24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საქართველოში გასტრონომიული მიმართულების ახალი სკოლა დაფუძნდება

spot_img

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, საქართველოში, გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება. გასტრონომიული მიმართულების სკოლა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყებს ფუნქციონირებას და პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

ამ მიზნით, საქართველოში ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი იმყოფება, რომლის მიზანს საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ერთობლივი პროგრამების შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს.

ახალ პროექტზე და მომავალ თანამშრომლობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა სამინისტროში ალბერტო როდრიგეზთან, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში სამინისტრო მხარეებს სრულ მხარდაჭერას უდასტურებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები