19 მარტი, სამშაბათი, 2024

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და მა­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სია

spot_img

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „კავ­კა­სი­ო­ნი“ 2015 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და ზო­გა­დი მო­დუ­ლე­ბის გარ­და – მე­წარ­მე­ო­ბა, ბიზ­ნეს­მი­მარ­თუ­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა – რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რის არის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და. დღე­ი­სათ­ვის 20-ზე მე­ტი კო­ლე­ჯი ამ­ზა­დებს ახალ­გაზ­რ­დებს აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პრო­ფე­სი­ით. ჩვენ მა­თი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლით ვეწ­ვი­ეთ „კავ­კა­სი­ონს“ და ორ პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს შევ­ხ­ვ­დით. რო­გორც ნა­ხავთ, მა­თი მო­ტი­ვა­ცია, გახ­დ­ნენ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.

და­ვიწყოთ თა­მარ ან­თი­ძით. იგი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, სა­მა­გის­ტ­რო კურ­სიც გავ­ლი­ლი აქვს ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმის გა­მო, რომ სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვა, შემ­თხ­ვე­ვის წყა­ლო­ბით, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა. „კი­დევ კარ­გი, რომ ასე მოხ­და, ეს ყო­ფი­ლა ჩე­მი მო­წო­დე­ბა,“ – ამ­ბობს თა­მა­რი. ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის თა­ნა­შემ­წე იყო, შემ­დეგ არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა, მათ შო­რის, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ლეჯს, ეს უკ­ვე პრაგ­მა­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო — პრო­ფე­სი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის/დიპ­ლო­მის აღე­ბა. ასე გახ­და პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს: „აღ­მოჩ­ნ­და, რომ სა­ბუთ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მი­ღე­ბა შე­მიძ­ლია, ტრე­ნინ­გებ­მაც ბევ­რი რამ მომ­ცა, მაგ­რამ კო­ლეჯ­ში უფ­რო სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად, ნი­უ­ან­სე­ბის დო­ნე­ზე გვას­წავ­ლი­ან; თა­ვად სა­მი შვი­ლის დე­და ვარ და კარ­გად ვი­ცი, მა­გა­ლი­თად, თა­მა­შის რო­ლის შე­სა­ხებ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ რაც აქ ვის­წავ­ლე, ამას ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი.“

კო­ლეჯ­ში ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ე­ბია, ამი­ტომ თა­მა­რი ახერ­ხებს, პა­რა­ლე­ლუ­რად, იმუ­შა­ოს კი­დეც, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, 19-ჯგუ­ფი­ან მე-100 ბაღ­ში, სა­დაც, რა­ო­დე­ნო­ბის გარ­და, ათას­გ­ვა­რი ხა­სი­ა­თი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბს, მათ შო­რის, შშმ და სსსმ ბავ­შ­ვებ­თა­ნაც, მათ­თან სხვა ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს – მი­სი ვა­ჟიც ერ­თი იმათ­გა­ნია. „სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზეც ამი­ტომ დავ­რე­გის­ტ­რირ­დი — პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, თე­ო­რი­ულ (და არა მარ­ტო თე­ო­რი­ულ, პრაქ­ტი­კაც გვაქვს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში) ცოდ­ნას კო­ლე­ჯი მაძ­ლევს. ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა ხომ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩე­მი საქ­მეა, ეს ზუს­ტად ვი­ცი. ტი­პუ­რი ბავ­შ­ვე­ბი თა­ვა­დაც შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს, მე ამათ უფ­რო გა­მო­ვად­გე­ბი. რო­გორც ვი­ცი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა, ვინც არის, გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და, ალ­ბათ, კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, მაგ­რამ მას შემ­დეგ იმ­დე­ნი დრო გა­ვი­და, იმ­დე­ნი სი­ახ­ლეა ამ სფე­რო­ში და ზო­გა­დად, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ცოდ­ნის გა­ნახ­ლე­ბა და შევ­სე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. მე ყო­ველ­დღი­უ­რი და ყო­ველ­წუ­თი­ე­რი შე­ხე­ბა მაქვს ბავ­შ­ვებ­თან, ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხე­დავ, რომ ყო­ველ წელს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან უნა­რე­ბით, ხა­სი­ა­თით; იცი­ან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი – ერ­თ­მა 3 წლის პა­ტა­რამ მითხ­რა კი­დეც – მე შე­მიძ­ლია არ შევ­ჭა­მო, თუ და­მა­ძა­ლებ, ეს ძა­ლა­დო­ბაა და არ შე­იძ­ლე­ბაო“. ამ და სხვა ბევ­რი რა­მის გა­მო მი­აჩ­ნია თა­მარს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო პრო­ფე­სია აირ­ჩია, რომ აქ კრი­ტი­კუ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი თე­ო­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რად­გან სწო­რედ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის კედ­ლებ­ში ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს.

ეს არ­ჩე­ვა­ნი კი სა­ბო­ლოოა და რო­ცა საქ­მი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, წარ­მა­ტე­ბაც გარ­და­უ­ვა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნა­ნა კუ­კა­ვას, II კურ­სის სტუ­დენტს: „მე არ ვარ დიპ­ლო­მის მი­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ არ ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბას აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. უბ­რა­ლოდ, მინ­და ამ სფე­რო­ში უფ­რო გან­ს­წავ­ლუ­ლი ვი­ყო და ჩე­მი ცოდ­ნა უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი იყოს. კო­ლე­ჯი მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ვი­ღო ბევ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ. ერ­თი წა­მი­თაც არ მი­ნა­ნია ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ, რომ უფ­რო მე­ტი დამ­ხ­ვ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი – თუ აქამ­დე მე­გო­ნა, რომ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა იწყე­ბა I კლა­სი­დან, თურ­მე ეს პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით ად­რე, მუც­ლად ყოფ­ნის დრო­ი­დან იწყე­ბა. ძი­რი­თა­დი, რაც ამ კო­ლეჯ­მა მომ­ცა, სწო­რედ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაა. მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ამ ჩე­მი ცოდ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ვცდი­ლობ“.

აქ მა­ნა­ნას შე­ვაწყ­ვე­ტი­ნებ და გეტყ­ვით, რომ იგი საკ­მა­ოდ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე გო­გოა და აი, რა­ტომ. მას თსუ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის გან­ხ­რით. მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბამ­დე, გა­დაწყ­ვი­ტა „აეღო რა­ღაც ისე­თი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რეთ“, და არ­ჩე­ვა­ნი კო­ლეჯ­ზე შე­ა­ჩე­რა. ამის შემ­დეგ ჩა­ირ­თო მი­სი ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა თუ ჩვე­ვა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე გა­მო­ე­კითხა ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, უც­ნო­ბე­ბი. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი და სა­ი­მე­დო სწო­რედ მა­თი პა­სუ­ხე­ბია. სწო­რედ ამ პა­სუ­ხებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, კო­ლე­ჯის I კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­დაწყ­ვი­ტა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ამ­ჯე­რად, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (კო­ლეჯ­ში, სხვა მო­დუ­ლებ­თან ერ­თად, დაკ­ვირ­ვე­ბა და შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­დუ­ლია). ზე­მოთ რომ კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, ის იგუ­ლის­ხ­მა, რომ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში რე­ფე­რა­ტი წა­რად­გი­ნა სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ. მი­სი დას­კ­ვ­ნა ასე­თია: „და­ფი­ნან­სე­ბის მოქ­მე­დი პრინ­ცი­პი/სის­ტე­მა ვერ პა­სუ­ხობს გაცხა­დე­ბულ მი­ზანს გა­ნათ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მო­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­დი­ან ორ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, მა­ნა­ნა­სა და თა­მა­რის შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და ბევ­რის მომ­ცე­მია, „პერ­სო­ნა­ლი ყუ­რადღე­ბი­ა­ნია და ნდო­ბით ეკი­დე­ბი­ან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას აღ­საზ­რ­დე­ლებ­თან, შე­თა­ვა­ზე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­საც იზი­ა­რე­ბენ, შე­ხე­ბა გვაქვს აღ­ზ­რ­დის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ფაქ­ტო­რებ­თან, ბა­ღე­ბი, სა­დაც პრაქ­ტი­კას გავ­დი­ვართ, აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, სწავ­ლე­ბა კი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით. სა­თა­მა­შო არა მხო­ლოდ ნივ­თია, რომ­ლი­თაც ბავ­შ­ვი ითა­მა­შებს, არა­მედ ამ ნივ­თით ის რა­ღაც ფუნ­ქ­ცი­ას, უნარს ივი­თა­რებს“.

მა­ნა­ნას შე­ფა­სე­ბით, ბა­ღებ­ში გა­რე­მო უსაფ­რ­თხოა, მაგ­რამ ყველ­გან არ არის სა­თა­ნა­დოდ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, მი­აჩ­ნია, რომ გა­და­სა­ხე­დია კუ­რი­კუ­ლუ­მიც, სა­სურ­ვე­ლია შე­ივ­სოს ახა­ლი თე­მა­ტი­კით, გა­ნახ­ლ­დეს და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­დეს რე­სურ­სე­ბი. „თუ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას არ ექ­ნე­ბა ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, მა­შინ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს აღ­მ­ზ­რ­დე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე,“ – ამ­ბობს მა­ნა­ნა, რო­მე­ლიც მარ­ტო კი არ სწავ­ლობს, აკ­ვირ­დე­ბა კი­დეც არ­სე­ბულს და ფიქ­რობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უკე­თე­სი ის გა­რე­მო, სა­დაც სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბას.

ესეც კი­დევ ერ­თი კარ­გი თვი­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­ე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი მკვლევ­რის­თ­ვის.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები