23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტა „მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ (Universal Postal Union) „წე­რი­ლის წე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ა­ტა­რებს

spot_img

„მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ (Universal Postal Union) წე­რი­ლის წე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის“ ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, მიმ­დი­ნა­რე წელს, მე­ა­თედ გა­ი­მარ­თე­ბა.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ წე­რი­ლის წე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა 1971 წელს, „მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ ტო­კი­ოს კონ­გ­რეს­ზე. „მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ წევრ 192 ქვე­ყა­ნა­ში, კონ­კურსს ეროვ­ნუ­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბი მარ­თა­ვენ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, კონ­კურ­ს­ში მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით გა­ნაგ­რ­ძო­ბენ შე­ჯიბრს. „მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ქვე­ყა­ნას.

და­ჯილ­დოვ­დე­ბა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე. გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­მე­უ­ლი, პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი კი „მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­შირ­ში“ გა­იგ­ზავ­ნე­ბა და ჩა­ერ­თ­ვე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში.

2023 წლის სა­კონ­კურ­სო თე­მაა „წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ხარ სუ­პერ გმი­რი და შე­ნი მი­სია არის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, გა­ხა­დო უსაფ­რ­თხო ყვე­ლა გზა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მი­წე­რე წე­რი­ლი სა­სურ­ველ პი­როვ­ნე­ბას და ახ­სე­ნი, თუ რა სუ­პერ ძა­ლე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბა, შე­ნი მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად“ („Imagine you are a super hero and your mission is to make all roads around the world safer for children. Write a letter to someone explaining which super powers you would need to achieve your mission“). კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში, წე­რი­ლის წე­რის ტრა­დი­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

„მსოფ­ლიო სა­ფოს­ტო კავ­ში­რის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლის ავ­ტო­რის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა

2023 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, ფოს­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, ქა­ლაქ ბერ­ნ­ში, შვე­ი­ცა­რია.

⇑⇓ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლიათ 9-15 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებს. ნა­მუ­შე­ვარ­ში აუცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა:

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ნაშ­რომ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს წე­რი­ლის ფორ­მა

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, წე­რი­ლი იწყე­ბო­დეს მი­სალ­მე­ბით

 სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მი­თი­თე­ბუ­ლი იყოს რო­გორც გამ­გ­ზავ­ნის, ასე­ვე მიმ­ღე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი

 სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, წე­რი­ლი სრულ­დე­ბო­დეს გამ­გ­ზავ­ნის ხელ­მო­წე­რი­თა და თა­რი­ღით

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ნა­მუ­შევ­რის ში­ნა­არ­სი პა­სუ­ხობ­დეს კონ­კურ­სის თე­მა­ტი­კას

კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ­დე, ნა­მუ­შე­ვა­რი არ უნ­და იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, წე­რილ­ში, სიტყ­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 1000 ერ­თე­ულს

წე­რი­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყოს ქარ­თულ, არა­ბულ, ინ­გ­ლი­სურ, ფრან­გულ, პორ­ტუ­გა­ლი­ურ, რუ­სულ ან ეს­პა­ნურ ენებ­ზე

მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლია, წარ­მო­ად­გი­ნოს რო­გორც ხელ­ნა­წე­რი ნაშ­რო­მი, ასე­ვე მი­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია და მო­ნა­წი­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია (სა­ხე­ლი, გვა­რი, ასა­კი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, მი­სა­მარ­თი) გაგ­ზავ­ნოს მი­სა­მარ­თ­ზე: letter@gpost.ge

მხო­ლოდ ნა­მუ­შევ­რის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტით მი­წო­დე­ბის შემ­დ­გომ, მოხ­დე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლის კონ­კურ­ს­ში რე­გის­ტ­რა­ცია. წე­რი­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ის გა­მოგ­ზავ­ნი­დან, არა­უგ­ვი­ა­ნეს, 5 სა­მუ­შაო დღი­სა, მო­ნა­წი­ლემ უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს ნაშ­რო­მის დე­და­ნი, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბა კან­დი­და­ტის კონ­კურ­სი­დან მოხ­ს­ნა

აპ­ლი­კან­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, ნაშ­რო­მი წარ­მო­ად­გი­ნოს და­ლუ­ქუ­ლი კონ­ვერ­ტით და კონ­ვერ­ტ­ზე და­ტა­ნილ იქ­ნეს შემ­დე­გი წარ­წე­რა: „წე­რი­ლის წე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი 2023“. სხვა ნე­ბის­მი­ე­რი: სა­ხე­ლის, გვა­რის, ზედ­მეტ­სა­ხე­ლის, პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლის ან მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნიშ­ნის და/ან რა­ი­მე სიმ­ბო­ლოს და­ტა­ნა იკ­რ­ძა­ლე­ბა

კონ­კურ­სანტს შე­უძ­ლია, ისარ­გებ­ლოს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ფოს­ტო სერ­ვის­ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ან გა­ნა­თავ­სოს ნაშ­რო­მი „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის“ სა­ფოს­ტო შემ­კ­რებ ყუთ­ში. მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, აპ­ლი­კან­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, 5 დღის ვა­და­ში, ისარ­გებ­ლოს სა­ფოს­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბით და გაგ­ზავ­ნოს ნაშ­რო­მის დე­და­ნი (სა­სურ­ვე­ლია ხელ­ნა­წე­რი)

კონ­კურ­სის პი­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაშ­რო­მი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს მოს­წავ­ლის და არა მშობ­ლის ან პე­და­გო­გის ან სხვა მე­სა­მე პი­რის მი­ერ.

წე­რი­ლის ავ­ტო­რი აცხა­დებს თან­ხ­მო­ბას, რომ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტა“:

და­ა­მუ­შა­ვებს მის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად

სა­ჯა­როდ გა­მო­აქ­ვეყ­ნებს წე­რი­ლის ში­ნა­არსს, წე­რი­ლის ავ­ტო­რის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხ­მო­ბის გა­რე­შე.

♦ ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­ღე­ბის თა­რი­ღი: 2023 წლის 1 მარ­ტი­დან.

♦ სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რის ელ­ფოს­ტა­ზე და სა­ფოს­ტო სერ­ვის­ცენ­ტ­რ­ში მი­ღე­ბის სა­ბო­ლოო თა­რი­ღი: 2023 წლის 1 აპ­რი­ლი.

ნა­მუ­შევ­რე­ბი უნ­და გა­მო­იგ­ზავ­ნოს შემ­დეგ მი­სა­მარ­თ­ზე:

შპს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტა“

ქ. თბი­ლი­სი, სად­გუ­რის მო­ე­და­ნი 2

0100 თბი­ლი­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლო

ტელ: +995 32 2240909

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტა:  letter@gpost.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები