25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საუკეთესო ათეული დასახელდა

spot_img

„ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსი „დაწერე ნოველა“ დასრულებულია. საკონკურსო ჟიურიმ, ასამდე საკონკურსო ნაწარმოებიდან, 10 საუკეთესო შეარჩია, რომელთაგან 3 გამარჯვებული ნოველა 17 დეკემბერს 2 საათზე გამოვლინდება – ერთ გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, ხოლო ორი საუკეთესო ვებგვერდის მკითხველისა და სოციალურ ქსელში „მოწონებების“ მიხედვით შეირჩევა.

10 საუკეთესო ნოველა 6 დეკემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ჩვენს ფეისბუქგვერდზე (ახალი განათლება Akhali Ganatleba) და ვებგვერდზე (www.akhaliganatleba.ge) აიტვირთება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება, მოიწონოს თავისი რჩეული.

2021 წლის კონკურსის „დაწერე ნოველა“ მხარდამჭერები არიან გამომცემლობები: „ინტელექტი“, „არტანუჯი“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, რომლებმაც წიგნის ვაუჩერები (200-ლარიანი) დააწესეს შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის:

„ჟიურის რჩეული“ – გამომცემლობა „ინტელექტი“;

„ვებგვერდის ლიდერი ნოველა“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“;

„Facebook ლიდერი ნოველა“ – გამომცემლობა „არტანუჯი“.

სპეციალურ პრიზებს – „წიგნების სასაჩუქრე ნაკრებს“ თავიანთ რჩეულებს გამომცემლობები – „აგორა“ და „გლოსა“ – გადასცემენ.

თავისი რჩეული ეყოლება „ახალი განათლების“ რედაქციასაც. ჩვენ მიერ შერჩეულ საუკეთესო ნოველის ავტორს გადავცემთ ფულად პრიზს, 100 ლარის ოდენობით.

კონკურსის პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნოველა ერთზე მეტ ნომინაციაში გაიმარჯვებს, ავტორთან შეთანხმებით, მხოლოდ ერთ-ერთ „რჩეულ“ სტატუსს შეინარჩუნებს.

საუკეთესო ათეულის წევრებს „ახალი განათლება“ ციფრული სერტიფიკატებით დააჯილდოვებს და მათ ნაშრომებს 20 დეკემბრის ნომერში გამოვაქვეყნებთ. სამივე გამარჯვებული მოსწავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა საჩუქრად მიიღებს გაზეთ „ახალი განათლების“ 2022 წლის ერთწლიან ხელმოწერას.

 

წარმოგიდგენთ კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო ნოველის ავტორებს:

ასლან შაინიძე, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა;

გვანცა დიაკონიძე, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლა;

თამარ აქუბარდია, სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს თემის №1 საჯარო სკოლა;

კესარია ნამიჭეიშვილი, სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლა;

მალხაზ გულბანი, სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. იფარის საჯარო სკოლა;

მარიამ გოგობერიშვილი, სსიპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა;

მარიამ ჩაჩანიძე, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა;

მეგი ჩხეტიანი, სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლა;

მიხეილ სარუხანიანი, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა;

სოფიკო ხერგიანი, სსიპ მესტიის №3 საჯარო სკოლა.

„ახალი განათლების“ რედაქცია მადლობას უხდის თამშრომლობისთვის კონკურსის ჟიურის წევრებს: როლანდ ხოჯანაშვილს (ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით), ნათელა ცარციძეს (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მადონა სურმანიძეს (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები