20 აპრილი, შაბათი, 2024

სკო­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს მო­ზარ­დებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა

spot_img

ქე­თე­ვან მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი – სსიპ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი

 

რას მო­ითხოვს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან – სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

დღეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი სა­ხელ­მ­წი­ფოა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი კი არის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­სა და ამ პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იგი ცდი­ლობს შექ­მ­ნას სკო­ლა­ში ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად: თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ეროვ­ნულ და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ თა­ვი­სუ­ფალ პი­როვ­ნე­ბად; მო­ზარ­დებს გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­ნუ­ვი­თა­როს, მის­ცეს სა­ჭი­რო ცოდ­ნა, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა და და­ეხ­მა­როს მათ ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში.

ვფიქ­რობ, იგი­ვეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის დაკ­ვე­თაც და მო­ლო­დი­ნიც, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია ან იმ­დე­ნად მცი­რე ნა­წი­ლია ჩარ­თუ­ლი, რომ არ შეს­წევს ძა­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სკო­ლის ლი­დე­რის  – პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან

სკო­ლა­ში შევ­ქ­მ­ნა პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, სა­დაც სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თავს იგ­რ­ძ­ნობს ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უსაფ­რ­თხოდ, ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ რთულ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ცეს­ში თა­ვად ვი­ყო ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, კე­თილ­გან­წყო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მა­გა­ლი­თი. გა­მო­ვი­ჩი­ნო თა­ნა­ბა­რი ყუ­რადღე­ბა მოს­წავ­ლის, მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის ან სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პი­რის მი­მართ მა­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

სკო­ლის მარ­თ­ვის მო­დე­ლი/პრაქ­ტი­კა

სკო­ლის მარ­თ­ვის ჩე­მე­უ­ლი მო­დე­ლი, ვფიქ­რობ, არ არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და სტან­დარ­ტუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით დი­რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას. ძი­რი­თად მიღ­წე­ვად კი ვთვლი სკო­ლა­ში პო­ზი­ტი­უ­რი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ვცდი­ლობ, ეს კულ­ტუ­რა სკო­ლის ტრა­დი­ცი­ად ვაქ­ციო. მინ­და მდგრა­დად გვქონ­დეს სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­­ბე­ბი, გა­რე­მო, სა­დაც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ყვე­ლა ხა­ლი­სით და პრო­დუქ­ტი­უ­ლად აკე­თებს თა­ვის საქ­მეს.

ჯერ კი­დევ გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი და და­სახ­ვე­წია მო­ნი­ტო­რინ­გის, შე­ფა­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი უკუ­კავ­ში­რის მექ­ანიზ­მე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ფა­სე­ბას, შემ­დ­გო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სწო­რად და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა (მიმ­დი­ნა­რე მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ში­და სა­ნი­ტა­რი­უ­ლი კვან­ძის მოწყო­ბა), ბევ­რი სა­მუ­შაო გვე­ლის წინ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ვგუ­ლის­ხმობ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით აღ­ჭურ­ვას, ახალ მერ­ხებს, გა­ნახ­ლე­ბულ სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­სა და მო­ედ­ნებს თუ სკო­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას.

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

თუ ჩვე­ნი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ამ სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. შეხ­ვედ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ინი­ცი­რე­ბუ­ლია სკო­ლის მხრი­დან და შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გა­წე­რი­ლი ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით.

ზრდის თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ – მო­ქა­ლა­ქე­ებს

ზრდის, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რა­თა თი­თო­ე­ულ­მა სკო­ლამ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე შე­ა­ი­ა­რა­ღოს იმ სა­ჭი­რო ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით, რო­მე­ლიც მას ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბულ აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ. ჩვე­ნი სკო­ლის მი­სიაა, ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბით, თი­თო­ე­ულ მო­ზარ­დ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის   –  დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი

ვფიქ­რობ, და­პა­უ­ზე­ბა, დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კი­დევ ერ­თი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გია. იმედს ვი­ტო­ვებ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს პრო­ცე­სი სის­ტე­მა­ტი­ზირ­დე­ბა, რად­გან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი არ­სე­ბობს. ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, რაც შეიქ­მ­ნა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ეთი­კის კო­დექ­სი. 2020 წელს დამ­ტ­კიც­და სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტი, სა­დაც გა­წე­რი­ლია დი­რექ­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი 4 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და თა­ნამ­შ­რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; თემ­თან, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­თან და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე დი­რექ­ტო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვეს­წ­როთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს. დავ­ს­ვათ ჩვე­ნი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­კითხ­ვე­ბი და მი­ვი­ღოთ ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი, გა­ვი­ზი­ა­როთ სხვა სკო­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი ვი­ღებთ გა­მოც­დი­ლე­ბას, უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გორ ვაქ­ცი­ოთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ცე­სად. ეფექ­ტი­ა­ნი იყო „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ, „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის“ ფარ­გ­ლებ­ში, 2016-2018 წლებ­ში და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ელე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი, „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­მეხ­მა­რა პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ზრდა­ში.

თუმ­ცა, აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­დის, მდგრა­დო­ბი­სა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის უზ­რუ­ნველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია ად­გილ­ზე მოხ­დეს, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, დი­რექ­ტო­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, შეს­წავ­ლა და პრო­ფე­სი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა (ქო­უ­ჩინ­გი).

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის რო­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნოს. მი­სი მი­ზა­ნია სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. ქა­ლაქ გო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, თა­ვი­სი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გუნ­დით, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლას­თან. ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის მხარ­და­ჭე­რა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებს სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მყი­სი­ე­რია მა­თი რე­ა­გი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის კუთხით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე, ინ­ფ­რ­ას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და იური­დი­უ­ლი თუ მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა­ზე.

მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს. გო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა და­ა­ორ­გა­ნი­ზა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნა გან­ხი­ლუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით, 2022 წლის აპ­რილ­სა და ივ­ნის­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­გეგ­მი­ლი და სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო შე­ფა­სე­ბა; პე­და­გო­გი­კუ­რი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლა; სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რა­ი­ო­ნულ და ეროვ­ნულ დო­ნე­ზე; სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­ნარ­თე­ბის მზა­დე­ბა 2022-23 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის; მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, მე­ა­თე კლას­ში, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის და­საწყე­ბად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი­სა და საგ­ნობ­რი­ვი ქო­უ­ჩე­ბის დახ­მა­რე­ბით, წა­რუძღ­ვე­ბი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები