19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკო­ლა პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფოა, რო­მელ­საც  სკო­ლის ლი­დე­რი და მი­სი გუნ­დი მარ­თავს

spot_img

თა­მი­ლა თა­მა­ზაშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის №215 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

⇒ რას მო­ითხოვს დი­რექ­ტო­რის­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სკო­ლის შე­ნო­ბა­ში რო­დე­საც შე­დი­ხარ, მა­შინ­ვე ხვდე­ბი ვინ არის და რო­გო­რია სკო­ლის ლი­დე­რი. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იგ­რ­ძ­ნო­ბო­დეს კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მო, რომ მოს­წავ­ლე­ებ­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლებს უხა­რო­დეთ სკო­ლა­ში მოს­ვ­ლა. სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო და სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნ­და იყოს. ხო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და ჩარ­თუ­ლი იყოს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. სკო­ლა ერ­თი პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფოა, რო­მელ­საც მარ­თავს სკო­ლის ლი­დე­რი და მი­სი გუნ­დი.

⇒ სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ცალ­კე ვერ გა­მოვ­ყოფ. რო­ცა გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ცდი­ლობ ყვე­ლა სა­კითხ­ში იყო კომ­პე­ტენ­ტუ­რი. მით უმე­ტეს იმ სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის მო­მა­ვალს ეხე­ბა. მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. სკო­ლა ერ­თი დი­დი ოჯა­ხია და დი­რექ­ტო­რის­თ­ვის ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის ზრუნ­ვა უპირ­ვე­ლე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

⇒ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა – რო­გო­რია სკო­ლის მარ­თ­ვის პრაქ­ტი­კა

რო­გორც ლი­დერს, არ მაქვს სკო­ლის მარ­თ­ვის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ, რო­დე­საც სკო­ლა­ში სულ მცი­რე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­ვე­დი, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­ში და­ვი­ნა­ხე სა­კუ­თა­რი თა­ვი, მოს­წავ­ლე­ში – სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და უკ­ვე ვხვდე­ბი, რომ ყვე­ლა მათ­განს უნ­და და­ვეხ­მა­რო ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა­ში. სკო­ლა­ში უნ­და დავ­ნერ­გო ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი, რა­თა უფ­რო ეფექ­ტუ­რი გავ­ხა­დო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

დი­რექ­ტო­რი ვერ მოს­თხოვ მას­წავ­ლე­ბელს იმის კე­თე­ბას, რა­საც თა­ვად არ და­ნერ­გავ. მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, რა­თა მოვ­ხ­ს­ნა ბა­რი­ე­რი და ჩვენს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­ყარ­დეს. სწო­რედ კო­ლე­გე­ბის გვერ­დ­ში დგო­მით მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სკო­ლა­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი. ვცდი­ლობ, ვი­ყო ტო­ლე­რან­ტი, ვცხოვ­რობ­დე ყვე­ლა მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბით და ერ­თად გა­დავ­ჭ­რათ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, არ ჩა­მოვ­რ­ჩე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სი­ახ­ლე­ებს და ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და­ვეხ­მა­რო პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სკო­ლის მარ­თ­ვა­ში ძა­ლი­ან  და­მეხ­მა­რა ჩე­მი 22-წლიანი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა­და, ვარ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის საგ­ნობ­რი­ვი ქო­უ­ჩი და ჩემს პე­და­გო­გებს და­ვეხ­მა­რე სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნა­ში. დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ას­წავ­ლი და ისი­ნიც კარ­გად იღე­ბენ სი­ახ­ლე­ებს, ამის­თ­ვის მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩე­მი სკო­ლის გუნდს. ვცდი­ლობთ, ყვე­ლამ ერ­თად ავი­ტა­ცოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და­ი­ნერ­გე­ბა, ბევრს ვმუ­შა­ობთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სას­კო­ლი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რაც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­ურ წინ­ს­ვ­ლას და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას.

⇒ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის რო­ლი სკო­ლის მარ­თ­ვა­ში

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორს, მჭიდ­რო კავ­ში­რი მაქვს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან აქ­ტი­უ­რო­ბით. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ღიაა, ხო­ლო მათ შე­კითხ­ვებ­ზე ჩე­მი პა­სუ­ხე­ბი – ამომ­წუ­რა­ვი და კონ­კ­რე­ტუ­ლი.

⇒ ზრდის თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს

დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა ნამ­დ­ვი­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს და აღ­ზ­რ­დის მო­ზარ­დებს აქ­ტი­ურ, პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ და პატ­რი­ოტ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. სკო­ლა­ში ბევ­რი სი­ახ­ლეა და­ნერ­გი­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მათ შო­რის, გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ასე­ვე, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს.

⇒ რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

დი­რექ­ტორ­მა უნ­და იზ­რუ­ნოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მზად იყოს სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს და მა­გა­ლი­თი იყოს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის.

⇒ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

პირ­ველ რიგ­ში, გუ­ლახ­დი­ლად ვა­ღი­ა­რებ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის გვერ­დ­ში დგო­მა­სა და მხარ­და­ჭე­რას. მა­თი დახ­მა­რე­ბით, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში წა­მოჭ­რილ ყვე­ლა პრობ­ლე­მას ვაგ­ვა­რებთ. ეს ის სის­ტე­მაა, სა­დაც ყვე­ლა დღე მათ­თ­ვის სა­მუ­შაოა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ღებთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი­დან ყვე­ლა­ნა­ირ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

⇒ ავ­ტო­რი­ზა­ცია

215-ე სა­ჯა­რო სკო­ლა შე­სუ­ლი­ ი­ყო 2021 წლის სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის რიგ­ში, გა­ვი­ა­რეთ თვით­შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­მო­იკ­ვე­თა ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­გორც და­დე­ბი­თი ისე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში. კა­თედ­რებ­თან თა­ნამ­შორ­მ­ლო­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­ა­გენ­ტოს გვერ­დ­ში დგო­მით, ვცდი­ლობთ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და ვემ­ზა­დე­ბით სა­მო­მავ­ლოდ, რომ გა­ვი­ა­როთ სკო­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები