19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო ვიზიტი ცერნის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ცერნის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში ერთკვირიანი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული, ფიზიკის 18 მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდა. სასწავლო ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები.

ჯგუფის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე. ასევე სამყაროს წარმოშობასა და მის ევოლუციაზე. შორეულ გალაქტიკებში არსებულ საინტერესო ობიექტებზე და იქ მიმდინარე პროცესებზე. უხილავ, პარალელურ და ანტიმატერიის სამყაროებზე, მათი კვლევის ფიზიკურ მეთოდებზე და არსებულ ექსპერიმენტებზე.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები