25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი

spot_img

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­რა­დი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კლუ­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­ფელ მა­რა­დის­ში ჩა­ტარ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი. მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ სკო­ლე­ბი და ის სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კლუ­ბის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან.

ლა­მა­რა ბოლ­ქ­ვა­ძე, მა­რა­დი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ხუ­თი წე­ლია, რაც მა­რა­დი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ეკოკ­ლუბს ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ გა­რე­მოს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის 17 მიზ­ნის შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს. საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის იდეა სა­მი წლის წინ გაგ­ვიჩ­ნ­და. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ (გა­ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა), მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ვმარ­თავთ ფეს­ტი­ვალს, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბს. ფეს­ტი­ვა­ლი უკ­ვე მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა და გარ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნი­სა, მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ისი­ცაა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში თა­ნად­გო­მას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­ისა და იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სწავ­ლო­ბენ.“

 

ყვა­ვი­ლე­ბი, ჩან­თე­ბი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, მე­ო­რე­უ­ლი ნივ­თე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ახა­ლი ნივ­თე­ბი, ჩურ­ჩხე­ლე­ბი, ტყლა­პი, ჩი­რი – ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ამ­ზა­დეს მოს­წავ­ლე­ებ­მა. ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ი­ფი­ნა, აგ­რეთ­ვე, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სათ­ბურ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლიც.

ფეს­ტი­ვალ­ში მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა (ფეს­ტი­ვა­ლის დაწყე­ბამ­დე მო­ეწყო და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­აც). ეკოკ­ლუ­ბელ­თა მშობ­ლებ­მა ხა­ჭა­პუ­რე­ბი, ლო­ბი­ა­ნე­ბი, ფახ­ლა­ვა და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი გა­მო­ი­ტა­ნეს გა­სა­ყი­დად, ხო­ლო ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წარ­მე ქა­ლებ­მა — ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი.

მოს­წავ­ლე­ებ­მა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცეს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, მო­მავ­ლის ფერ­მერს, რუს­თა­ვის ინო­ვა­ცი­ე­ბის ჰაბს, ფონდ „ტა­სოს“, ევ­რო­პის ფონდს, მარ­ნე­უ­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ას, ორ­გა­ნი­ზა­ცია „CENN“-ს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „ტუ­რიზ­მი და რე­ა­ლო­ბა“, მე­წარ­მე ქალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მარ­ნე­უ­ლის რე­სურ­ს­ცენტრს, მარ­ნე­უ­ლის ქალ­თა ოთახ­ს, მარ­ნე­უ­ლის მე­რი­ას და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს იდე­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სათ­ვის.

ფეს­ტი­ვალ­ზე 1200 ლა­რი შეგ­როვ­და. 600 ლა­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კლუ­ბის წევ­რებ­მა მარ­ნე­უ­ლელ ახალ­გაზ­რ­დას გა­დას­ცეს, რო­მელ­საც ორი­ვე ხე­ლი ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აქვს და ხან­გ­რ­ძ­ლივ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, 400 ლა­რი — მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, რო­მელ­საც ხერ­ხე­მა­ლი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, 100 ლა­რი — სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს.

                         

მოს­წავ­ლე­ე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას გა­ზაფხულ­ზეც გეგ­მა­ვენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები