20 აპრილი, შაბათი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია გა­მოვ­ლინ­და

spot_img

5 ივ­ნისს, „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ, აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) პრო­ექ­ტის „სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში“ ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­მარ­თა „მე­წარ­მე­ო­ბის“ პროგ­რა­მის სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მი­ნი-კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­კურ­სი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მე­წარ­მე­ო­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სა­უ­კე­თე­სო 8 მი­ნი-კომ­პა­ნი­ა. „სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის“ კონ­კურ­სი, წელს, მსოფ­ლი­ო­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, დის­ტან­ცი­უ­რად, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის აპ­ლი­კა­ცია Zoom-ში წა­რი­მარ­თა.

მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, წარ­მო­ედ­გი­ნათ მათ მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის და ჟი­უ­რის­თ­ვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020-2021 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 250-ზე მეტ სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მის „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი“ სწავ­ლე­ბა. პროგ­რა­მა „მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი“ ის­წავ­ლე­ბა მე­წარ­მე­ო­ბის სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მე­თო­დით — სწავ­ლე­ბა კე­თე­ბით, რომ­ლის დრო­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­მუ­ლა­ცი­ურ კომ­პა­ნი­ებს აყა­ლი­ბე­ბენ და მარ­თა­ვენ. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თად სა­კითხებს ეც­ნო­ბი­ან. მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­ნა­ხონ, თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ბიზ­ნეს იდე­ი­დან რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის ფორ­მი­რე­ბამ­დე. აყა­ლი­ბე­ბენ სა­კუ­თარ მი­ნი-კომ­პა­ნი­ებს, ირ­ჩე­ვენ კომ­პა­ნი­ის მმარ­თ­ველ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვას, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვას, საქ­მი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბას, ბა­ზარ­ზე გა­აქვთ მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი და წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ან მომ­სა­ხუ­რე­ბა და ყი­დი­ან. სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ისი­ნი ამ­ზა­დე­ბენ ან­გა­რიშ­გე­ბას და აც­ნო­ბენ მას თა­ვი­ანთ აქ­ცი­ო­ნე­რებს.

პროგ­რა­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლია „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ მსოფ­ლი­ოს“ (JA Worldwide) „მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის“ პროგ­რა­მის (Student Company Programme) მა­სა­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტი­სა და ევ­რო­პის ტრე­ნინგ-ფონ­დის (ETF) მი­ერ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კად სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბა­ში.

პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, 2020-2021 სას­წავ­ლო წელს, მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნი­ლი მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ე­ბის გამოფენა-გა­ყი­დვა, სა­დაც თი­თო­ე­ულ მი­ნი-კომ­პა­ნი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მო­ახ­დი­ნოს პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია და გა­აც­ნოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ფარ­თო მა­სებს. შერ­ჩე­უ­ლი 25 კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ ვებ­გ­ვერ­დ­ზე, ონლაინ გამოფენა-გაყიდვაზე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ებს და შე­ი­ძი­ნოთ მა­თი პრო­დუქ­ტი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს, გა­მოვ­ლინ­და 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია და 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც, 16-დან 29 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით, წა­რად­გე­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პის რი­გით 32-ე მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ე­ბის კონ­კურ­ს­ზე, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის 40 ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მი­ნი-კომ­პა­ნი­ე­ბი. ასე­ვე, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი გა­მოვ­ლინ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში, სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტი, სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ვიუ, მომ­ხ­მა­რებ­ლის რჩე­უ­ლი.

2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია გახ­და სსიპ ქა­ლაქ ბა­თუ­მის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „Bam­bu­sa“ და 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი – ამა­ვე სკო­ლის მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­გა გე­გე­ში­ძე.

მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „ბამ­ბუ­სა“ აწარ­მო­ებს ბამ­ბუ­კის მა­სა­ლის­გან შექ­მ­ნილ სხვა­დას­ხ­ვა დი­ზა­ი­ნის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ნა­თებს და მა­თი მი­ზა­ნია, რომ სამ­ყა­რო გა­ხა­დონ უფ­რო ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი. კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი: https://www.­youtube.­com/­watch­?­v=Wz0Y2ytwcpg

ასე­ვე, წარ­მო­გიდ­გენთ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ გუნ­დებს ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში:

სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტი – Georgian-American International School Progress • Kutaisi – მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „Bagic“.

მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „Bagic“ აწარ­მო­ებს ხე­ლით ნაქ­სოვ ჩან­თებს სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის. ძი­რი­თა­დად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი სხვა­დას­ხ­ვა პრო­დუქ­ტის მო­სა­თავ­სებ­ლად, რა­თა შემ­ცირ­დეს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩან­თე­ბის მოხ­მა­რე­ბა და ასე­ვე, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვალ­ჯე­რა­დად.

სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ვიუ – კერ­ძო სკო­ლა სა­დუ­ნის მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „ბიო ბუშ­ტი“.

მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „ბიო ბუშ­ტის“ პრო­დუქ­ტი გახ­ლავთ წყა­ლი ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა შე­ფუთ­ვით. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბა, პლა­ნე­ტის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლი­სათ­ვის.

მომ­ხ­მა­რებ­ლის რჩე­უ­ლი – სკო­ლის „ეისი“ მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „ბი­სო­ნი“

მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნია „ბი­სო­ნი“ ახორ­ცი­ე­ლებს ძვე­ლი ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის გა­ნახ­ლე­ბას და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რა­თა გა­რე­მოს ააცი­ლოს და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა ძვე­ლი, და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. ასე­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რად და­ბალ ფე­ნას ეხ­მა­რე­ბა ძვე­ლი ტან­საც­მ­ლის ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯის გა­წე­ვით.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები