29 მარტი, პარასკევი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უფ­რო და უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა

spot_img

მო­ზარ­დებს შო­რის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის (გემ­ბ­ლინ­გის) სფე­რო მა­ღა­ლი რის­კე­ბის შემ­ც­ვე­ლია, სა­ყუ­რადღე­ბოა მი­სი ზრდის დი­ნა­მი­კა, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უფ­რო და უფ­რო მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნ­ელო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ლუ­დო­მა­ნია აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც იმ­პულ­სის კონ­ტ­როლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ქცე­ვი­თი ადიქ­ცი­ის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. თუმ­ცა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი, რე­ა­ლუ­რად, ხელ­შემ­შ­ლე­ლია ლუ­დო­მა­ნი­ის, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ჭრილ­ში და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საქ­მე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მას­თან გვაქვს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რე­გუ­ლა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ და­ფიქ­რე­ბა­სა და კვლე­ვე­ბით გამ­ყა­რე­ბას მო­ითხოვს.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღო. კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი 1 იან­ვ­რი­დან ამოქ­მედ­და: კომ­პა­ნი­ებს გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­ე­ზარ­დათ; ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბი­დან თან­ხის გა­ტა­ნის სა­კო­მი­სიო 1 პრო­ცენ­ტი­დან 3-მდე გა­ი­ზარ­და; აიკ­რ­ძა­ლა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა და 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ გა­და­უჭ­რე­ლია არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის პრობ­ლე­მა. უფ­რო მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ზარ­დე­ბის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკ­რ­ძალ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­ზარ­დე­ბი აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ყვე­ლა­ზე ხში­რად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, ფილ­მე­ბის ვებ­გ­ვერ­დე­ბის, ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და სმს შეტყო­ბი­ნე­ბე­ბით იღე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­დექ­სი არე­გუ­ლი­რებს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ფილ­ტ­ვ­რას, მო­ზარ­დ­თათ­ვის მა­ინც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი რჩე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მო­ზარ­დებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან მწი­რია.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის (GRAPC) და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (UNICEF) დაკ­ვე­თი­თა და მხარ­და­ჭე­რით, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კვლე­ვით­მა კომ­პა­ნი­ამ „ანო­ვა“ მო­ზარ­დე­ბის ცოდ­ნის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და შემ­ხებ­ლო­ბის კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც მე­დი­ის­თ­ვის GRAPC-ისა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რის „დღე პირ­ვე­ლი“ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

მო­ზარ­დებს შო­რის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის და ლუ­დო­მა­ნი­ის შე­სა­ხებ ცოდ­ნის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რა­ო­დე­ნობ­რივ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ 14-17 წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი. კვლე­ვის კონ­კ­რე­ტულ ამო­ცა­ნებს წარ­მო­ად­გენ­და: ფულ­ზე აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში 14-17 წლის მო­ზარ­დე­ბის ჩარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გან­საზღ­ვ­რა; აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქცე­ვის შეს­წავ­ლა; ფულ­ზე აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თ­ვის მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი­სა და, აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და ლუ­დო­მა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ზარ­დე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა მო­ზარ­დე­ბის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ასე­ვე, მშობ­ლებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე; მო­ზარ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის დო­ნის გან­საზღ­ვ­რა; აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

კვლე­ვა პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მე­თო­დით გან­ხორ­ცი­ელ­და — კითხ­ვა­რე­ბით, მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, მცხე­თა, ზუგ­დი­დი, ფო­თი, ოზურ­გე­თი, კას­პი, ახალ­ცი­ხე, თე­ლა­ვი) მცხოვ­რე­ბ 14-17 წლის მო­ზარ­დე­ბში, სულ კვლე­ვა­ში 1000 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კითხუ­ლი მო­ზარ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია: 61% აცხა­დებს, რომ იც­ნობს ერთ ადა­მი­ანს მა­ინც, ვინც აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობს. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ფულ­ზე თა­მაშ­ზე გავ­ლე­ნას თა­ნა­ტო­ლე­ბი და ახ­ლო გა­რე­მოც­ვა ახ­დენს: ფულ­ზე თა­მაშს მო­ზარ­დე­ბი იშ­ვი­ა­თად იწყე­ბენ მარ­ტო — კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა ნა­ხე­ვარ­მა, პირ­ვე­ლად, მე­გობ­რებ­თან/თა­ნა­ტო­ლებ­თან (51%) ერ­თად, ხო­ლო მე­სა­მედ­მა ოჯა­ხის წევ­რ­თან (32%) ერ­თად ითა­მა­შა. მხო­ლოდ 8% აცხა­დებს, რომ პირ­ვე­ლად აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ფულ­ზე მარ­ტომ ითა­მა­შა. კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა 24% იმის გა­მო თა­მა­შობს, რომ აზარ­ტულ თა­მა­შებს  მი­სი მე­გობ­რე­ბი თა­მა­შო­ბენ, 16%-ს კი მი­აჩ­ნია, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი პრეს­ტი­ჟუ­ლია. 5-დან ერ­თი მო­ზარ­დი, თი­თო­ე­ულ ჯერ­ზე, თა­მაშს 2 სა­ათს ან მეტ დროს უთ­მობს. სამ­წუ­ხა­როდ, ასა­კი, რო­დე­საც მო­ზარ­დე­ბი აზარ­ტულ თა­მა­შებს პირ­ვე­ლად თა­მა­შო­ბენ, და­ბა­ლია — 22% აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლად 11 წლის ან უფ­რო პა­ტა­რა ასაკ­ში ითა­მა­შა, უმ­რავ­ლე­სო­ბამ კი 12 წლის ან უფ­რო დიდ ასაკ­ში და­იწყო (78%).

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით მო­ზარ­დე­ბის პირ­ვე­ლად და­ინ­ტე­რე­სე­ბის, ისე­ვე რო­გორც შემ­დეგ თა­მა­შის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მთა­ვარ სტი­მულს თან­ხის მო­გე­ბის სურ­ვი­ლი და დრო­ის გაყ­ვა­ნა წარ­მო­ად­გენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის აკ­რ­ძა­ლუ­ლია რო­გორც კა­ზი­ნოს ფი­ლი­ალ­ში შეს­ვ­ლა, ასე­ვე ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 24% აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლად აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი კა­ზი­ნო­ში, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ფი­ლი­ალ­ში, სლოტ კლუბ­ში ან კა­ზი­ნოს ვებ­გ­ვერ­დ­ზე ითა­მა­შა. კა­ზი­ნოს გარ­და, კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ზარ­დე­ბის 22%-ს ხელ­ზე თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს.

კვლე­ვის შე­დე­გად ვლინ­დე­ბა, რომ აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­სა და ლუ­დო­მა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კითხულ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის დო­ნე და­ბა­ლია. 5-დან 4 მო­ზარ­დის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცია აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ვის მი­უ­წო­დე­ბია, უმ­რავ­ლე­სო­ბას თა­ვა­დაც არ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, მე­ტი გა­ე­გო ლუ­დო­მა­ნი­ა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებ­მა (46%) არ იცი­ან, რომ მო­ზარ­დი აზარ­ტულ თა­მაშს თა­მა­შობს; 18%-მა იცის, თუმ­ცა არ უსა­უბ­რია შვილ­თან; მო­ზარ­დე­ბის მხო­ლოდ ერ­თი მე­ოთხე­დი აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­თი თა­მა­შის შე­სა­ხებ მშობ­ლებ­მა იცი­ან და მი­ა­წო­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­ზე (25%).

უფ­რო მე­ტიც, ლუ­დო­მა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ზარ­დე­ბის ნა­წი­ლი, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად, მთელ რიგ პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს ასა­ხე­ლებს: თან­ხე­ბის მო­გე­ბა (37%), სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი (7%) და მე­ტი მე­გობ­რის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (7%). კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 5-დან 1 მო­ზარ­დი, ვინც აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­ვა­დაც თა­მა­შობს, აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­მა­შის გა­მო ყო­ფი­ლა დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბა­ზე (22%), 2%-ს თვით­და­ზი­ა­ნე­ბაც უც­დია.

ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა სლოტ თა­მა­შებ­ზეა, რაც კი­დევ უფ­რო ამ­ძი­მებს სუ­რათს. სლოტ თა­მა­შე­ბი, აზარ­ტულ თა­მა­შებს შო­რის, ლი­დე­რია და დიდ ზი­ანს აყე­ნებს მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კას.

მო­ზარ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (80%) არა­ფე­რი სმე­ნია იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მკვლე­ვარ­თა გუნ­დი­სა და პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის — აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვის და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი­სა და UNICEF სა­ქარ­თ­ვე­ლოს — მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გა­მო­იკ­ვე­თა პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა. მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,  რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  1. მო­ზარ­დებ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცია — ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რე­ა­ლუ­რი რის­კე­ბი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის შე­სა­ხებ;
  2. აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა;
  3. ლუ­დო­მა­ნი­ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვად აღი­ა­რე­ბა;
  4. და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მო­ზარ­დე­ბის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვა­ლენ­ტო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

გუ­გა ბე­სე­ლია

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის კვლე­ვი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

 

„ჩვე­ნი გუნ­დი 2017 წლი­დან მუ­შა­ობს ლუ­დო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­დად­გ­მუ­ლი გვაქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით და დღემ­დე ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას.

მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის­თ­ვის კვლე­ვა და­ვუკ­ვე­თეთ კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „ანო­ვა“. რეს­პონ­დენ­ტე­ბის გა­მო­კითხ­ვის შემ­დეგ, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ სკო­ლებ­ში და მო­ზარ­დებ­თან, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ტრე­ნინ­გებს ატა­რებ­დ­ნენ. თუ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი არ ავა­მუ­შა­ვეთ და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი არ მი­ვი­ღეთ, ეს სა­კითხი მო­მა­ვალ­ში უფ­რო და უფ­რო გამ­წ­ვავ­დე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა უნ­და იყოს დახ­ვე­წი­ლი, გა­მარ­თუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, შე­დე­გის მომ­ტა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გია და მი­ვე­სალ­მე­ბი თვი­თაკ­რ­ძალ­ვის მე­ქა­ნიზმს, რო­მე­ლიც აქამ­დე არ იყო. თუმ­ცა ეს სა­კითხიც და­მუ­შა­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან არ არ­სე­ბობს ონ­ლა­ინ თვი­თაკ­რ­ძალ­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რაც დაბ­რ­კო­ლე­ბაა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მი, ბევ­რ­მა არ იცის, რომ თვი­თაკ­რ­ძალ­ვის სერ­ვი­სი არ­სე­ბობს, რი­სი ახ­ს­ნაც ხში­რად გვი­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა რეკ­ლა­მის აკ­რ­ძალ­ვას, რა თქმა უნ­და, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ აქ ორ­მაგ სტან­დარ­ტ­თან გვაქვს საქ­მე. რეკ­ლა­მა აიკ­რ­ძა­ლა მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში ძვე­ლე­ბუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა.

კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მა ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ვიდ­რე სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა. კა­ნონს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­ს­რუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ასა­კობ­რივ ნა­წილს, ზღვა­რი 25 წლამ­დე გა­ი­ზარ­და, რა­საც არ ვე­თან­ხ­მე­ბით. მხო­ლოდ შეზღუდ­ვე­ბით ვე­რა­ვინ გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბა, სა­ჭი­როა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა. აკ­რ­ძალ­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ იკურ­ნე­ბა.

თუ­კი ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­მა მე­ტი უნ­და გა­და­ი­ხა­დოს ბი­უ­ჯეტ­ში, მა­შინ იქ­ნებ ეს გაზ­რ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პო­ლი­ტი­კას და პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს მოხ­მარ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის მი­ღე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით. აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ჩაბ­მი­სა და პრობ­ლე­მუ­რი გემ­ბ­ლინ­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფ­რო მა­ღა­ლია იმ მო­ზარ­დებ­ში, რომ­ლებ­საც არ აქვთ საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა გემ­ბ­ლინ­გი­სა და პრობ­ლე­მუ­რი გემ­ბ­ლინ­გის შე­სა­ხებ, იმ ახალ­გაზ­რ­დებ­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც უკეთ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­ზი­ა­ნო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.“

 

იანა სა­ლა­მაშ­ვი­ლი

გეშ­ტალტ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი

 

„სტა­ტის­ტი­კა ნამ­დ­ვი­ლად სა­გან­გა­შოა. საკ­მა­ოდ რთუ­ლა­დაა საქ­მე რე­გი­ო­ნებ­ში, რაც მეტ თა­ვი­სუ­ფალ დროს უკავ­შირ­დე­ბა. ის ფაქ­ტი, რომ თა­მა­შით მო­ზარ­დე­ბი ცდი­ლო­ბენ, იშო­ვონ ფუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად, თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ძა­ლი­ან მძი­მე სტა­ტის­ტი­კას ქმნის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მოა ის ფაქ­ტი, რომ მო­ზარ­დე­ბის 90 პრო­ცენ­ტი აცხა­დებს, რომ აზარ­ტულ თა­მაშ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იღებს არც მშობ­ლე­ბის­გან, არც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან; არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია არც იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ერ­თი შე­ხედ­ვით, ამ უწყი­ნარ­მა გარ­თო­ბამ. ჩვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გის დროს, ვხე­დავ­დი მათ შე­ში­ნე­ბულ თვა­ლებს, რო­დე­საც გან­ვი­ხი­ლავ­დი თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სტა­დი­ებს — რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ვი­თომ გარ­თო­ბის პრო­ცე­სი­დან გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ მძი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ 22-დან 24 პრო­ცენ­ტამ­დე მო­ზარ­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხელ­ზე თა­მა­ში, რა­საც მივ­ყა­ვართ კრი­მი­ნალ­თან და სუ­ი­ცი­დურ გა­მო­სავ­ლამ­დე. ეს ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია და ერთ-ერ­თი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმი­სა, თუ რა სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა და რას ქმნის აკ­რ­ძალ­ვე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და პრე­ვენ­ცი­ის გა­რე­შე. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც უკ­ვე თა­მა­შის ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, პირ­ველ რიგ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ, ვუმ­კურ­ნა­ლოთ… შემ­დ­გომ შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე აკ­რ­ძალ­ვე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა. ამის გა­რე­შე, ამ ადა­მი­ა­ნებს, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, უბ­რა­ლოდ ვწი­რავთ ისე­თი მძი­მე პრო­ცე­სე­ბის­თ­ვის, რო­გო­რიც ხელ­ზე თა­მა­შია.“

ლი­კა იმ­ნა­ძე

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტ­რის „დღე პირ­ვე­ლი“ გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი

 

„აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, ხში­რად, კავ­შირ­შია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას­თან: დეპ­რე­სია, სუ­ი­ცი­დი, ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, კა­რი­ე­რუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, კრი­მი­ნა­ლუ­რი ქცე­ვა, ალ­კო­ჰო­ლი­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბა, კვე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი და სხვა.

სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზია, რა­ტო­მაც იწყე­ბენ მო­ზარ­დე­ბი თა­მაშს. კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი: მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან, სწრა­ფად და მარ­ტი­ვად და მე­ო­რე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის შევ­სე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იყო, რო­ცა და­ფიქ­სირ­და ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ მო­გე­ბუ­ლი თან­ხით კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის ფაქ­ტე­ბი, ან, რო­ცა მო­ზარ­დე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ ოჯახს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებს არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბაა და არ იცი­ან, რო­გორ უნ­და მი­უდ­გ­ნენ სწო­რად ამ და­ა­ვა­დე­ბას, ვის მი­მარ­თონ, სად უმ­კურ­ნა­ლონ. მო­ზარ­დე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს სჯე­რა, რომ თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვად დაძ­ლევს და, რო­ცა მო­უნ­დე­ბა, და­ა­ნე­ბებს თავს.

მარ­ტო აკ­რ­ძალ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. კა­ნო­ნი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბას­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცია, რა­თა ახა­ლი თა­ო­ბა არ და­ა­ვად­დეს ამ სა­ში­ნე­ლი სე­ნით. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბა უნ­და ჩა­ტარ­დეს არა მარ­ტო მო­ზარ­დებ­თან, არა­მედ მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან.

ჩვენს ცენ­ტ­რ­ში და­დი­ან მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის კურ­ს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი და რო­ცა ვე­კითხე­ბით, რო­დი­დან და­იწყეს თა­მა­ში, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა 13-14 წელს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა, არი­ან მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლებ­საც თა­მაშ­თან შემ­ხებ­ლო­ბა 10 წლის ასაკ­შიც ჰქონ­დათ; აქ­ტი­უ­რად თა­მაშს კი 12-დან 16 წლამ­დე იწყე­ბენ — მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის მი­ბაძ­ვით ან გარ­თო­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნის მიზ­ნით.

ვი­სურ­ვებ­დი, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად, სკო­ლებ­ში,  პრე­ვენ­ცი­ი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე მოთხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბაა, რაც შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ულ იქ­ნეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბი­თა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით.“

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები