29 მარტი, პარასკევი, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გია „ბო­ლის გა­მოშ­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბად რომ არ დარ­ჩეს

spot_img

მო­მა­ვა­ლი წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, გარ­კ­ვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი იგეგ­მე­ბა და ამ გეგ­მებ­ში სკო­ლას, ზო­გა­დად, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ერთ-ერ­თი ქვა­კუთხე­დის რო­ლი ეკის­რე­ბათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­ვე მუ­შა­ობს სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გი­ა­ზე, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა მო­ნა­წი­ლე­ობს. ამის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­ას­თან (ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი) სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კა­ხა ღვი­ნი­ა­ნი­ძემ ისა­უბ­რა. მი­სი სიტყ­ვე­ბით, სტრა­ტე­გია 2030 წლამ­დეა გათ­ვ­ლი­ლი, ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შავ­დე­ბა და მას­ში სა­უ­ბა­რია ქვეყ­ნის ყვე­ლა ფე­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე. ამ წე­რილ­ში ჩვენ მხო­ლოდ სკო­ლებ­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე შევ­ჩერ­დე­ბით. თუმ­ცა არ გვინ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ინ­ტერ­ვი­უს კრი­ტი­კა ან გან­ხილ­ვა გა­მოგ­ვი­ვი­დეს — სა­ხელ­მ­წი­ფოს ხედ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი და იმ შუქ-ჩრდი­ლებ­ზე გვსურს ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, რაც კონ­ცეფ­ცი­ა­ში გვე­ნიშ­ნა…

ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მო­ზარ­დებ­შიც და ქვეყ­ნის სრუ­ლა­სა­კო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ებ­შიც, მარ­თ­ლაც აუცი­ლე­ბე­ლია. უცხო­ე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლა­დაა ქცე­უ­ლი, ჩვენ კი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ნიშ­ნუ­ლამ­დე ბევ­რი გვიკ­ლია. სკო­ლებ­შიც ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, თუმ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა მოგ­ვ­ხ­ვ­და თვალ­ში: „უნ­და და­ვიწყოთ ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ტარ­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იყოს. სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩა­ტა­რე­ბა სკო­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა“. პირ­ვე­ლი კითხ­ვაც აქ გაგ­ვიჩ­ნ­და — აბა, აქამ­დე რას ვა­კე­თებ­დით, ნუ­თუ არ ხდე­ბო­და ასე? არა­და, ისე ვი­ცო­დით, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ძა­ლის­ხ­მე­ვით, სკო­ლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა და მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბაც არა მხო­ლოდ აქ, ზო­გა­დად — გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მა­ღა­ლია. და თუ აქამ­დე არც ერ­თი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, რა გა­რან­ტიაა, რომ ამ სტრა­ტე­გი­ის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ გა­მოს­წორ­დე­ბა და სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზე ავა? რო­გორ უნ­და მი­აღ­წი­ოს სა­ხელ­მ­წი­ფომ ამას? თურ­მე ახა­ლი სტრა­ტე­გია, ამ პრო­ცე­სის გა­სა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს გა­ნი­ხი­ლავს, ოღონდ ჯერ უც­ნო­ბია, ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მას. კა­ხა ღვი­ნი­ა­ნი­ძე არ გა­მო­რიცხავს, რომ მო­ნი­ტო­რის გა­მო­სავ­ლე­ნად ტენ­დე­რიც ჩა­ტარ­დეს… კი­დევ ერ­თი „ძაღ­ლის თა­ვი“ აქ გვგო­ნია ჩა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებთ, ეს მხო­ლოდ ერ­თი პი­როვ­ნე­ბის პი­რა­დი აზ­რია (მაგ­რამ მა­ინც სტრა­ტე­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წევ­რი­სა) და ჯერ იდე­ის დო­ნე­ზეა. ტენ­დე­რე­ბი­სად­მიც დი­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი ხში­რა­დაა კო­რუფ­ცი­ის წყა­რო და პი­რად-მერ­კან­ტი­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა: მო­ა­გე­ბი­ნონ და და­ა­საქ­მონ ახ­ლობ­ლე­ბი, რის­თ­ვი­საც ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­მ­ნე­ბა ამ­გ­ვა­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი, რაც ბი­უ­ჯეტს და­მა­ტე­ბით ხარ­ჯად აწ­ვე­ბა. თან, რა გა­მო­დის — თი­თო­ე­ულ სკო­ლას თი­თო მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი და­ვა­ყე­ნოთ თავ­ზე? ხომ არ აჯო­ბებს, სის­ტე­მა შე­იქ­მ­ნას, რო­მე­ლიც თა­ვად გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს ამას კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე? ზო­გა­დად, მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ერთ-ერ­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ან ეს „სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბა“ რას გუ­ლის­ხ­მობს: აქამ­დე არ ტარ­დე­ბო­და აქ­ტი­უ­რად? და თუ არა, მა­შინ რა­ტომ არ ტარ­დე­ბო­და?

ბა­ტო­ნი კა­ხა სა­უბ­რობს იმ მარ­თ­ლაც შე­მაშ­ფო­თე­ბელ რე­ა­ლო­ბა­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს: თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მე-6 ადა­მი­ა­ნი უმოძ­რაოა, მო­სახ­ლე­ო­ბის 90% კი არ ას­რუ­ლებს მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს; სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა წი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 10%-ს არ აღე­მა­ტე­ბა, ხო­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის 90% ამ სერ­ვი­სით სა­ერ­თოდ არ სარ­გებ­ლობს… ეს მარ­თ­ლაც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კაა, არა­ნაკ­ლე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბაა მო­ზარ­დებ­შიც. ჯან­მო რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს ბავ­შ­ვ­თა ავა­დო­ბის სტა­ტის­ტი­კას სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, ამ სი­ა­ში კი სა­ქარ­თ­ვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, მო­წი­ნა­ვე­თა შო­რი­საა… კარ­გად მახ­სოვს, და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 წლის წინ, იმ­ხა­ნად სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ და დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტ­მა, აწ გარ­დაც­ვ­ლილ­მა თა­მაზ თევ­ზა­ძემ რო­გო­რი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით მითხ­რა, ჯან­მომ ბავ­შ­ვებ­ში არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ნა­ხე, ჩვენ რო­მელ ად­გილ­ზე ვარ­თო. ოღონდ ზუს­ტად აღარ მახ­სოვს, მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო თუ მე­სა­მე­ზე, მაგ­რამ ეს არ­ცაა მთა­ვა­რი — სამ­წუ­ხა­როდ, ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა მო­წი­ნა­ვე იყო ისე­თი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ოდე­ნო­ბით, რო­გო­რი­ცაა გუ­ლის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვა… თა­მაზ თევ­ზა­ძეს ევ­რო­პის საბ­ჭოს სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვ­დე­ბო­და ხე­ლი. ის ხში­რად იმე­ო­რებ­და, რომ სპორ­ტ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი 1 ლა­რი უტოლ­დე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ დაც­ვა­ში, ანუ მკურ­ნა­ლო­ბა-დაზღ­ვე­ვა­ში და­ხარ­ჯულ 15 ლარს! წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტ­ში ამ მო­მენ­ტებ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ დავ­კარ­გეთ ამ­დე­ნი დრო, რას ვე­ლო­დე­ბო­დით? სა­ი­დუმ­ლო ხომ არ იყო, რომ თურ­მე სა­ხელ­მ­წი­ფო მხო­ლოდ 4 არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის — გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა, დი­ა­ბე­ტის, კი­ბოს და ფილ­ტ­ვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 3 მი­ლი­ონ ლარს ხარ­ჯავს! არა­და, მათ გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­თან ბრძო­ლა და ამ გზით მო­სახ­ლე­ო­ბის პრე­ვენ­ცია რომ ბევ­რად იაფი დაჯ­დე­ბა, ამა­ზე კა­ხა ღვი­ნი­ა­ნი­ძეც სა­უბ­რობს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. თა­მაზ თევ­ზა­ძეც ამას ითხოვ­და წლე­ბის წინ — სპორ­ტის რე­ფორ­მას ყვე­ლა დო­ნე­ზე — პრო­ფე­სი­ულ­ზეც, სა­მოყ­ვა­რუ­ლო­ზეც, სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნე­ზეც, მაგ­რამ მა­შინ „თეთ­რი ყვა­ვი­ვით“ გა­მო­იყ­ვა­ნეს, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბაც კი დას­წა­მეს და, ვგო­ნებ, სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე და­ვამ შე­ი­წი­რა კი­დეც. ის იც­ნობ­და ევ­რო­პის, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას, სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მო­დელს, რომ­ლის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენ­დ­ნენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მას კი ეს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ მოჰ­ქონ­და ჩვე­ნამ­დე, მაგ­რამ არ მო­უს­მი­ნეს! კარ­გია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო დღეს მა­ინც და­უბ­რუნ­და ამ თე­მას და მი­სი იდე­ე­ბი, ამ­დე­ნი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ისევ გა­ა­ცოცხ­ლეს… ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თი ძვე­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტ­ში მომ­ხ­და­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ რეს­პუბ­ლი­კელ­თა მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონ­ზე რომ თქვეს, კარ­გი კა­ნო­ნია, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ფე­რი­სი, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო ჯერ მზად არაა მის მი­სა­ღე­ბა­დო…

ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას თა­მაზ თევ­ზა­ძე გა­მუდ­მე­ბით უს­ვამ­და ხაზს კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­მენტს — ქვეყ­ნის­თ­ვის სტრა­ტე­გი­ულ­სა და ფი­ნან­სუ­რად შე­უ­ფა­სე­ბელს: ჯან­მ­რ­თე­ლი მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქეს ნიშ­ნავ­სო. ვგო­ნებ, ეს სა­კა­მა­თო არა­ვის­თ­ვი­საა და, იმე­დია, ამ ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ლა­იტ­მო­ტი­ვიც იქ­ნე­ბა.

ასე­ვე ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ახალ სტრა­ტე­გი­ას და სა­ხელ­მ­წი­ფოს არ გა­მორ­ჩე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის სულ ქვე­და რგო­ლი — სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი და იზ­რუ­ნებს, რომ ბავ­შ­ვებს მცი­რე ასა­კი­დან მის­ცენ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და თა­ვი­დან­ვე იზ­რუ­ნონ მათ აქ­ტი­ვო­ბა­ზე… ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ღის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი ვერ და­იტ­ვირ­თე­ბი­ან თუნ­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა დო­ნე­ზე, მაგ­რამ, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მხრივ, გარ­კ­ვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ბა­ღი­დან­ვე შე­იძ­ლე­ბა… მსოფ­ლი­ო­ში ამის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს და შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მო­დე­ლის გად­მო­ღე­ბა. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რიგ სკო­ლებ­ში მუ­შა­ობს „ჯუ­დო ქიდს“ პროგ­რა­მა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ამ და­იწყო, ჯერ თა­ვის ბა­ზა­ზე და მე­რე სკო­ლებ­სა თუ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში შე­ი­ტა­ნა. პროგ­რა­მა, ძი­რი­თა­დად, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის, 3-4 და 5-6 წლის, ბავ­შ­ვებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი. პი­რა­დად ვი­ყა­ვი მომ­ს­წ­რე იმ სი­ხა­რუ­ლი­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მის, რი­თაც პა­ტა­რე­ბი მი­დი­ოდ­ნენ ძი­უ­დოს აკა­დე­მი­ა­ში და რო­გო­რი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ იმ მარ­ტივ ვარ­ჯი­შებ­ში, რაც ძი­უ­დოს ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მშობ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ამ ვარ­ჯი­შებ­ში, რაც პა­ტა­რე­ბის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია და ხა­ლი­სი იყო. თან, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი ფორ­მა­ცაა, რო­ცა შვი­ლი­სა და მშობ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ სხვა, გა­ცი­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ერ ფორ­მატ­ში გა­და­დის.

გვარ-სა­ხელს არ და­ვა­სა­ხე­ლებ და ერ­თხელ ახ­ლო წარ­სუ­ლის ერთ ძა­ლი­ან ცნო­ბილ მო­ჭი­და­ვე­ზე მის­მა პი­რად­მა მწვრთნელ­მა მითხ­რა, მა­მა­მის­მა 7 წლი­სა მო­იყ­ვა­ნა ჩემ­თან და მა­შინ წინ კოტ­რი­ა­ლიც არ იცო­დაო. ასე­თი მარ­ტი­ვი აქ­ტი­ვო­ბა ბაღ­შიც შე­იძ­ლე­ბა ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს („ჯუ­დო ქიდ­სის“ ვარ­ჯი­შებ­ში ერთ-ერ­თი ელე­მენ­ტი იყო). რო­ცა ისი­ნი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­ეჩ­ვე­ვი­ან სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბას, გა­ცი­ლე­ბით იოლია, მათ ეს ცხოვ­რე­ბის წე­სად ექ­ცეთ, ვიდ­რე, თუნ­დაც, 8-10 წლის ასაკ­ში.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან იმა­საც ვი­გებთ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლე­ბის სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით სრუ­ლად აღ­ჭურ­ვის თე­მი­თაც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, კონცეფცია ამა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მოყ­ვა­ნი­ლია უცხო­ე­თის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო არ მი­ი­ღებს სკო­ლას, რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რამ­დე­ნიც გინ­და იმ­დე­ნია ასე­თი სკო­ლა. რე­გი­ო­ნებ­ში კი არა, თბი­ლის­შიც მი­ნა­ხავს ისე­თი დიდ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი, სა­დაც სპორ­ტუ­ლი ბა­ზა, უბ­რა­ლოდ, „გზას ვამ­ბობ, თო­რემ რა გზაა“. პრო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბას, რაც ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო სა­კითხია. ბო­ლო წლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ ხელ­მო­ცა­რულ­თათ­ვის თავ­შე­საფ­რად რომ იქ­ცა, არ ახა­ლია… შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 11 000 კად­რი­დან, სპე­ცი­ა­ლის­ტი მხო­ლოდ 3 500 იყო, რაც მთლად კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი თუ არა, ფრი­ად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­ა­ლო­ბაა. ამა­ზე, წლე­ბის წინ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სპორ­ტის ექ­ს­პერტს, გია ბე­გი­აშ­ვილ­საც ხში­რად უსა­უბ­რია, რო­ცა სას­კო­ლო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცია და­ა­არ­სა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და და, ვგო­ნებ, 50%-ს გა­დას­ც­და სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა რიცხ­ვი, მაგ­რამ ტემ­პი მა­ინც მე­ტია სა­ჭი­რო. ისიც სა­კითხა­ვია, ვინ ამ­ზა­დებს დღეს ქვე­ყა­ნა­ში სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც სხვა კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლისტს?.. სპორ­ტის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტს ეს ფუნ­ქ­ცია აღარ აქვს და იქ მხო­ლოდ გა­დამ­ზა­დე­ბას გა­დი­ან საკ­რე­დი­ტო პროგ­რა­მით, თუმ­ცა, რო­გორც მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­­ლო­ბა აცხა­დებს, კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან შე­ზ­ღუ­­დუ­ლე­ბი არი­ან.

და­სას­რულს, კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობთ, რომ ამ წე­რი­ლის მი­ზა­ნია მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს ხედ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი და არა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ტერ­ვიუ. მით უფ­რო, ამ სა­კითხებ­ზე წლე­ბია, ვმუ­შა­ობთ და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად თუ არა, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე მა­ინც ვიც­ნობთ. მით უფ­რო გაგ­ვიკ­ვირ­და ისე­თი სა­კითხე­ბის წინ წა­მო­წე­ვა, რაც უკ­ვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გვე­გო­ნა. იმე­დია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გია „ბო­ლის გა­მოშ­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა და ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები