19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყ­ვი­დან ტექ­ს­ტამ­დე — პორ­ტ­რე­ტი

spot_img

თა­მარ მა­ხა­რა­ძე

გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში;
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა კავ­ში­რის თავმჯ­დო­მა­რე (კავ­ში­რი „ქორ­ბუ­და“)

 

 

თა­მარ ჯა­ყე­ლი

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი

 

 

მე­სა­მე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ერთ-ერ­თი სა­მიზ­ნე ცნე­ბაა „სიტყ­ვი­დან ტექ­ს­ტამ­დე“, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მი­ზან­მი­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას რო­გორც ზე­პი­რი, ასე­ვე წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე – ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბას, აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გა­სიტყ­ვე­ბის უნა­რის, ენობ­რი­ვი ალ­ღოს, ენობ­რივ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. თა­ვის მხრივ, ეს უნა­რე­ბი ბავ­შ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბის, მი­სი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა-დახ­ვე­წის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა. რო­გორც დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ბავ­შ­ვი ენის სა­შუ­ა­ლე­ბით აგებს ცნო­ბი­ერ სამ­ყა­როს, შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მეტყ­ვე­ლე­ბა, მით უფ­რო ღრმავ­დე­ბა აზ­როვ­ნე­ბა და იზ­რ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის საზღ­ვ­რე­ბიც. სწო­რედ იმი­ტომ ეკის­რე­ბა მშობ­ლი­ურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რომ სა­ფუძ­ველს უყ­რის მშობ­ლი­უ­რი ენის მეშ­ვე­ო­ბით სამ­ყა­როს აგე­ბას და პი­როვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მარ­თა­ლია, ყო­ველ ადა­მი­ანს მეტ-ნაკ­ლე­ბად აქვს თან­და­ყო­ლი­ლი ენობ­რი­ვი გუ­მან-ინ­ტუ­ი­ცია, მაგ­რამ ის თა­ვის­თა­ვად ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა – მას საზ­რ­დო უნ­და მი­ვა­წო­დოთ და ას­პა­რე­ზი შევ­თა­ვა­ზოთ გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა სა­მიზ­ნე ცნე­ბას „სიტყ­ვი­დან ტექ­ს­ტამ­დე“, სწო­რედ ამას ისა­ხავს მიზ­ნად – მი­ვა­წო­დოთ ბავშვს საზ­რ­დო ენობ­რი­ვი გუ­მა­ნის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად და ას­პა­რე­ზი – ამ უნა­რის გა­მო­სავ­ლე­ნად.

წარ­მო­გიდ­გენთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით:

 

და­ვა­ლე­ბა­ში ქვეც­ნე­ბა „ტექ­ს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტი“ წამ­ყ­ვა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და გა­ი­აზ­რონ ტექ­ს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლონ ტექ­ს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტის შექ­მ­ნა. ტექ­ს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტის კერ­ძო სა­ხე­ო­ბაა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პორ­ტ­რე­ტი – მწერ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ტექს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან.

ტექ­ს­ტუ­რი პორ­ტ­რე­ტი ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბის აღ­წე­რაა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ან მხატ­ვ­რუ­ლი. ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­ამ­დიდ­რებს და გა­ა­აქ­ტი­უ­რებს მოს­წავ­ლე­თა ლექ­სი­კურ მა­რაგს, გა­ნუ­ვი­თა­რებს მათ ფუნ­ქ­ცი­უ­რი ტექ­ს­ტე­ბის წე­რის უნარ­ჩ­ვე­ვებს; მი­აჩ­ვევს დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და გა­რეგ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უფ­რო სიღ­რ­მი­სე­ულ თვი­სე­ბებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბას.

შენიშვნა: ტექსტური პორტრეტის ცნება მხატვრის მიერ დახატული პორტრეტის (სურათის) და ფოტოპორტრეტის ცნებებს ემყარება, ამიტომ მოსწავლეებს ეს ცნებები უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეთ (თუკი არა, მაშინ ჯერ ეს ცნებები უნდა ისწავლონ, უმჯობესია – ხელოვნების გაკვეთილზე). ყველა შემთხვევაში სასურველია, რომ მოსწავლეებმა ციფრული ფორმატის ფოტოპორტრეტები შექმნან, განიხილონ ერთმანეთის ნამუშევრები და იმსჯელონ მათ შესახებ.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი

(აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­სურ­სე­ბი, გე­ზის­მიმ­ცე­მი შე­კითხ­ვე­ბი)

ეტა­პი 1. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა

წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა

♦ გა­იხ­სე­ნეთ, წი­ნათ რა აღ­გი­წე­რი­ათ წე­რი­ლო­ბით ან ზე­პი­რად: სუ­რა­თი, სა­კუ­თა­რი ან სხვი­სი ეზო, სახ­ლი, საკ­ლა­სო ოთა­ხი და სხვა.

♦ გა­იხ­სე­ნეთ ხე­ლოვ­ნე­ბი­დან, რა ეწო­დე­ბა ისეთ ნა­ხატს, რო­მელ­ზეც მხატ­ვა­რი ფუნ­ჯით ან ფან­ქ­რით „აღ­წერს“ ანუ ხა­ტავს ადა­მი­ანს (პორ­ტ­რე­ტი).

♦ გა­იხ­სე­ნეთ, ვი­სი და­ხა­ტუ­ლი, ან ვი­სი პორ­ტ­რე­ტე­ბი გი­ნა­ხავთ.

♦ კი­დევ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, აღ­ვ­წე­როთ ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა? (სიტყ­ვე­ბით).

♦ თქვენ თუ აღ­გი­წე­რი­ათ ვინ­მე, მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბა­რი, მე­ზო­ბე­ლი, ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი?

♦ მო­გი­ხერ­ხე­ბი­ათ ზუს­ტად და სა­ინ­ტე­რე­სოდ აღ­გე­წე­რათ ვინ­მე? რამ გა­გი­ად­ვი­ლათ ეს აღ­წე­რა?

♦ თქვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბი­დან ვის აქვს ლა­მა­ზი გა­რეგ­ნო­ბა?

♦ მარ­თა­ლია თუ არა, რომ რო­გო­რი­ცაა ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა, ისე­თი­ვეა ეს ადა­მი­ა­ნი?

და­ვა­ლე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა:

♦ თქვე­ნი სიტყ­ვე­ბით ახ­სე­ნით, რას მო­ითხოვს თქვენ­გან ეს და­ვა­ლე­ბა?

♦ რის შეს­წავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ?

♦ რა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გე­ბათ?

ეტა­პი 2. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

რე­სურ­სი 1. ტექ­ს­ტე­ბი: 1, 2

ტექ­ს­ტი 1. ლუ­არ­სა­ბი გახ­ლ­დათ კარ­გად ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი კა­ცი: თა­ვი ისე­თი მსხვი­ლი, რომ თით­ქოს იმის სიმ­ძი­მეს სქე­ლი კი­სე­რი მხრებ­ში ჩა­უძ­ვ­რე­ნიაო; წი­თე­ლი, თუ­რა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ვით ხაშ­ხა­შა ლო­ყე­ბი; სამ­კე­ცად ჩა­მო­სუ­ლი ფა­ფუ­კი ღა­ბა­ბი; დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი, გა­ბე­რი­ლი ღი­პი, კო­ტი­ტა და ბალ­ნი­ა­ნი ხე­ლე­ბი, მსხვი­ლი ფე­ხე­ბი (ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე).

ტექ­ს­ტი 2. ჯა­ყო ქა­ლაქ­ში შე­მო­ვარ­დ­ნილ დათვს ჰგავ­და. შუბ­ლი და­ბა­ლი და ჩაზ­ნე­ქი­ლი ჰქონ­და, ცხვი­რი – მოკ­ლე და აჭყ­ლე­ტი­ლი, თვა­ლე­ბი – კაკ­ლი­სო­დე­ნა, თან ცოცხა­ლი და ცუღ­ლუ­ტი. თავ­ზე ეხუ­რა ნაბ­დის ქუ­დი, ტანთ ეც­ვა შა­ლის ჩო­ხა, ხო­ლო ფე­ხებ­ზე – ჭრე­ლი წინ­დე­ბი… ხელ­ში მა­ჯის სის­ქე კომ­ბა­ლი ეჭი­რა. ბე­ჭებ­ზე თო­ფი ჰქონ­და გა­დაგ­დე­ბუ­ლი (მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი).

გე­ზის­მიმ­ცე­მი შე­კითხ­ვე­ბი

♦ ვის აღ­წერს პირ­ვე­ლი (1) ტექ­ს­ტი? (ადა­მი­ანს – ლუ­არ­საბს).

♦ ვის აღ­წერს მე­ო­რე (2) ტექ­ს­ტი? (ადა­მი­ანს – ჯა­ყოს).

♦ მარ­თა­ლია თუ არა, რომ პირველი და მე­ორე ტექ­ს­ტე­ბი არის ლუ­არ­სა­ბი­სა და ჯა­ყოს გა­რეგ­ნო­ბის აღ­წე­რა? რა­ტომ? (კი, რად­გან ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია გა­რეგ­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბი და მი­თი­თე­ბუ­ლია, რო­გო­რია ისი­ნი).

რე­სურ­სი 1. ტექ­ს­ტი 1, 2.

რე­სურ­სი 2. შე­და­რე­ბის ცხრი­ლი

აქ­ტი­ვო­ბა 1. ლუ­არ­სა­ბი­სა და ჯა­ყოს გა­რეგ­ნო­ბის აღ­წე­რის (პორ­ტ­რე­ტე­ბის) შე­და­რე­ბა

გე­ზის­მიმ­ცე­მი შე­კითხ­ვე­ბი

♦ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ხე­დავთ ამ აღ­წე­რებს შო­რის?

♦ ეს აღ­წე­რე­ბი რით ჰგავს თქვენ მი­ერ ნა­ნახ, მხატ­ვ­რის მი­ერ და­ხა­ტულ პორ­ტ­რეტს? (მხატ­ვ­რის მი­ერ და­ხა­ტუ­ლი პორ­ტ­რე­ტიც ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბას ასა­ხავს თა­ვი­სი დე­ტა­ლე­ბით (სა­ხე, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა…).

♦ თქვე­ნი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბის სიტყ­ვე­ბით აღ­წე­რა­საც პორ­ტ­რე­ტი ვუ­წო­დოთ? რა­ტომ?

♦ ჯა­ყოს პორ­ტ­რეტ­ში ზო­გი დე­ტა­ლი ჯა­ყოს ხა­სი­ათს გვიჩ­ვე­ნებს. ამ მხრივ რო­მე­ლი დე­ტა­ლე­ბია უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი? (თვა­ლე­ბი – ცოცხა­ლი და ცუღ­ლუ­ტი, ასე­ვე მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა – თო­ფი, კომ­ბა­ლი).

პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის რო­მელ თვი­სე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი – ჩაც­მუ­ლო­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა?

♦ რო­გორ ადა­მი­ა­ნე­ბად წარ­მო­გიდ­გე­ბათ თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი? რა­ტომ, რა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვა­რა­უ­დობთ ამას?

♦ გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მელ­მა სიტყ­ვებ­მა მი­იქ­ცია თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა ლუ­არ­სა­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას? რა­ტომ? ჯა­ყოს და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას? რა­ტომ?

♦ თქვენ თუ შე­გიძ­ლი­ათ პერ­სო­ნა­ჟის სიტყ­ვი­ე­რი პორ­ტ­რე­ტის შექ­მ­ნა – ანუ პერ­სო­ნა­ჟის გა­რეგ­ნო­ბის ისე აღ­წე­რა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და თვალ­სა­ჩი­ნო იყოს მკითხ­ვე­ლის­თ­ვის და თან მიგ­ვა­ნიშ­ნოს პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათ­ზე? თქვე­ნი აზ­რით, რა არის სა­ჭი­რო ამის­თ­ვის?

♦ სა­ი­დან იქ­ნე­ბა უმ­ჯო­ბე­სი აღ­წე­რის დაწყე­ბა – სა­ხე, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა?..

 

დას­კ­ვ­ნა: იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნის/პერ­სო­ნა­ჟის აღ­წე­რა სა­ინ­ტე­რე­სო და თვალ­სა­ჩი­ნო იყოს მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, თან მიგ­ვა­ნიშ­ნოს მის ხა­სი­ათ­ზე, სა­ჭი­როა:

ა) კარ­გად დაკ­ვირ­ვე­ბა – რო­გო­რია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გო­რი ნაკ­ვ­თე­ბი აქვს (პი­რი­­სა­ხე, სხე­უ­ლი), რო­გო­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს, რო­გორ აც­ვია; რა ნივ­თე­ბი აქვს ხოლ­მე ხში­რად;

ბ) მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა აღ­წე­რი­სას.

რე­სურ­სი 3. „სიტყ­ვე­ბის სკივ­რი“ (მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის)

აქ­ტი­ვო­ბა 2. „სიტყ­ვე­ბის სკივ­რის“ შექ­მ­ნა

სიტყ­ვე­ბის სკივ­რი

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

თა­ვი: დი­დი, პა­ტა­რა, მოგ­რ­ძო, გა­სი­ე­ბუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი…

თვა­ლე­ბი: ლა­მა­ზი, ბრი­ა­ლა, გად­მო­კარ­კ­ლუ­ლი, დი­დი, შა­ვი, ცის­ფე­რი, ჭრე­ლი (ჭრო­ღა), ეშ­მა­კუ­რი, კე­თი­ლი, მო­ციმ­ცი­მე, თბი­ლი, ცბი­ე­რი, მწვა­ნე, წაბ­ლის­ფე­რი… ალერ­სი­ა­ნი, ბრა­ზი­ა­ნი…

პი­რი, ტუ­ჩე­ბი: დი­დი, პა­ტა­რა, ვარ­დის­ფე­რი, წი­თე­ლი, უფე­რუ­ლი, წვრი­ლი, მსხვი­ლი, ლა­მა­ზი…

ცხვი­რი: მო­კა­უ­ჭე­ბუ­ლი, გა­ბუშ­ტუ­ლი, კე­ხი­ა­ნი, გრძე­ლი, პა­ჭუა, აპ­რე­ხი­ლი, ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ნის­კარ­ტი­ვით, მიჭყ­ლე­ტი­ლი, მოღ­რე­ცი­ლი, სწო­რი, წვე­ტი­ა­ნი, არ­წი­ვი­სე­ბუ­რი, უშ­ნო, ლა­მა­ზი…

შუბ­ლი: ფარ­თო, ვიწ­რო, ჩაზ­ნე­ქი­ლი, ამოზ­ნე­ქი­ლი, ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი, გა­დატ­კე­ცი­ლი…

ლო­ყე­ბი: ფუმ­ფუ­ლა, ვარ­დის­ფე­რი, წი­თე­ლი, დი­დი, ბუნ­ჩუ­ლა, ჩა­ჩუ­ტუ­ლი. და­ბე­რი­ლი, ჩაც­ვე­ნი­ლი…

ნი­კა­პი: გრძე­ლი, მოკ­ლე, შუ­ა­ზე გა­ყო­ფი­ლი, წვე­ტი­ა­ნი…

თმა: წი­თე­ლი, ცეცხ­ლის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი, წაბ­ლის­ფე­რი, ფა­ფუ­კი, ჯა­გა­რა, აჩე­ჩი­ლი, გა­ბურ­ძ­გ­ნუ­ლი, გრძე­ლი, მოკ­ლე, გაშ­ლი­ლი, შეკ­რუ­ლი, დაწ­ნუ­ლი, ხუ­ჭუ­ჭა, პა­რი­კი­ა­ნი, ბაფ­თე­ბი­ა­ნი…

ხე­ლე­ბი, ფე­ხე­ბი: გრძე­ლი, მოკ­ლე, აწო­წი­ლი, ბან­ჯ­გ­ვ­ლი­ა­ნი, მსხვი­ლი, წვრი­ლი, დაგ­რე­ხი­ლი, სწო­რი, ლა­მა­ზი…

გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა: სევ­დი­ა­ნი, მე­ოც­ნე­ბე, მრის­ხა­ნე, სა­ცო­და­ვი, მხი­ა­რუ­ლი, ეშ­მა­კუ­რი, ცბი­ე­რი, ფიქ­რი­ა­ნი, მო­ღი­მა­რი, მო­ღუ­შუ­ლი, ბრა­ზი­ა­ნი, დამ­ცი­ნა­ვი, უბო­რო­ტო, ბო­რო­ტუ­ლი, ამა­ყი, ქედ­მაღ­ლუ­რი, ბედ­ნი­ე­რი, კმა­ყო­ფი­ლი, შე­წუ­ხე­ბუ­ლი, სევ­დი­ა­ნი, მწუ­ხა­რე, მორ­ჩი­ლი, მბრძა­ნებ­ლუ­რი, სუ­ლე­ლუ­რი, ბრძნუ­ლი, ბრიყ­ვუ­ლი…

აქ­ტი­ვო­ბა 3. სა­ხა­ლი­სო პორ­ტ­რე­ტის შედ­გე­ნა „სკივ­რის“ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

ერ­თი შე­საძ­ლო ნი­მუ­ში:

    სცე­ნა­ზე გა­მო­ვარ­და ერ­თი უც­ნა­უ­რი კა­ცი: უზარ­მა­ზა­რი თა­ვი და დი­დი, ჭრე­ლი და ბრი­ა­ლა თვა­ლე­ბი ჰქონ­და. წი­თე­ლი გა­ბურ­ძ­გ­ნუ­ლი პა­რი­კი თავ­ზე ცეცხ­ლი­ვით მო­უ­ჩან­და. დი­დი გა­ბუშ­ტუ­ლი ცხვი­რი ბო­ლო­ში წას­წით­ლე­ბო­და. დი­დი ტუ­ჩე­ბი წი­თე­ლი პო­მა­დით ჰქონ­და გათხუპ­ნი­ლი. მხი­ა­რუ­ლი და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და. კაცს გრძელ, აწო­წილ ფე­ხებ­ზე ჭრელ­ზო­ლე­ბი­ა­ნი წინ­დე­ბი და უზარ­მა­ზა­რი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეც­ვა, ტან­ზე – გრძე­ლი ფარ­თხუ­ნა ხა­ლა­თი. ხელ­ში ბუშ­ტე­ბი ეჭი­რა.

აქ­ტი­ვო­ბა 4. პერ­სო­ნა­ჟის ილუს­ტ­რა­ცი­ის შერ­ჩე­ვა; სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა „სიტყ­ვე­ბის სკივ­რი­დან“ პერ­სო­ნა­ჟის პორ­ტ­რე­ტის აღ­სა­წე­რად და ამ სიტყ­ვე­ბით მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი ცხრი­ლის შევ­სე­ბა.

    პერ­სო­ნა­ჟი (მაგ., მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი)

♦ რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟის   (მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი, ალი­სა, ლა­ხუნ­და­რე­ლი) პორ­ტ­რეტს აირ­ჩევ აღ­სა­წე­რად? რა­ტომ?

რე­სურ­სი 4. შევ­სე­ბუ­ლი მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი ცხრი­ლი.

რე­სურ­სი 5. პერ­სო­ნა­ჟე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი (და­სახ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მე­ო­რე თა­ვი­დან).

აქ­ტი­ვო­ბა 5. შერ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის პორ­ტ­რე­ტის აღ­წე­რა წე­რი­ლო­ბით (მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლის ცხრი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით)

აღ­წე­რი­თი ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რი: პერ­სო­ნა­ჟის პორ­ტ­რე­ტის აღ­წე­რა

გე­ზის­მიმ­ცე­მი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რო­გორ/რა სიტყ­ვე­ბით და­იწყებ აღ­წე­რას?

♦ სა­ი­დან და­იწყებ აღ­წე­რას (სა­ხე, სხე­უ­ლი, ჩაც­მუ­ლო­ბა)?

♦ რო­გო­რია (ფორ­მა, ზო­მა, ფე­რი) შენ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხის დე­ტა­ლე­ბი (ნაკ­ვ­თე­ბი): თვა­ლე­ბი ცხვი­რი, პი­რი, ულ­ვა­შე­ბი..?

♦ რო­გო­რია მი­სი პი­რი­სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა?

♦ რო­გო­რაა ჩაც­მუ­ლი (ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, თავ­სა­ბუ­რა­ვი)?

♦ რო­მე­ლი დე­ტა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს მი­სი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა­ზე?

რე­სურ­სი 6. მოს­წავ­ლე­თა მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტე­ბი

აქ­ტი­ვო­ბა 6. პირ­ვე­ლა­დი ვა­რი­ან­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით

♦ პორ­ტ­რე­ტის რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს შენს ტექსტს — გაქვს თუ არა გა­მოკ­ვე­თი­ლი პორ­ტ­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი (სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი, სხე­უ­ლის ნაკ­ვ­თე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა)?

♦ აღ­წე­რი­სას გაქვს თუ არა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბი (დე­ტა­ლე­ბის ფორ­მის, ფე­რის, ზო­მის გა­მო­საკ­ვე­თად)?

სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის შექ­მ­ნა და წარ­დ­გე­ნა

ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნი­სას და­სას­მე­ლი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ რა­ტომ გგო­ნია, რომ შე­ნი ტექ­ს­ტი პორ­ტ­რე­ტის აღ­წე­რაა?

♦ რა­ტომ აირ­ჩიე აღ­სა­წე­რად ამ პერ­სო­ნა­ჟის პორ­ტ­რე­ტი — რით მი­იქ­ცია შე­ნი ყუ­რადღე­ბა?

♦ პერ­სო­ნა­ჟის გა­რეგ­ნო­ბის აღ­წე­რი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით რა დე­ტა­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლე ყუ­რადღე­ბა?

♦ ნი­შან­თ­ვი­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი რო­მე­ლი სიტყ­ვე­ბი შე­არ­ჩიე და გა­მო­ი­ყე­ნე?

♦ შე­ნი აზ­რით, შე­ნი აღ­წე­რით შე­ძე­ლი თუ არა პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის ჩვე­ნე­ბა? რო­გორ, რა­ში ჩანს?

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები