24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„სი­მარ­თ­ლე მა­ინც ვერ და­ამ­ტ­კი­ცა“ –  სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმოქ­მე­დო­ბას შე­წი­რუ­ლი გო­გო­ნას სი­ცოცხ­ლე

spot_img

„გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და გა­მო­ის­ყი­დაო“ – ამ გა­უ­გო­ნა­რი სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი 14 წლის მო­ზარ­დის, ნი­ნის ბა­ბუაა, ბა­ბუა, რო­მელ­მაც ასე სას­ტი­კად შე­ა­ფა­სა შვი­ლიშ­ვი­ლის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა, პა­ტა­რა გო­გო­ნა­სი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. უმ­წეო მსხვერ­პ­ლი გო­გო­ნას გახ­მა­უ­რე­ბულ ამ­ბავს, სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა სხვა ახ­ს­ნა ვერ უპო­ვეს, გარ­და იმი­სა, რომ თურ­მე სირ­ცხ­ვი­ლი აჭა­მათ… მსხვერ­პ­ლ­მა კი, ვერც სა­მარ­თა­ლი იპო­ვა, ვერც გვერ­დ­ში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი, მე­ტიც, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლ გო­გო­ნა­ზე მე­რე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს „ახ­ლობ­ლებ­მა“…გო­გო­ნამ ჩვე­ნე­ბა­ში და­წე­რა, რომ „სი­მარ­თ­ლე მა­ინც ვერ და­ამ­ტ­კი­ცა“ და პრობ­ლე­მას­თან სრუ­ლი­ად მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა არას­რულწლო­ვან­მა მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ამ გულ­გ­რილ და ჯერ კი­დევ სტე­რეო­ტი­პე­ბით მსუნ­თ­ქავ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც მსხვერ­პ­ლ­ში ეძე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს, მი­სი ად­გი­ლი აღარ იყო… სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს არც პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ პი­რო­ბებ­ში, არც ბო­ლო იქ­ნე­ბა, რად­გან პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი ბევ­რია და თან სიღ­რ­მი­სე­უ­ლი. ამ მი­ზე­ზებს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის მო­ად­გი­ლე ეკა­ტა­რე­ი­ნე სხი­ლა­ძე სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმოქ­მე­დო­ბას, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, დაგ­ვი­ა­ნე­ბულ თუ არა­სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც წარ­მო­შობს სის­ტე­მურ ხარ­ვე­ზებს და ხელს უშ­ლის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ნი­ნის ამ­ბავს სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ მი­სი სიტყ­ვე­ბიც ისე­თი­ვე სას­ტი­კი და ულა­მა­ზოა, რო­გორც მო­ზარ­დის მი­მართ ნაქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი: „სირ­ცხ­ვი­ლი გვა­ჭა­მაო და ჯერ ში­ში აჭა­მეს და მე­რე მი­წას აჭა­მეს – აი, ასე სას­ტი­კად და ასე­თი­ვეა ჩე­მი სიტყ­ვე­ბიც – უხე­ში და ულა­მა­ზო.

საფ­ლავ­ში გა­უ­გონ­რად გა­უ­გე­ბა­რი წი­ნა­და­დე­ბა ჩა­ა­ყო­ლეს – „გა­ა­პუ­ტი­უ­რეს და გა­მო­ის­ყი­დაო“.

იმ გო­გო­ნას კი­დევ, გზე­ბი სულ მოჭ­რი­ლი ჰქონ­და – ან ძა­ლა­დო­ბა ხვდე­ბო­და გზის ბო­ლოს ან გულ­გ­რი­ლო­ბა. რა გზაც იცო­და, ყველ­გან ეს და­სას­რუ­ლი ეგუ­ლე­ბო­და. სხვა გზა კი­დევ ჩვენ ვერ და­ვა­გეთ და თვი­თონ სად მოგ­ვ­ძებ­ნი­და? ვერ­სად.

ამას­წინ დავ­წე­რე: „ გა­ზაფხუ­ლი მო­დის. ქა­ქუთ­ში ბლის ხე­ე­ბი აყ­ვავ­დე­ბი­ან, მე­რე ხას­ხა­ხა კუნ­წუ­ლებს გა­მო­ი­ბა­მენ და ბლის ხე­ებ­ზე ნი­ნის თა­ნა­ტო­ლე­ბი ავ­ლენ. ნი­ნი თე­ბერ­ვალ­ში ავი­და. რომ მოგ­ვეს­მი­ნა, მა­ის­ში უნ­და ასუ­ლი­ყო.” და მე­რე დავ­ფიქ­რ­დი – მე რა ვი­ცი ნი­ნის რო­მე­ლი­მე თა­ნა­ტო­ლის დარ­დის? ან შენ რა იცი? არა­ფე­რი. ვე­რა­ფე­რი.

ნი­ნის­თ­ვის ბრძო­ლა, გარ­და აქ და ახ­ლა სა­მარ­თ­ლის აღ­ს­რუ­ლე­ბი­სა – უფ­რო დი­დი და მთა­ვა­რი ბრძო­ლა – ამ გზის და­გე­ბა იქ­ნე­ბა – ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან, სკო­ლას­თან, სო­ფელ­თან მიმ­ყ­ვა­ნი გზის – ერ­თ­მა­ნეთ­თან ლა­პა­რაკს რომ გვას­წავ­ლის. რომ სხვა ნი­ნი, ელე­ნე, ნა­თია, გვან­ცა – გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. და ის რომ ხან ასე­თი სიტყ­ვე­ბი პა­თე­ტი­კად გვეჩ­ვე­ნე­ბა, გვეჩ­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამ საქ­მეს ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნად არ ვაქ­ცევთ.“

მე­დია ექ­ს­პერ­ტი ნი­ნო და­ნე­ლია წერს, რომ „მა­ინც გა­ბე­დეს და გა­მო­ფი­ნეს მოკ­ლუ­ლი გო­გოს ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ სექ­სი კაც­თან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჰქონ­და. ეგო­ნა, ცო­ლად მო­იყ­ვან­და და იმან მო­ატყუა. აი, ეს გა­ბე­დეს. უცებ და­ა­ვიწყ­დათ, რომ რაც არ უნ­და ნე­ბით მოხ­დეს, არას­რულ­წ­ლო­ვან­თან სექ­სი არის და­ნა­შა­უ­ლი და მას­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი ვერ აფა­სებს რის­კებს, არის მოწყ­ვ­ლა­დი. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ისეთ გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბა, რო­გორ­შიც ნი­ნი იზ­რ­დე­ბო­და, უდე­დოდ, უმა­მოდ, არა­ემ­პა­თი­უ­რი ბა­ბუა-ბი­ძე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. იქ­ნებ ეს ბი­ჭი მი­სი დის­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ოჯა­ხი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის გზად მი­იჩ­ნია? იქ­ნებ იმე­დი გა­უჩ­ნ­და, რომ თავს და­აღ­წევ­და იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც უწევ­და ცხოვ­რე­ბა? გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ არ გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა შემ­ხ­ვედ­რი კითხ­ვე­ბი? 1. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ნე­ბით მოხ­და თუ უნე­ბუ­რად სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლი? 2. რა ვი­ცით, რა პი­რო­ბებ­ში და­წე­რა ნი­ნიმ ჩვე­ნე­ბა? 3. რა ვი­ცით, იძუ­ლე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს ჩვე­ნე­ბა თუ არა. თუ გგო­ნი­ათ ლუ­კა სი­რა­ძე დაგ­ვა­ვიწყ­და ან დე­მურ სტუ­რუა, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ მი­იყ­ვა­ნა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე? 4. რა­ტომ და­ა­კა­ვეს სრულ­წ­ლო­ვა­ნი ბი­ჭი გო­გოს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­ცა იცოდ­ნენ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ? 5. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ბავ­შ­ვი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კითხ­ვა (თუ და­ი­კითხ­ნენ სა­ერ­თოდ) და იმის ვერ აღ­მო­ჩე­ნა, რომ ბავ­შ­ვი ცე­მეს, რომ არა­ვინ და­უ­ჭი­რა მხა­რი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში ჰყავ­დათ „შე­მარ­ცხ­ვე­ნე­ლი“? 6. თუ ნე­ბით მოხ­და, რა­ტომ და­წე­რა ბავ­შ­ვ­მა, რომ „სი­მარ­თ­ლე მა­ინც ვერ და­ამ­ტ­კი­ცა”. ვის ვერ და­უმ­ტ­კი­ცა? რას უმ­ტ­კი­ცებ­და? რა იყო მი­სი სი­მარ­თ­ლე, რა­მაც სიკ­ვ­დი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა?“

♦ ♦ ♦

რას­თან გვაქვს საქ­მე, ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ და­ვიც­ვათ ნი­ნი და მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბი ასე­თი შემ­ზა­რა­ვი მოპყ­რო­ბის­გან? – ამ კითხ­ვებს უფ­ლე­ბა­დამ­ც­ვე­ლი, პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ანა აბა­ში­ძე პა­სუ­ხობს. ანა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ვი­სი მსხვერ­პ­ლია ნი­ნი, ამა­ზე ვერ გვი­პა­სუ­ხებს, რად­გან ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნ­და თქვას, მაგ­რამ ერ­თი რამ ცხა­დია, ბევ­რ­მა გა­რე­მო­ე­ბამ იმუ­შა­ვა ბავ­შ­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, რომ მი­ე­ღო ასე­თი ცუ­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რაც მთავა­რია, ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი უნ­და გა­მო­იკ­ვე­თოს, იქ­ნე­ბა ეს სა­მო­ქა­ლო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ხე­ლე.

ანა აბა­ში­ძე: ორი დი­დი პო­ლუ­სია და  ორი­ვე­ზე თა­ნაბ­რად უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ, სხვაგ­ვა­რად, უბ­რა­ლოდ ვერ შე­ვა­ჩე­რებთ ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებს. პირ­ვე­ლი არის აქ­ცენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე — ჩვენ­ზე, რი­გით ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც  თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი არ გვაქვს. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ვართ უპი­რა­ტე­სად  გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი იმ კულ­ტუ­რი­სა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის კუთხით. ეს არის გა­მოკ­ვე­ბი­ლი სტრე­ო­ტი­პე­ბი, რომ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა, თუ ის ასე და ასე მო­იქ­ცე­ვა, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს არის ჩვე­ნი მხრი­დან,  ხალ­ხის, უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან, შე­მიძ­ლია ვთქვა, ლე­გი­ტი­მი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ამი­ტომ, ამ სა­კითხ­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თე­მას გა­დავ­ხე­დოთ. თუმ­ცა, რო­ცა სა­მარ­თ­ლებ­რივ პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ცხა­დია, სა­ხელ­მ­წი­ფოა მთა­ვა­რი პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი პი­რი, რომ ხე­ლი შე­უწყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ერ­თი მხრივ, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს და მე­ო­რე მხრივ, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი გზე­ბით, ან უკ­ვე მომ­ხ­და­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ი­ძი­ე­ბით და­იც­ვას უკ­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე. ამ თვალ­საზ­რი­სით, კონ­კ­რე­ტულ­მა ქე­ის­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს უნ­და ჰქონ­დეს ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად ისე­თი გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლია, რომ ამის აღ­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია. არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გზე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა. დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბამ კი, არა­ერ­თხელ შე­ი­წი­რა ადა­მი­ა­ნი არა­მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ყველ­გან. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფია საქ­მე­ში, ანუ რო­ცა და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი გვყა­ვს. მე­ო­რე მხრივ, გა­მოწ­ვე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეს არის გა­უ­მარ­თა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად, ეკო­ნო­მი­კუ­რად და  ფსი­ქოემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით უნ­და ეხ­მა­რე­ბო­დეს ბავშვს და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბის უმ­ძი­მე­სი, სტრე­სუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, უნ­და იძ­ლე­ო­დეს გა­რან­ტი­ას, რომ ბავ­შ­ვი, მი­ნი­მუმ, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სის­გან ან გან­მე­ო­რე­ბი­თი ძა­ლა­დო­ბის­გან იმა­ვე პი­რის ან სხვა პი­რე­ბის მხრი­დან.

ამ თვალ­საზ­რი­სით, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა, უბ­რა­ლოდ, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ცხა­დია, ამა­ზეც, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, ვგუ­ლის­ხ­მობ მთვა­რო­ბას, ყვე­ლა  სა­მი­ნის­ტ­როს, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­საც, რო­მელ­მაც არც ერ­თხელ არ­სე­ბი­თად არ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მა არც ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით და, არც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო თვალ­საზ­რი­სით, თუნ­დაც, ბავ­შ­ვის დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი. უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ: ლუ­კა სი­რა­ძე იქ­ნე­ბა თუ 4 წლის ბავ­შ­ვის მკვლე­ლო­ბა, ჯარ­თის შემ­გ­რო­ვებ­ელი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თუ სხვ.

დაგ­რო­ვილ­მა სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტებ­მა ემ­პი­რი­უ­ლად ამ­ხი­ლა სის­ტე­მა და ეს არ არის ჩე­მი შე­ფა­სე­ბა. იმა­საც თუ გა­დავ­ხე­დავთ, რა მოხ­და მხი­ლე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ლუ­რად, ვერც აქ და­ვი­ნა­ხავთ ვე­რა­ფერს სა­სი­კე­თოს. ბო­ლო დროს მომ­ხ­და­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის შემ­დეგ (4 წლის ბავ­შ­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ლუ­კა სი­რა­ძის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა), სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­თან­ხ­მ­და, რომ რე­ფორ­მე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია, გარ­და­უ­ვა­ლია რო­გორც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო, ისე პროგ­რა­მუ­ლი და სა­ბი­უ­ჯე­ტო თვალ­საზ­რი­სით. და რა მი­ვი­ღეთ? არც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, არც ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­და და სის­ტე­მის რე­ფორ­მის მა­გივ­რად, პრო­ცესს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ერ­ქ­ვა, რა­მაც კი­დევ უფ­რო და­ა­სუს­ტა სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი. მი­ვი­ღეთ ის, რომ რე­ალ­უ­რად 33 ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნებს პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში უწევთ უამ­რავ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა, რაც ყვე­ლა­ნა­ირ სტან­დარტს სცდე­ბა. ეს არის ის ძი­რი­თა­დი კონ­ტუ­რე­ბი, რაც ამ საქ­მე­ში ჩნდე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მთავა­რი გზავ­ნი­ლი იმ არას­რუწ­ლო­ვა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მსგავს პრობ­ლე­მებ­ში არი­ან ან მო­მა­ვალ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან, არის ის, რომ — გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს!!! ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უბ­რა­ლოდ, მათ უნ­და ირ­წ­მუ­ნონ და ეცა­დონ, რო­გორ­მე ხმა მი­აწ­ვ­დი­ნონ მათ­თ­ვის სან­დო ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­ეხ­მა­რე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს პე­და­გო­გი, მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი… აუცი­ლებ­ლად უნ­და ილა­პა­რა­კონ პრობ­ლე­მა­ზე და მე­ო­რე — არც ერ­თ­მა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თავ­ში აზ­რად არ გა­ივ­ლოს, რომ მი­სი ბრა­ლია თუ და­ა­ზი­ა­ნეს, არ იფიქ­როს, რომ მისი ბრა­ლია, თუ ვინ­მემ მის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. ბავ­შ­ვის ბრალი არას­დ­როს არ არის, დამ­ნა­შა­ვე ყო­ველ­თ­ვის ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია; და მე­სა­მე — არ­სე­ბობს სერ­ვი­სე­ბი, ცხე­ლი ხა­ზე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თ­ვე­ვა­ში. ჩვენ ყო­ველ­თ­ვის მზად ვართ, ნე­ბის­მი­ერ დროს და­ვეხ­მა­როთ ბავ­შ­ვებს. ეს უნ­და იცო­დეს ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა და, რაც მთა­ვა­რია, უნ­და იცოდ­ნენ მათ­მა მშობ­ლებ­მა, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა, ვი­საც შე­უძ­ლია მხა­რი და­უ­ჭი­როს არას­რულ­წ­ლო­ვანს, თუნ­დაც ემო­ცი­უ­რად — ნუ დავ­ტო­ვებთ ბავ­შ­ვებს მარ­ტო ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე!

♦♦♦

9 თე­ბერ­ვალს, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, 14 წლის გო­გო­ნამ თა­ვი ჩა­მო­იხ­რ­ჩო. გარ­დაც­ვ­ლი­ლი გო­გო­ნა, სა­კუ­თარ სახ­ლ­თან ახ­ლოს, ბა­ბუ­ამ იპო­ვა. მი­სი მო­ნათხ­რო­ბით, გო­გო­ნამ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის წი­ნა დღე­საც სცა­და, გა­ერ­კ­ვია, რო­დის და­ა­კა­ვებ­და პო­ლი­ცია 24 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში 2 თვის წინ ამ­ხი­ლეს.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ა­კა­ვა, რაც ბავ­შ­ვ­მა თა­ვი მო­იკ­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა ორი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა — სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი (სრულ­წ­ლო­ვ­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა დამ­ნა­შა­ვის­თ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თექ­ვ­ს­მე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლის სხე­ულ­ში (ორი ეპი­ზო­დი) და 115-ე მუხ­ლი (თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა გარ­დაც­ვ­ლი­ლის მი­მართ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის სხვა ფაქ­ტებ­ზეც.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შსს-მ გო­გო­ნას ბა­ბუ­აც და­ა­კა­ვა.

 

ლალი ჯელაძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები