29 მარტი, პარასკევი, 2024

სკვერის ბიბლიოთეკები

spot_img

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, მარიტა შეშაბერიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, კერძოდ:

∇ დამზადდება წიგნის ბუდეები (მინი-ბიბლიოთეკები), რომლებიც განთავსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ამ პროექტს ბიბლიოთეკა უკვე წლებია ახორციელებს);

∇ მომზადდება გამოფენა საქართველოში გერმანელების (ისინი კავკასიაში და მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჩამოსახლდნენ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც განთავსდება წიგნის ბუდეები. აქვე გაიმართება საჯარო ლექცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ასევე შეეხება იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და რა გავლენა იქონიეს გერმანელებმა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

იგეგმება ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი გამოცემის შექმნა, რომელიც საქართველოში გერმანელების ცხოვრებას შეეხება.

„პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში წიგნიერების ხელშეწყობის ინიციატივებსა და ევროპული ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობებს.

გერმანული ბანკი საქართველოში 23 წელზე მეტია საქმიანობს და მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირსეული წვლილი შევიტანოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივი განვითარების საქმეში. ამიტომაც ჩვენი კომპანიისთვის სიმბოლური და სასიხარულოა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაწყებული თანამშრომლობა. მემორანდუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელსაც წლის განმავლობაში წარვუდგენთ საზოგადოებას,“ – აცხადებს პროკრედიტ ბანკის დირექტორი მარიტა შეშაბერიძე.

სტუმრებმა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი დაათვალიერეს.

∇ ∇ ∇

რამდენიმე წელია, საქართველოს 8 ქალაქში წიგნის ორიგინალური სათავსოები გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო წიგნის არჩევა, შინ წაღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში –  ახალი წიგნის დამატებაც.

ამ საინტერესო პროექტის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკაა, წიგნების ორიგინალურ ბუდეებს კი, ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგო მოდუა ამზადებს. წიგნის ბუდეები უკვე გამოჩნდა ქუთაისში, თბილისში, სამტრედიაში, ჭიათურაში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში. მინი-ბიბლიოთეკები ქალაქებში თემატური დიზაინითაა მოწყობილი, მაგალითად, ბათუმში – გემი, სამტრედიაში – ველოსიპედი, თელავში – კასრი, სოფელ ლიხაურში – სამკითხველო წისქვილი, ჭიათურაში – ვაგონი და ა.შ.

 

თბილისში, მარო მაყაშვილის ბაღში, მობილური ბიბლიოთეკა-სმარტფონი ყველა მსურველს, ვისაც პლანშეტური კომპიუტერი თუ სხვა მობილური მოწყობილობა აქვს, საშუალებას აძლევს,  ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის” აუდიომასალების კოლექციიდან,  აუდიოწიგნებსა და მუსიკას მოუსმინოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები