ურ, კომ­პე­ტენ­ტურ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სად ას­წავ­ლი­ან – ბარ­ში თუ მთა­ში, ასე­ვეა მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლა­ში ჩა­ა­ტა­რებს გაკ­ვე­თილს თუ დი­დი ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე სკო­ლა­ში? სწო­რედ ამი­ტომ, ჩე­მი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბაც ამ სკო­ლას ვან­დე, იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ვინც აქ ას­წავ­ლი­ან.

რა თქმა უნ­და, სოფ­ლის სკო­ლებს მე­ტი ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, უკე­თე­სი გზა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ უფ­რო­სე­ბი – მშობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რაც, თა­ვის­თა­ვად, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც უკეთ აისა­ხე­ბა. მშობ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან დე­დას, რო­მე­ლიც მთე­ლი დღე გა­სუ­ლია ნაკ­ვეთ­ში და ფი­ზი­კუ­რად შრო­მობს, რომ შვილს საზ­რ­დო მი­უ­ტა­ნოს, მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა, რე­ა­ლუ­რად არ აქვს დრო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვერ­დით და­უჯ­დეს და მი­ეხ­მა­როს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს, ეს მხო­ლოდ სოფ­ლის პრობ­ლე­მა არ არის, ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შ­ვე­ბიც გა­ნიც­დი­ან მშობ­ლე­ბის დე­ფი­ციტს.

ირინა ხაბეიშვილი – ისტ-ის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ კი­დევ უფ­რო წა­მო­წია ისტ-ის სა­ჭი­რო­ე­ბა სკო­ლებ­ში და წელს, პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, და­ე­მა­ტა ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში ბავ­შ­ვე­ბი, ამ უნა­რე­ბის გა­რე­შე, და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან. მა­თი მხრი­დან ინ­ტე­რე­სიც დი­დია, უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბია შე­მო­ტა­ნი­ლი. სკო­ლა­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გ­ვაქვს და ისტ-ის კლას-კა­ბი­ნე­ტიც ფუქ­ნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა უმ­ჯო­ბე­სია, რად­გან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა კლას­ში უფ­რო რთუ­ლია. თუმ­ცა, ჩვენ ცო­ტა ბავ­შ­ვი გვყავს და ამას კარ­გად ვა­ხერ­ხებთ. კლას-კომ­პ­ლექტს ვას­წავ­ლი — I-II კლა­სებს. ამ ეტაპ­ზე, მათ ბუ­კე­ბი არ სჭირ­დე­ბათ, უფ­რო თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას ვას­წავ­ლით, იმ უნარ-ჩვე­ვებს გა­ნუ­ვი­თა­რებთ, რა­მაც პა­ტა­რე­ბი კომ­პი­უ­ტე­რის მოხ­მა­რე­ბამ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნოს. 25 წე­ლია, რაც სკო­ლა­ში გე­ოგ­რა­ფი­ას ვას­წავ­ლი, ისტ-ს კი — 10. რო­გორც ისტ-ის პე­და­გო­გი, ყვე­ლა­ზე დიდ სა­ჭი­რო­ე­ბად, ცხა­დია, უფ­რო ხა­რის­ხი­ან ინ­ტერ­ნეტს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი.

მარიკა ლაპარტყავა – ქიმია-ბიოლოგიის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

25 წე­ლია, ნი­გორ­ზღ­ვას სკო­ლა­ში ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ას ვას­წავ­ლი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი­დევ უფ­რო მე­ტად ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იმა­ზე, რომ არა­ფე­რი და­ვაკ­ლოთ ბავ­შ­ვებს – სწავ­ლე­ბის ახალ მე­თო­დებ­საც ვი­ყე­ნებთ, პა­ტა­რა დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­საც ვა­ტა­რებთ, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­საც ვი­ყე­ნებთ, რაც სკო­ლა­ში გვაქვს და ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებ­საც, კომ­პი­უ­ტე­რი­დან მო­სა­ძი­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც ვაძ­ლევთ ბავ­შ­ვებს და ისი­ნიც ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­საც მარ­თა­ვენ. რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და კლას­ში არა ორი, არა­მედ მე­ტი მოს­წავ­ლე რომ გვყავ­დეს, ეს მოს­წავ­ლე­თა უფ­რო მე­ტად ჩარ­თუ­ლო­ბა­საც შე­უწყობ­და ხელს. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბია და პრო­ფე­სი­ა­დაც ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი ირ­ჩევს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. ცხა­დია, ეს პრობ­ლე­მა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლას არ უკავ­შირ­დე­ბა, უფ­რო გლო­ბა­ლუ­რია. თუმ­ცა, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი გა­დამ­წყ­ვეტ როლს ითა­მა­შებ­და.

25 წე­ლია, ნი­გორ­ზღ­ვას სკო­ლა­ში ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ას ვას­წავ­ლი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი­დევ უფ­რო მე­ტად ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იმა­ზე, რომ არა­ფე­რი და­ვაკ­ლოთ ბავ­შ­ვებს —  სწავ­ლე­ბის ახალ მე­თო­დებ­საც ვი­ყე­ნებთ, პა­ტა­რა დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­საც ვა­ტა­რებთ, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­საც ვი­ყე­ნებთ, რაც სკო­ლა­ში გვაქვს და ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებ­საც, კომ­პი­უ­ტე­რი­დან მო­სა­ძი­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­საც ვაძ­ლევთ ბავ­შ­ვებს და ისი­ნიც ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­საც მარ­თა­ვენ. რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და კლას­ში არა ორი, არა­მედ მე­ტი მოს­წავ­ლე რომ გვყავ­დეს, ეს მოს­წავ­ლე­თა უფ­რო მე­ტად ჩარ­თუ­ლო­ბა­საც შე­უწყობ­და ხელს. სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბია და პრო­ფე­სი­ა­დაც ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი ირ­ჩევს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. ცხა­დია, ეს პრობ­ლე­მა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლას არ უკავ­შირ­დე­ბა, უფ­რო გლო­ბა­ლუ­რია. თუმ­ცა, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი გა­დამ­წყ­ვეტ როლს ითა­მა­შებ­და.

თამუნა თარგამაძე – დაწყე­ბი­თი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი:

წელს ერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მყავს და მინ­და გითხ­რათ, რომ სოფ­ლის სკო­ლე­ბის­თ­ვის სუ­ლაც არ არის უცხო, ერ­თი ან ორი ბავ­შ­ვის­თ­ვის კლა­სის გახ­ს­ნა. ისე­თი წლე­ბიც გვახ­სოვს, რო­ცა სა­ერ­თოდ არ გვყო­ლია პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს კლას­ში რამ­დე­ნი მოს­წავ­ლე ზის, ის ისე­თი­ვე ცოდ­ნას იღებს, რო­გო­რიც, შე­იძ­ლე­ბა, 20-მოს­წავ­ლი­ან კლას­ში მი­ი­ღოს. ერ­თა­დერ­თი და­ნაკ­ლი­სია ის, რომ მას კლა­სე­ლე­ბი არ ჰყავს და ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს ვერ შევ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას მო­ითხოვს. რად­გან ჩვენ­თან კლას-კომ­პ­ლექ­ტია, ჩე­მი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მთლად მარ­ტო­ო­ბა­საც ვერ გრძნობს, მის გვერ­დით, მარ­თა­ლია, მე­ო­რეკ­ლა­სე­ლე­ბი, მაგ­რამ თა­ნა­ტო­ლე­ბი მა­ინც არი­ან… მე­რე, დას­ვე­ნე­ბა­ზე, ყვე­ლა­ნი ერ­თად თა­მა­შო­ბენ.

სკო­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ხოლ­მე, თუნ­დაც ერ­თი ბავ­შ­ვი მა­ინც რომ არის სკო­ლა­ში შე­მომ­ს­ვ­ლე­ლი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, სკო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი, დიდ­წი­ლად, სოფ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­საც ნიშ­ნავს. სწო­რედ სკო­ლა ამაგ­რებს სო­ფელს — სკო­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სოფ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უიმე­დოდ რჩე­ბი­ან, კან­ტი­კუნ­ტად შე­მორ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­საც უც­რუვ­დე­ბათ გუ­ლი და სო­ფელს ტო­ვე­ბენ. ად­რე ისე­თი შემ­თხ­ვე­ვაც ყო­ფი­ლა, რო­ცა მშო­ბელს უარი უთ­ქ­ვამს შვი­ლის პირ­ველ კლას­ში მოყ­ვა­ნა­ზე, ეცო­დე­ბო­და, კლას­ში მარ­ტო რომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ამას ერ­თ­გ­ვა­რი გა­მარ­თ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ასე ხომ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ და­ი­ცა­ლოს და წა­ი­შა­ლოს სო­ფე­ლი. პე­და­გო­გე­ბი თავს არ ვზო­გავთ, ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ამით ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ სკო­ლი­სა და სოფ­ლის არ­სე­ბო­ბა­ში.

გვან­ცა ნი­ქა­ცა­ძე – პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე

სკო­ლა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. თა­ვი­დან მითხ­რეს, რომ კლას­ში მარ­ტო ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ მარ­ტო არა ვარ, მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად მი­ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სამ­ნი არი­ან, ერ­თი გო­გო და ორი ბი­ჭი, ერ­თად კარ­გად ვთა­მა­შობთ და მომ­წონს მათ­თან ყოფ­ნა, მაგ­რამ კი­დევ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, კლა­სე­ლე­ბი რომ მყავ­დეს.

მა­თე­მა­ტი­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. მინ­და, ტან­ვარ­ჯიშ­ზეც ვი­ა­რო, დე­დამ მითხ­რა, რომ აუცი­ლებ­ლად მა­ტა­რებს, ჩვე­ნი სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბი­თაა. სახ­ლ­ში რომ მოვ­დი­ვარ, გაკ­ვე­თი­ლებს ვსწავ­ლობ, მე­რე მე­ზო­ბელ ბავ­შ­ვებ­თან და­ხუ­ჭო­ბა­ნას ვთა­მა­შობ. ჩემს ძაღ­ლ­თა­ნაც ბევრს ვთა­მა­შობ, მაქ­სი ჰქვია, კა­ტაც მყავს სახ­ლ­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი.

ძა­ლი­ან მომ­წონს ექი­მო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ექი­მი გა­მო­ვი­დე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვოც­ნე­ბობ იმა­ზე, რომ გა­სარ­თობ ცენ­ტ­რ­ში წა­მიყ­ვა­ნონ, დე­და დამ­პირ­და, რომ წა­მიყ­ვანს.

ქრისტინა თარგამაძე – მეცხ­რე კლა­სის მოს­წავ­ლე:

პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან ამ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ, ორი თა­ნაკ­ლა­სე­ლი მყავს, გუ­რან­და გა­გუა და რუ­სუ­დან ახა­ლა­ძე. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, სულ ერ­თად ვთა­მა­შობთ, მაგ­რამ მინ­და, მე­ტი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და მე­გო­ბა­რი მყავ­დეს. კი­დევ ძა­ლი­ან მინ­და, სკო­ლა­ში მუ­სი­კის წრე რომ გვქონ­დეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვივ­ლი­დი. სულ მქონ­და სურ­ვი­ლი მუ­სი­კის შეს­წავ­ლის, მაგ­რამ რა­ი­ონ­ში ვერ ვა­ხერ­ხებ­დი სი­ა­რულს. მო­მა­ვალ­ში, აუცი­ლებ­ლად ვივ­ლი.

პრო­ფე­სია ჯერ არ ამირ­ჩე­ვია, სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ. სახ­ლ­ში სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბიც მაქვს და ვკითხუ­ლობ ხოლ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პო­ე­ზია და გა­ლაკ­ტი­ო­ნი. ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კითხ­ვას ვა­პი­რებ.

ირაკლი კიკვაძე – მე­ხუ­თე კლა­სის მოს­წავ­ლე:

მომ­წონს აქ სწავ­ლა, კლას­ში ორი ბავ­შ­ვი ვართ, მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი ანა შა­ნი­ძე, მაგ­რამ სულ მინ­და, მეტ­ნი ვი­ყოთ, უკეთ ვი­თა­მა­შებ­დით და გა­ვერ­თო­ბო­დით. ად­რე უფ­რო მეტ­ნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვიდ­ნენ და ახ­ლა ორ­ნი დავ­რ­ჩით. გაკ­ვე­თი­ლე­ბის მე­რე, სახ­ლ­ში ვვარ­ჯი­შობ ხოლ­მე ორ­ძელ­ზე, რა­ი­ონ­შიც დავ­დი­ვარ სპორ­ტულ წრე­ებ­ზე — ტან­ვარ­ჯიშ­სა და ძი­უ­დო­ზე. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სურ­ვი­ლია გავ­ხ­დე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი.

წიგ­ნებ­საც ვკითხუ­ლობ ხოლ­მე, ბო­ლოს, დე­დას­თან ერ­თად, ორი წიგ­ნი წა­ვი­კითხე, უფ­რო მე­ტად მო­მე­წო­ნა „ბა­ლა­და გა­ტე­ხილ ცხვირ­ზე“, ერ­თი სპორ­ტ­ს­მე­ნი ბი­ჭის შე­სა­ხე­ბაა. კი­დევ წა­ვი­კითხე „ხო­ჭო ბი­ჭი“, ესეც სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია — ხო­ჭო ბი­ჭის მა­მა სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გაქ­რა.

სა­ერ­თოდ, უფ­რო კარ­გად ვსწავ­ლობ ქარ­თულს და მა­თე­მა­ტი­კას. ვიდ­რე ამ სკო­ლა­ში გად­მო­ვი­დო­დი, ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ უფ­რო მომ­წონ­და იმი­ტომ, რომ კლას­შიც და სკო­ლა­შიც ბევ­რ­ნი ვი­ყა­ვით. მე­რე, რო­ცა ცხრა კლასს და­ვამ­თავ­რებ, ისევ დიდ სკო­ლა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სწავ­ლას. ისე, ჩვე­ნი სო­ფე­ლი მომ­წონს.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები